სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძლიერი კონკურენტები გვჭირდება, რომ უძლიერესები გავხდეთ... მათი ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს" - 2 წყვილი "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ათეულიდან
"ძლიერი კონკურენტები გვჭირდება, რომ უძლიერესები გავხდეთ... მათი ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს" - 2 წყვილი "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ათეულიდან

ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ პრო­ექ­ტი „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი“ სა­ინ­ტე­რე­სო ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. კონ­კურ­სან­ტებს უფრო მეტი სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა და გა­და­ლახ­ვა უწევთ, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მზად არი­ან, რომ ნე­ბის­მი­ერ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უძ­ლონ და გა­უმკლავ­დნენ. AMBEBI.GE ამ­ჯე­რად ორ წყვილს გა­გაც­ნობთ - კონ­კურ­სან­ტებს ზუგ­დი­დი­დან და ბა­თუ­მი­დან. ვახა ცა­ნა­ვა და დემ­ნა ყუ­ფუ­ნია ზუგ­დი­დე­ლე­ბი არი­ან, ერ­თმა­ნეთს სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სი­დან იც­ნო­ბენ და უკვე კარ­გა ხა­ნია, მე­გობ­რო­ბენ. ერთ დღე­საც დემ­ნას „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის“ და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეფი მიშა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლის სტა­ტუ­სი უნა­ხავს და შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი ასე გას­ჩე­ნია. მერე იდეა მე­გო­ბარ­საც შეს­თა­ვა­ზა. მოკ­ლედ, შო­უ­ში მი­ვიდ­ნენ, მათი გა­ნა­ცხა­დი მი­ი­ღეს და მრა­ვალ­რი­ცხო­ვან კონ­კურ­სან­ტებ­თან ერ­თად, რთულ მა­რა­თონს შე­უდ­გნენ. სა­ბო­ლო­ოდ კი ისი­ნი ათე­ულ­შიც აღ­მოჩ­ნდნენ.

ვახა:

- პან­დე­მი­ამ რეს­ტორ­ნე­ბი გა­ა­ჩე­რა, სახ­ლში უსაქ­მოდ ვი­ყა­ვით და ცოტა გან­სატ­ვირ­თად, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად, ეს კონ­კურ­სი ჩვენ­თვის კარ­გი გა­მოწ­ვე­ვა იყო. ვი­ფიქ­რეთ, მას­ში ჩარ­თვით თან თავ­საც გა­მოვ­ცდი­დით.

დემ­ნა:

- რაც პრო­ექ­ტში ვართ, სხვა­თა შო­რის, უკვე ძა­ლი­ან დიდ გა­მოწ­ვე­ვებს გა­ვუ­ძე­ლით...

- კი, მაგ­რამ ამო­ცა­ნე­ბი თან­და­თან რთულ­დე­ბა. ამას შე­ფე­ბი აა­ნონ­სე­ბენ. მზად ხართ ამის­თვის?

ვახა:

- რად­გან აქამ­დე მო­ვე­დით, ახლა მით უფრო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვართ. უკან და­სა­ხე­ვი გზა ფი­ზი­კუ­რად და მო­რა­ლუ­რად არ გვაქვს. შე­ფე­ბის სი­ურპრი­ზებს და გა­მოწ­ვე­ვებს უნდა შე­ვებ­რძო­ლოთ. ამი­ტო­მაც სულ წინ უნდა ვი­ა­როთ! ასე რომ, მზად ვართ იმის­თვის, რომ სი­ურპრი­ზე­ბი იქ­ნე­ბა.

- შეფ­მა მი­შამ თქვა, რომ სის­ხარ­ტე, გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბა და კრე­ა­ტი­ვი სჭირ­დე­ბა თი­თო­ე­ულს ჩვენ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის­თვის...

ვახა:

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს...

- ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო რა არის თქვენ­თვის?

დემ­ნა:

- ეს არის ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის სა­ფუძ­ვე­ლი, ჩემი წინსვლა, აღ­მას­ვლა ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი იწყე­ბა. ვფიქ­რობ, ის ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო რამ არის...

