კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 ცნობილი ქართველი, რომელიც მცხეთის მონასტრის ეზოშია დაკრძალული - მოკლე ისტორიები
4 ცნობილი ქართველი, რომელიც მცხეთის მონასტრის ეზოშია დაკრძალული - მოკლე ისტორიები

მცხე­თა­ში, სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნატ­რის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას იქვე, ეზო­ში ყო­ველ­თვის ვჩერ­დე­ბი ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბის, პო­ე­ტი­სა და მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის საფ­ლავ­თან. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და - თი­თო­ე­უ­ლის ნეშ­ტი იქ რო­გორ მოხ­ვდა, რო­დე­საც ასე­თი დამ­სა­ხუ­რე­ბის ადა­მი­ა­ნებს ძი­რი­თა­დად ამა თუ იმ პან­თე­ონ­ში კრძა­ლა­ვენ ხოლ­მე. რო­გორც გა­ირ­კვა, - მათ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბით, სი­ტყვით თუ საქ­მით ასე გა­და­წყვი­ტეს, თუ და­იმ­სა­ხუ­რეს - გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პან­თე­ო­ნის ნაც­ვლად, მო­ნას­ტრის ეზო­ში დაკ­რძა­ლუ­ლიყ­ვნენ და მო­ნას­ტრის ეზო­ში, იქ გარ­დაც­ვლი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გვერ­დით, არის: პოეტ მო­რის ფო­ცხიშ­ვი­ლის, მწე­რალ ლე­ვან გო­თუ­ას, მწე­რა­ლი­სა და კი­ნო­რე­ჟი­სო­რის გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის და მსა­ხი­ობ ზინა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძის საფ­ლა­ვე­ბი...

შე­იძ­ლე­ბა თუ არა მო­ნას­ტრის ეზო­ში სა­ე­რო პი­რის დაკ­რძალ­ვა? - ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ასე­თია: კურ­თხე­ვას კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია II გას­ცემს... ვეცნ­დე­ბით, მო­გიყ­ვეთ, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ნეშ­ტი სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის ეზო­ში და აქვე თი­თო­ე­უ­ლის ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­ულ ეპი­ზოდსაც გა­ვიხ­სე­ნოთ...

