სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი ის არის, რომ მეგონა, "ნაცმოძრაობას" გავასწორებდი - არჩევნების მერე შემომთავაზეს, ისევ ვითანამშრომლოთო, კარგად იყავით, თავი დამანებეთ-მეთქი" - ვაშაძე
"ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი ის არის, რომ მეგონა, "ნაცმოძრაობას" გავასწორებდი - არჩევნების მერე შემომთავაზეს, ისევ ვითანამშრომლოთო, კარგად იყავით, თავი დამანებეთ-მეთქი" - ვაშაძე

ყვე­ლა კარ­გი ადა­მი­ა­ნი „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ტო­ვებს, ამი­ტომ, ვფიქ­რობ, მე­ლი­ა­საც შე­იძ­ლე­ბა მო­უ­წი­ოს, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „პო­ლიტ-ქა­ლა­ქი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ისაა, რომ სჯე­რო­და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას გა­მო­ას­წო­რებ­და.

„ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა, რაც და­ვუშ­ვი, არის 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მერე რომ მე­გო­ნა, “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ გა­ვას­წო­რებ­დი, მაგ­რამ ეს პარ­ტია არ სწორ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი პრო­ცესს სა­კუ­თა­რი გა­და­სა­ხე­დი­დან უყუ­რებს. ყვე­ლა­ფე­რი და­არ­ღვი­ეს. 2020 წელს ისან­ში გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი მქონ­და, შე­მო­ვარ­დნენ და კან­დი­და­ტი და­მი­ყე­ნეს. რა­ტომ და­მი­ყე­ნეს იცით? - ოღონდ მე, გი­ორ­გი ვა­შა­ძეს კარ­გი შე­დე­გი არ და­მე­დო“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ „გა­დამგდე­ბი“ ძა­ლაა.

„2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ეს ხალ­ხი გი­ჟი­ვით სულ მებ­რძვის ხოლ­მე ყვე­ლა პრო­ცეს­ში და რა­ტომ მებ­რძვის, ვერ გა­ვი­გე. ყვე­ლა­ზე მე­ტად გული მტკი­ვა იმ ამომ­რჩე­ველ­ზე, რომ­ლებ­საც ეს ხალ­ხი ატყუ­ებს. რო­გორც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“ გა­დამგდე­ბი და ახლა ამ­ნის­ტი­ის კა­ნონ­შიც და­მა­ტე­ბი­თი ჩა­ნა­წე­რი გა­ა­ჩი­ნა, ზუს­ტად ისე არის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“. არ მი­სა­უბ­რია სა­ჯა­როდ ამა­ზე და ახლა სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლე, რომ ღიად ვი­სა­უბ­რო. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე შე­მომ­თა­ვა­ზეს კი­დეც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მერე, მოდი ისევ ვი­თა­ნამ­შრომ­ლო­თო, კარ­გად იყა­ვით, თავი და­მა­ნე­ბეთ, აღარ მინ­და თქვე­ნი მო­ტყუ­ე­ბე­ბი და გა­დაგ­დე­ბე­ბი მეთ­ქი“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მისი თქმით, ვინც ოპო­ზი­ცი­ი­დან მე­დი­ა­ტორ შარლ მი­შე­ლის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რა, „ჯვა­რე­დინ ცე­ცხლშია“.

„ახლა ჩვენ, ვინც შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტს ხელი მო­ვა­წე­რეთ, ჯვა­რე­დინ ცე­ცხლში ვართ. „ოც­ნე­ბა“ აქე­დან გვირ­ტყამს იმი­ტომ, რომ ამ­ნის­ტი­ის კა­ნონ­ში რა­ღაც ჩა­წე­რა ისე­თი, რომ მო­ვა­ტყუ­ოო, აქეთ „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ არის ჩა­საფ­რე­ბუ­ლი, აი, ხომ გე­უბ­ნე­ბო­დით რა ჩა­წე­რა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტშიო. ამ „ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ ვე­უბ­ნე­ბი, გა­ვი­გე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კი არ გა­მოს­წო­რე­ბუ­ლა. ჩვენ ახლა მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრის გარ­ღვე­ვის პრო­ცეს­ში ვართ“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინა
21
არაფერს არ წარმოადგენს თქვენი პარტია არჩევნებზე გამოჩნდა თქვენი რეიტინგი.ბევრს ნუ ბობოქრობ!!!!!
კოტე შავშიშვილი
41

კაცო, პირდაპირ გვითხარი, მაინც გაშიფრული ხარ, რა ახალი დავალება გადმოგცა ბიძომ ჩხარტიშვილი პირით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი ის არის, რომ მეგონა, "ნაცმოძრაობას" გავასწორებდი - არჩევნების მერე შემომთავაზეს, ისევ ვითანამშრომლოთო, კარგად იყავით, თავი დამანებეთ-მეთქი" - ვაშაძე

"ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი ის არის, რომ მეგონა, "ნაცმოძრაობას" გავასწორებდი - არჩევნების მერე შემომთავაზეს, ისევ ვითანამშრომლოთო, კარგად იყავით, თავი დამანებეთ-მეთქი" - ვაშაძე

ყველა კარგი ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს, ამიტომ, ვფიქრობ, მელიასაც შეიძლება მოუწიოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ სჯეროდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას გამოასწორებდა.

„ალბათ, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი, არის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე რომ მეგონა, “ნაციონალურ მოძრაობას“ გავასწორებდი, მაგრამ ეს პარტია არ სწორდება. შეიძლება ახალგაზრდა ვიყავი. ყველა ადამიანი პროცესს საკუთარი გადასახედიდან უყურებს. ყველაფერი დაარღვიეს. 2020 წელს ისანში გამარჯვების შანსი მქონდა, შემოვარდნენ და კანდიდატი დამიყენეს. რატომ დამიყენეს იცით? - ოღონდ მე, გიორგი ვაშაძეს კარგი შედეგი არ დამედო“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „გადამგდები“ ძალაა.

„2012 წლიდან მოყოლებული ეს ხალხი გიჟივით სულ მებრძვის ხოლმე ყველა პროცესში და რატომ მებრძვის, ვერ გავიგე. ყველაზე მეტად გული მტკივა იმ ამომრჩეველზე, რომლებსაც ეს ხალხი ატყუებს. როგორც „ქართული ოცნებაა“ გადამგდები და ახლა ამნისტიის კანონშიც დამატებითი ჩანაწერი გააჩინა, ზუსტად ისე არის „ნაციონალური მოძრაობა“. არ მისაუბრია საჯაროდ ამაზე და ახლა საჭიროდ ჩავთვალე, რომ ღიად ვისაუბრო. ინდივიდუალურ შეხვედრაზე შემომთავაზეს კიდეც საპარლამენტო არჩევნების მერე, მოდი ისევ ვითანამშრომლოთო, კარგად იყავით, თავი დამანებეთ, აღარ მინდა თქვენი მოტყუებები და გადაგდებები მეთქი“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ვინც ოპოზიციიდან მედიატორ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა, „ჯვარედინ ცეცხლშია“.

„ახლა ჩვენ, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, ჯვარედინ ცეცხლში ვართ. „ოცნება“ აქედან გვირტყამს იმიტომ, რომ ამნისტიის კანონში რაღაც ჩაწერა ისეთი, რომ მოვატყუოო, აქეთ „ნაცმოძრაობა“ არის ჩასაფრებული, აი, ხომ გეუბნებოდით რა ჩაწერა „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის კანონპროექტშიო. ამ „ნაცმოძრაობას“ ვეუბნები, გავიგე, „ქართული ოცნება“ კი არ გამოსწორებულა. ჩვენ ახლა მოჯადოებული წრის გარღვევის პროცესში ვართ“, - განაცხადა ვაშაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ესენი ყოფილან ქეციანები..." - რას აცხადებს თეა წულუკიანი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

"ჩვენ ვუმზადებთ ივანიშვილს ძალიან დიდ სიურპრიზს" - რას სთხოვს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას?