სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნებამ" გამოაცხადა, რომ შვებულებაშია, ზოგი საზღვარგარეთაა, ზოგი სოლარიუმში" - რას ამბობს ოპოზიცია საპარლამენტო უქმეებზე და როგორ პასუხობს მათ უმრავლესობა
"ოცნებამ" გამოაცხადა, რომ შვებულებაშია, ზოგი საზღვარგარეთაა, ზოგი სოლარიუმში" - რას ამბობს ოპოზიცია საპარლამენტო უქმეებზე და როგორ პასუხობს მათ უმრავლესობა

ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი უქმე დღე­ე­ბის გამო, სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. არ გა­ი­მარ­თე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­რო­სა და კო­მი­ტე­ტე­ბის სხდო­მე­ბი, რაც მიმ­დი­ნა­რე კვი­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო აქ­ტი­ვო­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო და სა­ვა­რა­უ­დოდ, არც მო­მავ­ლი კვი­რის­თვის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა.

ასე­ვე, 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებ­ზე პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი ამ­ნის­ტი­ის პრო­ექ­ტე­ბის ბი­უ­რო­ზე ინი­ცი­რე­ბა და სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვის პრო­ცე­სის და­წყე­ბა რამ­დე­ნი­მე დღით - უქმე დღე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე გა­და­ი­დო.

მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მმარ­თვე­ლი გუნ­დის აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ოპო­ზი­ცი­ის კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის თქმით, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში არის უმ­ძი­მე­სი გა­ჭირ­ვე­ბა, შიმ­ში­ლი, ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა, შე­მო­სავ­ლე­ბი იკ­ლებს და ლა­რის კურ­სი გარ­ბის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "შვე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და".

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რი გათ­ვლე­ბით, ყო­ვე­ლი არა­სა­მუ­შა­ოდ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი დღე 100 მი­ლი­ო­ნი ლარი უჯ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კა, უკვე პარ­ლა­მენ­ტი­სა და ყვე­ლა სა­მი­ნის­ტროს მუ­შა­ო­ბაც შე­წყვე­ტი­ლია.

"ქვე­ყა­ნა­ში არის უმ­ძი­მე­სი გა­ჭირ­ვე­ბა, შიმ­ში­ლი, ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა, შე­მო­სავ­ლე­ბი იკ­ლებს, ლა­რის კურ­სი გარ­ბის, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი არ შე­მო­დის, კო­რო­ნა­ვირუ­სით დღი­თი­დღე მეტი ადა­მი­ა­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, გვტო­ვებს და ამ პი­რო­ბებ­ში მთელ­მა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, მთელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ შვე­ბუ­ლე­ბა­შია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა, ანუ შემ­დე­გი 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ ადა­მი­ა­ნებს, რომც გინ­დო­დეთ, ვერ იპო­ვით - ზოგი სა­ზღვარ­გა­რეთ არის, ზოგი სო­ლა­რი­უმ­შია, ზოგი ის­ვე­ნებს, ზოგი გან­ცხრო­მა­შია თა­ვი­სი მო­პა­რუ­ლი ფუ­ლით და ხალ­ხი და სა­ხელ­მწი­ფო, ისევ და ისევ, არის ყო­ველ­გვა­რი ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე მი­ტო­ვე­ბუ­ლი. მე კი­თხვას ვსვამ, უმარ­ტი­ვესს, ნუთუ რამ­დენ ხანს უნდა გაგ­რძელ­დეს ამ ხალ­ხის ასე­თი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქვე­ყა­ნას­თან მი­მარ­თე­ბით?

ეკო­ნო­მი­კუ­რად დათ­ვლი­ლია, რომ ყო­ვე­ლი არა­სა­მუ­შა­ოდ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი დღე ეს არის მი­ნუს 100 მი­ლი­ო­ნი ლარი ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ში და აქ მარ­ტო ეკო­ნო­მი­კა კი არ გა­ა­ჩე­რეს, პარ­ლა­მენ­ტი გა­ჩე­რე­ბუ­ლია, სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლია, ყვე­ლა უწყე­ბა გა­ჩე­რე­ბუ­ლია, არა­ფე­რი არ მუ­შა­ობს. საბ­ჭო­თა ტერ­მი­ნი რომ იყო - „მა­ის­კიე პრაზ­დ­ნი­კი“, ეს მო­ი­წყვეს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. ეს არის სა­გან­გა­შო. ნუთუ ამ უბე­დურ გა­ჭირ­ვე­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ახლა უნდა ეცა­ლოს, რომ 10 დღე, 2 კვი­რა გა­მო­ა­ცხა­დოს მთე­ლი ქვეყ­ნი­სა და თა­ვი­სი თა­ვის­თვის შვე­ბუ­ლე­ბად? იქ­ნებ მო­ი­კი­თხოთ სად არის ეს ხალ­ხი? ვინ­მემ იცით სად არი­ან ? ყვე­ლა არის თით­ქმის სა­ზღვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი და­სას­ვე­ნებ­ლად. ამა­ზე უნდა ვა­გე­ბი­ნოთ პა­სუ­ხი და ამის გა­მოა, რომ ასე­თი შიმ­ში­ლი და გა­ჭირ­ვე­ბაა დღეს ქვე­ყა­ნა­ში" - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

"გირ­ჩის" ერთ - ერთი ლი­დე­რის ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის თქმით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ოპო­ზი­ცი­ას შეს­თა­ვა­ზა, მი­ვიდ­ნენ და იმუ­შა­ონ უქმე დღე­ებ­შიც, ასე რომ ვი­საც მუ­შა­ო­ბა სურს, შე­უძ­ლია იმუ­შა­ოს.

"მთე­ლი წე­ლია ვცხოვ­რობთ უქმე დღე­ე­ბის რე­ჟიმ­ში. უქმე დღე­ე­ბი ისე­თი რა­ო­დე­ნო­ბით გვაქვს, რომ ცი­ხის პა­ტიმ­რებს შე­შურ­დე­ბათ. მო­ვის­მი­ნე ასე­ვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­და­დე­ბა - მობ­რძან­დნენ პრობ­ლე­მა არ არი­სო, უქმე დღე­ებ­შიც ვი­მუ­შა­ვებ­თო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მათ ვერ და­აბ­რა­ლებ. თუ მუ­შა­ო­ბა გვინ­და, შეგ­ვიძ­ლია ვი­მუ­შა­ოთ დღე­საც", - გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა სო­ზარ სუ­ბარ­მა ოპო­ზი­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლი ოპო­ზი­ცია არ მუ­შა­ობს და დე­რე­ფან­ში გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბას ვერ გას­ცდა. ამას­თან სუ­ბა­რის თქმით, ეჭ­ვე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მე­ლი­ას საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი შე­საძ­ლოა ამ­ნის­ტი­რე­ბამ­დე დად­გეს, უსა­ფუძ­ვლოა, რად­გან სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ამ ინ­ტენ­სი­ვო­ბით არ იმარ­თე­ბა და ბოლო "პრო­ცე­სი რო­დის იყო, აღარც ახ­სოვს".

"ბი­უ­რო დღეს რომც ჩა­ი­ნიშ­ნოს, ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტის სე­სი­ა­ზე გან­ხილ­ვა მა­ინც ვერ მოხ­დე­ბა, რად­გან პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მე­ბი გა­დავ­დეთ. ჩვენ ვა­კე­თებთ იმას, რა­საც მო­ვუ­წო­დებთ მთელ ქვე­ყა­ნას, ჩვენ უნდა ვი­ყოთ მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი, ამი­ტომ სე­სი­ა­ზე გან­ხილ­ვა და­ი­წყე­ბა მა­შინ, როცა პარ­ლა­მენ­ტი და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას. ეს არის მარ­თლა არაფ­რის გამო ატე­ხი­ლი ხმა­უ­რი, ცდი­ლო­ბენ რა­ღაც თემა გა­მო­ძებ­ნონ, რად­გან სა­ლა­პა­რა­კო არა­ფე­რი აქვთ დარ­ჩე­ნი­ლი.

