პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექსუალური ხასიათის დანაშაული 5 წლის ბავშვის მიმართ - დმანისში მომხდარ საზარელ დანაშაულში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა ემუქრება
სექსუალური ხასიათის დანაშაული 5 წლის ბავშვის მიმართ - დმანისში მომხდარ საზარელ დანაშაულში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა ემუქრება

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 14 წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა­ში ბრალ­დე­ბულს 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 5 წლის ბავ­შვის მი­მართ არის ჩა­დე­ნი­ლი.

ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და 14 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე ს.ა. დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ დმა­ნი­სის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­მუ­ლო­ში ს.ა.-მ ისარ­გებ­ლა 5 წლის ლ.ა.-ს ასა­კობ­რი­ვი უმ­წე­ო­ბით, რო­მე­ლიც ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და მის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ს.ა. 2021 წლის 9 იან­ვარს და­ა­კა­ვეს.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით (სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც არ შე­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, ჩა­დე­ნი­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­დე­გად შე­საძ­ლო ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი, არას­რულ­წლოვ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ი­გეგ­მა.ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ს.ა. სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხით 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე მკაცრ სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, რა­საც მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს.

////////////?
1

შინაარსიც ვერ გავიგე 5 წლის იყო ბავშვი და მოძარდმა იზალადა?? და 5 წლის ბავშვმა როგორ დაამტკიცა ყველაფერი ეს საინტერესოა და კარგი სასჟელიც მიუციატ მაგრამ აი ახალგაზრდა რომ მიახრჩო თავის სახლში გარეწრებმა ლასო აბუტიძე მგონი ასე ეწერა იმასაც 15 წელი???? სამართალი სამართლიანად უნდა მოქმედებდეს ყველასტვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

სექსუალური ხასიათის დანაშაული 5 წლის ბავშვის მიმართ - დმანისში მომხდარ საზარელ დანაშაულში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა ემუქრება

სექსუალური ხასიათის დანაშაული 5 წლის ბავშვის მიმართ - დმანისში მომხდარ საზარელ დანაშაულში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა ემუქრება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 14 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლის ბავშვის მიმართ არის ჩადენილი.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე ს.ა. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დმანისის რაიონის სოფელ მამულოში ს.ა.-მ ისარგებლა 5 წლის ლ.ა.-ს ასაკობრივი უმწეობით, რომელიც ვერ აცნობიერებდა მის მიმართ განხორციელებული ქმედებების მნიშვნელობას და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. სამართალდამცველებმა ს.ა. 2021 წლის 9 იანვარს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ს.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

სისხლიანი დაპირისპირება კრწანისის რაიონში - მოკლულია 1 ადამიანი, დაჭრილია - 3

რატომ არ დააკისრეს თეა წულუკიანს ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი "ლაშა სვანი", რომელიც უკრაინაში დააკავეს - დანაშაულები საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და იტალიაში