ლე­ვან გო­თუა

მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ლე­ვან გო­თუა მწერ­ლის, პუბ­ლი­ცის­ტის, პე­და­გო­გი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის ოჯახ­ში და­ი­ბა­და... იყო ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი, რის გა­მოც ცხოვ­რე­ბის 66 წლი­დან 22 სამ­შობ­ლოს­გან შორს, პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­ა­ტა­რა. "წი­თე­ლი" ტე­რო­რის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა. "ღირ­სე­უ­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბი გვინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, სამ­შობ­ლო­ში ამის სა­შუ­ა­ლე­ბა კი "ჩე­კამ" დაგ­ვიხ­შო", - წერ­და ლე­ვან გო­თუა ოჯახს ერთ-ერთი პა­ტიმ­რო­ბი­სას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას ბო­ლოს თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს, ჯა­შუ­შე­ბი მა­ინც მი­უ­ჩი­ნეს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე დაჰ­ყვე­ბოდ­ნენ. სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი ქა­ლიც კი ჰყავ­და მი­ჩე­ნი­ლი, რომ გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა, აკ­რძა­ლულ ლი­ტე­რა­ტუ­რა არ წა­ე­კი­თხა. 1946 წელს სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლად და ვორ­კუ­ტის შრო­მა-გას­წო­რე­ბით ბა­ნაკ­ში 10 წლით გა­ამ­გზავ­რეს... რო­გორც პა­ტი­მარს, წერა აუკ­რძა­ლეს, მაგ­რამ გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მწერ­ლო­ბის­თვის თავი არ და­უ­ნე­ბე­ბია, რის­თვი­საც ხერ­ხს მი­მარ­თა: ელექტრი­კო­სო­ბა შე­ის­წავ­ლა და მა­ღა­რო­ში მა­ღა­ლი ძაბ­ვის მონ­ტი­ო­რად მო­ე­წყო. შე­ვი­დო­და სატ­რანსფორ­მა­ტო­რო სად­გურ­ში, ჩაწ­ვე­ბო­და ტრანსფორ­მა­ტო­რის გვერ­დით ამო­თხრილ ორ­მო­ში, და­იდ­გამ­და სან­თელს და წერ­და. ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი ში­შით ვერ ბე­დავ­დნენ იქ შეს­ვლას, რად­გან კარ­ზე თა­ვის ქალა და­ა­ხა­ტა და ქვეშ მი­ა­წე­რა: "სა­სიკ­ვდი­ლოა". სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო "გმირ­თა ვა­რამ­ზე" მუ­შა­ო­ბა. მა­ღა­რო­ში გა­თხა­რა სა­მა­ლა­ვი, სა­დაც ნა­წე­რებს ინა­ხავ­და. ბა­ნა­კი­დან მათი გა­მო­ტა­ნა დიდ რისკთან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ახერ­ხებ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "გმირ­თა ვა­რა­მის" ორი­გი­ნა­ლი გა­ნად­გუ­რე­ბას ასე გა­და­ურ­ჩა... 55 წლის მწე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დაბ­რუნ­და, ქა­ლაქ­გა­რეთ, არ­მაზ­ში და­სახ­ლდა, რომ მუ­შა­ო­ბის­თვის მეტი დრო ჰქო­ნო­და. წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა არ უყ­ვარ­და, უბ­რა­ლოდ, ასე ამ­ბობ­და: "სად არ მათ­რი­ეს, სად არ გა­და­მაგ­დეს, სად არ მაწ­ვა­ლეს. ყვე­ლა­ფერს რომ ჩავ­ყე­ვი და გა­ვიხ­სე­ნე, თვი­თონ გან­ვცვიფ­რდი, ნუთუ ყო­ვე­ლი მე მხვდა წი­ლად? ჩემს თავ­ზე მძი­მე ზღა­პარ­მა გა­და­ი­ა­რა. ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის ეს ბევ­რზე ბევ­რია გა­და­სა­ტა­ნად და და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც!" მწე­რა­ლი 1973 წლის თე­ბერ­ვალ­ში არ­მაზ­ში და­იკ­რძა­ლა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, მცხე­თის სამ­თავ­როს ეზო­ში 2005 წლის 15 დე­კემ­ბერს გა­და­ას­ვე­ნეს.

მო­რის ფო­ცხიშ­ვი­ლი

პო­ე­ტის ლექ­სე­ბი თარ­გმნი­ლია არა­ერთ უცხო­ურ ენა­ზე. აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ობ­და სა­ბავ­შვო პო­ე­ზი­ა­შიც. მისი სტრი­ქო­ნე­ბი სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ქარ­თვე­ლი კომ­პო-ზი­ტო­რე­ბის სიმ­ღე­რებს... 9 აპ­რი­ლის შემ­დეგ შექ­მნილ­მა ლექსმა - "ვა­ჩუ­ქოთ ერ­თმა­ნეთს ტი­ტე­ბი", პირ­ვე­ლი­ვე სიმ­ღე­რად აჟ­ღე­რე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ყო­ველ­თაო სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა... არის რამ­დე­ნი­მე პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლის ავ­ტო­რი. არას­დროს ყო­ფი­ლა ჩარ­ჩო­ებ­სა თუ შტამ­პებ­ში მოქ­ცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, ში­ნა­გა­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლი და ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა იყო... მისი შვი­ლე­ბი არი­ან - მხატ­ვა­რი თამ­რი­კო ფო­ცხიშ­ვი­ლი და რე­ჟი­სო­რი - ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლი... თამ­რი­კო ფო­ცხიშ­ვი­ლი: "ბოლო ორი თვე ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. ფეხი უნდა მო­გაჭ­რა­თო რომ უთხრეს, სას­ტი­კი უარი თქვა. რო­გორც მო­ვე­დი ორი ფე­ხით, ღმერ­თთა­ნაც ისე უნდა წარვდგეო. სუ­ლი­ე­რად ემ­ზა­დე­ბო­და, გან­წმენ­დის გზა­ზე დად­გა. ჭკუ­ას გვა­რი­გებ­და. მე და­მი­ბა­რა, უა­რის თქმა ის­წავ­ლეო. ბა­სას უთხრა, - დე­და­შე­ნი და თამ­რი­კო სუს­ტი ნე­ბის­ყო­ფის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, შენ მა­გა­რი ხარ და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­თან­ხმდე, ფეხი მომ­კვე­თონ. მის­ცა ლექ­სე­ბი, გა­და­ხე­დეთ, ყვე­ლა­ფე­რი არ უნდა და­ი­ბეჭ­დო­სო. ასე­ვე დაგ­ვი­ბა­რა, მცხე­თა­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ სა­საფ­ლა­ო­ზე დამ­კრძა­ლეთ, მაგ­რამ უწ­მინ­დე­სის კურ­თხე­ვით, მცხე­თის მო­ნას­ტრის ეზო­ში და­იკ­რძა­ლა. მა­შინ სა­ე­რო პი­რე­ბი იქ არ იკ­რძა­ლე­ბოდ­ნენ. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ მო­რი­სის გვერ­დით ლე­ვან გო­თუა და­ა­საფ­ლა­ვეს. ეს ფაქ­ტიც უფ­ლის ნე­ბით მოხ­და. ლე­ვანს ჩვენს ოჯახ­თან დიდი ახ­ლობ­ლო­ბა აკავ­ში­რებ­და".

