მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ოჯახი შედგება ბევრი თავნება ადამიანისგან..." - ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილების ლონდონური ცხოვრება და ოჯახური ფოტოები
"ჩვენი ოჯახი შედგება ბევრი თავნება ადამიანისგან..." - ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილების ლონდონური ცხოვრება და ოჯახური ფოტოები

2008 წლის 13 თე­ბერ­ვალს ლონ­დონ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა ბიზ­ნეს­მე­ნი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­ლდათ. იმ წლებ­ში პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის გარ­შე­მო ინ­ტე­რე­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გაზ­რდი­ლი იყო. პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდი ხნის მან­ძილ­ზე ოპო­ზი­ცი­ა­ში აჩენ­და ეჭვს, რომ შე­საძ­ლოა, პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მო­წამ­ლეს, თუმ­ცა ეს ვერ­სია არ და­დას­ტურ­და.

პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან იმ წლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მე­გობ­რობ­და ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი. პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის დები, დის შვი­ლე­ბი, პო­პუ­ლა­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი სიძე - ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყ­ვნენ.

ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან, ინა გუ­და­ვა­ძეს­თან ერ­თად

ბიზ­ნეს­მენ­მა შექ­მნა პრო­ექ­ტი "არტ იმე­დი", სა­დაც უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და მა­შინ ერ­თგვა­რი გა­მო­ცო­ცხლე­ბა და­ი­წყო ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის. მი­უ­ხე­და­ვად ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი­სა და მისი ნა­თე­სა­ვე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბი­სა, თით­ქმის არა­სო­დეს ჩან­და მისი ოჯა­ხი, მე­უღ­ლე და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი.

რძლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მე­ნის დედა, ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში სა­უბ­რობ­და ხოლ­მე. ლიკა და ია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბი, დედა ინა გუ­და­ვა­ძეს­თან ერ­თად ლონ­დონ­ში ცხოვ­რობ­დნენ, გო­გო­ნებ­მა თა­ვის დრო­ზე გა­ნათ­ლე­ბაც იქ მი­ი­ღეს და ორი­ვეს უცხო­ე­ლი ქმრე­ბი ჰყავთ.

ლიკა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი დე­დას­თან, ინა გუ­და­ვა­ძესთნ ერ­თად

ბიზ­ნეს­მე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს მოს­კოვ­ში კი­დევ ერთი შვი­ლი, ვაჟი ჰყავ­და, რო­მელ­საც აღი­ა­რებ­და, თუმ­ცა ოჯახ­მა არ იცო­და.

ნა­თე­ლა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბო­და:

"ბად­რის გო­გო­ნე­ბი თა­ვი­ანთ ოჯა­ხებ­თან ერ­თად ლონ­დონ­ში ცალკ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ ხში­რად მი­დი­ან სტუმ­რად დე­დას­თან. მათ მა­ინც ქა­ლაქ­ში ურ­ჩევ­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა, ინა კი ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რობს. იქ გა­დატ­ვირ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბაა, ბავ­შვე­ბი ათას რა­მე­ზე დაჰ­ყავთ. როცა დრო აქვთ, ინას­თან არი­ან. ინა ბად­რის საქ­მე­ე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი რძა­ლი მყავს, ყვე­ლა­ფერს კარ­გად არ­თმევს თავს. უფ­რო­სი შვი­ლი ლიკა, მა­მას ისე ჰგავს თვი­სე­ბე­ბით, სა­უბ­რის მა­ნე­რით, თით­ქოს ბად­რი ლა­პა­რა­კობს. იაც და ლი­კაც ჭკვი­ა­ნი გო­გო­ნე­ბი არი­ან...".

ლიკა და ია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბი დე­დასთნ და მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად

ლიკა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი-ჟმო­ტო­ვა დიდი ხა­ნია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ორი შვი­ლი ჰყავს. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ მმარ­თვე­ლო­ბაც ჩა­ი­ბა­რა...

