მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველი და უცხოელი ხელოვანები, რომლებიც კორონავირუსმა იმსხვერპლა
ცნობილი ქართველი და უცხოელი ხელოვანები, რომლებიც კორონავირუსმა იმსხვერპლა

დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში covid-19-ით 3 228 738 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი. მათ შო­რის არი­ან ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი თუ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი. ამ სტა­ტი­ა­ში ვე­ცა­დეთ ერ­თად შეგ­ვეკ­რი­ბა ის ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი თუ უცხო­ე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუს­მა იმ­სხვერ­პლა.

კახი კავ­სა­ძე

ვირუს­თან თით­ქმის ორ­თვი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ 2021 წლის 27 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი კახი კავ­სა­ძე. მას კო­რო­ნა­ვირუ­სი 2020 წლის 28 ნო­ემ­ბერს და­უდ­გინ­და. რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი ბი­ნა­ზე გა­წე­რეს, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო კვლავ მო­უ­წია. მსა­ხი­ო­ბი 85 წლის ასაკ­ში პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

თე­მურ წიკ­ლა­უ­რი

2021 წლის 1-ლ თე­ბერ­ვალს 75 წლის ასაკ­ში კო­რო­ნა­ვირუს­მა იმ­სხვერ­პლა თე­მურ წიკ­ლა­უ­რი. მომ­ღე­რა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში თით­ქმის ორი თვე მკურ­ნა­ლობ­და. თე­მურ წიკ­ლა­უ­რი ან­სამ­ბლ "ივე­რი­ას" უც­ვლე­ლი სო­ლის­ტი, ან­სამ­ბლ „ცი­ცი­ნა­თე­ლას“ წევ­რი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ფი­ლარ­მო­ნი­ის მსა­ხი­ო­ბი იყო.

მან ცნო­ბილ მი­უ­ზიკ­ლებ­ში არა­ერ­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და სა­ხა­სი­ა­თო პერ­სო­ნა­ჟი შექ­მნა, მათ შო­რის: „არ­წი­ვი“, „მეფე აი­ე­ტი“, „გერ­ვა­სი“ და „ნიკო ფი­როს­მა­ნი“. მომ­ღერ­ლის რე­პერ­ტუ­ა­რი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის სიმ­ღე­რებს მო­ი­ცავ­და: გი­ორ­გი ცა­ბა­ძის „სა­ქარ­თვე­ლოს მა­ნა­ნე­ბო“, ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას „იყი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო“, ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის „დი­ნა­მო“ და სხვა. თე­მურ წიკ­ლა­უ­რი იყო სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი, თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე. 2014 წელს, თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის წინ მომ­ღერ­ლის სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა.

ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი

2020 წლის 31 მარტს 80 წლის ასაკ­ში ფოლკ­ლო­რის­ტი, ან­სამ­ბლ „რუს­თა­ვის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით მკურ­ნა­ლობ­და. ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილ­მა და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სა­გუნ­დო-სა­დი­რი­ჟო­რო ფა­კულ­ტე­ტი. ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტმა და­ი­წყო გუ­რუ­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბი­სა და ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის გა­და­ტა­ნა ნო­ტებ­ზე. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში და­ა­არ­სა ამ სიმ­ღე­რე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი ვო­კა­ლუ­რი ან­სამ­ბლი „გორ­დე­ლა“.

1968 წლი­დან იყო ვო­კა­ლურ ან­სამ­ბლ „რუს­თა­ვის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი. გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს მის მი­ერ­ვე ჩა­წე­რი­ლი და გა­შიფ­რუ­ლი შვი­დი ქარ­თუ­ლი (გუ­რუ­ლი) ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა. გა­მო­სა­ცე­მად მო­ამ­ზა­და კრე­ბუ­ლი „გუ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი“. ავ­ტო­რია წიგ­ნე­ბი­სა „ხმა უც­ნა­უ­რი“, „ბა­ბუა“, „შავი შაშ­ვი ჩი­ო­და“. მი­ღე­ბუ­ლი აქვს ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი, ქარ­თუ­ლი სა­გუნ­დო მუ­სი­კის, ფოლკ­ლო­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი­სათ­ვის, ნა­ყო­ფი­ე­რი პე­და­გო­გი­უ­რი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე აღ­მა­ტე­ბუ­ლი ღვაწ­ლი­სათ­ვის; ასე­ვე, მი­ღე­ბუ­ლი აქვს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია, შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია, ალ­ბერტ შვა­ი­ცე­რის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია.

