კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედიკამენტებით დახმარება არაეფექტურია, ის თავისით გაივლის" - ივანე ჩხაიძე COVID 19-ით გამოწვეულ მეხსიერების პრობლემაზე
"მედიკამენტებით დახმარება არაეფექტურია, ის თავისით გაივლის" - ივანე ჩხაიძე COVID 19-ით გამოწვეულ მეხსიერების პრობლემაზე

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბის დროს მე­დი­კა­მენ­ტუ­რი დახ­მა­რე­ბა არა­ე­ფექ­ტუ­რია და მეხ­სი­ე­რე­ბის დარ­ღვე­ვა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ივ­ლის.

ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, იმუ­ნი­ზა­ცი­ის მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძე გან­მარ­ტავს, კო­რო­ნა­ვირუსს თან ახ­ლავს დეპ­რე­სია, ძი­ლის დარ­ღვე­ვა, შფოთვე­ბი, მეხ­სი­ე­რე­ბის და­კარ­გვა, რა დრო­საც ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან ეს კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტომს კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­რებს.

მი­სი­ვე თქმით, პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი შე­საძ­ლოა 3-დან 8 თვემ­დე გაგ­რძელ­დეს.

„მეხ­სი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ერთ-ერთი პირ­ვე­ლია ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, რა­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი იწ­ვევს. რამ­დე­ნი­მე ზე­გავ­ლე­ნა აქვს კო­რო­ნა­ვირუსს ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე, მათ შო­რის არის დეპ­რე­სია, ძი­ლის დარ­ღვე­ვა, შფოთვე­ბი, ერთ-ერთი ამ რიგ­ში სწო­რედ მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მაა.

სამ­წუ­ხა­როდ, არა­ნა­ი­რი მე­დი­კა­მენ­ტუ­რი დახ­მა­რე­ბა არ იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი. გა­ნი­ხი­ლე­ბა, რომ ეს ე.წ. ხან­გრძლი­ვი კო­ვი­დია. ჩვენ ხან­გრძლივ კო­ვი­დად ვა­ფა­სებთ ყვე­ლა იმ შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბა გრძელ­დე­ბა 4 კვი­რა­ზე მეტი. 4 კვი­რა­ში უნდა დას­რულ­დეს კო­რო­ნა­ვირუ­სის მწვა­ვე პე­რი­ო­დი, ყვე­ლა ის სიმპტო­მი, რო­მე­ლიც გრძელ­დე­ბა ამ ზღურ­ბლს მიღ­მა, გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი, მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია 12 კვი­რა­ზე მეტი ხან­გრძლი­ვო­ბა. 3 თვი­დან 6-8 თვემ­დე შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს კო­ვი­დის ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, მათ შო­რის მახ­სოვ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, აქ ეფექ­ტუ­რი რე­კო­მენ­და­ცია არ არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, შვე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა გო­ნივ­რუ­ლია, ვი­ნა­ი­დან, თუ ამ ადა­მი­ა­ნის სამ­სა­ხუ­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გო­ნებ­რივ აქ­ტი­ვო­ბას­თან და ხელს შე­უშ­ლის მისი პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რა თქმა უნდა, უმ­ჯო­ბე­სია პა­უ­ზა აი­ღოს, თუმ­ცა ეს მა­ინც ალა­გე­ბა­დია გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ. მკაც­რი კვლე­ვა ან მი­თი­თე­ბა, რომ ყვე­ლა ეს პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი რჩე­ბა და არ ლაგ­დე­ბა, არ არ­სე­ბობს. პი­რი­ქით, მო­საზ­რე­ბაა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ივ­ლის. 3-6-8 თვემ­დე პე­რი­ო­დის ფარ­გლებ­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ სიმპტო­მე­ბის დარ­ჩე­ნის ალ­ბა­თო­ბას. არ უნდა ინერ­ვი­უ­ლონ, ნერ­ვი­უ­ლო­ბა და ემო­ცი­უ­რი პა­სუ­ხი ამ დარ­ჩე­ნილ სიმპტომ­ზე კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­რებს მდგო­მა­რე­ო­ბას. ზო­გა­დად, ით­ვლე­ბა, რომ 100-მდე სიმპტო­მი შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ. ცუდი სი­ტყვაა, მაგ­რამ რო­გორ­ღაც უნდა შე­ე­გუ­ონ“, - აცხა­დებს ივა­ნე ჩხა­ი­ძე.

