Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე
"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის თეკ­ლა თორ­დი­ას საქ­მე­ზე 10 სა­ხის დარ­ღვე­ვა გა­მო­ავ­ლი­ნა. ამის შე­სა­ხებ მე­დი­ას ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრმა", რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სებს იცავს.

დო­კუ­მენ­ტში არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიგ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის არა­ე­ფექ­ტურ მუ­შა­ო­ბას ჰფენს ნა­თელს, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო მი­იჩ­ნევს, რომ და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი­ვე კვი­რა­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი პრო­ცე­სის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. დას­კვნის თა­ნახ­მად, მყი­სი­ე­რად უნდა შე­ფა­სე­ბუ­ლი­ყო 1 ტი­პის შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის (ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლო­ბის) სა­კი­თხი. ამას­თან, რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია ნათ­ქვა­მი, ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გის მი­ზე­ზი იყო დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­აც.

"სა­ა­გენ­ტოს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე, ირ­კვე­ვა, რომ დარ­ღვე­უ­ლია ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ბრძა­ნე­ბე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი. თუმ­ცა, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო რე­ცენ­ზი­ის ავ­ტო­რე­ბი, თა­ვი­ანთ დას­კვნა­ში აღ­წე­რი­ლი და გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მხო­ლოდ ერთი წი­ნა­და­დე­ბით, ბუნ­დოვ­ნად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ „ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ პრობ­ლე­მებს, რაც არ­სე­ბობ­და პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ მო­უხ­დე­ნია გავ­ლე­ნა გა­მო­სა­ვალ­ზე“.

ასე­თი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და აჩენს კი­თხვებს რე­ცენ­ზი­ის ავ­ტო­რე­ბის ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჯან­დაც­ვის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თეკ­ლა თორ­დი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა ორი ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. ამ ეტაპ­ზე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრს“ არ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია კი­თხვა­ზე - თეკ­ლა თორ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბი­სას იყო თუ არა თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით“, - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გარ­დაც­ვლი­ლის მამა რატი თორ­დია Ambebi.ge -ს ეუბ­ნე­ბა, რომ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დას­კვნამ საქ­მის გარ­კვე­ულ სა­კი­თხებს ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნა, თუმ­ცა, მისი შე­ფა­სე­ბით, არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვა კვლავ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი რჩე­ბა.

"ჩვენ, რა­საც ვფიქ­რობ­დით, ეგ არის. ცოტა გა­მიკ­ვირ­და კი­დეც, ეს დას­კვნა რომ მო­ი­ტა­ნეს. დო­კუ­მენ­ტი მას შემ­დეგ მოგ­ვცეს, რაც ჩვენ და­ვი­წყეთ მო­თხოვ­ნა, რომ საქ­მე მოკ­ვლე­უ­ლი­ყო, მი­ვე­დით სა­მი­ნის­ტრო­ში და ად­გილ­ზე მო­ვი­თხო­ვეთ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა. თა­ვი­დან ისე უნ­დო­დათ საქ­მის წაყ­ვა­ნა, რომ კო­ვიდ-სას­ტუმ­როს ექი­მი გა­მო­სუ­ლი­ყო ყვლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე. ჩვენ ვუ­თხა­რით, რომ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი პრე­ტენ­ზია სწო­რედ მას­თან გვქონ­და, რად­გან აქ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ექი­მე­ბის უყუ­რა­დღე­ბო­ბა და გულ­გრი­ლო­ბა იყო. დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

ბავ­შვი დრო­უ­ლად არ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს იყო კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი. დაგ­ვი­ა­ნე­ბით ხომ გა­მოჩ­ნდა ად­გი­ლი, როცა უკვე აზრი აღარ ჰქონ­და? რამ­დენ­ჯე­რაც დავ­რე­კეთ და მო­ვი­თხო­ვეთ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, ერ­თმა­ნეთ­თან გვა­მი­სა­მარ­თებ­დნენ და წრე­ზე გვატ­რი­ა­ლებ­დნენ. კი­დევ ბევრ რა­მე­ზე უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი გა­მო­ძი­ე­ბამ. ვფიქ­რობ, რომ გერ­მა­ნუ­ლი კლი­ნი­კის მი­მარ­თაც უნდა დად­გეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, თუ ამას და­ა­დას­ტუ­რე­ბენ. ბო­ლოს რომ დავ­რე­კეთ ამ კლი­ნი­კა­ში, მი­თხრეს, რომ ბავ­შვი და­ვა­ძი­ნეთ, რად­გან ძა­ლი­ან ცუ­დად იყო და სუნ­თქვა უჭირ­დაო. რა­ტომ არ ჩაგ­ვა­ყე­ნეს საქ­მის კურ­სში თუ აძი­ნებ­დნენ? ან რამ­დე­ნად სა­ჭი­რო იყო და­ძი­ნე­ბა? ასე­ვე, რა­ტომ არ გვპა­სუ­ხო­ბენ კი­თხვა­ზე, იყო თუ არა მა­შინ თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი კლი­ნი­კებ­ში, როცა ეს თეკ­ლას კრი­ტი­კუ­ლად სჭირ­დე­ბო­და?" - ეუბ­ნე­ბა Ambebi.ge - ს რატი თორ­დია.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ და­ად­გი­ნა ორი ექი­მის ბრა­ლე­უ­ლო­ბის სა­კი­თხი, მათ შო­რის არი­ან ოჯა­ხის ექი­მი და პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის მე­დი­კო­სი. კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­ხის სან­ქცი­ას შე­უ­ფარ­დე­ბენ მათ, ჯერ-ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