უცხო­ე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი

კენ­ზო

მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში ყვე­ლა დრო­ის გა­მორ­ჩე­უ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი ია­პო­ნე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი კენ­ზო ტა­კა­და ვირუ­სით 81 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. Covid-19 –ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტა­კა­და კო­რო­ნა­ვირუსს პა­რიზ­ში მდე­ბა­რე ამე­რი­კულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და.

დი­ზა­ი­ნერ­მა 50 წლის წინ და­ა­არ­სა მო­დის ბრენ­დი Jungle Jap, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი სა­ხე­ლი, Kenzo ეწო­და. ტა­კა­დამ 1999 წელს პენ­სი­ა­ზე გას­ვლა და­ა­ა­ნონ­სა და თა­ვი­სი სა­ხე­ლო­ბის ბრენ­დი და­ტო­ვა, თუმ­ცა მას მუ­დამ გულ­შე­მატ­კივ­რობ­და და მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში წვლი­ლი შეჰ­ქონ­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე კენ­ზოს ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ავად­მყო­ფო­ბის გამო ვერ და­ეს­წრო.

კიმ კი დუკი

გე­ნი­ა­ლუ­რი სამ­ხრეთ­კო­რე­ე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი კიმ კი-დუკი 2020 წლის 20 დე­კემ­ბერს ლატ­ვი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ის COVID-19-ზე რი­გის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და. რე­ჟი­სო­რი 59 წლის იყო.

კიმ კი დუკ­მა კი­ნო­კა­რი­ე­რა სცე­ნა­რის­ტო­ბით და­ი­წყო. რამ­დე­ნი­მე ჯილ­დოს მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ 1996 წელს ბედი კი­ნო­რე­ჟი­სუ­რა­შიც სცა­და. რე­ჟი­სორს კარ­გად იც­ნო­ბენ და უყ­ვართ სა­ქარ­თვე­ლო­შიც. კიმ კი-დუკს გა­და­ღე­ბუ­ლი აქვს 31 ფილ­მი, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლე­ბია: „პი­ე­ტა“, რომ­ლის­თვი­საც ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის „ოქ­როს ლომი“ მო­ი­პო­ვა 2012 წელს; „სა­მა­რი­ტე­ლი ქალი“ (2004), რო­მე­ლიც ბერ­ლი­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის „ვერ­ცხლის დათ­ვით“ და­ჯილ­დოვ­და; „გა­ზა­ფხუ­ლი, ზა­ფხუ­ლი, შე­მოდ­გო­მა, ზამ­თა­რი... კვლავ გა­ზა­ფხუ­ლი“ (2003); „ცუდი ბიჭი“ (2001). უცხო­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, კიმი გარ­დაც­ვა­ლებ­მა­დე ერთი თვით ადრე ჩა­ვი­და ლატ­ვი­ა­ში. რე­ჟი­სო­რი იურ­მა­ლა­ში აპი­რებ­და და­სახ­ლე­ბას.

მანუ დი­ბან­გო

აფ­რი­კე­ლი ლე­გენ­და­რუ­ლი საქ­სო­ფო­ნის­ტი, მანუ დი­ბან­გო, კო­რო­ნა­ვირუ­სით პა­რიზ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. "ბი­ბი­სი"-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დი­ბან­გო, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვია, რო­მე­ლიც „კო­ვიდ 19“-ით და­ი­ღუ­პა. კა­მე­რუ­ნე­ლი მანუ დი­ბან­გო, ჯა­ზი­სა და ფანკ მუ­სი­კის კომ­პო­ზი­ცი­ე­ბით იყო ცნო­ბი­ლი. ხან­გრძლი­ვი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, დი­ბან­გო ბევრ არ­ტის­ტთან თა­ნამ­შრომ­ლობ­და, მათ შო­რის ამე­რი­კელ პი­ა­ნის­ტთან, ჰერ­ბი ჰენ­კოკ­თან და ნი­გე­რი­ელ აფ­რო­ბი­ტის პი­ო­ნერ­თან, ფელა კუ­ტის­თან.

ალ­ბერ ელ­ბა­სი

პა­რი­ზის სა­ავდმყო­ფო­ში 59 წლის ასაკ­ში ცნო­ბი­ლი ებ­რა­ე­ლი მო­დე­ლი­ო­რი ალ­ბერ ელ­ბა­სი გარ­და­იც­ვა­ლა. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისეთ ცნო­ბილ ბრენ­დებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და რო­გო­რე­ბი­ცაა Guy Laroche, Yves Saint Laurent, Krizia, Lanvin, ხოლო 2021 წლის იან­ვარ­ში კი სა­კუ­თა­რი ბრენ­დით – AZ Factory-ით წარ­სდგა მო­დის სამ­ყა­როს წი­ნა­შე. 2005 წელს აბერ­მა ორი პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო და­იმ­სა­ხუ­რა – ამე­რი­კის მო­დის დი­ზა­ი­ნე­რე­ბის საბ­ჭო­სა­გან ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­ზა­ი­ნე­რი“ (International Designer Award) და შან­კე­რის კო­ლე­ჯის ჯილ­დო. 2007 წელს კი ელ­ბასს საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის ორ­დე­ნი გა­და­ე­ცა კულ­ტუ­რის სფე­რო­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი­სათ­ვის. ამა­ვე წელს ის ნიუ-იორ­კის მო­დის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის (FIT Couture) პრე­მი­ის ლა­უ­რი­ა­ტიც გახ­და. ალ­ბერ ელ­ბა­სი ჰო­ლუ­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის­თვის ქმნი­და სა­მოსს. მის მიერ შე­კე­რი­ლი ტან­საც­მელს მსოფ­ლიო კი­ნოს კად­რე­ბი შე­მო­ი­ნა­ხავს.

ალან მე­რი­ლი

მუ­სი­კო­სი, ცნო­ბი­ლი ჰი­ტის-I Love Rock 'n' Roll -ის ავ­ტო­რი 2020 წლის 29 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა. ალან მე­რი­ლი ცნო­ბი­ლია სიმ­ღე­რით „მე მიყ­ვარს რო­კენ­რო­ლი“. მომ­ღე­რა­ლი ნიუ იორ­კის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 69 წლის ასაკ­ში და­ი­ღუ­პა.

ელის მარ­სელ ჯუ­ნი­ო­რი

ცნო­ბი­ლი ჯაზ­მე­ნი და პი­ა­ნის­ტი 2020 წლის 1 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა. 2015 წელს მარ­სალს მი­ე­ნი­ჭა სა­პა­ტიო ჯილ­დო ამე­რი­კა­ში მუ­სი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის. 2018 წელს კი ბერკლის მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლე­ჯის მუ­სი­კის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რის ტი­ტუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა.

ადამ შლე­სინ­გე­რი

ამა­ვე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ნიუ-იორ­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი და კომ­პო­ზი­ტო­რი ადამ შლე­სინ­გე­რი. მუ­სი­კო­სი 52 წლის ასაკ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ გარ­თუ­ლე­ბებს ემსხვერ­პლა. შლე­სინ­გერს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და აქ­ტი­უ­რი კა­რი­ე­რა ჰქონ­და პო­პის ის­ტრი­ა­ში. მან ჯგუფ­თან With Fountains of Wayne ერ­თად გა­მო­უშ­ვა ხუთი ალ­ბო­მი 1996 – დან 2011 წლამ­დე. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში შლე­სინ­გერ­მა ექ­ვსი ალ­ბო­მი შექ­მნა თა­ვის სხვა ჯგუფ­თან Emmy– სთან. მის კა­რი­ე­რა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და კი­ნოს­თვის შექ­მნილ მუ­სი­კას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტომ ჰენ­ქსის ფილ­მის­თვის „That Thing You Do!„ შექ­მნილ­მა სა­უნ­დტრეკ­მა შლე­სინ­გერს ოს­კა­რის ნო­მი­ნა­ცია მო­უ­ტა­ნა სა­უ­კე­თე­სო ორი­გი­ნა­ლუ­რი სიმ­ღე­რის­თვის.

მარკ ბლუ­მი

მარკ ბლუ­მი, მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­სე­რი­ა­ლე­ბის ვარ­სკვლა­ვი, გარ­და­იც­ვა­ლა 2020 წლის 26 მარტს. კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით. ის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია 1985 წლის ფილ­მით "სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ეძებს სი­უ­ზანს", რო­მელ­შიც მან ითა­მა­შა გარი გლა­სი, რო­ზა­ნა არ­კე­ტის პერ­სო­ნა­ჟის უყუ­რა­დღე­ბო ქმა­რი. იგი ბო­ლოს გა­მოჩ­ნდა HBO სე­რი­ალ­ში "Succession", Netflix დრა­მა­ში "You" და ამა­ზო­ნის "მო­ცარ­ტი ჯუნ­გლებ­ში" სა­ტე­ლე­ვი­ზიო რო­ლებ­ში. ბლუ­მი იყო ასე­ვე ნიუ-იორ­კის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი. იგი ხში­რად გა­მო­დი­ო­და ბროდ­ვე­ი­ზე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
15

ჯგუფს Fountains of Wayne ერქვა და არა with fountains of Wayne

სათაური არ ვარგა..
27

სათაური აქვს სტატიას უგულო.. გეგონება ყასაბმა მოიფიქრა.. კახი კავსაძეზე და წიკლაურზე, ერქომაიშვილზე საუბრობთ.. დაგერქმიათ "მარგალიტები ხელოვნების სფეროდან, რომლებიც პანდემიის გამო გამოგვაკლდნენ.." - ან რამე ესეთი.. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ცნობილი ქართველი და უცხოელი ხელოვანები, რომლებიც კორონავირუსმა იმსხვერპლა

ცნობილი ქართველი და უცხოელი ხელოვანები, რომლებიც კორონავირუსმა იმსხვერპლა

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში covid-19-ით 3 228 738 ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის არიან ცნობილი ხელოვანები, მეცნიერები თუ საზოგადო მოღვაწეები. ამ სტატიაში ვეცადეთ ერთად შეგვეკრიბა ის ცნობილი ქართველი თუ უცხოელი ხელოვანები, რომლებიც კორონავირუსმა იმსხვერპლა.

კახი კავსაძე

ვირუსთან თითქმის ორთვიანი ბრძოლის შემდეგ 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე. მას კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ მოუწია. მსახიობი 85 წლის ასაკში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

თემურ წიკლაური

2021 წლის 1-ლ თებერვალს 75 წლის ასაკში კორონავირუსმა იმსხვერპლა თემურ წიკლაური. მომღერალი კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში თითქმის ორი თვე მკურნალობდა. თემურ წიკლაური ანსამბლ "ივერიას" უცვლელი სოლისტი, ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი და საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი იყო.

მან ცნობილ მიუზიკლებში არაერთი დასამახსოვრებელი და სახასიათო პერსონაჟი შექმნა, მათ შორის: „არწივი“, „მეფე აიეტი“, „გერვასი“ და „ნიკო ფიროსმანი“. მომღერლის რეპერტუარი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს მოიცავდა: გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“ და სხვა. თემურ წიკლაური იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე. 2014 წელს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ანზორ ერქომაიშვილი

2020 წლის 31 მარტს 80 წლის ასაკში ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ანზორ ერქომაიშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდა. ანზორ ერქომაიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.

1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“. მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის; ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.

უცხოელი ხელოვანები

კენზო

მოდის ინდუსტრიაში ყველა დროის გამორჩეული და აღიარებული იაპონელი დიზაინერი კენზო ტაკადა ვირუსით 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. Covid-19 –ით ინფიცირებული ტაკადა კორონავირუსს პარიზში მდებარე ამერიკულ საავადმყოფოში მკურნალობდა.

დიზაინერმა 50 წლის წინ დააარსა მოდის ბრენდი Jungle Jap, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი, Kenzo ეწოდა. ტაკადამ 1999 წელს პენსიაზე გასვლა დააანონსა და თავისი სახელობის ბრენდი დატოვა, თუმცა მას მუდამ გულშემატკივრობდა და მის განვითარებაში წვლილი შეჰქონდა. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე პარიზის მოდის კვირეულზე კენზოს ჩვენება გაიმართა, რომელსაც ლეგენდარული დიზაინერი ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო.

კიმ კი დუკი

გენიალური სამხრეთკორეელი კინორეჟისორი კიმ კი-დუკი 2020 წლის 20 დეკემბერს ლატვიაში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის COVID-19-ზე რიგის საავადმყოფოში მკურნალობდა. რეჟისორი 59 წლის იყო.

კიმ კი დუკმა კინოკარიერა სცენარისტობით დაიწყო. რამდენიმე ჯილდოს მოპოვების შემდეგ 1996 წელს ბედი კინორეჟისურაშიც სცადა. რეჟისორს კარგად იცნობენ და უყვართ საქართველოშიც. კიმ კი-დუკს გადაღებული აქვს 31 ფილმი, რომელთაგან ყველაზე ცნობილებია: „პიეტა“, რომლისთვისაც ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“ მოიპოვა 2012 წელს; „სამარიტელი ქალი“ (2004), რომელიც ბერლინის კინოფესტივალის „ვერცხლის დათვით“ დაჯილდოვდა; „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... კვლავ გაზაფხული“ (2003); „ცუდი ბიჭი“ (2001). უცხოური მედიის ცნობით, კიმი გარდაცვალებმადე ერთი თვით ადრე ჩავიდა ლატვიაში. რეჟისორი იურმალაში აპირებდა დასახლებას.

