საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაბრუნდნენ საცხოვრებელ სახლებში, არ გაჩერდნენ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.
„ყურადღებით, ვრცელდება ინფორმაცია თელ-ავივზე და შესაბამისად, ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით.
დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში! არ გაჩერდეთ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.
ქალაქები: აშკელონი, შდეროთი, აშდოთი, იავნე, გადერა, ბათ იამი, ლოდი, რამლე, ხულონი, რიშონ ლეციონი, რამათ განი, გივატაიმი, ორეუდა, პეტახ ტიკვა, ბნეი ბრაკი და მათი შემოგარენი საფრთხის ქვეშაა.
გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ისრაელი იბრძვის ტერორისტების წინააღმდეგ ამ გმირ ერს მორალურად მაინც დავუდგეთ გვერდით ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციდ აღიარა არამარტო ისრაელმა არამედ ევროკავშირმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მგონი კანადამაც ტერორიზმს კი საზღვრები არა აქვს