მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 მაისს, „ნოვა პროდაქშენისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი მუსიკალური პროექტი „ვოისი“ გრანდიოზული ფინალით დასრულდა
15 მაისს, „ნოვა პროდაქშენისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი მუსიკალური პროექტი „ვოისი“ გრანდიოზული ფინალით დასრულდა

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი შოუს ქარ­თუ­ლი ანა­ლო­გი ეთერ­ში თე­ბერ­ვალ­ში გა­ვი­და და სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შოუს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მენ­ტო­რებ­თან (ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე, სა­ლიო, სტე­ფა­ნე) ერ­თად თავ­და­უ­ზო­გა­და­ვად შრო­მობ­დნენ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის.

წელს „ვო­ი­სი“ ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. პირ­ვე­ლად, ქარ­თუ­ლი კონ­კურ­სე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი მენ­ტო­რი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ფოლკ­ლო­რის­ტი ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე გახ­ლდათ. ჟი­უ­რი­ში დაბ­რუნ­და ასე­ვე მა­ესტრო ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, რო­მე­ლიც გა­მოც­დი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე უარს ამ­ბობ­და ამ როლ­ზე.

ფი­ნა­ლი წინა ტუ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის წი­ნა­შე სხვა­დას­ხვა ჟანრ­ში წარ­სდგნენ და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი აჩ­ვე­ნეს.

„ვო­ი­სის“ გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვეს და შოუს არც ფი­ნალ­ში ჰყო­ლია დამ­სწრე აუ­დი­ტო­რია, მაგ­რამ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი უამ­რა­ვი ქვეყ­ნი­დან პირ­და­პირ ეთერ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ადევ­ნებ­და თვალს პირ­და­პირ ეთერს.

ოთხი მენ­ტო­რის ფი­ნა­ლამ­დე მო­სულ­მა რვა კონ­კურ­სან­ტმა კონ­ცერ­ტზე თითო სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლეს.

შთამ­ბეჭ­და­ვი იყო ხა­ტია ქინ­ქლა­ძის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა „სიყ­ვა­რუ­ლის­თვის“, რო­მელ­საც მისი მწვრთნე­ლის ნიაზ დი­ა­სა­მი­ძის რე­ჩი­ტა­ტი­ვი ახ­ლდა.

კონ­ცერ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­კორ­დი მო­იხ­სნა და მი­ლი­ონ­ზე მეტი ხმა შე­მო­ვი­და, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც, 25 პრო­ცენტზე მეტი მაგ­და ივა­ნიშ­ვილ­მა მი­ი­ღო და შოუს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. მის­მა მწვრთნელ­მა სტე­ფა­ნემ კი ტრი­უმ­ფი სცე­ნა­ზე ას­ვლი­თა და მაგ­დას ხელ­ში აყ­ვა­ნით აღ­ნიშ­ნა. მაგ­დამ "ქუ­ი­ნის” სიმ­ღე­რა "ბო­ჰე­მუ­რი რაფ­სო­დია” შე­ას­რუ­ლა.

გა­მარ­ჯვე­ბულს 20 ათა­სი ლარი გა­და­ე­ცა სა­ჩუქ­რად.

ფი­ნა­ლამ­დე ორი დღით ადრე, მაგ­და ივა­ნიშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

- პან­დე­მი­ის დროს ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი ხდე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რა, რი­თაც მა­ნამ­დე ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და უცებ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი „ვო­ი­სის“ სა­ხით. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რაც მინ­დო­და ზუს­ტად ის გა­მო­მი­ვი­და, ენერ­გი­ით და­ვი­მუხ­ტე. ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რომ ჩემს მენ­ტო­რად სტე­ფა­ნე ავირ­ჩიე. ისე ვე­ლო­დე­ბი ფი­ნალს, რომ ასეთ გან­წყო­ბა­ზე არ ვყო­ფილ­ვარ არ­ცერთ ტურ­ში. ბოლო ეტა­პია, ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბის­თვის იბ­რძვის, მაგ­რამ პრო­ექ­ტში ისე­თი გა­რე­მოა, რომ და­ძა­ბუ­ლი არ ვარ, პი­რი­ქით, ლა­ღად და ბედ­ნი­ე­რად გა­მო­ვალ ფი­ნალ­ში...

Ambebi.ge მაგ­დას და მის მწვრთნელს ულო­ცავს გა­მარ­ჯვე­ბას!