მანუ დიბანგო

აფრიკელი ლეგენდარული საქსოფონისტი, მანუ დიბანგო, კორონავირუსით პარიზში გარდაიცვალა. "ბიბისი"-ს ინფორმაციით, დიბანგო, ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ვარსკვლავია, რომელიც „კოვიდ 19“-ით დაიღუპა. კამერუნელი მანუ დიბანგო, ჯაზისა და ფანკ მუსიკის კომპოზიციებით იყო ცნობილი. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, დიბანგო ბევრ არტისტთან თანამშრომლობდა, მათ შორის ამერიკელ პიანისტთან, ჰერბი ჰენკოკთან და ნიგერიელ აფრობიტის პიონერთან, ფელა კუტისთან.

ალბერ ელბასი

პარიზის საავდმყოფოში 59 წლის ასაკში ცნობილი ებრაელი მოდელიორი ალბერ ელბასი გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობდა როგორებიცაა Guy Laroche, Yves Saint Laurent, Krizia, Lanvin, ხოლო 2021 წლის იანვარში კი საკუთარი ბრენდით – AZ Factory-ით წარსდგა მოდის სამყაროს წინაშე. 2005 წელს აბერმა ორი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა – ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოსაგან ნომინაციაში „საერთაშორისო დიზაინერი“ (International Designer Award) და შანკერის კოლეჯის ჯილდო. 2007 წელს კი ელბასს საფრანგეთის ეროვნული საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცა კულტურის სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის. ამავე წელს ის ნიუ-იორკის მოდის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (FIT Couture) პრემიის ლაურიატიც გახდა. ალბერ ელბასი ჰოლუვუდის ვარსკვლავებისთვის ქმნიდა სამოსს. მის მიერ შეკერილი ტანსაცმელს მსოფლიო კინოს კადრები შემოინახავს.

ალან მერილი

მუსიკოსი, ცნობილი ჰიტის-I Love Rock 'n' Roll -ის ავტორი 2020 წლის 29 მარტს გარდაიცვალა. ალან მერილი ცნობილია სიმღერით „მე მიყვარს როკენროლი“. მომღერალი ნიუ იორკის საავადმყოფოში 69 წლის ასაკში დაიღუპა.

ელის მარსელ ჯუნიორი

ცნობილი ჯაზმენი და პიანისტი 2020 წლის 1 აპრილს გარდაიცვალა. 2015 წელს მარსალს მიენიჭა საპატიო ჯილდო ამერიკაში მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 2018 წელს კი ბერკლის მუსიკალური კოლეჯის მუსიკის საპატიო დოქტორის ტიტული დაიმსახურა.

ადამ შლესინგერი

ამავე დღეს გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი ნიუ-იორკელი მომღერალი და კომპოზიტორი ადამ შლესინგერი. მუსიკოსი 52 წლის ასაკში კორონავირუსით გამოწვეულ გართულებებს ემსხვერპლა. შლესინგერს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და აქტიური კარიერა ჰქონდა პოპის ისტრიაში. მან ჯგუფთან With Fountains of Wayne ერთად გამოუშვა ხუთი ალბომი 1996 – დან 2011 წლამდე. იმავე პერიოდში შლესინგერმა ექვსი ალბომი შექმნა თავის სხვა ჯგუფთან Emmy– სთან. მის კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტელევიზიისა და კინოსთვის შექმნილ მუსიკას. აღსანიშნავია, რომ ტომ ჰენქსის ფილმისთვის „That Thing You Do!„ შექმნილმა საუნდტრეკმა შლესინგერს ოსკარის ნომინაცია მოუტანა საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის.

მარკ ბლუმი

მარკ ბლუმი, მსახიობი და ტელესერიალების ვარსკვლავი, გარდაიცვალა 2020 წლის 26 მარტს. კორონავირუსით გამოწვეული დაავადებებით. ის ყველაზე ცნობილია 1985 წლის ფილმით "სასოწარკვეთილი ეძებს სიუზანს", რომელშიც მან ითამაშა გარი გლასი, როზანა არკეტის პერსონაჟის უყურადღებო ქმარი. იგი ბოლოს გამოჩნდა HBO სერიალში "Succession", Netflix დრამაში "You" და ამაზონის "მოცარტი ჯუნგლებში" სატელევიზიო როლებში. ბლუმი იყო ასევე ნიუ-იორკის თეატრის მსახიობი. იგი ხშირად გამოდიოდა ბროდვეიზე.

"მე გამოვხატე უდიერი განწყობა ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ, მერე კი..." - რას ყვება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე

საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გასული 24 საათის სტატისტიკა და ეპიდვითარება ქვეყანაში

გერმანიაში დასაქმების სურვილი 98 443 მოქალაქემ გამოთქვა, ისრაელში კი - 1 427-მა - რა ინფორმაციას ავრცელებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო