კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიდრე არ დაიწყება მასიური ვაქცინაცია, მანამდე აცრილთათვის ბენეფიტების დაწესება შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს" - თამარ გაბუნია
"ვიდრე არ დაიწყება მასიური ვაქცინაცია, მანამდე აცრილთათვის ბენეფიტების დაწესება შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს" - თამარ გაბუნია

"ვიდ­რე ვაქ­ცი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში იმ­დე­ნი, რომ ყვე­ლა მსურ­ველს ჰქონ­დეს მისი სწრა­ფად და დრო­უ­ლად მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ვიდ­რე არ და­ი­წყე­ბა მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კამ­პა­ნია, მა­ნამ­დე აც­რილ­თათ­ვის ბე­ნე­ფი­ტე­ბის და­წე­სე­ბას შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი",- ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, გეგ­მის თა­ნახ­მად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მა­სი­უ­რი კამ­პა­ნია და­გეგ­მი­ლია მე­სა­მე კვარტლი­დან, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ივ­ლის­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი მე­ტად გა­იშ­ლე­ბა.

გა­ბუ­ნი­ას თქმით, ამ მიზ­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრე­ბის მომ­ზა­დე­ბაც.

"დღეს მო­თხოვ­ნა იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ მი­წო­დე­ბა შე­და­რე­ბით ჩა­მორ­ჩე­ბა მას. ამ შემ­თხვე­ვა­ში ის, რომ აც­რილ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აუც­რელ­თან შე­და­რე­ბით, ეს სა­კი­თხი ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ გა­მო­ი­ყე­ნა და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჩვენ­თა­ნაც ამ მო­დე­ლებ­ზე ვი­ფიქ­როთ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც ვფიქ­რობთ, რომ აც­რი­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა უნდა შეგ­როვ­დეს იმის­თვის, რომ ვი­სა­უბ­როთ მსგავს ბე­ნე­ფი­ტებ­ზე აც­რი­ლი პი­რე­ბის­თვის, რომ ამას არ ჰქონ­დეს გარ­კვე­ულ­წი­ლად დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი.

გეგ­მის თა­ნახ­მად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მა­სი­უ­რი კამ­პა­ნია და­გეგ­მი­ლია მე­სა­მე კვარტლი­დან. ივ­ლის­ში, ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ მე­ტად გა­იშ­ლე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი. ივ­ლის­ში, აგ­ვის­ტო­სა და სექ­ტემ­ბერ­ში იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ფარ­თო მოც­ვა და ამის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრე­ბის მა­სი­უ­რი მომ­ზა­დე­ბა, რად­გან ის კლი­ნი­კუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სა­დაც დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს ვაქ­ცი­ნა­ცია, საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა და შემ­დეგ, უკვე მე­ო­თხე კვარ­ტა­ლი იქ­ნე­ბა ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც სრუ­ლად უნდა მო­ვიც­ვათ მო­სახ­ლე­ო­ბა.

ამ შემ­თხვე­ვა­ში, მე მგო­ნია, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­დი­ან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში, ბე­ნე­ფი­ტის ინ­ტე­რე­სით არა­ვინ მო­დის. მო­დის იმის­თვის, რომ აც­ნო­ბი­ე­რებს ზუს­ტად და სწო­რად იმ ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კებს, რომ­ლე­ბიც მათ წი­ნა­შე დგას და, რა თქმა უნდა, სა­მო­მავ­ლოდ იმა­საც ფიქ­რო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სტა­ტუ­სი იყოს გან­მსა­ზღვრე­ლი მათ­თვის მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის და მთელ რიგ სერ­ვი­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის”, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ug
0

arc ipiqrot!!!

ვოოტ
0

დისკრიმინაციული ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, მაგრამ აქ უფრო საინტერესო ის გახლავთ, რომ ჯერ არავის და მათ შორის არც ჯანმო-ს დაუმტკიცებია, რომ ვაქცინირებულები არ შეიძლება იყვნენ ვირუსის გადამტან-მატარებლები...

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ვიდრე არ დაიწყება მასიური ვაქცინაცია, მანამდე აცრილთათვის ბენეფიტების დაწესება შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს" - თამარ გაბუნია

"ვიდრე არ დაიწყება მასიური ვაქცინაცია, მანამდე აცრილთათვის ბენეფიტების დაწესება შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს" - თამარ გაბუნია

"ვიდრე ვაქცინების რაოდენობა არ იქნება ქვეყანაში იმდენი, რომ ყველა მსურველს ჰქონდეს მისი სწრაფად და დროულად მიღების შესაძლებლობა და ვიდრე არ დაიწყება მასიური ვაქცინაციის კამპანია, მანამდე აცრილთათვის ბენეფიტების დაწესებას შესაძლოა ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, გეგმის თანახმად, ვაქცინაციის მასიური კამპანია დაგეგმილია მესამე კვარტლიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ივლისში ვაქცინაციის პროცესი მეტად გაიშლება.

გაბუნიას თქმით, ამ მიზნით მიმდინარეობს მასიური ვაქცინაციის ცენტრების მომზადებაც.

"დღეს მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მიწოდება შედარებით ჩამორჩება მას. ამ შემთხვევაში ის, რომ აცრილ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მეტი თავისუფლება აუცრელთან შედარებით, ეს საკითხი ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა და შესაძლებელია, ჩვენთანაც ამ მოდელებზე ვიფიქროთ, თუმცა ჯერჯერობით მაინც ვფიქრობთ, რომ აცრილების გარკვეული რაოდენობა უნდა შეგროვდეს იმისთვის, რომ ვისაუბროთ მსგავს ბენეფიტებზე აცრილი პირებისთვის, რომ ამას არ ჰქონდეს გარკვეულწილად დისკრიმინაციული ხასიათი.

გეგმის თანახმად, ვაქცინაციის მასიური კამპანია დაგეგმილია მესამე კვარტლიდან. ივლისში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტად გაიშლება ვაქცინაციის პროცესი. ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში იქნება ძალიან ფართო მოცვა და ამისთვის მიმდინარეობს ვაქცინაციის ცენტრების მასიური მომზადება, რადგან ის კლინიკური ინფრასტრუქტურა, სადაც დღეს მიმდინარეობს ვაქცინაცია, საკმარისი არ იქნება და შემდეგ, უკვე მეოთხე კვარტალი იქნება ის პერიოდი, როდესაც სრულად უნდა მოვიცვათ მოსახლეობა.

ამ შემთხვევაში, მე მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებიც მოდიან ვაქცინაციის პროგრამაში, ბენეფიტის ინტერესით არავინ მოდის. მოდის იმისთვის, რომ აცნობიერებს ზუსტად და სწორად იმ ჯანმრთელობის რისკებს, რომლებიც მათ წინაშე დგას და, რა თქმა უნდა, სამომავლოდ იმასაც ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ვაქცინაციის სტატუსი იყოს განმსაზღვრელი მათთვის მოგზაურობის შესაძლებლობისთვის და მთელ რიგ სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობისთვის”, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობილი პლასტიკური ქირურგი, დავით ციციშვილი გარდაიცვალა

"ვმუშაობთ, რომ ოთხ დიდ ქალაქში ივლისიდან "ამცრელი სივრცეები" ჩამოყალიბდეს, აცრები ჩატარდება პავილიონებში, მოლებსა და სპორტულ დაწესებულებებში" - გამყრელიძე

"ქვეყანაში მასიური ვაქცინაციის უახლოეს მომავალში დაწყება რეალურია" - რამდენი ვაქცინა შემოვა საქართველოში წლის ბოლომდე და უნდა ატარონ თუ არა აცრილებმა ნიღაბი?