ვი–რუსი
0

გოიმობის მწვერვალი........

ავტორი:

15 მაისს, „ნოვა პროდაქშენისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი მუსიკალური პროექტი „ვოისი“ გრანდიოზული ფინალით დასრულდა

15 მაისს, „ნოვა პროდაქშენისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი მუსიკალური პროექტი „ვოისი“ გრანდიოზული ფინალით დასრულდა

მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული შოუს ქართული ანალოგი ეთერში თებერვალში გავიდა და სამი თვის განმავლობაში შოუს მონაწილეები მენტორებთან (ნიკოლოზ რაჭველი, ნიაზ დიასამიძე, სალიო, სტეფანე) ერთად თავდაუზოგადავად შრომობდნენ გამარჯვებისთვის.

წელს „ვოისი“ ნამდვილად გამორჩეული იყო. პირველად, ქართული კონკურსების ისტორიაში ერთ-ერთი მენტორი ცნობილი ქართველი ფოლკლორისტი ნიაზ დიასამიძე გახლდათ. ჟიურიში დაბრუნდა ასევე მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც გამოცდილების მიუხედავად, ბოლო წლების მანძილზე უარს ამბობდა ამ როლზე.

ფინალი წინა ტურებისგან განსხვავებული აღმოჩნდა. მონაწილეები გულშემატკივრების წინაშე სხვადასხვა ჟანრში წარსდგნენ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენეს.

„ვოისის“ განმავლობაში პროექტის ხელმძღვანელებმა კოვიდრეგულაციები მაქსიმალურად დაიცვეს და შოუს არც ფინალში ჰყოლია დამსწრე აუდიტორია, მაგრამ ვირტუალური მაყურებელი უამრავი ქვეყნიდან პირდაპირ ეთერში ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერს.

ოთხი მენტორის ფინალამდე მოსულმა რვა კონკურსანტმა კონცერტზე თითო სიმღერა შეასრულეს.

შთამბეჭდავი იყო ხატია ქინქლაძის მიერ შესრულებული სიმღერა „სიყვარულისთვის“, რომელსაც მისი მწვრთნელის ნიაზ დიასამიძის რეჩიტატივი ახლდა.

კონცერტის განმავლობაში აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოიხსნა და მილიონზე მეტი ხმა შემოვიდა, რომელთა უმრავლესობაც, 25 პროცენტზე მეტი მაგდა ივანიშვილმა მიიღო და შოუს გამარჯვებული გახდა. მისმა მწვრთნელმა სტეფანემ კი ტრიუმფი სცენაზე ასვლითა და მაგდას ხელში აყვანით აღნიშნა. მაგდამ ,,ქუინის” სიმღერა ,,ბოჰემური რაფსოდია” შეასრულა.

გამარჯვებულს 20 ათასი ლარი გადაეცა საჩუქრად.

ფინალამდე ორი დღით ადრე, მაგდა ივანიშვილი ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობდა:

- პანდემიის დროს ქვეყანაში არაფერი ხდებოდა, ყველაფერი გაქრა, რითაც მანამდე ვიყავი დაკავებული და უცებ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ნათელი წერტილი „ვოისის“ სახით. ძალიან მიხარია, რაც მინდოდა ზუსტად ის გამომივიდა, ენერგიით დავიმუხტე. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ჩემს მენტორად სტეფანე ავირჩიე. ისე ველოდები ფინალს, რომ ასეთ განწყობაზე არ ვყოფილვარ არცერთ ტურში. ბოლო ეტაპია, ყველა გამარჯვებისთვის იბრძვის, მაგრამ პროექტში ისეთი გარემოა, რომ დაძაბული არ ვარ, პირიქით, ლაღად და ბედნიერად გამოვალ ფინალში...

Ambebi.ge მაგდას და მის მწვრთნელს ულოცავს გამარჯვებას!

"ამ ეტაპზე კარგია, რომ არ ჩავიძირეთ... ქართველმა მომხმარებლებმა, ფაქტობრივად, გადაგვარჩინეს" - ავთანდილი რთულ პანდემიურ პერიოდზე, ტრენდულ სტილსა და ფერებზე

"დარწმუნებული ვარ,  ასეთ დასასრულს არ ელოდა..."- ბუბა ხოტივარის უკანასკნელი დღეები და საუბარი შვილთან

"ძლიერი კონკურენტები გვჭირდება, რომ უძლიერესები გავხდეთ... მათი ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს" - 2 წყვილი "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ათეულიდან