- ალ­ბათ მე­თან­ხმე­ბით, რომ ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მეგ­რუ­ლი კუ­თხის არო­მა­ტი კი­დევ გა­მორ­ჩე­უ­ლია... ზოგი ამ­ბობს, რომ მას­ში წამ­ყვა­ნი კერ­ძი ღო­მია, ზოგს ელარ­ჯი მი­აჩ­ნია წამ­ყვა­ნად. რას იტყვით?

დემ­ნა:

- ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში გვაქვს ღომი და ელარ­ჯი გან­სა­კუთ­რე­ბულ დღე­ებ­ში, რად­გა­ნაც ის ასე­თი­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი კერ­ძია. ელარ­ჯი ის­ტო­რი­უ­ლად შეძ­ლე­ბუ­ლი, მდი­და­რი ხალ­ხის კერ­ძი გახ­ლდათ. თუ სტუ­მარს მას და­ახ­ვედ­რებ­დნენ, ეს დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას ნიშ­ნავ­და.

- ამ დროს შეფ­მა გუ­რამ­მა ექ­სპე­ტი­მენ­ტე­ბის და სი­ურპრი­ზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ელარ­ჯის დამ­ზა­დე­ბი­სას და­მა­ტე­ბით ინ­გრე­დი­ენ­ტად შო­კო­ლა­დი რომ შე­მოგ­თა­ვა­ზოთ. რო­გორ მო­იქ­ცე­ვით?

დემ­ნა:

- შო­კო­ლა­დის ელარ­ჯი გა­მო­ვა. სა­ინ­ტე­რე­სო კია, ცო­ტას წა­ი­დე­სერ­ტებს, მაგ­რამ არ მგო­ნია, შეფი გუ­რა­მი ასე მოგ­ვიდ­გეს და ელარ­ჯში შო­კო­ლა­დი დაგ­ვი­მა­ტოს.

ვახა:

- თა­ვის პეწს ელარ­ჯი მა­ინც არ და­კარ­გავს. შე­იძ­ლე­ბა მისი რძე­ზე მო­ხარ­შვა და შო­კო­ლა­დის, შა­ქა­რის და­მა­ტე­ბა...

- კონ­კუ­რენ­ტებ­ზე რას იტყვით?

დემ­ნა:

- შო­უ­ში ვინც დარ­ჩა, ყვე­ლა ძლი­ე­რია, თუმ­ცა თი­თო­ე­უ­ლის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი შეც­დო­მა შე­იძ­ლე­ბა გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდეს.

- შე­ფე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ამ შო­უ­თი რა­ღაც უფრო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე უნდა ავი­დეს და ერ­თგვა­რი რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნონ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. რო­გორ ფიქ­რობთ, ეს შოუ მარ­თლაც ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა?

ვახა:

- კი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც გა­ვი­ა­რეთ, რაც კონ­კურ­სან­ტე­ბის­გა­ნაც ვნა­ხეთ, შე­ფე­ბის­გან რა შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც გვქონ­და, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და რე­ვო­ლუ­ცი­ის­თვის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უკვე გა­დად­გმუ­ლია.

- რო­გორც არ უნდა წა­ვი­დეს საქ­მე, ამ შოუს თქვენ ცხოვ­რე­ბა­ში რა დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბა?

- უკვე გვი­ბიძ­გა და რა­ღაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ნე­ბის­მი­ერ კერძზე უფრო კრე­ა­ტი­უ­ლად ვი­ფიქ­როთ, თით­ქოს აზ­როვ­ნე­ბაც უკვე შეგ­ვეც­ვა­ლა. მად­ლო­ბა პრო­ექტს და შე­ფებს, რომ ამ შო­უ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობთ.

- რას უსურ­ვებთ სა­კუ­თარ თავს და შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კუ­რენ­ტებს?

