სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დონალდ ტრამპის მიმართ არასათანადო სასჯელი იქნა გამოიყენებული" - რა წერია "ფეისბუქის" სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნაში?
"დონალდ ტრამპის მიმართ არასათანადო სასჯელი იქნა გამოიყენებული" - რა წერია "ფეისბუქის" სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნაში?

Facebook-ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭომ, რო­მე­ლიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს იმის შე­სა­ხებ, თუ რა სა­ხის კონ­ტენ­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ან წაშ­ლა შე­უძ­ლია Facebook-სა და Instagram-ს სა­კუ­თა­რი პლატ­ფორ­მე­ბი­დან, აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის საქ­მე­ზე დას­კვნა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

საბ­ჭო მხარს უჭერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტრამ­პის დაბ­ლოკ­ვას, თუმ­ცა მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, Facebook-ის მხრი­დან არა­მარ­თე­ბუ­ლი იყო „ბუნ­დო­ვა­ნი და სტან­დარ­ტე­ბის შე­უ­სა­ბა­მო სას­ჯე­ლის და­კის­რე­ბა დო­ნალდ ტრამ­პის გვერ­დის გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით დაბ­ლოკ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით“.

სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს გან­მარ­ტე­ბით, Facebook-ის მხრი­დან მომ­ხმა­რე­ბელ­თა მი­მართ ნორ­მა­ლურ სას­ჯელ­თა შო­რი­საა შე­უ­სა­ბა­მო კონ­ტენ­ტის წაშ­ლა, გვერ­დის დრო­ე­ბით დაბ­ლოკ­ვა ან გვერ­დი­სა და ან­გა­რი­შის სა­მუ­და­მოდ შე­ჩე­რე­ბა.

„შე­უ­სა­ბა­მო იყო Facebook-ის მხრი­დან „გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი“ დაბ­ლოკ­ვა. და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ Facebook-მა მომ­ხმა­რე­ბელს გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით და­ა­ტო­ვე­ბი­ნოს პლატ­ფორ­მა და არ მი­უ­თი­თოს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი თუ რო­დის და რო­გორ აღ­დგე­ბა მისი ან­გა­რი­ში. საბ­ჭო მო­ი­თხოვს, რომ Facebook-მა ხე­ლახ­ლა გა­ნი­ხი­ლოს ეს სა­კი­თხი, რათა და­ად­გი­ნოს და და­ა­სა­ბუ­თოს მისი პრო­პორ­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, იმ წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მისი პლატ­ფორ­მის სხვა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მი­მართ. Facebook– მა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­დან ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა და­ას­რუ­ლოს ამ სა­კი­თხის მი­მო­ხილ­ვა“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

საბ­ჭომ ასე­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მის­ცა Facebook-ს, შე­ი­მუ­შა­ოს მკა­ფიო, აუ­ცი­ლე­ბე­ლი და პრო­პორ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა, რაც ხელს შე­უ­წყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას.

Facebook-მა იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ან­გა­რი­ში გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით 7 იან­ვარს დაბ­ლო­კა, რად­გან ის კა­პი­ტო­ლი­უმ­ზე თავ­დას­ხმის მო­ნა­წი­ლე­თა შე­საძ­ლო წა­ქე­ზე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
0

პუტჩისტი სოც-ქსელები და მედია-საშუალებები თავს ვერ იმართლებენ, ყველამ იცის, რა არამზადები ხართ და თქვენი ნდობა არ შეიძლება, რადგან მომხმარებლის პირად ინფორმაციას ყიდით.

ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას
0

ნათქვამია პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიააო, მაგრამ პოლიტიზირებული ჟურნალისტიკა ორივეზე უარესია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"დონალდ ტრამპის მიმართ არასათანადო სასჯელი იქნა გამოიყენებული" - რა წერია "ფეისბუქის" სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნაში?

"დონალდ ტრამპის მიმართ არასათანადო სასჯელი იქნა გამოიყენებული" - რა წერია "ფეისბუქის" სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნაში?

Facebook-ის სამეთვალყურეო საბჭომ, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს იმის შესახებ, თუ რა სახის კონტენტის გამოქვეყნება ან წაშლა შეუძლია Facebook-სა და Instagram-ს საკუთარი პლატფორმებიდან, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა.

საბჭო მხარს უჭერს სოციალურ ქსელში ტრამპის დაბლოკვას, თუმცა მისი გადაწყვეტილებით, Facebook-ის მხრიდან არამართებული იყო „ბუნდოვანი და სტანდარტების შეუსაბამო სასჯელის დაკისრება დონალდ ტრამპის გვერდის განუსაზღვრელი ვადით დაბლოკვასთან დაკავშირებით“.

სამეთვალყურეო საბჭოს განმარტებით, Facebook-ის მხრიდან მომხმარებელთა მიმართ ნორმალურ სასჯელთა შორისაა შეუსაბამო კონტენტის წაშლა, გვერდის დროებით დაბლოკვა ან გვერდისა და ანგარიშის სამუდამოდ შეჩერება.

„შეუსაბამო იყო Facebook-ის მხრიდან „განუსაზღვრელი“ დაბლოკვა. დაუშვებელია, რომ Facebook-მა მომხმარებელს განუსაზღვრელი ვადით დაატოვებინოს პლატფორმა და არ მიუთითოს კრიტერიუმები თუ როდის და როგორ აღდგება მისი ანგარიში. საბჭო მოითხოვს, რომ Facebook-მა ხელახლა განიხილოს ეს საკითხი, რათა დაადგინოს და დაასაბუთოს მისი პროპორციული გადაწყვეტილება, იმ წესების შესაბამისად, რომლებიც გამოიყენება მისი პლატფორმის სხვა მომხმარებლების მიმართ. Facebook– მა ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში უნდა დაასრულოს ამ საკითხის მიმოხილვა“,- ნათქვამია განცხადებაში.

საბჭომ ასევე რეკომენდაციები მისცა Facebook-ს, შეიმუშაოს მკაფიო, აუცილებელი და პროპორციული პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემას.

Facebook-მა იმჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში განუსაზღვრელი ვადით 7 იანვარს დაბლოკა, რადგან ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის მონაწილეთა შესაძლო წაქეზებაში დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპმა Facebook-ს, Twitter-სა და Google-ს უჩივლა - "ჩვენ მოვიპოვებთ ისტორიულ გამარჯვებას ამერიკისა და სიტყვის თავისუფლებისთვის"

შეიარაღებულმა პირებმა ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს

"შავი ზღვა დენთის კასრად გადაიქცა" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტებს