სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მეფე - გაიცანით სკანდალური და ექსტრავაგანტული რამა X
როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მეფე - გაიცანით სკანდალური და ექსტრავაგანტული რამა X

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ექ­სტრა­ვა­გან­ტულ და სკან­და­ლურ მე­ფე­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ცოტა რამ თუ იცის. ტა­ი­ლან­დის მეფე ვა­ჩი­რა­ლონგკორ­ნი, იგი­ვე რამა X მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი მე­ფეა. იგი 80-ჯერ მეტ სიმ­დიდ­რეს ფლობს, ვიდ­რე დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ მე­ო­რე.

რამა X ყვე­ლა სხვა სა­მე­ფო ტი­ტუ­ლის მქო­ნე პი­რე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა. გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბის დროს იგი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში რამ­დენ­ჯერ­მე მო­ექ­ცა. მო­ნარ­ქი მის ერთ-ერთ საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში ე.წ. ტოპი მა­ი­სუ­რით, და­ბალ­წე­ლი­ა­ნი ჯინ­სით და სხე­ულ­ზე დაკ­რუ­ლი დრო­ე­ბი­თი ტა­ტუ­ე­ბით და­სე­ირ­ნობ­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი სა­სახ­ლე­ში 4 ცოლ­თან და 20 საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. რა თქმა უნდა, ფლობს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის უზარ­მა­ზარ კო­ლექ­ცი­ას და სა­ჰა­ე­რო ფრე­ნი­სას მხო­ლოდ მის­თვის შექ­მნი­ლი თვითმფრი­ნა­ვით სარ­გებ­ლობს. რამა X ხში­რად მი­ემ­გზავ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც ერთ-ერთ ვი­ლა­ში ცხოვ­რე­ბის­თვის თვე­ში მი­ლი­ონ დო­ლარს იხ­დის.

ტა­ი­ლან­დის მეფე 43 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის მფლო­ბე­ლია. მისი კო­რო­ნა­ცია მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბად ით­ვლე­ბა. 6- სა­ა­თი­ა­ნი ცე­რე­მო­ნი­ის­თვის 30 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა, სა­დაც მე­ფის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სპი­ლო­ე­ბიც კი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

წინა წელს რამა X -ს წი­ნა­აღ­მდეგ ტა­ი­ლან­დში მა­სი­უ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყო. მი­ზე­ზი პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე და შე­ზღუდ­ვე­ბის ფონ­ზე, მე­ფის გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბა გახ­და, სა­დაც ის თა­ვის 20 საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად წა­ვი­და და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

ვა­ჩი­რა­ლონგკორ­ნი 1952 წლის 28 ივ­ლისს და­ი­ბა­და. იგი მეფე ბუმ­ბი­ოლ ადუ­ლი­ა­დე­ჯის და დე­დო­ფალ სი­რი­კი­ტის ერ­თა­დერ­თი ვა­ჟია. რამა X ტახ­ტზე 2016 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს ავი­და. მისი გა­მე­ფე­ბა მოხ­და 2019 წლის 4-6 მა­ისს. რო­გორც ჩაკ­რის დი­ნას­ტი­ის მე­ა­თე მო­ნარ­ქი რამა X სა­ხელს ატა­რებს.

ის არის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი მო­ნარ­ქი, მისი ქო­ნე­ბა 43-70 მი­ლი­არდ აშშ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტა­ი­ლან­დის მცხოვ­რებ­ლებს არ აქვთ უფ­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კონ მისი მმარ­თვე­ლო­ბა, რად­გან მო­ნარ­ქია და­ცუ­ლია მსოფ­ლი­ო­ში უმ­კაც­რე­სი კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით.

სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ პრინცმა სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბა ავ­სტრა­ლი­ის არ­მი­ა­ში გა­ი­ა­რა. 26 წლის ასაკ­ში უფ­ლის­წუ­ლი Wat Phra Sri Rattana Satsadaram-ში (ზურ­მუხ­ტის ბუ­დის ტა­ძა­რი) ბე­რად აღ­კვე­ცეს, სა­დაც მცი­რე ხანი დაჰ­ყო.

ვა­ჩი­რა­ლონგკორ­ნი ვარ­ჯი­შობ­და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ავ­სტრა­ლი­ის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­თან, სწავ­ლობ­და ომის არატ­რა­დი­ცი­ულ მე­თო­დებს და მო­წი­ნა­ვე ნა­ოს­ნო­ბას. ის არის თვითმფრი­ნა­ვის და ვერ­ტმფრე­ნის გა­მოც­დი­ლი მფრი­ნა­ვი. 1978 წელს გახ­და სა­მე­ფო დაც­ვის ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი.

ვა­ჩი­რა­ლონგკორ­ნის სამდღი­ა­ნი კო­რო­ნა­ცია 2019 წლის 4-6 მა­ისს გა­ი­მარ­თა.

რამა X-ს ოთხი ცოლი ჰყავს. პირ­ვე­ლად, 1977 წლის 3 იან­ვარს იგი დე­დის მხრი­დან ნა­თე­სავ­ზე პრინ­ცე­სა სომ­სა­ვა­ლი კი­ტი­ა­კა­რა­ზე და­ქორ­წინ­და. პირ­ველ ცოლ­თან მას ხუთი შვი­ლი ჰყავს. პრინ­ცე­სა სომ­სა­ვალს 1993 წელს გა­შორ­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
13

ვაჩირალონგკორნი მდიდარი ყოფილა, ბევრი მაყუთი აქვს და სულ გააფრინა.

ვინ დაეტოლეება? ვინ შეეჯიბრება? ხიხოკორნისა და მისი ბანდის გარდა...

ხიხო მაგარია!, ხიხომდიდარიაა,! ხიხო კაჭკაჭია, თუ შტერი ბაჭიაა?

ამის ფულსაც ვთხაარე! ხიხოც მივამაატე, გადააბით ერთად და ორივეს შევსვავ... 

... შევსვავ იქ, საიდანაც თავისით ვერარ ჩამოვლენ, ვერააა!,

 

ბერა #-2
18

ამით-გაგვაოცებთ-ქართველებსა ?

აპა-ტიკ-ტოკებიც დადოს-უმფროსთანა ! ვერა ?

აპა-ტრი-ტრი-ანტუნი ეძახოს-პრემიერსა ! ესეც ვერა ?

ტოჟე-მნე პრინც-ნაშიოლსა ! ვერც-შაედრება-ბერას !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მეფე - გაიცანით სკანდალური და ექსტრავაგანტული რამა X

როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მეფე - გაიცანით სკანდალური და ექსტრავაგანტული რამა X

მსოფლიოს ყველაზე ექსტრავაგანტულ და სკანდალურ მეფეზე საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის. ტაილანდის მეფე ვაჩირალონგკორნი, იგივე რამა X მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მეფეა. იგი 80-ჯერ მეტ სიმდიდრეს ფლობს, ვიდრე დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე.

რამა X ყველა სხვა სამეფო ტიტულის მქონე პირებისგან განსხვავდება. გერმანიაში ცხოვრების დროს იგი მედიის ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოექცა. მონარქი მის ერთ-ერთ საყვარელ ქალთან ერთად ქუჩაში ე.წ. ტოპი მაისურით, დაბალწელიანი ჯინსით და სხეულზე დაკრული დროებითი ტატუებით დასეირნობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი სასახლეში 4 ცოლთან და 20 საყვარელ ქალთან ერთად ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ფლობს ექსკლუზიური ავტომობილების უზარმაზარ კოლექციას და საჰაერო ფრენისას მხოლოდ მისთვის შექმნილი თვითმფრინავით სარგებლობს. რამა X ხშირად მიემგზავრება გერმანიაში, სადაც ერთ-ერთ ვილაში ცხოვრებისთვის თვეში მილიონ დოლარს იხდის.

ტაილანდის მეფე 43 მილიარდი დოლარის მფლობელია. მისი კორონაცია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ღონისძიებად ითვლება. 6- საათიანი ცერემონიისთვის 30 მილიონი დოლარი დაიხარჯა, სადაც მეფის მფლობელობაში არსებული სპილოებიც კი მონაწილეობდნენ.

წინა წელს რამა X -ს წინააღმდეგ ტაილანდში მასიური საპროტესტო აქციები დაიწყო. მიზეზი პანდემიის გამოცხადებისთანავე და შეზღუდვების ფონზე, მეფის გერმანიაში გამგზავრება გახდა, სადაც ის თავის 20 საყვარელ ქალთან ერთად წავიდა და დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა.

ვაჩირალონგკორნი 1952 წლის 28 ივლისს დაიბადა. იგი მეფე ბუმბიოლ ადულიადეჯის და დედოფალ სირიკიტის ერთადერთი ვაჟია. რამა X ტახტზე 2016 წლის 1-ელ დეკემბერს ავიდა. მისი გამეფება მოხდა 2019 წლის 4-6 მაისს. როგორც ჩაკრის დინასტიის მეათე მონარქი რამა X სახელს ატარებს.

ის არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მონარქი, მისი ქონება 43-70 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ტაილანდის მცხოვრებლებს არ აქვთ უფლება გააკრიტიკონ მისი მმართველობა, რადგან მონარქია დაცულია მსოფლიოში უმკაცრესი კანონების მიხედვით.

საშუალო განათლების მიღების შემდეგ პრინცმა სამხედრო სწავლება ავსტრალიის არმიაში გაიარა. 26 წლის ასაკში უფლისწული Wat Phra Sri Rattana Satsadaram-ში (ზურმუხტის ბუდის ტაძარი) ბერად აღკვეცეს, სადაც მცირე ხანი დაჰყო.

ვაჩირალონგკორნი ვარჯიშობდა შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამხედრო ძალებთან, სწავლობდა ომის არატრადიციულ მეთოდებს და მოწინავე ნაოსნობას. ის არის თვითმფრინავის და ვერტმფრენის გამოცდილი მფრინავი. 1978 წელს გახდა სამეფო დაცვის ბატალიონის მეთაური.

ვაჩირალონგკორნის სამდღიანი კორონაცია 2019 წლის 4-6 მაისს გაიმართა.

რამა X-ს ოთხი ცოლი ჰყავს. პირველად, 1977 წლის 3 იანვარს იგი დედის მხრიდან ნათესავზე პრინცესა სომსავალი კიტიაკარაზე დაქორწინდა. პირველ ცოლთან მას ხუთი შვილი ჰყავს. პრინცესა სომსავალს 1993 წელს გაშორდა. წაიკითხეთ სრულად

აშშ-მა "ფაიზერის" ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

ინდოეთში მდინარემ ათობით ცხედარი გამორიყა - "გვამები მდინარეში იმის გამო გადაყარეს, რომ კრემაციისთვის განკუთვნილი ადგილები გადატვირთულია"

საქართველოს მოქალაქემ მადრიდში საიუველირო მაღაზიის ძარცვისას მძევლები აიყვანა - რას წერს "დოიჩე ველე"