ვახა:

- ჩვენს თავს, კონ­კურ­სან­ტებს და პრო­ექტს ღირ­სე­ულ წარ­მო­ჩე­ნას. ის შრო­მა, რაც კონ­კურ­სან­ტებ­მა აქამ­დე შო­უ­ში ჩავ­დეთ, ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლას და­უ­ფას­დე­ბა.

დემ­ნა:

- პრო­ექ­ტმა ბევ­რი კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი გაგ­ვაც­ნო, მე­გობ­რე­ბი შეგვძი­ნა. რაც არ უნდა მოხ­დეს, გავ­ვარ­დე­ბით თუ არა, მა­ინც სა­სი­ა­მოვ­ნოა მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

და­ვით თურ­მა­ნი­ძე და იური აგა­რი­ა­ნი ბა­თუ­მი­დან არი­ან და შე­სა­ბა­მი­სად მათ შო­უ­ში ბა­თუ­მელ წყვი­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. და­ვი­თი ამ­ბობს, რომ წარ­მო­შო­ბით შუ­ა­ხე­ვი­და­ნაა, და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და გუ­რი­ა­ში. ბოლო 7 წე­ლია, ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს. პრო­ფე­სი­ით მე­ზღვა­უ­რია და ასე­ვე მზა­რე­უ­ლი. და­საქ­მე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­ით. იუ­რიც მზა­რე­უ­ლი და მე­ზღვა­უ­რია პრო­ფე­სი­ით.

„მე და ჩემი მე­წყვი­ლე იუ­რის ჰობი მოგ­ზა­უ­რო­ბაა და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ჩვე­ნი „ოპე­ლით“ დავ­დი­ვართ. შო­უ­ში იმი­ტომ მო­ვე­დით, რომ, პირ­ველ რიგ­ში, ის ქარ­თუ­ლია. მად­ლო­ბა ამის­თვის მის შემ­ქმნე­ლებს. ის ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ამ ჩვე­ნი­ვე მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბით აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძვე­ლი მი­ვი­წყე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი­სა და რე­ცეპ­ტე­ბის წინ წა­მო­წე­ვა­ში. ამას­თან, პრო­ექ­ტში გვინ­და, თავი გა­მოვ­ცა­დოთ და სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვან­მა შე­ფებ­მა შეგ­ვა­ფა­სონ, და­ვაგ­რო­ვოთ მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა. აქ მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ვფიქ­რობ, შევ­ძლებთ ჩვე­ნი სათ­ქმე­ლის თქმას. იმე­დი გვაქვს, ქარ­თულ გას­ტრო­ნო­მი­ა­ში რა­ი­მე ისეთს შევ­ქმნით, რი­თაც ვი­ა­მა­ყებთ,“ - გვე­უბ­ნე­ბა და­ვით თურ­მა­ნი­ძე.

- 10-ეულ­ში მოხ­ვედ­რა რთუ­ლი იყო? რისი დაძ­ლე­ვა და გა­და­ლახ­ვა მო­გიხ­დათ?

- რთუ­ლი იყო - ბევ­რი სტრე­სი და და­ძა­ბუ­ლი მო­მენ­ტი გვქონ­და, მაგ­რამ მა­ინც გავ­ხდით შე­ფე­ბის რჩე­უ­ლი და მოვ­ხვდით ათე­ულ­ში.

- რას აპი­რებთ ახლა, თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა რო­გორ გინ­დათ?

- თავს წარ­მო­ვა­ჩენთ პირ­ველ რიგ­ში, გამ­ბე­და­ო­ბით, რის­კით იმის მი­მართ, რომ შევ­ქმნათ ახა­ლი ქარ­თუ­ლი გემო და რა თქმა უნდა, ამ­ბი­ცი­ით. თუ ეს არ გაქვს, არა­ფე­რი გა­მო­ვა.

- რა არის თქვენ­თვის ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო?

- ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ჩვენ­თვის ერთ-ერთი უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, რე­ცეპ­ტო­რე­ბის და გე­მო­ე­ბის გახ­სნა, სუ­ნე­ბი, არო­მა­ტე­ბი, რო­მელ­საც ტვი­ნიც კი იმახ­სოვ­რებს. თუმ­ცა ის სუ­ნი­სა და გე­მოს გა­რე­შეც გახ­სე­ნებს თავს, რომ არ­სე­ბობს...

- შე­ფე­ბი სურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბას გეგ­მა­ვენ, რო­გორ ფიქ­რობთ, დაძ­ლევთ მათ მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ და­ვა­ლე­ბებს?

- შე­ფე­ბის სი­უპ­რი­ზე­ბი ჩვენ­თვის გა­მოწ­ვე­ვა და აღ­მო­ჩე­ნაა. გვი­წევს კერ­ძში რა­ი­მეს და­მა­ტე­ბა ან რამე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ სირ­თუ­ლე­ზე მუ­შა­ო­ბა. სი­უპ­რი­ზი სა­ერ­თოდ ყო­ველ­თვის სა­სი­ხა­რუ­ლოა. ამი­ტომ თავს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვამ­ზა­დებთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვის სა­სი­კე­თო იყოს. ვფიქ­რობთ, რომ და­ვა­ლე­ბებს მარ­ტი­ვად დავძლევთ.

- აჭა­რულ ხა­ჭა­პურ­ში ინ­გრე­დი­ენ­ტად ჯონ­ჯო­ლი რომ შე­მოგ­თა­ვა­ზონ, რას იზამთ?

- აჭა­რულ­ზე ჯონ­ჯო­ლის და­მა­ტე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ძა­ლი­ან რომ გვთხო­ვონ, ჩვენს ყვე­ლა­ნა­ირ ცოდ­ნას და მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კას ჩავ­დებთ იმა­ში, რომ არც მწვა­დი დავ­წვათ და არც - შამ­ფუ­რი... ისე და­ვუ­მა­ტებთ, რომ მა­ინც აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი ერ­ქვას, რად­გან ეს ის ერთ-ერთი ჩვე­ნი სა­ვი­ზი­ტო კერ­ძია, რო­მე­ლიც ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი უნდა იყოს!

- კონ­კურ­სან­ტებ­ზე რას გვე­ტყვით?

- ნამ­დვი­ლად ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ცი­აა, მაგ­რამ ეგ უფრო მა­ხა­რებს, რად­გან ეს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევს. ყვე­ლა­ფერ­ზე უფრო წინ და გამ­ჭრი­ა­ხად ვფიქ­რობ. ჩვენ ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გვჭირ­დე­ბა, რომ უძ­ლი­ე­რე­სე­ბი გავ­ხდეთ.

- რა ად­გილს და­ი­კა­ვებს შოუ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- მას უდი­დე­სი როლი ექ­ნე­ბა, ამას დღი­თი­დღე ვგრძნობთ, ხალ­ხი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი, ბევ­რი კარ­გი კო­მენ­ტა­რი, მთე­ლი ბა­თუ­მის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა, - ეს ყვე­ლა­ფე­რი სტი­მულს გვაძ­ლევს და და­დე­ბი­თად გვმუხ­ტავს. მეტ შრო­მას მაჩ­ვევს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მიზ­რდის. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ის არის, რომ ამ შო­უ­თი ჩვე­ნი ის­ტო­რია იწე­რე­ბა - თუ რა გვი­კე­თე­ბია 2021 წელს. ეს ის წე­ლია, რო­მე­ლიც არა­სო­დეს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა შო­უს­თან ერ­თად, რო­მელ­ზეც სი­ა­მა­ყით მო­ვუყ­ვე­ბით შვი­ლებს და შვი­ლიშ­ვი­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ძლიერი კონკურენტები გვჭირდება, რომ უძლიერესები გავხდეთ... მათი ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს" - 2 წყვილი "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ათეულიდან

"ძლიერი კონკურენტები გვჭირდება, რომ უძლიერესები გავხდეთ... მათი ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს" - 2 წყვილი "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ათეულიდან

ტელეკომპანია „ფორმულას“ პროექტი „სამზარეულოს ომები“ საინტერესო ეტაპზე გადავიდა. კონკურსანტებს უფრო მეტი სირთულის დაძლევა და გადალახვა უწევთ, თუმცა წარმატების მისაღწევად მზად არიან, რომ ნებისმიერ წინააღმდეგობას გაუძლონ და გაუმკლავდნენ. AMBEBI.GE ამჯერად ორ წყვილს გაგაცნობთ - კონკურსანტებს ზუგდიდიდან და ბათუმიდან. ვახა ცანავა და დემნა ყუფუნია ზუგდიდელები არიან, ერთმანეთს სარესტორნო ბიზნესიდან იცნობენ და უკვე კარგა ხანია, მეგობრობენ. ერთ დღესაც დემნას „სამზარეულოს ომების“ დაწყებასთან დაკავშირებით შეფი მიშა ავსაჯანიშვილის სტატუსი უნახავს და შოუში მონაწილეობის სურვილი ასე გასჩენია. მერე იდეა მეგობარსაც შესთავაზა. მოკლედ, შოუში მივიდნენ, მათი განაცხადი მიიღეს და მრავალრიცხოვან კონკურსანტებთან ერთად, რთულ მარათონს შეუდგნენ. საბოლოოდ კი ისინი ათეულშიც აღმოჩნდნენ.

ვახა:

- პანდემიამ რესტორნები გააჩერა, სახლში უსაქმოდ ვიყავით და ცოტა განსატვირთად, მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ეს კონკურსი ჩვენთვის კარგი გამოწვევა იყო. ვიფიქრეთ, მასში ჩართვით თან თავსაც გამოვცდიდით.

დემნა:

- რაც პროექტში ვართ, სხვათა შორის, უკვე ძალიან დიდ გამოწვევებს გავუძელით...

- კი, მაგრამ ამოცანები თანდათან რთულდება. ამას შეფები აანონსებენ. მზად ხართ ამისთვის?

ვახა:

- რადგან აქამდე მოვედით, ახლა მით უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვართ. უკან დასახევი გზა ფიზიკურად და მორალურად არ გვაქვს. შეფების სიურპრიზებს და გამოწვევებს უნდა შევებრძოლოთ. ამიტომაც სულ წინ უნდა ვიაროთ! ასე რომ, მზად ვართ იმისთვის, რომ სიურპრიზები იქნება.

- შეფმა მიშამ თქვა, რომ სისხარტე, გამომგონებლობა და კრეატივი სჭირდება თითოეულს ჩვენ მიერ შეთავაზებული ამოცანებისთვის...

ვახა:

- აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს...

- ქართული სამზარეულო რა არის თქვენთვის?

დემნა:

- ეს არის ქართული კულინარიის საფუძველი, ჩემი წინსვლა, აღმასვლა ქართული სამზარეულოთი იწყება. ვფიქრობ, ის ყველაზე გემრიელი და საინტერესო რამ არის...

- ალბათ მეთანხმებით, რომ ქართულ სამზარეულოში მეგრული კუთხის არომატი კიდევ გამორჩეულია... ზოგი ამბობს, რომ მასში წამყვანი კერძი ღომია, ზოგს ელარჯი მიაჩნია წამყვანად. რას იტყვით?

დემნა:

- ყოველდღიურობაში გვაქვს ღომი და ელარჯი განსაკუთრებულ დღეებში, რადგანაც ის ასეთივე გამორჩეული კერძია. ელარჯი ისტორიულად შეძლებული, მდიდარი ხალხის კერძი გახლდათ. თუ სტუმარს მას დაახვედრებდნენ, ეს დიდ პატივისცემას ნიშნავდა.

- ამ დროს შეფმა გურამმა ექსპეტიმენტების და სიურპრიზების გათვალისწინებით, ელარჯის დამზადებისას დამატებით ინგრედიენტად შოკოლადი რომ შემოგთავაზოთ. როგორ მოიქცევით?

დემნა:

- შოკოლადის ელარჯი გამოვა. საინტერესო კია, ცოტას წაიდესერტებს, მაგრამ არ მგონია, შეფი გურამი ასე მოგვიდგეს და ელარჯში შოკოლადი დაგვიმატოს.

ვახა:

- თავის პეწს ელარჯი მაინც არ დაკარგავს. შეიძლება მისი რძეზე მოხარშვა და შოკოლადის, შაქარის დამატება...

- კონკურენტებზე რას იტყვით?

დემნა:

- შოუში ვინც დარჩა, ყველა ძლიერია, თუმცა თითოეულისთვის ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

- შეფები ამბობენ, რომ ქართული სამზარეულო ამ შოუთი რაღაც უფრო მაღალ საფეხურზე უნდა ავიდეს და ერთგვარი რევოლუცია მოახდინონ სამზარეულოში. როგორ ფიქრობთ, ეს შოუ მართლაც ამას ემსახურება?

ვახა:

- კი, იქიდან გამომდინარე, რაც გავიარეთ, რაც კონკურსანტებისგანაც ვნახეთ, შეფებისგან რა შემოთავაზებაც გვქონდა, ქართული სამზარეულოს განვითარებისთვის და რევოლუციისთვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

- როგორც არ უნდა წავიდეს საქმე, ამ შოუს თქვენ ცხოვრებაში რა დატვირთვა ექნება?

- უკვე გვიბიძგა და რაღაც საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერ კერძზე უფრო კრეატიულად ვიფიქროთ, თითქოს აზროვნებაც უკვე შეგვეცვალა. მადლობა პროექტს და შეფებს, რომ ამ შოუში ვმონაწილეობთ.

- რას უსურვებთ საკუთარ თავს და შესაბამისად, კონკურენტებს?

ვახა:

- ჩვენს თავს, კონკურსანტებს და პროექტს ღირსეულ წარმოჩენას. ის შრომა, რაც კონკურსანტებმა აქამდე შოუში ჩავდეთ, ვფიქრობ, რომ ყველას დაუფასდება.

დემნა:

- პროექტმა ბევრი კარგი და საინტერესო ადამიანი გაგვაცნო, მეგობრები შეგვძინა. რაც არ უნდა მოხდეს, გავვარდებით თუ არა, მაინც სასიამოვნოა მასში მონაწილეობა.

დავით თურმანიძე და იური აგარიანი ბათუმიდან არიან და შესაბამისად მათ შოუში ბათუმელ წყვილად მოიხსენიებენ. დავითი ამბობს, რომ წარმოშობით შუახევიდანაა, დაიბადა და გაიზარდა გურიაში. ბოლო 7 წელია, ბათუმში ცხოვრობს. პროფესიით მეზღვაურია და ასევე მზარეული. დასაქმებულია პროფესიით. იურიც მზარეული და მეზღვაურია პროფესიით.

„მე და ჩემი მეწყვილე იურის ჰობი მოგზაურობაა და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კუთხეში ჩვენი „ოპელით“ დავდივართ. შოუში იმიტომ მოვედით, რომ, პირველ რიგში, ის ქართულია. მადლობა ამისთვის მის შემქმნელებს. ის ძალიან დაგვეხმარება ამ ჩვენივე მოგზაურობებით აღმოჩენილი ძველი მივიწყებული კერძებისა და რეცეპტების წინ წამოწევაში. ამასთან, პროექტში გვინდა, თავი გამოვცადოთ და საქართველოს წამყვანმა შეფებმა შეგვაფასონ, დავაგროვოთ მეტი გამოცდილება. აქ მონაწილეობით ვფიქრობ, შევძლებთ ჩვენი სათქმელის თქმას. იმედი გვაქვს, ქართულ გასტრონომიაში რაიმე ისეთს შევქმნით, რითაც ვიამაყებთ,“ - გვეუბნება დავით თურმანიძე.

- 10-ეულში მოხვედრა რთული იყო? რისი დაძლევა და გადალახვა მოგიხდათ?

- რთული იყო - ბევრი სტრესი და დაძაბული მომენტი გვქონდა, მაგრამ მაინც გავხდით შეფების რჩეული და მოვხვდით ათეულში.

- რას აპირებთ ახლა, თავის წარმოჩენა როგორ გინდათ?

- თავს წარმოვაჩენთ პირველ რიგში, გამბედაობით, რისკით იმის მიმართ, რომ შევქმნათ ახალი ქართული გემო და რა თქმა უნდა, ამბიციით. თუ ეს არ გაქვს, არაფერი გამოვა.

- რა არის თქვენთვის ქართული სამზარეულო?

- ქართული სამზარეულო ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნებაა, რეცეპტორების და გემოების გახსნა, სუნები, არომატები, რომელსაც ტვინიც კი იმახსოვრებს. თუმცა ის სუნისა და გემოს გარეშეც გახსენებს თავს, რომ არსებობს...

- შეფები სურპრიზების მოწყობას გეგმავენ, როგორ ფიქრობთ, დაძლევთ მათ მიერ შემოთავაზებულ დავალებებს?

- შეფების სიუპრიზები ჩვენთვის გამოწვევა და აღმოჩენაა. გვიწევს კერძში რაიმეს დამატება ან რამე გაუთვალისწინებელ სირთულეზე მუშაობა. სიუპრიზი საერთოდ ყოველთვის სასიხარულოა. ამიტომ თავს ფსიქოლოგიურად ვამზადებთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთო იყოს. ვფიქრობთ, რომ დავალებებს მარტივად დავძლევთ.

- აჭარულ ხაჭაპურში ინგრედიენტად ჯონჯოლი რომ შემოგთავაზონ, რას იზამთ?

- აჭარულზე ჯონჯოლის დამატებას რაც შეეხება, ძალიან რომ გვთხოვონ, ჩვენს ყველანაირ ცოდნას და მომზადების ტექნიკას ჩავდებთ იმაში, რომ არც მწვადი დავწვათ და არც - შამფური... ისე დავუმატებთ, რომ მაინც აჭარული ხაჭაპური ერქვას, რადგან ეს ის ერთ-ერთი ჩვენი სავიზიტო კერძია, რომელიც ხელშეუხებელი უნდა იყოს!

- კონკურსანტებზე რას გვეტყვით?

- ნამდვილად ძლიერი კონკურენციაა, მაგრამ ეგ უფრო მახარებს, რადგან ეს მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. ყველაფერზე უფრო წინ და გამჭრიახად ვფიქრობ. ჩვენ ძლიერი კონკურენტები გვჭირდება, რომ უძლიერესები გავხდეთ.

- რა ადგილს დაიკავებს შოუ თქვენს ცხოვრებაში?

- მას უდიდესი როლი ექნება, ამას დღითიდღე ვგრძნობთ, ხალხისადმი სიყვარული, ბევრი კარგი კომენტარი, მთელი ბათუმის გულშემატკივრობა, - ეს ყველაფერი სტიმულს გვაძლევს და დადებითად გვმუხტავს. მეტ შრომას მაჩვევს, პასუხისმგებლობას მიზრდის. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ შოუთი ჩვენი ისტორია იწერება - თუ რა გვიკეთებია 2021 წელს. ეს ის წელია, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება შოუსთან ერთად, რომელზეც სიამაყით მოვუყვებით შვილებს და შვილიშვილებს.

15 მაისს, „ნოვა პროდაქშენისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი მუსიკალური პროექტი „ვოისი“ გრანდიოზული ფინალით დასრულდა

"დარწმუნებული ვარ,  ასეთ დასასრულს არ ელოდა..."- ბუბა ხოტივარის უკანასკნელი დღეები და საუბარი შვილთან

"3 დაკარგულია, 4 გატანილია ჩეხეთში საქართველოს საელჩოში" - მუზეუმებიდან კულტურის სამინისტროში გატანილ ექსპონატებში დანაკლისი აღმოჩნდა: რას გეგმავს თეა წულუკიანი?