საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაანონსებულია სარაკეტო იერიში - არ შეიქმნათ ილუზია, რომ თქვენს გარშემო სიმშვიდეა" - ლაშა ჟვანია ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
"დაანონსებულია სარაკეტო იერიში - არ შეიქმნათ ილუზია, რომ თქვენს გარშემო სიმშვიდეა" - ლაშა ჟვანია ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ის­რა­ელ­ში მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს და­ბე­ჯი­თე­ბით გთხოვთ, გა­ით­ვა­ლი­წი­ნეთ - დრო­ე­ბი­თი სი­წყნა­რე არ ნიშ­ნავს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრას. სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა. აშ­კე­ლო­ნი, აშ­დო­თი და შდე­რო­თი ახ­ლაც იბომ­ბე­ბა,- ამის შე­სა­ხებ ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ლაშა ჟვა­ნია „ფე­ი­ბუქ­ზე“ წერს.

ელჩი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მო­სა­ლოდ­ნე­ლი ავი­ა­ი­ე­რი­შის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს.

"და­ა­ნონ­სე­ბუ­ლია სა­რა­კე­ტო იე­რი­ში ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ის­რა­ე­ლის ცენ­ტრის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ქა­ლა­ქე­ბი თელ ავი­ვი, ხუ­ლო­ნი, რამ­ლე, ბათ იამი, ლოდი, ჰერ­ცე­ლია, რი­შონ ლე­ცი­ო­ნი, გი­ვა­ტა­ი­მი, ბნეი ბრა­კი, რა­მათ განი და მათი შე­მო­გა­რე­ნი და­სახ­ლე­ბე­ბი რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის ქვეშ იქ­ნე­ბი­ან. დღეს ბევ­რი გა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ.

გთხოვთ, თავი შე­ი­კა­ვეთ ისეთ მან­ძილ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან, სა­დაც თავ­შე­სა­ფა­რი მი­უღ­წე­ვა­დია (ძი­რი­თა­დად ტრა­სებ­ზე). 17:30-მდე დავ­რუნ­დით სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში. თუ ვერ მო­ა­ხერ­ხებთ, დარ­ჩით ახ­ლან­დელ ლო­კა­ცი­ა­ზე. თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ ინ­ფორ­მა­ცი­ებს. არ შე­იქ­მნათ ილუ­ზია, რომ თქვენს გარ­შე­მო ახლა სიმ­შვი­დეა და ასე შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს.

ჩვენს ახ­ლობ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და მსოფ­ლი­ო­ში დიდი მად­ლო­ბა თა­ნად­გო­მის­თვის და გთხოვთ, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­სას არ იკი­თხოთ „რო­გორ არი­ან” კი­თხეთ: „სად არი­ან” და მო­უ­წო­დეთ სა­ცხოვ­რებ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­კენ.

არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით კერ­ძო პი­რე­ბის და­მაბ­ნე­ვე­ლი მო­წო­დე­ბა, რომ სი­წყნა­რეა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. და­ი­ცა­ვით უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი. ღმერ­თი შეგ­ვე­წე­ვა თუ ფრთხი­ლად ვიქ­ნე­ბით და არ გა­მოვ­ცდით. მშვი­დო­ბა ის­რა­ელს და მშვი­დო­ბა ჩვენ!“,- წერს ლაშა ჟვა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაა
7

მორიგი ზღაპრები

ილია
5

აბა "რკინის გუმბათი" გვაქვსო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"დაანონსებულია სარაკეტო იერიში - არ შეიქმნათ ილუზია, რომ თქვენს გარშემო სიმშვიდეა" - ლაშა ჟვანია ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

"დაანონსებულია სარაკეტო იერიში - არ შეიქმნათ ილუზია, რომ თქვენს გარშემო სიმშვიდეა" - ლაშა ჟვანია ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს დაბეჯითებით გთხოვთ, გაითვალიწინეთ - დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს სერიოზული პრობლემის აღმოფხვრას. სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება. აშკელონი, აშდოთი და შდეროთი ახლაც იბომბება,- ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია „ფეიბუქზე“ წერს.

ელჩი, საქართველოს მოქალაქეებს, მოსალოდნელი ავიაიერიშის შესახებ აფრთხილებს.

"დაანონსებულია სარაკეტო იერიში ღაზას სექტორიდან ისრაელის ცენტრის მიმართულებით. ქალაქები თელ ავივი, ხულონი, რამლე, ბათ იამი, ლოდი, ჰერცელია, რიშონ ლეციონი, გივატაიმი, ბნეი ბრაკი, რამათ განი და მათი შემოგარენი დასახლებები რეალური საფრთხის ქვეშ იქნებიან. დღეს ბევრი გავიდა სამუშაოდ.

გთხოვთ, თავი შეიკავეთ ისეთ მანძილზე გადაადგილებისგან, სადაც თავშესაფარი მიუღწევადია (ძირითადად ტრასებზე). 17:30-მდე დავრუნდით საცხოვრებელ სახლებში. თუ ვერ მოახერხებთ, დარჩით ახლანდელ ლოკაციაზე. თვალყური ადევნეთ ინფორმაციებს. არ შეიქმნათ ილუზია, რომ თქვენს გარშემო ახლა სიმშვიდეა და ასე შეიძლება გაგრძელდეს.

ჩვენს ახლობლებს საქართველოში და მსოფლიოში დიდი მადლობა თანადგომისთვის და გთხოვთ, საკუთარი ოჯახის წევრებთან დაკავშირებისას არ იკითხოთ „როგორ არიან” კითხეთ: „სად არიან” და მოუწოდეთ საცხოვრებლებში დაბრუნებისკენ.

არ გაითვალისწინოთ სოციალური ქსელით კერძო პირების დამაბნეველი მოწოდება, რომ სიწყნარეა და ყველაფერი კარგადაა. დაიცავით უსაფრთხოების წესები. ღმერთი შეგვეწევა თუ ფრთხილად ვიქნებით და არ გამოვცდით. მშვიდობა ისრაელს და მშვიდობა ჩვენ!“,- წერს ლაშა ჟვანია.

რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი - დღეიდან რეგულაცია იცვლება

რა შემთხვევაში დაწესდება შეღავათები ვაქცინირებულებისთვის - ამირან გაყრელიძის განცხადება

"ჩვენ ახლა გარკვეულწილად პიკის დაღმავალ ფერდზე ვართ" - ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს