კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეგეტარიანელი ვარ, ამიტომ ჩვენი ოჯახის მენიუ მცენარეულია..." - როგორია პარლამენტარი ქალის ცხოვრება პოლიტიკის მიღმა და რას ჰყვება ოჯახსა და მეუღლეზე?
"ვეგეტარიანელი ვარ, ამიტომ ჩვენი ოჯახის მენიუ მცენარეულია..." - როგორია პარლამენტარი ქალის ცხოვრება პოლიტიკის მიღმა და რას ჰყვება ოჯახსა და მეუღლეზე?

წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა ძალ­ზე რთუ­ლია: მან დამ­ქან­ცვე­ლი სამ­სა­ხუ­რი და ოჯახ­ზე ზრუნ­ვა ერ­თმა­ნეთს უნდა შე­უ­თავ­სოს და ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საქ­მე მო­ას­წროს. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ნინო წი­ლო­სა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ მისი ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რე და ბე­დის სა­ჩუ­ქა­რი შვი­ლე­ბია, თუმ­ცა, კა­რი­ე­რა­საც დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს ბავ­შვო­ბა­ზე - რო­გორ სწავ­ლობ­დით, რო­მე­ლი საგ­ნე­ბი გიყ­ვარ­დათ და რო­მელ პრო­ფე­სი­ა­ზე ოც­ნე­ბობ­დით?

- ძა­ლი­ან მშვი­დი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და ეს თვი­სე­ბე­ბი დღემ­დე მომ­ყვე­ბა. ჩემ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა და მისი შეს­რუ­ლე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. 166-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, რო­მე­ლიც დი­დუ­ბე­ში, პან­თე­ო­ნის გვერ­დით იყო. ძა­ლი­ან კარ­გი დი­რექ­ტო­რი მყავ­და - ნანა კვი­რი­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ მას­წავ­ლა. მის­გან და ჩემი მშობ­ლე­ბის­გან ბევ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბა გა­მო­ვი­მუ­შა­ვე, ამი­ტომ ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს.

- თქვენს მშობ­ლებ­ზეც გვი­ამ­ბეთ: ხომ არ გირ­ჩევ­დნენ, რომ ქალ­მა ოჯა­ხი უნდა შექ­მნას და კა­რი­ე­რა მის­თვის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია?

- მა­მა­ჩე­მი - ბად­რი წი­ლო­სა­ნი ვა­გონმშე­ნე­ბე­ლია. როცა გუ­რი­ი­დან ჩა­მო­ვი­და, თბი­ლი­სის ვა­გონ­შემ­კე­თე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და ყვე­ლა ეტა­პი გა­ი­ა­რა - და­წყე­ბუ­ლი მუ­ში­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რამ­დე. ეს მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, მთელ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ერ­თა­დერ­თი ქარ­ხა­ნაა, რო­მე­ლიც ვა­გო­ნებს ამ­ზა­დებს და არე­მონ­ტებს. მამა ძალ­ზე მშრო­მე­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რის გა­მოც, ყო­ველ­თვის სა­მა­გა­ლი­თო იყო ჩემ­თვის. ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე და ის საკ­მა­ოდ მკაც­რი იყო ჩემ მი­მართ. 1990-იანი წლე­ბი იყო და მა­შინ გო­გო­ნებს მკაც­რად ზრდიდ­ნენ. სკო­ლა და სახ­ლი - ასე­თი იყო ჩემი მარ­შრუ­ტი. მოკ­ლედ, ლაღი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ბავ­შვო­ბა ნამ­დვი­ლად არ მქო­ნია. მა­მა­ჩე­მი არ მას­წავ­ლი­და, რომ წარ­მა­ტე­ბის­თვის უნდა მი­მეღ­წია, ჩემი ძმის მი­მართ კი მასა და მთელ ოჯახს სულ სხვა მო­თხოვ­ნე­ბი და მო­ლო­დი­ნიც ჰქონ­დათ. მე მას­წავ­ლიდ­ნენ, რომ კარ­გი ოჯა­ხი უნდა შე­მექ­მნა და კარ­გი დედა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს ცოტა არ იყოს, მაბ­რა­ზებ­და და მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას მი­ჩენ­და. დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა მეც შე­მეძ­ლო.