ივა­ნე ჩხა­ი­ძე იმ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­მაც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ მეხ­სი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ, ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, კვე­ბის და ძი­ლის რე­ჟი­მის კონ­ტრო­ლი.

„ზო­გად რჩე­ვებ­შია აუ­ცი­ლე­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით ძილი, არ უნდა იყოს დარ­ღვე­უ­ლი ღა­მის ძილი. კვე­ბის ხა­სი­ა­თიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნდა იყოს, არის პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ხე­ლის შემ­წყო­ბი იყოს ტვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, მე­დი­კა­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით არ­ცერ­თი რჩე­ე­ვა არ იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი. დრო, მოთ­მი­ნე­ბა და ნაკ­ლე­ბი ემო­ცი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბა უნდა. სამ­წუ­ხა­როდ კო­რო­ნა­ვირუ­სის და­ტო­ვე­ბუ­ლია, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, კუნ­თე­ბის სი­სუს­ტე, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბე­ბი, ძი­ლის დარ­ღვე­ვა, თა­ვის ტკი­ვი­ლი - უამ­რა­ვი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია“, - გან­მარ­ტავს ჩხა­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hv
4

aman raga icis? amati ra......

beso
9

hv -ს „aman raga icis? amati ra......13:21 / 12-05-2021“. ცალსახად არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე? ეს სტატია უნდა შეინახო, შეუნახო უნდა შთამომავლობას. აქ რაზეა საუბარი? ნუთუ საქართველოს სინოდი, კომფესია, მედიცინა და საქჟურნალისტიკა ერთია? მაშ გაუმარჯოს განაბობას, იქ დაუნდობელი ომია გაგების გაცხრილვაში. იქ ფუნდამენტურ შეცდომას არავინ არ პატიობს გილდიის წევრს, ხოლო ეს ადამიანის გაგებას, ანუ სულიერ აზროვნებას, ფსიქოლოგიური ტიპის გარკვევას ეხება. აქ ძალიან ფაქიზი ანალიზია საქმისა, ისე რანაირად მიიღება გადაწყვეტილებას, რადგან ეს ირჩევა დეტალებში>>>>>>>>>>>>>>>მის ზემოთ თურმე საქსინოდში, რასაც უნდა იმას იტყვის მეუფე, სადაც არ ინახება ამის შეფასება არასდროს. აქ რანაირად შეიზლება კომპეტენცია შეიქმნას? მედიცინაში რანაირად შეიძლება ამ გარემოებაში კომპეტენცია შეიქმნას? ეს ასწავლის ვინმეს და იმასთან გადიხართ მერე მკურნალობას? ვაი ცვენს პატრონს!

ავტორი:

"მედიკამენტებით დახმარება არაეფექტურია, ის თავისით გაივლის" - ივანე ჩხაიძე COVID 19-ით გამოწვეულ მეხსიერების პრობლემაზე

"მედიკამენტებით დახმარება არაეფექტურია, ის თავისით გაივლის" - ივანე ჩხაიძე COVID 19-ით გამოწვეულ მეხსიერების პრობლემაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული მეხსიერების პრობლემების დროს მედიკამენტური დახმარება არაეფექტურია და მეხსიერების დარღვევა დროთა განმავლობაში გაივლის.

ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ კორონავირუსით გამოწვეულ მეხსიერების პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, კორონავირუსს თან ახლავს დეპრესია, ძილის დარღვევა, შფოთვები, მეხსიერების დაკარგვა, რა დროსაც ნერვიულობა არ შეიძლება, ვინაიდან ეს კორონავირუსის სიმპტომს კიდევ უფრო გაამძაფრებს.

