პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Deutsche Welle: "რუსეთი და ნატო შავ ზღვაზე დაპირისპირების თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ“ - რა ელის საქართველოს და უკრაინას?
Deutsche Welle: "რუსეთი და ნატო შავ ზღვაზე დაპირისპირების თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ“ - რა ელის საქართველოს და უკრაინას?

გერ­მა­ნუ­ლი რა­დიო "დო­ი­ჩე ველე («Deutsche Welle») ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს შავ ზღვა­ში ნა­ტოს გა­აქ­ტი­უ­რე­ბას და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ვეყ­ნებს ექ­სპერტ კონ­სტან­ტი­ნე ეგერ­ტის თვალ­საზ­რისს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის სწრაფ­ვა ალი­ან­სის წევ­რო­ბი­სა­კენ ადრე თუ გვი­ან ბრი­უ­სელს არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნებს: ბო­ლოს და ბო­ლოს, ან მხა­რი და­უ­ჭი­როს კი­ევს და თბი­ლისს და ორი­ვე - უკ­რა­ი­ნაც და სა­ქარ­თვე­ლოც წევ­რად მი­ი­ღოს, ან და­უთ­მოს რუ­სეთს და ამით პო­ლი­ტი­კუ­რად და­მარ­ცხდეს.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის ში­ნა­არსს, რომ­ლის სა­თა­უ­რია: "რუ­სე­თი და ნატო შავ ზღვა­ზე და­პი­რის­პი­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას ვერ შეძ­ლე­ბენ“.

"ამე­რი­კე­ლი ექ­სად­მი­რა­ლის, ევ­რო­პა­ში ნა­ტოს ჯა­რე­ბის ყო­ფი­ლი მთა­ვარ­სარ­დლის, ამ­ჟა­მად კი ექ­სპერტ - კონ­სულ­ტან­ტის ჯე­იმს სტავ­რი­დი­სის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, "ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნას ხმე­ლე­თი­დან კი არ და­ეს­ხმე­ბა, არა­მედ ზღვი­დან - უკ­რა­ი­ნის პორ­ტებს დაბ­ლო­კავს, და­ი­კა­ვებს შა­ვი­ზღვის­პი­რა ზოლს და შექ­მნის იმ სახ­მე­ლე­თო დე­რე­ფანს, რომ­ლი­თაც ყი­რი­მი "დიდ მი­წას“ - რუ­სეთს პირ­და­პირ და­უ­კავ­შირ­დე­ბა. ნატო დაგ­მობს რუ­სე­თის მოქ­მე­დე­ბას, მაგ­რამ კონ­ფლიქ­ტში არ ჩა­ე­რე­ვა, რად­გან უკ­რა­ი­ნა­ზე ალი­ან­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მე-5 მუხ­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის შე­სა­ხებ არ ვრცელ­დე­ბა.

არა­ვინ იცის, გა­ნი­ხი­ლეს თუ არა ეს სცე­ნა­რი "ბუ­ქა­რეს­ტის ცხრი­ა­ნის“ ლი­დე­რებ­მა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სა­მი­ტის დროს, 10 მა­ისს, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი­სა და ნა­ტოს გენმდივ­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მაგ­რამ ნა­თე­ლია, რომ შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო უკ­რა­ი­ნა­საც და ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის გეგ­მებ­საც - რას და რო­გორ გა­ა­კე­თებს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ე.წ. "აპ­რი­ლის წრთვნე­ბის“ შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებ­თან ახ­ლოს.

"ბუ­ქა­რეს­ტის ცხრი­ა­ნი“ (B-9) ნა­ტოს "აღ­მო­სავ­ლე­თის ფლან­გის“ ქვეყ­ნე­ბის არა­ფორ­მა­ლურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც 2014 წელს შე­იქ­მნა, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის კვალ­ზე და მას­ში რუ­მი­ნე­თი, პო­ლო­ნე­თი, ლი­ე­ტუ­ვა, ლატ­ვია, ეს­ტო­ნე­თი ჩე­ხე­თი, სლო­ვა­კე­თი, უნ­გრე­თი და ბულ­გა­რე­თი შე­დი­ან. ცხრი­დან შვი­დი ქვე­ყა­ნა კრემლს კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვერ იტანს და რუ­სეთ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მომ­ხრე­ნი არი­ან. უნ­გრეთს და ბულ­გა­რეთს რუ­სეთ­თან შე­და­რე­ბით რბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, თუმ­ცა ხში­რად მათი პო­ზი­ცი­აც რუ­მი­ნე­ლე­ბის, პო­ლო­ნე­ლე­ბი­სა და ლი­ე­ტუ­ვე­ლე­ბის ხედ­ვებს ემ­თხვე­ვა.

ბოლო წლებ­ში "ბუ­ქა­რეს­ტის ცხრი­ა­ნის“ ქვეყ­ნე­ბი ცდი­ლობ­დნენ ერ­თი­ა­ნი ფრონ­ტით გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ. ნა­ტოს ზო­გი­ერთ წევ­რს "აღ­მო­სავ­ლე­თის ფლან­გე­ლი“ მო­კავ­ში­რე­ე­ბის ხის­ტი პო­ზი­ცია აღი­ზი­ა­ნებ­დათ (მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ას და საფ­რან­გეთს), რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­თან ტრა­დი­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის ხაზს ინარ­ჩუ­ნებ­დნენ, თა­ნაც ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

"ცხრი­ა­ნის“ ამ­ჟა­მინ­დე­ლი სხდო­მა უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის აპ­რი­ლის კრი­ზი­სი­სა და სა­მო­მავ­ლო საფრ­თხის ფონ­ზე გა­ი­მარ­თა. ასე­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ივ­ნის­ში ალი­ან­სის უმაღ­ლე­სი დო­ნის სა­მი­ტია და­გეგ­მი­ლი. შა­ვი­ზღვის­პი­რა ნა­ტო­ე­ლე­ბი ამე­რი­კას შავ ზღვა­ში მეტი აქ­ტი­უ­რო­ბი­სა­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. ვირ­ტუ­ა­ლურ სხდო­მა­ში პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ადას­ტუ­რებს იმას, რომ კონ­ტექ­სტი შე­იც­ვა­ლა (რაც პუ­ტი­ნის მიერ ია­რა­ღის ჟღა­რუნ­მაც და­აჩ­ქა­რა) და ნატო შავ ზღვას პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად გა­ნი­ხი­ლავს. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ანსს რე­გი­ო­ნის მი­მართ მკა­ფიო სტრა­ტე­გია აქვს.

  • უკ­რა­ი­ნუ­ლი (და ქარ­თუ­ლი) ოც­ნე­ბა

მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის პერ­სპექ­ტი­ვაა: ნა­ტომ არ იცის, რა უყოს ორ პოსტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნას, რომ­ლე­ბიც ალი­ან­სის წევ­რო­ბას ეს­წრაფ­ვი­ან. და აშ­კა­რაა, რომ კი­ე­ვი და თბი­ლი­სი ამ სურ­ვილს არ შე­იც­ვლი­ან. უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა რუ­სეთ­თან შვიდ­წ­ლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე შე­ი­ძი­ნეს. უკ­რა­ი­ნის არ­მია დღეს უკე­თე­სად არის აღ­ჭურ­ვი­ლი, მათ შო­რის ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღით. უკ­რა­ი­ნე­ლი ოფიც­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სად, ალი­ან­სის ქვეყ­ნებ­ში სტა­ჟი­რე­ბას გა­დის. არ­მი­ა­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო კონ­ტრო­ლის დონე სავ­სე­ბით აკ­მა­ყო­ფი­ლებს ნა­ტოს სტან­დარ­ტებს, ხოლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არაფ­რით არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან (ზოგ­ჯერ კი უკე­თე­სია) ნა­ტოს წევ­რის, შა­ვი­ზღვის­პი­რა ქვეყ­ნის - რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნი­სე­უ­ლი თურ­ქე­თის დო­ნეს­თან შე­და­რე­ბით.

წევ­რად მი­სა­ღე­ბი კან­დი­და­ტის მი­მართ ხში­რად წა­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი - არ ჰქონ­დეთ მათ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი მე­ზობ­ლებ­თან - ვა­შინგტო­ნის 1949 წლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ფორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლი არ არის. უფრო მე­ტიც, რო­გორც ამ სტრი­ქო­ნე­ბის ავ­ტორს ალი­ან­სის გენმდივ­ნის ერთ-ერ­თმა ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ გა­ან­დო, სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებს არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ ბრი­უ­სელ­ში, რომ მზად არი­ან წე­რი­ლო­ბით და­თან­ხმდნენ იმა­ზე, რომ კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის მუხ­ლი აფხა­ზეთ-სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ გავ­რცელ­დე­ბა.

და­ბო­ლოს, უკ­რა­ი­ნას და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტოს წევ­რო­ბა ჯერ კი­დევ ბუ­ქა­რეს­ტის 2008 წლის აპ­რი­ლის სა­მი­ტის დას­კვნით კო­მუ­ნი­კე­ში აღუთ­ქვეს. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ იმ დროს თბი­ლი­სი­სა და კი­ე­ვი­სათ­ვის "მა­პის" მი­ცე­მას თვით აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ბუშ - უმ­ცრო­სი ითხოვ­და, მას­თან ერ­თად კი - ბალ­ტი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბიც. კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდეგ­ნი იყ­ვნენ მხო­ლოდ გერ­მა­ნია და საფ­რან­გე­თი.

  • უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო: ნა­ტოს "გლო­ბა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი“?

მაგ­რამ ვიდ­რე ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, კრემ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლებს და ქარ­თვე­ლებს ნა­ტოს წევ­რო­ბის ნე­ბას არ მის­ცემს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, პუ­ტი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნას 2036 წლამ­დე გეგ­მავს, ჩემ­თვის ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია ის, რომ კი­ე­ვი და თბი­ლი­სი მოთ­მი­ნე­ბით და­ე­ლო­დე­ბი­ან მო­რიგ "მედ­ვე­დე­ვი­სე­ულ დათ­ბო­ბას“, მით უმე­ტეს, რომ მსგავ­სი რამ შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ მოხ­დეს. რაც უფრო შორ­დე­ბი­ან საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ის­ტო­რი­ულ წარ­სულს, ქარ­თვე­ლე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მით უფრო მკა­ფი­ოდ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ თა­ვი­ანთ ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს, რომ­ლე­ბიც რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა კრემ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა­გან. ესე იგი, კი­ე­ვი და თბი­ლი­სი მით უფრო "ხმა­მაღ­ლა და­ა­კა­კუ­ნე­ბენ“ ნა­ტოს კარ­ზე.

რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნას და სა­ქარ­თვე­ლოს "გლო­ბა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბის“ სტა­ტუ­სი მი­ე­ცეთ - ისე­თი, რო­გო­რიც აქვს სამ­ხრეთ კო­რე­ას, იორ­და­ნი­ას, ავ­სტრა­ლი­ას... მაგ­რამ ეს მხო­ლოდ სა­კი­თხის დრო­ე­ბი­თი გა­და­წყვე­ტა იქ­ნე­ბა. თა­ნაც ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იო­ლად შე­უძ­ლია კრემ­ლის პრო­ვო­ცი­რე­ბა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

  • ომის ფასი ნა­ტო­სათ­ვის

ერთი მხრივ, კი­ე­ვი (და ცოტა ნაკ­ლე­ბი დო­ნით თბი­ლი­სიც) და მე­ო­რე მხრივ - მოს­კო­ვი, გა­ნუხ­რე­ლად უახ­ლოვ­დე­ბი­ან მო­მავ­ლი­სათ­ვის ბრძო­ლის მე­ო­რე რა­უნდს. ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა, რო­მელ­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს, სრუ­ლი­ად შე­იძ­ლე­ბა "პრე­ვენ­ტი­უ­ლი დარ­ტყმა“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, სა­ნამ გვი­ან არ არის (მისი აზ­რით).

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის ძლი­ე­რე­ბის დო­ნის სწრაფ ზრდას, შავი ზღვის რე­გი­ონ­ში რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ახალ ევ­რო­პულ ომად გა­და­იქ­ცეს. უფრო მე­ტიც, უკ­რა­ი­ნის სა­ვა­რა­უ­დო და­მარ­ცხე­ბა, რო­მე­ლიც ამ­დენ ხანს აქ­ტი­უ­რად და მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს ალი­ანსთან, ნა­ტოს და­მარ­ცხე­ბა­დაც იქ­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი.

ომი და­არ­ტყამს მსოფ­ლიო ბაზ­რებს, შე­არ­ყევს ნა­ტოს სამ­ხრეთ ფლანგს, რო­მე­ლიც დღეს ისე­დაც არ გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი სტა­ბი­ლუ­რო­ბით. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - ომი პო­ლი­ტი­კურ გან­ხეთ­ქი­ლე­ბას შე­ი­ტანს და ფა­ტა­ლუ­რად და­ა­სუს­ტებს ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ანსს, სა­დაც "ბუ­ქა­რეს­ტის ცხრი­ა­ნი“ უკვე მე­რამ­დე­ნე წე­ლია გან­გა­შის სიგ­ნალს იძ­ლე­ვა, და­ნარ­ჩე­ნი ნა­ტო­ე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი კი ისეთ სა­ხეს იღე­ბენ, რომ მათ ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ ეხე­ბათ. აი, სწო­რედ ასე­თი მიდ­გო­მა იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი ალა­ფი კრემ­ლი­სათ­ვის. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
42

არ ინერვიულოთ, ეგენი ისე აახვევენ შავი ზღვიდან, როგორც აახვიეს 2008-ში.

ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას
90

სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებს არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ ბრი­უ­სელ­ში, რომ მზად არი­ან წე­რი­ლო­ბით და­თან­ხმდნენ იმა­ზე, რომ კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის მუხ­ლი აფხა­ზეთ-სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ გავ­რცელ­დე­ბა - ქვეყნის ინტერესების გამყიდველები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

Deutsche Welle: "რუსეთი და ნატო შავ ზღვაზე დაპირისპირების თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ“ - რა ელის საქართველოს და უკრაინას?

Deutsche Welle: "რუსეთი და ნატო შავ ზღვაზე დაპირისპირების თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ“ - რა ელის საქართველოს და უკრაინას?

გერმანული რადიო "დოიჩე ველე («Deutsche Welle») ყურადღებას უთმობს შავ ზღვაში ნატოს გააქტიურებას და ამასთან დაკავშირებით აქვეყნებს ექსპერტ კონსტანტინე ეგერტის თვალსაზრისს, რომლის მიხედვით, საქართველოსა და უკრაინის სწრაფვა ალიანსის წევრობისაკენ ადრე თუ გვიან ბრიუსელს არჩევანის წინაშე დააყენებს: ბოლოს და ბოლოს, ან მხარი დაუჭიროს კიევს და თბილისს და ორივე - უკრაინაც და საქართველოც წევრად მიიღოს, ან დაუთმოს რუსეთს და ამით პოლიტიკურად დამარცხდეს.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს, რომლის სათაურია: "რუსეთი და ნატო შავ ზღვაზე დაპირისპირების თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ“.

"ამერიკელი ექსადმირალის, ევროპაში ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდლის, ამჟამად კი ექსპერტ - კონსულტანტის ჯეიმს სტავრიდისის სცენარის მიხედვით, "ვლადიმირ პუტინი უკრაინას ხმელეთიდან კი არ დაესხმება, არამედ ზღვიდან - უკრაინის პორტებს დაბლოკავს, დაიკავებს შავიზღვისპირა ზოლს და შექმნის იმ სახმელეთო დერეფანს, რომლითაც ყირიმი "დიდ მიწას“ - რუსეთს პირდაპირ დაუკავშირდება. ნატო დაგმობს რუსეთის მოქმედებას, მაგრამ კონფლიქტში არ ჩაერევა, რადგან უკრაინაზე ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ არ ვრცელდება.

არავინ იცის, განიხილეს თუ არა ეს სცენარი "ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებმა ვირტუალური სამიტის დროს, 10 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტისა და ნატოს გენმდივნის მონაწილეობით, მაგრამ ნათელია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინასაც და ვლადიმირ პუტინის გეგმებსაც - რას და როგორ გააკეთებს რუსეთის პრეზიდენტი ე.წ. "აპრილის წრთვნების“ შემდეგ უკრაინის საზღვრებთან ახლოს.

"ბუქარესტის ცხრიანი“ (B-9) ნატოს "აღმოსავლეთის ფლანგის“ ქვეყნების არაფორმალურ გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის კვალზე და მასში რუმინეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ბულგარეთი შედიან. ცხრიდან შვიდი ქვეყანა კრემლს კატეგორიულად ვერ იტანს და რუსეთთან მაქსიმალური დაპირისპირების მომხრენი არიან. უნგრეთს და ბულგარეთს რუსეთთან შედარებით რბილი დამოკიდებულება აქვთ, თუმცა ხშირად მათი პოზიციაც რუმინელების, პოლონელებისა და ლიეტუველების ხედვებს ემთხვევა.

ბოლო წლებში "ბუქარესტის ცხრიანის“ ქვეყნები ცდილობდნენ ერთიანი ფრონტით გამოსულიყვნენ. ნატოს ზოგიერთ წევრს "აღმოსავლეთის ფლანგელი“ მოკავშირეების ხისტი პოზიცია აღიზიანებდათ (მაგალითად, გერმანიას და საფრანგეთს), რომლებიც რუსეთთან ტრადიციული დიალოგის ხაზს ინარჩუნებდნენ, თანაც ყველა სიტუაციაში.

"ცხრიანის“ ამჟამინდელი სხდომა უკრაინა-რუსეთის აპრილის კრიზისისა და სამომავლო საფრთხის ფონზე გაიმართა. ასევე საყურადღებოა, რომ ივნისში ალიანსის უმაღლესი დონის სამიტია დაგეგმილი. შავიზღვისპირა ნატოელები ამერიკას შავ ზღვაში მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებენ. ვირტუალურ სხდომაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მონაწილეობა ადასტურებს იმას, რომ კონტექსტი შეიცვალა (რაც პუტინის მიერ იარაღის ჟღარუნმაც დააჩქარა) და ნატო შავ ზღვას პრიორიტეტულად განიხილავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რეგიონის მიმართ მკაფიო სტრატეგია აქვს.

  • უკრაინული (და ქართული) ოცნება

მთავარი პრობლემა საქართველოსა და უკრაინის პერსპექტივაა: ნატომ არ იცის, რა უყოს ორ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომლებიც ალიანსის წევრობას ესწრაფვიან. და აშკარაა, რომ კიევი და თბილისი ამ სურვილს არ შეიცვლიან. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთთან შვიდწლიანი დაპირისპირებით გარკვეული გამოცდილება უკვე შეიძინეს. უკრაინის არმია დღეს უკეთესად არის აღჭურვილი, მათ შორის ამერიკული იარაღით. უკრაინელი ოფიცრების შემადგენლობა, საქართველოს მსგავსად, ალიანსის ქვეყნებში სტაჟირებას გადის. არმიაზე სამოქალაქო კონტროლის დონე სავსებით აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტები არაფრით არ ჩამოუვარდებიან (ზოგჯერ კი უკეთესია) ნატოს წევრის, შავიზღვისპირა ქვეყნის - რეჯეფ ერდოღანისეული თურქეთის დონესთან შედარებით.

წევრად მისაღები კანდიდატის მიმართ ხშირად წაყენებული მოთხოვნები - არ ჰქონდეთ მათ ტერიტორიული კონფლიქტები მეზობლებთან - ვაშინგტონის 1949 წლის ხელშეკრულებით ფორმალიზებული არ არის. უფრო მეტიც, როგორც ამ სტრიქონების ავტორს ალიანსის გენმდივნის ერთ-ერთმა ყოფილმა მოადგილემ გაანდო, საქართველოს წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ ბრიუსელში, რომ მზად არიან წერილობით დათანხმდნენ იმაზე, რომ კოლექტიური თავდაცვის მუხლი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ გავრცელდება.

დაბოლოს, უკრაინას და საქართველოს ნატოს წევრობა ჯერ კიდევ ბუქარესტის 2008 წლის აპრილის სამიტის დასკვნით კომუნიკეში აღუთქვეს. გავიხსენოთ, რომ იმ დროს თბილისისა და კიევისათვის "მაპის" მიცემას თვით აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ - უმცროსი ითხოვდა, მასთან ერთად კი - ბალტიისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიც. კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ მხოლოდ გერმანია და საფრანგეთი.

  • უკრაინა და საქართველო: ნატოს "გლობალური პარტნიორები“?

მაგრამ ვიდრე ვლადიმირ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაშია, კრემლი უკრაინელებს და ქართველებს ნატოს წევრობის ნებას არ მისცემს. თუ გავითვალისწინებთ იმას, პუტინი ხელისუფლებაში დარჩენას 2036 წლამდე გეგმავს, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია ის, რომ კიევი და თბილისი მოთმინებით დაელოდებიან მორიგ "მედვედევისეულ დათბობას“, მით უმეტეს, რომ მსგავსი რამ შეიძლება საერთოდ არ მოხდეს. რაც უფრო შორდებიან საბჭოთა კავშირის ისტორიულ წარსულს, ქართველები და უკრაინელები მით უფრო მკაფიოდ აცნობიერებენ თავიანთ ეროვნულ ინტერესებს, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება კრემლის ინტერესებისაგან. ესე იგი, კიევი და თბილისი მით უფრო "ხმამაღლა დააკაკუნებენ“ ნატოს კარზე.

რა თქმა უნდა, შეიძლება უკრაინას და საქართველოს "გლობალური პარტნიორების“ სტატუსი მიეცეთ - ისეთი, როგორიც აქვს სამხრეთ კორეას, იორდანიას, ავსტრალიას... მაგრამ ეს მხოლოდ საკითხის დროებითი გადაწყვეტა იქნება. თანაც ასეთ გადაწყვეტილებას იოლად შეუძლია კრემლის პროვოცირება უკრაინის წინააღმდეგ.

  • ომის ფასი ნატოსათვის

ერთი მხრივ, კიევი (და ცოტა ნაკლები დონით თბილისიც) და მეორე მხრივ - მოსკოვი, განუხრელად უახლოვდებიან მომავლისათვის ბრძოლის მეორე რაუნდს. ვლადიმირ პუტინმა, რომელსაც მოულოდნელი გადაწყვეტილებები ახასიათებს, სრულიად შეიძლება "პრევენტიული დარტყმა“ განახორციელოს, სანამ გვიან არ არის (მისი აზრით).

თუ გავითვალისწინებთ უკრაინის არმიის ძლიერების დონის სწრაფ ზრდას, შავი ზღვის რეგიონში რუსეთთან დაპირისპირება შეიძლება ახალ ევროპულ ომად გადაიქცეს. უფრო მეტიც, უკრაინის სავარაუდო დამარცხება, რომელიც ამდენ ხანს აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან, ნატოს დამარცხებადაც იქნება აღქმული.

ომი დაარტყამს მსოფლიო ბაზრებს, შეარყევს ნატოს სამხრეთ ფლანგს, რომელიც დღეს ისედაც არ გამოირჩევა მაინცდამაინც დიდი სტაბილურობით. მაგრამ ყველაზე მთავარი - ომი პოლიტიკურ განხეთქილებას შეიტანს და ფატალურად დაასუსტებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, სადაც "ბუქარესტის ცხრიანი“ უკვე მერამდენე წელია განგაშის სიგნალს იძლევა, დანარჩენი ნატოელი მოკავშირეები კი ისეთ სახეს იღებენ, რომ მათ ეს მხოლოდ ნაწილობრივ ეხებათ. აი, სწორედ ასეთი მიდგომა იქნება მთავარი ალაფი კრემლისათვის. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

დავით ზილფიმიანს გულზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა - როგორია დეპუტატის მდგომარეობა?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"