"ოჯა­ხის ექიმს თა­ვად ესა­უბ­რა თეკ­ლა, სა­ნამ შე­ეძ­ლო და უთხრა, რომ ჰქონ­და მა­ღა­ლი სი­ცხე, უჭირ­და სუნ­თქვა, ყვე­ლა­ფე­რი სტკო­და და თან შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ექიმ­მა კი არაფ­რად ჩა­აგ­დო ეს ყვე­ლა­ფე­რი და არ მო­ი­თხო­ვა ბავ­შვის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. მან კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნის რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა, სა­დაც თერ­მო­მეტ­რიც კი არ ჰქონ­დათ, სხვა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ. რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვე­რის­ტე­ტო კლი­ნი­კის ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­დე­საც კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­დან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ბავ­შვი, ექიმ­მა გა­სინ­ჯა და ისევ სას­ტუმ­რო­ში და­აბ­რუ­ნა. იქ უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და თეკ­ლას მდგო­მა­რე­ბა და გა­და­ვიყ­ვა­ნეთ გერ­მა­ნულ კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა", - ამ­ბობს გარ­დავ­ლი­ლი თეკ­ლა თორ­დი­ას მამა.

რატო თორ­დია იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა აქ­ტი­უ­რად და ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ი­ძი­ებს საქ­მეს და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბით ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი ამომ­წუ­რა­ვად გა­ე­ცე­მა.

19 წლის თეკ­ლა თორ­დია 2020 წლის 29 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში, გერ­მა­ნულ ჰოს­პი­ტალ­ში გარ­და­იც­ვა­ლა - ის კო­რო­ნა­ვი­სუ­რით იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ჰქონ­და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, დი­ა­ბე­ტი. გერ­მა­ნულ კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დეს, რომ როცა თეკ­ლა 24 ნო­ემ­ბერს კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­დან მათ­თან მი­იყ­ვა­ნეს, მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე უი­მე­დო იყო. გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაწყდით!!!
17

ესეც შენი ქართული ჯანდაცვა! როგორ დაღუპეს საცოდავი ბავშვი>! მიდი და ენდე კიდევ ამ ფარისევლებს!

გოგა
154

დადექით ახლა და ლანძღეთ ექიმები ,ერთი ადამიანის დაღუპვას გადაყოლეთ ამდენი ადამუანის სიკვდილი როცა აცრები არ გაიკეთეს ,ნახეთ ევროპაში რა ხდება პასუხს კი არა ახლოს არ მიგიკარებენ რატომ ეხოცებად ამდენი პაციენტი ,უმადურები ნუ იკნებით თითოეული შემთხვევა მოხდებოდა ეს გარდაუალია და ვწუხვარ დაღუპულებზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმეზე 10 სახის დარღვევა გამოავლინა. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრმა", რომელიც გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს იცავს.

დოკუმენტში არაერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომელიც ჯანდაცვის სისტემის არაეფექტურ მუშაობას ჰფენს ნათელს, რეგულირების სააგენტო მიიჩნევს, რომ დაავადების პირველივე კვირაში ინფექციური პროცესის მძიმე მიმდინარეობის პროგნოზირება შესაძლებელი იყო. დასკვნის თანახმად, მყისიერად უნდა შეფასებულიყო 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინდამოკიდებულობის) საკითხი. ამასთან, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ფატალური შედეგის მიზეზი იყო დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაც.

"სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასევე, ირკვევა, რომ დარღვეულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანებების მოთხოვნები. თუმცა, შესაბამისი სამედიცინო რეცენზიის ავტორები, თავიანთ დასკვნაში აღწერილი და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, მხოლოდ ერთი წინადადებით, ბუნდოვნად აღნიშნავენ, რომ „ორგანიზაციულ პრობლემებს, რაც არსებობდა პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, არ მოუხდენია გავლენა გამოსავალზე“.

ასეთი პოზიციის დაფიქსირება შემაშფოთებელია და აჩენს კითხვებს რეცენზიის ავტორების ტენდენციურობასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეზე განიხილება ორი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრომ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ არ მიაწოდა ინფორმაცია კითხვაზე - თეკლა თორდიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისას იყო თუ არა თავისუფალი ადგილები საქართველოს მასშტაბით“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდაცვლილის მამა რატი თორდია Ambebi.ge -ს ეუბნება, რომ რეგულირების სააგენტოს დასკვნამ საქმის გარკვეულ საკითხებს ნათელი მოჰფინა, თუმცა, მისი შეფასებით, არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება.

"ჩვენ, რასაც ვფიქრობდით, ეგ არის. ცოტა გამიკვირდა კიდეც, ეს დასკვნა რომ მოიტანეს. დოკუმენტი მას შემდეგ მოგვცეს, რაც ჩვენ დავიწყეთ მოთხოვნა, რომ საქმე მოკვლეულიყო, მივედით სამინისტროში და ადგილზე მოვითხოვეთ საქმის გამოძიება. თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო ყვლაფერში დამნაშავე. ჩვენ ვუთხარით, რომ ყველაზე ნაკლები პრეტენზია სწორედ მასთან გვქონდა, რადგან აქ მთავარი პრობლემა ექიმების უყურადღებობა და გულგრილობა იყო. დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია.

ბავშვი დროულად არ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი. დაგვიანებით ხომ გამოჩნდა ადგილი, როცა უკვე აზრი აღარ ჰქონდა? რამდენჯერაც დავრეკეთ და მოვითხოვეთ ჰოსპიტალიზაცია, ერთმანეთთან გვამისამართებდნენ და წრეზე გვატრიალებდნენ. კიდევ ბევრ რამეზე უნდა გასცეს პასუხი გამოძიებამ. ვფიქრობ, რომ გერმანული კლინიკის მიმართაც უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ამას დაადასტურებენ. ბოლოს რომ დავრეკეთ ამ კლინიკაში, მითხრეს, რომ ბავშვი დავაძინეთ, რადგან ძალიან ცუდად იყო და სუნთქვა უჭირდაო. რატომ არ ჩაგვაყენეს საქმის კურსში თუ აძინებდნენ? ან რამდენად საჭირო იყო დაძინება? ასევე, რატომ არ გვპასუხობენ კითხვაზე, იყო თუ არა მაშინ თავისუფალი ადგილი კლინიკებში, როცა ეს თეკლას კრიტიკულად სჭირდებოდა?" - ეუბნება Ambebi.ge - ს რატი თორდია.

მისი ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ დაადგინა ორი ექიმის ბრალეულობის საკითხი, მათ შორის არიან ოჯახის ექიმი და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსი. კონკრეტულად რა სახის სანქციას შეუფარდებენ მათ, ჯერ-ჯერობით უცნობია.

"ოჯახის ექიმს თავად ესაუბრა თეკლა, სანამ შეეძლო და უთხრა, რომ ჰქონდა მაღალი სიცხე, უჭირდა სუნთქვა, ყველაფერი სტკოდა და თან შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული. ექიმმა კი არაფრად ჩააგდო ეს ყველაფერი და არ მოითხოვა ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. მან კოვიდ სასტუმროში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა, სადაც თერმომეტრიც კი არ ჰქონდათ, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. რაც შეეხება პირველი საუნივერისტეტო კლინიკის ექიმის პასუხისმგებლობას, როდესაც კოვიდ-სასტუმროდან საავადმყოფოში გადავიყვანეთ ბავშვი, ექიმმა გასინჯა და ისევ სასტუმროში დააბრუნა. იქ უკიდურესად დამძიმდა თეკლას მდგომარება და გადავიყვანეთ გერმანულ კლინიკაში, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, მალევე გარდაიცვალა", - ამბობს გარდავლილი თეკლა თორდიას მამა.

რატო თორდია იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა აქტიურად და ობიექტურად გამოიძიებს საქმეს და სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მოქმედებით ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გაეცემა.

19 წლის თეკლა თორდია 2020 წლის 29 ნოემბერს თბილისში, გერმანულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა - ის კორონავისურით იყო ინფიცირებული და ჰქონდა ქრონიკული დაავადება, დიაბეტი. გერმანულ კლინიკაში პაციენტის გარდაცვალების შემდეგ განაცხადეს, რომ როცა თეკლა 24 ნოემბერს კოვიდსასტუმროდან მათთან მიიყვანეს, მდგომარეობა უკვე უიმედო იყო. გოგონას გარდაცვალებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

"გურამ ფალავანდიშვილმა ინსტალაცია თავზე დაგვამხო, ყველაზე იძალადა, პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა" - "თბილისი პრაიდის" აქტივისტი

"დედაენის ბაღში" ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია" - რა ინფორმაციას ავრცელებს "თბილისი პრაიდი"

"დაბეჯითებით გთხოვთ არ გახვიდეთ ღია სივრცეში! ქალაქები საჰაერო დარტყმის ქვეშაა" - საქართველოს საელჩო ისრაელში მორიგ გაფრთხილებას ავრცელებს