მისივე თქმით, პოსტკოვიდური სინდრომი შესაძლოა 3-დან 8 თვემდე გაგრძელდეს.

„მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, ერთ-ერთი პირველია ჩამონათვალში, რასაც კორონავირუსი იწვევს. რამდენიმე ზეგავლენა აქვს კორონავირუსს ნერვულ სისტემაზე, მათ შორის არის დეპრესია, ძილის დარღვევა, შფოთვები, ერთ-ერთი ამ რიგში სწორედ მეხსიერების პრობლემაა.

სამწუხაროდ, არანაირი მედიკამენტური დახმარება არ იქნება ეფექტური. განიხილება, რომ ეს ე.წ. ხანგრძლივი კოვიდია. ჩვენ ხანგრძლივ კოვიდად ვაფასებთ ყველა იმ შემთხვევას, როდესაც დაავადება გრძელდება 4 კვირაზე მეტი. 4 კვირაში უნდა დასრულდეს კორონავირუსის მწვავე პერიოდი, ყველა ის სიმპტომი, რომელიც გრძელდება ამ ზღურბლს მიღმა, განიხილება, როგორც პოსტკოვიდური სინდრომი, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობა. 3 თვიდან 6-8 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს კოვიდის ძალიან ბევრი გამოვლინება, მათ შორის მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემები. სამწუხაროდ, აქ ეფექტური რეკომენდაცია არ არსებობს. მაგალითად, შვებულების აღება გონივრულია, ვინაიდან, თუ ამ ადამიანის სამსახური დაკავშირებულია გონებრივ აქტივობასთან და ხელს შეუშლის მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას, რა თქმა უნდა, უმჯობესია პაუზა აიღოს, თუმცა ეს მაინც ალაგებადია გარკვეული დროის შემდეგ. მკაცრი კვლევა ან მითითება, რომ ყველა ეს პოსტკოვიდური სინდრომი რჩება და არ ლაგდება, არ არსებობს. პირიქით, მოსაზრებაა, რომ ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში გაივლის. 3-6-8 თვემდე პერიოდის ფარგლებში განიხილავენ სიმპტომების დარჩენის ალბათობას. არ უნდა ინერვიულონ, ნერვიულობა და ემოციური პასუხი ამ დარჩენილ სიმპტომზე კიდევ უფრო გაამძაფრებს მდგომარეობას. ზოგადად, ითვლება, რომ 100-მდე სიმპტომი შეიძლება დარჩეს კორონავირუსის გადატანის შემდეგ. ცუდი სიტყვაა, მაგრამ როგორღაც უნდა შეეგუონ“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძე იმ პაციენტებს, რომლებმაც კოვიდინფიცირების შემდეგ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, ზოგადი რეკომენდაციებით მიმართავს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, კვების და ძილის რეჟიმის კონტროლი.

„ზოგად რჩევებშია აუცილებელი ფიზიკური აქტივობა, საკმარისი რაოდენობით ძილი, არ უნდა იყოს დარღვეული ღამის ძილი. კვების ხასიათიც განსხვავებული უნდა იყოს, არის პროდუქტები, რომლებიც შეიძლება ხელის შემწყობი იყოს ტვინის განვითარებისთვის. სამწუხაროდ, მედიკამენტთან დაკავშირებით არცერთი რჩეევა არ იქნება ეფექტური. დრო, მოთმინება და ნაკლები ემოციური რეაგირება უნდა. სამწუხაროდ კორონავირუსის დატოვებულია, საერთო სისუსტე, კუნთების სისუსტე, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ხასიათის ცვლილებები, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი - უამრავი ჩამონათვალია“, - განმარტავს ჩხაიძე.

92 წლის თამარ სხირტლაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

"გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის" ფინალისტთა ვინაობა ცნობილია

კორონავირუსის 1576 ახალი შემთხვევა და 29 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?