გა­სუ­ლი 4 წელი ოპო­ზი­ცი­ის­თვის იყო სულ უქმე დღე­ე­ბი და გა­სუ­ლი 6 თვეც უქმე იყო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, 2- ჯერ შე­მოვ­ლენ პარ­ლა­მენ­ტში და ისევ სულ უქმე დღე­ე­ბი და­ი­წყე­ბა ამათ­თვის. არ და­დი­ან, არ მუ­შა­ო­ბენ, გან­ცხა­დე­ბე­ბის მეტი არა­ფე­რი უნ­დათ, დე­რე­ფანს ვერ გას­ცდნენ ძი­რი­თა­დად. მათ ჭკუ­ა­ზე რომ გაგ­ვევ­ლო, მან­და­ტე­ბიც არ ექ­ნო­ბო­დათ დღეს, სა­ერ­თოდ ვერ შე­მო­ვი­დოდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში, შე­მო­ვიდ­ნენ და მად­ლო­ბა­საც არ იხ­დი­ან, რომ ასე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმოზა
16

ზოგი საქეიფოდაა, და ზოგი უქეიფოდ 

ჩიტი
18

ხალხი გადაიღალა მუშაობით

ავტორი:

"ოცნებამ" გამოაცხადა, რომ შვებულებაშია, ზოგი საზღვარგარეთაა, ზოგი სოლარიუმში" - რას ამბობს ოპოზიცია საპარლამენტო უქმეებზე და როგორ პასუხობს მათ უმრავლესობა

"ოცნებამ" გამოაცხადა, რომ შვებულებაშია, ზოგი საზღვარგარეთაა, ზოგი სოლარიუმში" - რას ამბობს ოპოზიცია საპარლამენტო უქმეებზე და როგორ პასუხობს მათ უმრავლესობა

ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, საპარლამენტო საქმიანობა შეჩერებული იქნება. არ გაიმართება პარლამენტის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები, რაც მიმდინარე კვირის საპარლამენტო აქტივობა უნდა ყოფილიყო და სავარაუდოდ, არც მომავლი კვირისთვის ჩასატარებელი პლენარული სხდომა.

ასევე, 20 ივნისის მოვლენებზე პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის პროექტების ბიუროზე ინიცირება და საკომიტეტო განხილვის პროცესის დაწყება რამდენიმე დღით - უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო.

მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არის უმძიმესი გაჭირვება, შიმშილი, ფასები იზრდება, შემოსავლები იკლებს და ლარის კურსი გარბის, ხელისუფლებამ "შვებულება გამოაცხადა".

მისივე განმარტებით, ეკონომიკური გათვლებით, ყოველი არასამუშაოდ გამოცხადებული დღე 100 მილიონი ლარი უჯდება საქართველოს ეკონომიკას და ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არა მხოლოდ ეკონომიკა, უკვე პარლამენტისა და ყველა სამინისტროს მუშაობაც შეწყვეტილია.

"ქვეყანაში არის უმძიმესი გაჭირვება, შიმშილი, ფასები იზრდება, შემოსავლები იკლებს, ლარის კურსი გარბის, ინვესტიციები არ შემოდის, კორონავირუსით დღითიდღე მეტი ადამიანი, სამწუხაროდ, გვტოვებს და ამ პირობებში მთელმა "ქართულმა ოცნებამ“, მთელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ შვებულებაშია აბსოლუტურად ყველა, ანუ შემდეგი 10 დღის განმავლობაში, ამ ადამიანებს, რომც გინდოდეთ, ვერ იპოვით - ზოგი საზღვარგარეთ არის, ზოგი სოლარიუმშია, ზოგი ისვენებს, ზოგი განცხრომაშია თავისი მოპარული ფულით და ხალხი და სახელმწიფო, ისევ და ისევ, არის ყოველგვარი ყურადღების გარეშე მიტოვებული. მე კითხვას ვსვამ, უმარტივესს, ნუთუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ამ ხალხის ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქვეყანასთან მიმართებით?

ეკონომიკურად დათვლილია, რომ ყოველი არასამუშაოდ გამოცხადებული დღე ეს არის მინუს 100 მილიონი ლარი ჩვენს ეკონომიკაში და აქ მარტო ეკონომიკა კი არ გააჩერეს, პარლამენტი გაჩერებულია, სამინისტროები გაჩერებულია, ყველა უწყება გაჩერებულია, არაფერი არ მუშაობს. საბჭოთა ტერმინი რომ იყო - „მაისკიე პრაზდნიკი“, ეს მოიწყვეს თავიდან ბოლომდე. ეს არის საგანგაშო. ნუთუ ამ უბედურ გაჭირვებაში ხელისუფლებას ახლა უნდა ეცალოს, რომ 10 დღე, 2 კვირა გამოაცხადოს მთელი ქვეყნისა და თავისი თავისთვის შვებულებად? იქნებ მოიკითხოთ სად არის ეს ხალხი? ვინმემ იცით სად არიან ? ყველა არის თითქმის საზღვარგარეთ წასული დასასვენებლად. ამაზე უნდა ვაგებინოთ პასუხი და ამის გამოა, რომ ასეთი შიმშილი და გაჭირვებაა დღეს ქვეყანაში" - განაცხადა ვაშაძემ.

"გირჩის" ერთ - ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა, მივიდნენ და იმუშაონ უქმე დღეებშიც, ასე რომ ვისაც მუშაობა სურს, შეუძლია იმუშაოს.

"მთელი წელია ვცხოვრობთ უქმე დღეების რეჟიმში. უქმე დღეები ისეთი რაოდენობით გვაქვს, რომ ციხის პატიმრებს შეშურდებათ. მოვისმინე ასევე "ქართული ოცნების" წინადადება - მობრძანდნენ პრობლემა არ არისო, უქმე დღეებშიც ვიმუშავებთო. აქედან გამომდინარე მათ ვერ დააბრალებ. თუ მუშაობა გვინდა, შეგვიძლია ვიმუშაოთ დღესაც", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა, რომ პარლამენტში შესული ოპოზიცია არ მუშაობს და დერეფანში განცხადებების კეთებას ვერ გასცდა. ამასთან სუბარის თქმით, ეჭვები იმის თაობაზე, რომ მელიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლოა ამნისტირებამდე დადგეს, უსაფუძვლოა, რადგან სასამართლო პროცესი ამ ინტენსივობით არ იმართება და ბოლო "პროცესი როდის იყო, აღარც ახსოვს".

"ბიურო დღეს რომც ჩაინიშნოს, ამნისტიის კანონპროექტის სესიაზე განხილვა მაინც ვერ მოხდება, რადგან პარლამენტის სხდომები გადავდეთ. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც მოვუწოდებთ მთელ ქვეყანას, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი, ამიტომ სესიაზე განხილვა დაიწყება მაშინ, როცა პარლამენტი დაიწყებს მუშაობას. ეს არის მართლა არაფრის გამო ატეხილი ხმაური, ცდილობენ რაღაც თემა გამოძებნონ, რადგან სალაპარაკო არაფერი აქვთ დარჩენილი.

გასული 4 წელი ოპოზიციისთვის იყო სულ უქმე დღეები და გასული 6 თვეც უქმე იყო, დარწმუნებული იყავით, 2- ჯერ შემოვლენ პარლამენტში და ისევ სულ უქმე დღეები დაიწყება ამათთვის. არ დადიან, არ მუშაობენ, განცხადებების მეტი არაფერი უნდათ, დერეფანს ვერ გასცდნენ ძირითადად. მათ ჭკუაზე რომ გაგვევლო, მანდატებიც არ ექნობოდათ დღეს, საერთოდ ვერ შემოვიდოდნენ პარლამენტში, შემოვიდნენ და მადლობასაც არ იხდიან, რომ ასეთი ბედნიერები არიან", - განაცხადა სუბარმა.

"ძალიან უსინდისობაა, რასაც ამბობ... არ მოველოდი შენგან ამას" - რაზე წაკამათდნენ სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე პირდაპირ ეთერში?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

რა ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური ლიდერების შეხვედრაზე?