ლი­კას ორი შვი­ლი ჰყავს და გარ­და იმი­სა, რომ მა­მის ბიზ­ნე­სებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. 2019 წელს მა­მის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტა­ლა­ცია, რო­მე­ლიც ლონ­დო­ნის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ლი­კამ, რო­გორ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, გა­და­წყვი­ტა, რომ ამ ინ­სტა­ლა­ცი­ით იმ 11 წელ­ზე მო­ე­ყო­ლა, რაც მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­ი­ა­რა. ინ­სტა­ლა­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ხმე­ბი ჩემს თავ­ში“ სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა აუ­დი­ტო­რი­ის­თვის.

ვი­დე­ო­ში ლიკა ყვე­ბა: "მე ვარ ლიკა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ეს არის ჩემი ხედ­ვა, ჩემი მო­ნა­თხრო­ბი ყვე­ლა იმ მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჩემ­მა ოჯახ­მა გა­ი­ა­რა ბოლო 11 წლის მან­ძილ­ზე. ინ­სტა­ლა­ცი­ის იდეა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად გა­ნა­თე­ბუ­ლია, შემ­დეგ კი კაშ­კა­შა სივ­რცი­დან მნახ­ვე­ლი ხვდე­ბა ბნელ გვი­რაბ­ში. ზუს­ტად ეს დაგ­ვე­მარ­თა ჩვენც. მი­დი­ხარ ამ გვი­რაბ­ში და ზუს­ტად არ იცი, სად მი­გიყ­ვანს. და ესეც გა­მიზ­ნუ­ლად, კარ­გად ვერ ხე­დავ, სად არის გა­სას­ვლე­ლი.

გა­სას­ვე­ლი არ­სა­დაა, მხო­ლოდ შე­საძ­ლე­ბე­ლია გვი­რა­ბის გარ­ღვე­ვა, მის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად. დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბო­და იმ ყვე­ლაფ­რის ახ­სნას, რაც ჩვენ­მა ოჯახ­მა გა­მო­ი­ა­რა, იმ ამ­ბე­ბის გამო, რაც მოხ­და მა­მა­ჩე­მის და ჩვე­ნი ოჯა­ხის გარ­შე­მო, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 11 წლის წინ. მარ­თა­ლია, ჩვე­ნი ოჯა­ხი შედ­გე­ბა ბევ­რი თავ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის­გან, ჩვენ მა­ინც ვა­ხერ­ხებ­დით გუნ­დუ­რად მუ­შა­ო­ბას, რად­გან ოჯა­ხი ჩვენ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზეა. ესაა ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ქო­ნე­ბა. ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი ვართ. ბოლო 11 წლის მან­ძილ­ზე რო­დე­საც მამა გარ­და­იც­ვა­ლა, ჩვენ მოგ­ვი­წია მისი მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის ბრძო­ლა. ჩვენ გა­და­ვა­წყდით ძა­ლი­ან ბევრ თაღ­ლითს, დამ­ნა­შა­ვეს...“ - ამ­ბობს ვი­დე­ო­ში ლიკა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი.

ლი­კას უმ­ცრო­სი და - ია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი 16 წე­ლია რაც უკ­რა­ი­ნელ ევ­გე­ნი გუ­ნი­აკ­ზეა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს და რო­გორც უფ­რო­სი და, ისიც ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს.

ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქვრი­ვი ინა გუ­და­ვა­ძე რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­ვდა ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ბრი­ტა­ნე­ლე­ბის სი­ა­ში. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი ქო­ნე­ბა 650 მი­ლი­ონ სტერ­ლინ­გად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
0

კაცმა იბრძოლა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით , გამდიდრდა, ბევრს მიეხმარა, საქართველოც უყვარდა და რას ერჩით. რამდენი მდიდარი ქართველია და ბაიყუშობს .

ნისა
0

ადამიანებს რამდენი სიკეთეც უნდა გაუკეთო, მაინც უკმაყოფილო დარჩება. ბადრი იყო ძალიან კეთილი და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. თქვე კი რამ გაგაბოროტად ასე ? გატდაცვლილს აკრიტიკებთ და ლანძთავთ. არც ღმერთი გწამთ და ატც ადამიანობა? რაც ამ ოჯახს გაუკეთეს ნუთუ დაგავიწყდათ? ეს იყო სრულიად არაადამიანური საქმე. ვინც მაშინ და დღესაც ის მოიწონა , ნამდვილად ბოროტი სულია , მის გამკეთებლებთან ერთად. სხვისი კრიტიკა და ლანძთვა გეხერხებათ. თქვენ გულებში ჩაიხედეთ , თქვენ რა გაგიკეთებიათ თქვენი ქვეყნისთვის? საკუთარი სადარბაზოც არ დაგისუფთავებიათ,ერთი ხეც კი არ დაგირგავთ. აი ესაა ბოროტება და უსაქმურობა.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ჩვენი ოჯახი შედგება ბევრი თავნება ადამიანისგან..." - ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილების ლონდონური ცხოვრება და ოჯახური ფოტოები

"ჩვენი ოჯახი შედგება ბევრი თავნება ადამიანისგან..." - ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილების ლონდონური ცხოვრება და ოჯახური ფოტოები

2008 წლის 13 თებერვალს ლონდონში, საკუთარ სახლში, მოულოდნელად გარდაიცვალა ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახლდათ. იმ წლებში პატარკაციშვილების ოჯახის გარშემო ინტერესი განსაკუთრებულად გაზრდილი იყო. პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ბიზნესმენის მოულოდნელი გარდაცვალება დიდი ხნის მანძილზე ოპოზიციაში აჩენდა ეჭვს, რომ შესაძლოა, პატარკაციშვილი მოწამლეს, თუმცა ეს ვერსია არ დადასტურდა.

პატარკაციშვილების ოჯახთან იმ წლებში განსაკუთრებულად მეგობრობდა ქართული შოუბიზნესი. პატარკაციშვილების დები, დის შვილები, პოპულარული დიზაინერი სიძე - ავთანდილ ცქვიტინიძე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყვნენ.

ბადრი პატარკაციშვილი მეუღლესთან, ინა გუდავაძესთან ერთად

ბიზნესმენმა შექმნა პროექტი "არტ იმედი", სადაც უამრავი ქართველი მომღერალი გააერთიანა და მაშინ ერთგვარი გამოცოცხლება დაიწყო ქართული შოუბიზნესის. მიუხედავად ბადრი პატარკაციშვილისა და მისი ნათესავების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებისა, თითქმის არასოდეს ჩანდა მისი ოჯახი, მეუღლე და ორი ქალიშვილი.

რძლისა და შვილიშვილების შესახებ ბიზნესმენის დედა, ინტერვიუებში საუბრობდა ხოლმე. ლიკა და ია პატარკაციშვილები, დედა ინა გუდავაძესთან ერთად ლონდონში ცხოვრობდნენ, გოგონებმა თავის დროზე განათლებაც იქ მიიღეს და ორივეს უცხოელი ქმრები ჰყავთ.

ლიკა პატარკაციშვილი დედასთან, ინა გუდავაძესთნ ერთად

ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბადრი პატარკაციშვილს მოსკოვში კიდევ ერთი შვილი, ვაჟი ჰყავდა, რომელსაც აღიარებდა, თუმცა ოჯახმა არ იცოდა.

ნათელა პატარკაციშვილი შვილის გარდაცვალების შემდეგ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ყვებოდა:

"ბადრის გოგონები თავიანთ ოჯახებთან ერთად ლონდონში ცალკ-ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ ხშირად მიდიან სტუმრად დედასთან. მათ მაინც ქალაქში ურჩევნიათ ცხოვრება, ინა კი ქალაქგარეთ ცხოვრობს. იქ გადატვირთული ცხოვრებაა, ბავშვები ათას რამეზე დაჰყავთ. როცა დრო აქვთ, ინასთან არიან. ინა ბადრის საქმეებით არის დაკავებული, ძალიან ჭკვიანი რძალი მყავს, ყველაფერს კარგად ართმევს თავს. უფროსი შვილი ლიკა, მამას ისე ჰგავს თვისებებით, საუბრის მანერით, თითქოს ბადრი ლაპარაკობს. იაც და ლიკაც ჭკვიანი გოგონები არიან...".

ლიკა და ია პატარკაციშვილები დედასთნ და მეუღლეებთან ერთად

ლიკა პატარკაციშვილი-ჟმოტოვა დიდი ხანია დაოჯახებულია და ორი შვილი ჰყავს. მამის გარდაცვალების შემდეგ გარკვეული პერიოდი ტელეკომპანია „იმედის“ მმართველობაც ჩაიბარა...

ლიკას ორი შვილი ჰყავს და გარდა იმისა, რომ მამის ბიზნესებს ხელმძღვანელობს, თანამედროვე ხელოვნებით არის გატაცებული. 2019 წელს მამის ხსოვნას მიუძღვნა სპეციალური ინსტალაცია, რომელიც ლონდონის შემდეგ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში იყო წარმოდგენილი.

ლიკამ, როგორ ინტერვიუში ამბობს, გადაწყვიტა, რომ ამ ინსტალაციით იმ 11 წელზე მოეყოლა, რაც მამის გარდაცვალების შემდეგ გამოიარა. ინსტალაცია, სახელწოდებით - "ხმები ჩემს თავში“ საინტერესო აღმოჩნდა აუდიტორიისთვის.

ვიდეოში ლიკა ყვება: "მე ვარ ლიკა პატარკაციშვილი, ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილი, ეს არის ჩემი ხედვა, ჩემი მონათხრობი ყველა იმ მოვლენის შესახებ, რომელიც ჩემმა ოჯახმა გაიარა ბოლო 11 წლის მანძილზე. ინსტალაციის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერი ლამაზად განათებულია, შემდეგ კი კაშკაშა სივრციდან მნახველი ხვდება ბნელ გვირაბში. ზუსტად ეს დაგვემართა ჩვენც. მიდიხარ ამ გვირაბში და ზუსტად არ იცი, სად მიგიყვანს. და ესეც გამიზნულად, კარგად ვერ ხედავ, სად არის გასასვლელი.

გასასველი არსადაა, მხოლოდ შესაძლებელია გვირაბის გარღვევა, მისგან თავის დასაღწევად. დიდი დრო დასჭირდებოდა იმ ყველაფრის ახსნას, რაც ჩვენმა ოჯახმა გამოიარა, იმ ამბების გამო, რაც მოხდა მამაჩემის და ჩვენი ოჯახის გარშემო, მისი გარდაცვალების შემდეგ, 11 წლის წინ. მართალია, ჩვენი ოჯახი შედგება ბევრი თავნება ადამიანისგან, ჩვენ მაინც ვახერხებდით გუნდურად მუშაობას, რადგან ოჯახი ჩვენთვის პირველ ადგილზეა. ესაა ჩვენი ყველაზე ძვირფასი ქონება. ძალიან ძლიერები ვართ. ბოლო 11 წლის მანძილზე როდესაც მამა გარდაიცვალა, ჩვენ მოგვიწია მისი მემკვიდრეობისთვის ბრძოლა. ჩვენ გადავაწყდით ძალიან ბევრ თაღლითს, დამნაშავეს...“ - ამბობს ვიდეოში ლიკა პატარკაციშვილი.

ლიკას უმცროსი და - ია პატარკაციშვილი 16 წელია რაც უკრაინელ ევგენი გუნიაკზეა დაოჯახებული. წყვილს ორი შვილი ჰყავს და როგორც უფროსი და, ისიც ლონდონში ცხოვრობს.

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე რამდენჯერმე მოხვდა ყველაზე მდიდარი ბრიტანელების სიაში. ბოლო მონაცემებით, მისი ქონება 650 მილიონ სტერლინგად იყო შეფასებული.