კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეღავათი დაუწესდებათ გადასახადის გადამხდელებს, რომელთაც დავალიანება აქვთ?
რა შეღავათი დაუწესდებათ გადასახადის გადამხდელებს, რომელთაც დავალიანება აქვთ?

გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელს, რო­მელ­საც აქვს მიმ­დი­ნა­რე სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა გა­და­სა­ხა­დის ძი­რი­თა­დი თან­ხის გა­დახ­დის პი­რო­ბით, სრუ­ლად შე­იმ­ცი­როს და­რი­ცხუ­ლი ჯა­რი­მა/სა­უ­რა­ვე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა, ლაშა ხუ­ციშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელ­მა, 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე უნდა მი­მარ­თოს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის მო­თხოვ­ნით.

„გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელს, რო­მელ­საც აქვს მიმ­დი­ნა­რე სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა დღემ­დე წარ­მო­შო­ბი­ლი, ეს იქ­ნე­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბად თუ არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, გა­და­სა­ხა­დის ძი­რი­თა­დი თან­ხის გა­დახ­დის პი­რო­ბით, სრუ­ლად შე­იმ­ცი­როს და­რი­ცხუ­ლი ჯა­რი­მა/სა­უ­რა­ვე­ბი.

ამის­თვის გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელ­მა, მიმ­დი­ნა­რე წე­ლის პირ­ველ აგ­ვის­ტომ­დე უნდა მი­მარ­თოს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს, სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის მო­თხოვ­ნით. ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელს, რო­მელ­თაც მიმ­დი­ნა­რე სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, არ­სე­ბი­თად შედ­გე­ბა, მხო­ლოდ შედ­გე­ბა ჯა­რი­მა/სა­უ­რა­ვე­ბის­გან. მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა­ზე, შე­თან­ხმე­ბა­ზე გა­ფორ­მე­ბა. და­ვა­ლი­ა­ნე­ბის 30% გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ყვე­ლა გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელს ეხე­ბა. ამას­თან, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ერთჯე­რა­დი ხა­სი­ა­თის.

„გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის ყვე­ლა­ნა­ირ სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბას მათ შო­რის აღი­ა­რე­ბულს, სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ში მყოფს, ეს იქ­ნე­ბა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში თუ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში, მსგავ­სი ფორ­მით და პი­რო­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში იქ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ პრო­ცე­სი იყოს სწრა­ფი, მარ­ტი­ვი და შე­უ­ფერ­ხებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჯა­რი­მა/სა­უ­რა­ვე­ბის პა­ტი­ე­ბის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ერთჯე­რა­დი ხა­სი­ა­თის, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა გა­დამ­ხდე­ლე­ბი­სათ­ვის პან­დე­მი­ი­დან გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვას. თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სრუ­ლად ხდე­ბა ძი­რი­თა­დი თან­ხის გა­დახ­და ამ ფორ­მით აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა არა­ნა­ი­რად არ შექ­მნის არა­კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მოს. უკვე ხვა­ლი­დან შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა მე­წარ­მე­ებს მსგავ­სი ფორ­მით მი­მარ­თონ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს“,- აღ­ნიშ­ნა ლაშა ხუ­ციშ­ვილ­მა.

ავტორი:

რა შეღავათი დაუწესდებათ გადასახადის გადამხდელებს, რომელთაც დავალიანება აქვთ?

რა შეღავათი დაუწესდებათ გადასახადის გადამხდელებს, რომელთაც დავალიანება აქვთ?

გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, გადასახადის გადამხდელმა, 1-ელ აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით.

„გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება დღემდე წარმოშობილი, ეს იქნება აღიარებული საგადასახადო დავალიანებად თუ არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები.

ამისთვის გადასახადის გადამხდელმა, მიმდინარე წელის პირველ აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. ასევე, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს აღნიშნული პირობების შესრულება. გადასახადის გადამხდელს, რომელთაც მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, არსებითად შედგება, მხოლოდ შედგება ჯარიმა/საურავებისგან. მათ შესაძლებლობა ექნება ანალოგიური პირობით განახორციელონ საგადასახადო დავალიანებაზე, შეთანხმებაზე გაფორმება. დავალიანების 30% გადახდის შემთხვევაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ყველა გადასახადის გადამხდელს ეხება. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთჯერადი ხასიათის.

„გადასახადის გადამხდელის ყველანაირ საგადასახადო დავალიანებას მათ შორის აღიარებულს, საგადასახადო დავაში მყოფს, ეს იქნება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თუ სასამართლო სისტემაში, მსგავსი ფორმით და პირობით წარმოდგენილი განცხადებები ფაქტობრივად ავტომატურ რეჟიმში იქნება დაკმაყოფილებული, რაც უზრუნველყოფს, რომ პროცესი იყოს სწრაფი, მარტივი და შეუფერხებლად განხორციელდეს აღნიშნული შეთანხმების გაფორმება. მნიშვნელოვანია, რომ ჯარიმა/საურავების პატიების შესახებ აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთჯერადი ხასიათის, რომელიც უკავშირდება გადამხდელებისათვის პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დაძლევას. თავისი შინაარსით იქიდან გამომდინარე, რომ სრულად ხდება ძირითადი თანხის გადახდა ამ ფორმით აღნიშნული ინიციატივა არანაირად არ შექმნის არაკონკურენტულ გარემოს. უკვე ხვალიდან შესაძლებლობა ექნება მეწარმეებს მსგავსი ფორმით მიმართონ შემოსავლების სამსახურს“,- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

თბილისში 400 რესტორანი მერიისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას - 5 000 ლარს მომავალი კვირიდან მიიღებს

გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო მგზავრობა - "მძღოლები ფასის ზრდას მუდმივად მთხოვენ და წუწუნებენ, რომ არაფერი რჩებათ"

მსოფლიო ბანკი საქართველოს 85 მლნ ევროს გამოუყოფს - დახმარების მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული ფირმების მხარდაჭერაა