ზინა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე

ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი, ზინა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხმის ტემ­ბრით, მე­ტყვე­ლე­ბი­თა და ტრა­გი­კუ­ლი არ­ტის­ტიზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, მხატ­ვრუ­ლი სი­ტყვის ოს­ტა­ტი, თეტ­რა­ლუ­რი უნი­ვე­რის­ტე­ტის პე­და­გო­გი, დო­ცენ­ტი. ავ­ტო­რია წიგ­ნის "ჩემი ან­ტი­გო­ნე", გა­და­ღე­ბუ­ლია არა­ერთ ფილმშიც, "დათა თუ­თაშ­ხი­ა­ში" მო­ნაზვნის როლი შე­ას­რუ­ლა, ბოლო წლებ­ში კი მისი ცხოვ­რე­ბა სწო­რედ ამ გზით წა­ვი­და... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჰყვა­რე­ბია სამ­თავ­როს წმინ­და ნი­ნოს დე­და­თა მო­ნას­ტე­რი, სა­დაც იქა­ურ დე­დებ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა 2005 წლი­დან ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და. ოც­ნე­ბობ­და, სამ­თავ­როს მო­ნას­ტრის ახ­ლოს, ერთი ოთა­ხი ჰქო­ნო­და, ეს რომ დე­დებ­მა გა­ი­გეს, სა­ცხოვ­რებ­ლად მო­ნას­ტერ­ში მი­იწ­ვი­ეს. თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ნას­ტრის ში­ნა­გა­ნა­წე­სით ნაკ­ლე­ბად იზღუ­დე­ბო­და, თუმ­ცა ბუ­ნებ­რი­ვად მო­ა­ხერ­ხა შერ­წყმო­და მის­თვის უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მოს და მო­თხოვ­ნებს, რო­მე­ლიც მო­ნას­ტერ­ში არ­სე­ბობს. სამ­თავ­რო­ში ცხოვ­რე­ბას თან ახ­ლდა მისი უხი­ლა­ვი ში­ნა­გა­ნი მზა­დე­ბაც, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო - სა­ბო­ლო­ოდ მო­ნას­ტერ­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და მო­ნაზვნად აღ­კვე­ცი­ლი­ყო... მაგ­რამ მან ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა, 79 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძა­ლუ­ლია სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის ეზო­ში, რი­თაც მისი სურ­ვი­ლი შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა...

გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი

მწე­რა­ლი, სცე­ნა­რის­ტი, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და ფილ­მე­ბი ერთ მთლი­ა­ნო­ბას ქმნის და სი­კე­თი­სა და მშვე­ნი­ე­რე­ბის ნი­მუ­შია. რო­გორც იხ­სე­ნებ­და, კი­ნო­თი მა­შინ­ვე მო­ი­წამ­ლა, როცა პირ­ვე­ლად მე­სა­მეკ­ლა­სელ­მა მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ეკ­რა­ნი­დან თა­ვი­სი სა­ხე­ლი გა­ი­გო­ნა - "გო­დერ­ძი, შვი­ლო!" (ფილ­მი­დან "ჯა­რის­კა­ცის მამა"). კი­ნოს სიყ­ვა­რულ­მა თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მი­იყ­ვა­ნა და მა­შინ­ვე გავ­რცელ­და ამ­ბა­ვი, რომ მთი­დან პა­ტა­რა "ვაჟა-ფშა­ვე­ლა" ჩა­მო­სუ­ლა და გა­მოც­და­ზე ფილ­მის გარ­ჩე­ვას ლექ­სად წერ­სო... პირ­ვე­ლი გრან-პრი სა­კურ­სო ნა­მუ­შე­ვარ­მა "ად­გი­ლის დე­დამ" მო­უ­ტა­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იყო "ვერ­ცხლის ნიმ­ფა" ფილ­მი­სათ­ვის "ცოდ­ვის შვი­ლე­ბი". იმა­ვე წელს მი­ი­ღო ია­პო­ნი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი, პრი­ზე­ბი სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რი­სა და რე­ჟი­სუ­რი­სათ­ვის. გრან-პრი ანა­პის ფეს­ტი­ვალ­ზე "კი­ნო­შო­კი" - ფილ­მის­თვის "სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი". 1998 წელს "ლუ­კას სა­ხა­რე­ბა" სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რის­თვის და­ა­ჯილ­დო­ეს. ყვე­ლა კი­ნო­სუ­რა­თი თუ მო­თხრო­ბა მის მშობ­ლი­ურ მხა­რეს, - გუ­და­მა­ყარს ეძღვნე­ბა. ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ერ­თდრო­უ­ლად იგ­რძნო­ბა სევ­და და სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რუ­ლი. "სი­ცო­ცხლე სევ­და არის, ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის ტკბი­ლი სევ­და," - წერ­და ის... გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის ეზო­ში მი­ა­ბა­რეს მი­წას...

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინიკო
1

ძალიან მიყვარდა ქალბატონი ზინაიდას წაკითხული ლექსი ვაი რა კარგი საჩინო...

ლუიზა
4

ენათმეცნიერი მიხეილ ქურდიანი მანდაა დასაფლავებული და კიდე რამდენიმე ცნობილი ადამიანი...

ავტორი:

4 ცნობილი ქართველი, რომელიც მცხეთის მონასტრის ეზოშია დაკრძალული - მოკლე ისტორიები

4 ცნობილი ქართველი, რომელიც მცხეთის მონასტრის ეზოშია დაკრძალული - მოკლე ისტორიები

მცხეთაში, სამთავროს დედათა მონატრის მონახულებისას იქვე, ეზოში ყოველთვის ვჩერდები ჩვენი საყვარელი მწერლების, პოეტისა და მსახიობი ქალის საფლავთან. სულ მაინტერესებდა - თითოეულის ნეშტი იქ როგორ მოხვდა, როდესაც ასეთი დამსახურების ადამიანებს ძირითადად ამა თუ იმ პანთეონში კრძალავენ ხოლმე. როგორც გაირკვა, - მათ თავიანთი ცხოვრებით, სიტყვით თუ საქმით ასე გადაწყვიტეს, თუ დაიმსახურეს - გარდაცვალების შემდეგ პანთეონის ნაცვლად, მონასტრის ეზოში დაკრძალულიყვნენ და მონასტრის ეზოში, იქ გარდაცვლილი სასულიერო პირების გვერდით, არის: პოეტ მორის ფოცხიშვილის, მწერალ ლევან გოთუას, მწერალისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის და მსახიობ ზინა კვერენჩხილაძის საფლავები...

შეიძლება თუ არა მონასტრის ეზოში საერო პირის დაკრძალვა? - ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: კურთხევას კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II გასცემს... ვეცნდებით, მოგიყვეთ, როგორ აღმოჩნდა ამ ადამიანების ნეშტი სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში და აქვე თითოეულის ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდსაც გავიხსენოთ...

ლევან გოთუა

მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლევან გოთუა მწერლის, პუბლიცისტის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ოჯახში დაიბადა... იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, რის გამოც ცხოვრების 66 წლიდან 22 სამშობლოსგან შორს, პატიმრობაში გაატარა. "წითელი" ტერორის მსხვერპლი აღმოჩნდა. "ღირსეული მამულიშვილები გვინდოდა ვყოფილიყავით, სამშობლოში ამის საშუალება კი "ჩეკამ" დაგვიხშო", - წერდა ლევან გოთუა ოჯახს ერთ-ერთი პატიმრობისას. მიუხედავად იმისა, რომ მას ბოლოს თბილისში დაბრუნების უფლება მისცეს, ჯაშუშები მაინც მიუჩინეს, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაჰყვებოდნენ. საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელი ქალიც კი ჰყავდა მიჩენილი, რომ გაეკონტროლებინა, აკრძალულ ლიტერატურა არ წაეკითხა. 1946 წელს სამშობლოს ღალატი წაუყენეს ბრალად და ვორკუტის შრომა-გასწორებით ბანაკში 10 წლით გაამგზავრეს... როგორც პატიმარს, წერა აუკრძალეს, მაგრამ გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, მწერლობისთვის თავი არ დაუნებებია, რისთვისაც ხერხს მიმართა: ელექტრიკოსობა შეისწავლა და მაღაროში მაღალი ძაბვის მონტიორად მოეწყო. შევიდოდა სატრანსფორმატორო სადგურში, ჩაწვებოდა ტრანსფორმატორის გვერდით ამოთხრილ ორმოში, დაიდგამდა სანთელს და წერდა. ზედამხედველები შიშით ვერ ბედავდნენ იქ შესვლას, რადგან კარზე თავის ქალა დაახატა და ქვეშ მიაწერა: "სასიკვდილოა". სწორედ იმ პერიოდში დაიწყო "გმირთა ვარამზე" მუშაობა. მაღაროში გათხარა სამალავი, სადაც ნაწერებს ინახავდა. ბანაკიდან მათი გამოტანა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მაინც ახერხებდა. შეიძლება ითქვას, რომ "გმირთა ვარამის" ორიგინალი განადგურებას ასე გადაურჩა... 55 წლის მწერალი საქართველოში რომ დაბრუნდა, ქალაქგარეთ, არმაზში დასახლდა, რომ მუშაობისთვის მეტი დრო ჰქონოდა. წარსულის გახსენება არ უყვარდა, უბრალოდ, ასე ამბობდა: "სად არ მათრიეს, სად არ გადამაგდეს, სად არ მაწვალეს. ყველაფერს რომ ჩავყევი და გავიხსენე, თვითონ განვცვიფრდი, ნუთუ ყოველი მე მხვდა წილად? ჩემს თავზე მძიმე ზღაპარმა გადაიარა. ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც!" მწერალი 1973 წლის თებერვალში არმაზში დაიკრძალა, თუმცა საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მცხეთის სამთავროს ეზოში 2005 წლის 15 დეკემბერს გადაასვენეს.

მორის ფოცხიშვილი

პოეტის ლექსები თარგმნილია არაერთ უცხოურ ენაზე. აქტიურად მოღვაწეობდა საბავშვო პოეზიაშიც. მისი სტრიქონები საფუძვლად დაედო ქართველი კომპო-ზიტორების სიმღერებს... 9 აპრილის შემდეგ შექმნილმა ლექსმა - "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები", პირველივე სიმღერად აჟღერებისთანავე, საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა... არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი. არასდროს ყოფილა ჩარჩოებსა თუ შტამპებში მოქცეული ადამიანი, შინაგანად თავისუფალი და ძლიერი პიროვნება იყო... მისი შვილები არიან - მხატვარი თამრიკო ფოცხიშვილი და რეჟისორი - ბასა ფოცხიშვილი... თამრიკო ფოცხიშვილი: "ბოლო ორი თვე ძალიან ცუდად იყო. ფეხი უნდა მოგაჭრათო რომ უთხრეს, სასტიკი უარი თქვა. როგორც მოვედი ორი ფეხით, ღმერთთანაც ისე უნდა წარვდგეო. სულიერად ემზადებოდა, განწმენდის გზაზე დადგა. ჭკუას გვარიგებდა. მე დამიბარა, უარის თქმა ისწავლეო. ბასას უთხრა, - დედაშენი და თამრიკო სუსტი ნებისყოფის ადამიანები არიან, შენ მაგარი ხარ და არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდე, ფეხი მომკვეთონ. მისცა ლექსები, გადახედეთ, ყველაფერი არ უნდა დაიბეჭდოსო. ასევე დაგვიბარა, მცხეთაში, ჩვეულებრივ სასაფლაოზე დამკრძალეთ, მაგრამ უწმინდესის კურთხევით, მცხეთის მონასტრის ეზოში დაიკრძალა. მაშინ საერო პირები იქ არ იკრძალებოდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ მორისის გვერდით ლევან გოთუა დაასაფლავეს. ეს ფაქტიც უფლის ნებით მოხდა. ლევანს ჩვენს ოჯახთან დიდი ახლობლობა აკავშირებდა".

ზინა კვერენჩხილაძე

ქართული თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი, ზინა კვერენჩხილაძე განსაკუთრებული ხმის ტემბრით, მეტყველებითა და ტრაგიკული არტისტიზმით გამოირჩეოდა. რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, მხატვრული სიტყვის ოსტატი, თეტრალური უნივერისტეტის პედაგოგი, დოცენტი. ავტორია წიგნის "ჩემი ანტიგონე", გადაღებულია არაერთ ფილმშიც, "დათა თუთაშხიაში" მონაზვნის როლი შეასრულა, ბოლო წლებში კი მისი ცხოვრება სწორედ ამ გზით წავიდა... განსაკუთრებულად ჰყვარებია სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი, სადაც იქაურ დედებთან ახლო ურთიერთობა 2005 წლიდან ჩამოუყალიბდა. ოცნებობდა, სამთავროს მონასტრის ახლოს, ერთი ოთახი ჰქონოდა, ეს რომ დედებმა გაიგეს, საცხოვრებლად მონასტერში მიიწვიეს. თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მონასტრის შინაგანაწესით ნაკლებად იზღუდებოდა, თუმცა ბუნებრივად მოახერხა შერწყმოდა მისთვის უჩვეულო გარემოს და მოთხოვნებს, რომელიც მონასტერში არსებობს. სამთავროში ცხოვრებას თან ახლდა მისი უხილავი შინაგანი მზადებაც, რომ გადაწყვეტილება მიეღო - საბოლოოდ მონასტერში დარჩენილიყო და მონაზვნად აღკვეცილიყო... მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა, 79 წლისა გარდაიცვალა. დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, რითაც მისი სურვილი შეუსრულებელი არ დარჩენილა...

გოდერძი ჩოხელი

მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, ადამიანი, რომლის ნაწარმოებები და ფილმები ერთ მთლიანობას ქმნის და სიკეთისა და მშვენიერების ნიმუშია. როგორც იხსენებდა, კინოთი მაშინვე მოიწამლა, როცა პირველად მესამეკლასელმა მშობლიურ სოფელში ეკრანიდან თავისი სახელი გაიგონა - "გოდერძი, შვილო!" (ფილმიდან "ჯარისკაცის მამა"). კინოს სიყვარულმა თეატრალურ ინსტიტუტში მიიყვანა და მაშინვე გავრცელდა ამბავი, რომ მთიდან პატარა "ვაჟა-ფშაველა" ჩამოსულა და გამოცდაზე ფილმის გარჩევას ლექსად წერსო... პირველი გრან-პრი საკურსო ნამუშევარმა "ადგილის დედამ" მოუტანა. მოგვიანებით იყო "ვერცხლის ნიმფა" ფილმისათვის "ცოდვის შვილები". იმავე წელს მიიღო იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი, პრიზები საუკეთესო სცენარისა და რეჟისურისათვის. გრან-პრი ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" - ფილმისთვის "სამოთხის გვრიტები". 1998 წელს "ლუკას სახარება" საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოეს. ყველა კინოსურათი თუ მოთხრობა მის მშობლიურ მხარეს, - გუდამაყარს ეძღვნება. ნაწარმოებებში ერთდროულად იგრძნობა სევდა და სიცოცხლის სიყვარული. "სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა," - წერდა ის... გოდერძი ჩოხელი სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში მიაბარეს მიწას...