- ახ­ლან­დე­ლი თა­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით თა­ვი­სუფ­ლად აზ­როვ­ნებს და სულ სხვაგ­ვა­რად ზრდის თა­ვის შვი­ლებს. ეს მოგ­წონთ?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მომ­წონს, რომ ქარ­თვე­ლი მა­მე­ბის მიდ­გო­მა ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის მი­მართ თან­და­თან იც­ვლე­ბა. სულ სხვა თა­ო­ბა წა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც აკ­რძალ­ვებს და ზედ­მეტ სიმ­კაც­რეს ვერ ეგუ­ე­ბა, ამი­ტომ მეც ვცდი­ლობ, ჩემს შვი­ლებ­თან სულ სხვა სტან­დარ­ტე­ბით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლო. ჩემი შვი­ლე­ბის თა­ო­ბა ჩემი თა­ო­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად: თუ რა­ი­მე­ზე ვე­უბ­ნე­ბი, ეს არ შე­იძ­ლე­ბა-მეთ­ქი, მერე ხან­გრძლი­ვი დის­კუ­სია გვაქვს იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, თუ რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა. უპი­რო­ბოდ არა­ფერ­ზე არ გთან­ხმდე­ბი­ან, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ჩვენ­თვის - მშობ­ლე­ბის­თვის. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ეს თა­ო­ბა ბევრ რა­მეს შეც­ვლის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი და ლა­ღე­ბი არი­ან, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე რომ და­გა­ყე­ნონ, ოჯახს აირ­ჩევ­დით თუ კა­რი­ე­რას?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე არ ვყო­ფილ­ვარ: როცა დარ­წმუნ­დნენ, რომ სწავ­ლა მინ­დო­და, ჩემს ოჯახ­ში ყვე­ლა გვერ­დით მედ­გა. ძა­ლი­ან თა­ნა­ვუგ­რძნობ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც ასე­თი არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ. თუ ქმა­რი ასე­თი არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე და­მა­ყე­ნებ­და, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ კა­რი­ე­რა ამერ­ჩია. ვფიქ­რობ, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ასე­თი დოგმე­ბით და სტიგმე­ბით არა­ვინ არ უნდა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს, რად­გან სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია კარ­გი ოჯა­ხიც გქონ­დეს და კა­რი­ე­რა­შიც წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო. როცა ადა­მი­ა­ნი ასე­თი არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე და­გა­ყე­ნებს, ის ეგო­ის­ტუ­რად იქ­ცე­ვა და შენს სურ­ვი­ლებს პა­ტივს არ სცემს.

- რო­გო­რი მზა­რე­უ­ლი ხართ?

- იყო პე­რი­ო­დი, როცა მეტი დრო მქონ­და და სა­დი­ლებს ყო­ველ­თვის მე ვა­კე­თებ­დი. ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ, ამი­ტომ ჩვე­ნი ოჯა­ხის მე­ნიუ მცე­ნა­რე­უ­ლია. მარ­თა­ლია, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი ჩემი ძლი­ე­რი მხა­რე არ არის, მაგ­რამ ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ჩემი გა­მომ­ცხვა­რი ბლი­ნე­ბი. რომ გა­იზ­რდე­ბი­ან, ალ­ბათ ამ რი­ტუ­ა­ლით გა­ვახ­სენ­დე­ბი, რად­გან ბლი­ნებს ერ­თობ­ლი­ვად ვა­ცხობთ ხოლ­მე. არ და­გი­მა­ლავთ: ძი­ძაც მყო­ლია და სახ­ლში დამ­ხმა­რეც მყავს, რაც ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას აად­ვი­ლებს, მაგ­რამ მა­ინც ვცდი­ლობ, ჩემ­მა შვი­ლებ­მა დე­დის ხე­ლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი რა­ღაც კერ­ძი ტკბი­ლად გა­იხ­სე­ნონ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ქალი რომელიც საზოგადოებრივ საქმეში არაფერს აკეთებს წარმატრბულია მხოლოდ თავის ბიზნესში? ეს კიდევ საკითხავია იმ ბიზნეს ვინ მართავს, და წარმატებას სად ხედავთ?

გიორგი
24

საიდან მოვიდა ეს ტერმინი "საქმიანი ქალი" ქალი როცა თავის ძირითად საქმეს და მოვალეობას არ ასრულებს და სხვა რაღაცებით არის დაკავებული რისთვისაც არ გაუჩენია გამჩენს ზუსტად მაშინ შეეფერება ეს ტერმინი

ავტორი:

"ვეგეტარიანელი ვარ, ამიტომ ჩვენი ოჯახის მენიუ მცენარეულია..." - როგორია პარლამენტარი ქალის ცხოვრება პოლიტიკის მიღმა და რას ჰყვება ოჯახსა და მეუღლეზე?

"ვეგეტარიანელი ვარ, ამიტომ ჩვენი ოჯახის მენიუ მცენარეულია..." - როგორია პარლამენტარი ქალის ცხოვრება პოლიტიკის მიღმა და რას ჰყვება ოჯახსა და მეუღლეზე?

წარმატებული საქმიანი ქალის ცხოვრება ძალზე რთულია: მან დამქანცველი სამსახური და ოჯახზე ზრუნვა ერთმანეთს უნდა შეუთავსოს და ერთდროულად რამდენიმე საქმე მოასწროს. საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ მისი ყველაზე დიდი სიმდიდრე და ბედის საჩუქარი შვილებია, თუმცა, კარიერასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

- ქალბატონო ნინო, მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე - როგორ სწავლობდით, რომელი საგნები გიყვარდათ და რომელ პროფესიაზე ოცნებობდით?

- ძალიან მშვიდი და მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი და ეს თვისებები დღემდე მომყვება. ჩემთვის პასუხისმგებლობის აღება და მისი შესრულება უმნიშვნელოვანესია. 166-ე საშუალო სკოლა დავამთავრე, რომელიც დიდუბეში, პანთეონის გვერდით იყო. ძალიან კარგი დირექტორი მყავდა - ნანა კვირიკაშვილი, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი რამ მასწავლა. მისგან და ჩემი მშობლებისგან ბევრი ადამიანური თვისება გამოვიმუშავე, ამიტომ ბავშვობის მოგონებები ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- თქვენს მშობლებზეც გვიამბეთ: ხომ არ გირჩევდნენ, რომ ქალმა ოჯახი უნდა შექმნას და კარიერა მისთვის მეორეხარისხოვანია?

- მამაჩემი - ბადრი წილოსანი ვაგონმშენებელია. როცა გურიიდან ჩამოვიდა, თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში დაიწყო მუშაობა და ყველა ეტაპი გაიარა - დაწყებული მუშიდან, დამთავრებული დირექტორამდე. ეს მარტო საქართველოში კი არა, მთელ ამიერკავკასიაში ერთადერთი ქარხანაა, რომელიც ვაგონებს ამზადებს და არემონტებს. მამა ძალზე მშრომელი და მოტივირებული ადამიანია, რის გამოც, ყოველთვის სამაგალითო იყო ჩემთვის. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ის საკმაოდ მკაცრი იყო ჩემ მიმართ. 1990-იანი წლები იყო და მაშინ გოგონებს მკაცრად ზრდიდნენ. სკოლა და სახლი - ასეთი იყო ჩემი მარშრუტი. მოკლედ, ლაღი და თავისუფალი ბავშვობა ნამდვილად არ მქონია. მამაჩემი არ მასწავლიდა, რომ წარმატებისთვის უნდა მიმეღწია, ჩემი ძმის მიმართ კი მასა და მთელ ოჯახს სულ სხვა მოთხოვნები და მოლოდინიც ჰქონდათ. მე მასწავლიდნენ, რომ კარგი ოჯახი უნდა შემექმნა და კარგი დედა ვყოფილიყავი. ეს ცოტა არ იყოს, მაბრაზებდა და მეტ მოტივაციას მიჩენდა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ წარმატების მიღწევა მეც შემეძლო.

- ახლანდელი თაობა გაცილებით თავისუფლად აზროვნებს და სულ სხვაგვარად ზრდის თავის შვილებს. ეს მოგწონთ?

- ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ქართველი მამების მიდგომა ქალიშვილების მიმართ თანდათან იცვლება. სულ სხვა თაობა წამოვიდა, რომელიც აკრძალვებს და ზედმეტ სიმკაცრეს ვერ ეგუება, ამიტომ მეც ვცდილობ, ჩემს შვილებთან სულ სხვა სტანდარტებით ვიხელმძღვანელო. ჩემი შვილების თაობა ჩემი თაობისგან რადიკალურად განსხვავდება. მაგალითად: თუ რაიმეზე ვეუბნები, ეს არ შეიძლება-მეთქი, მერე ხანგრძლივი დისკუსია გვაქვს იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ არ შეიძლება. უპირობოდ არაფერზე არ გთანხმდებიან, რაც სერიოზული პრობლემაა ჩვენთვის - მშობლებისთვის. რატომღაც მგონია, რომ ეს თაობა ბევრ რამეს შეცვლის ჩვენს ქვეყანაში, დამოუკიდებლები და ლაღები არიან, რაც ძალიან მახარებს.

- არჩევნის წინაშე რომ დაგაყენონ, ოჯახს აირჩევდით თუ კარიერას?

- საბედნიეროდ, ასეთი არჩევნის წინაშე არ ვყოფილვარ: როცა დარწმუნდნენ, რომ სწავლა მინდოდა, ჩემს ოჯახში ყველა გვერდით მედგა. ძალიან თანავუგრძნობ ქალებს, რომლებიც ასეთი არჩევნის წინაშე აღმოჩნდნენ. თუ ქმარი ასეთი არჩევნის წინაშე დამაყენებდა, არ გამოვრიცხავ, რომ კარიერა ამერჩია. ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი დოგმებით და სტიგმებით არავინ არ უნდა ხელმძღვანელობდეს, რადგან სავსებით შესაძლებელია კარგი ოჯახიც გქონდეს და კარიერაშიც წარმატებას მიაღწიო. როცა ადამიანი ასეთი არჩევნის წინაშე დაგაყენებს, ის ეგოისტურად იქცევა და შენს სურვილებს პატივს არ სცემს.

- როგორი მზარეული ხართ?

- იყო პერიოდი, როცა მეტი დრო მქონდა და სადილებს ყოველთვის მე ვაკეთებდი. ვეგეტარიანელი ვარ, ამიტომ ჩვენი ოჯახის მენიუ მცენარეულია. მართალია, სამზარეულოში ფუსფუსი ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ჩემი გამომცხვარი ბლინები. რომ გაიზრდებიან, ალბათ ამ რიტუალით გავახსენდები, რადგან ბლინებს ერთობლივად ვაცხობთ ხოლმე. არ დაგიმალავთ: ძიძაც მყოლია და სახლში დამხმარეც მყავს, რაც ჩემს საქმიანობას აადვილებს, მაგრამ მაინც ვცდილობ, ჩემმა შვილებმა დედის ხელით მომზადებული რაღაც კერძი ტკბილად გაიხსენონ...წაიკითხეთ სრულად