სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ცნობილი ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილია - პოლიტიკოსი მილიონერი მეუღლითა და ჰოლივუდის ვარსკვლავის გარეგნობით
გაიცანით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ცნობილი ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილია - პოლიტიკოსი მილიონერი მეუღლითა და ჰოლივუდის ვარსკვლავის გარეგნობით

სა­ქარ­თვე­ლოს ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, გაბ­რი­ე­ლი­უს ლან­დსბერ­გი­სი სტუმ­რობს, რო­მე­ლიც ოფი­ა­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, ის პი­რის­პირ შეხ­ვდე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, პრე­ზი­დენ­ტსა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას, გაბ­რი­ე­ლი­უს ლან­დსბერ­გი­სი სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რე სო­ფელ ოძის­შიც გა­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას­თან ერ­თად, არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ად­გილ­ზე გა­ეც­ნო­ბა. ის ასე­ვე, პა­ტივს მი­ა­გებს ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბი­სათ­ვის და­ღუ­პულ მებ­რძო­ლებს და გმირ­თა მე­მო­რი­ალს გვირ­გვი­ნით შე­ამ­კობს.

ის ცნო­ბი­ლი ლი­ე­ტუ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, პოსტსაბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი მე­თა­უ­რის ვი­ტა­უ­ტას ლან­დსბერ­გი­სის შვი­ლიშ­ვი­ლია.

ევ­რო­პე­ლი დიპ­ლო­მა­ტის ვი­ზი­ტი­სას ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მის­მა გა­რეგ­ნო­ბამ მი­ი­პყრო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გაბ­რი­ე­ლი­უს ლან­დსბერ­გი­სი ყო­ფი­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რია. ის იყო ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის წევ­რი, ასე­ვე ლი­ე­ტუ­ვის სე­ი­მის წევ­რი. პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სია, აღ­ნიშ­ნულ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, ასე­ვე ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ამ­თავ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი მა­გის­ტრის ხა­რის­ხი აქვს.

ბა­ბუ­ას­თან ერ­თად

ლან­დსბერ­გი­სი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ლი­ე­ტუ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია. ლი­ე­ტუ­ვის სე­ი­მის წევ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში (2016-2020 წლე­ბი) ის სე­ი­მის 5 ყვე­ლა­ზე მდი­დარ წევ­რს შო­რის და­სა­ხელ­და.

სხვა­დას­ხვა წყა­რო­ებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ლი­ე­ტუ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტის ქო­ნე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მისი მე­უღ­ლის ქო­ნე­ბას­თან, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა­ში კერ­ძო სკო­ლე­ბი­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის ქსე­ლი აქვს. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით, 19,9 მი­ლი­ონ ევ­როს ფლობს.

ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობ­და კი­თხვე­ბი სა­ეჭ­ვო ბიზ­ნეს­გა­რი­გე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე არ მი­სუ­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ლან­დსბერ­გი­სი ლი­ე­ტუ­ვა­ში ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი­და­ნაა, მისი ბა­ბუა პო­ლი­ტი­კო­სი იყო და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის დროს ლი­ე­ტუ­ვის მიერ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში, მამა კი ცნო­ბი­ლი ლი­ე­ტუ­ვე­ლი მწე­რა­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი და რე­ჟი­სო­რია.

გაბ­რი­ე­ლი­უს ლან­დსბერ­გი­სი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია აუს­ტეა ლან­დსბერ­გინ­ზე. ისი­ნი უკვე 20 წე­ლია ერ­თად ცხოვ­რო­ბენ და 4 შვი­ლი ჰყავთ. დიპ­ლო­მა­ტის ცოლი პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გი და გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტია.

გარ­და ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა, გა­ნათ­ლე­ბა აშშ-შიც აქვს მი­ღე­ბუ­ლი, სწავ­ლობ­და მა­სა­ჩუ­სეთ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ქმარ­ზე 5 წლით უფ­რო­სია - ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი 39 წლი­საა, ხოლო მისი მე­უღ­ლე - 44-ის.

2016 წელს აუს­ტეა ლან­დსბერ­გი­ნი ლი­ე­ტუ­ვის წლის ქა­ლად და­ა­სა­ხე­ლეს წვლი­ლის­თვის, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის უკეთ მუ­შა­ო­ბა­ში შე­აქვს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
taso
33

აუუუუ კარგით რააააააა,რა ჰოლივუდის ვარსკვლავიო,შინაურს შენდობა არ აქვსო,პირადად ჩემთვის კახი კალაძე 100 თავით უფრო მაღლა დგას თავისი ვიზუალით,ეს ვითომ რააააა?ბულდოგივით თავყბა აქვს.

ttt
18
მაგის ქონება რიგითი ქოცი დეპუტატის ქონებასთან ახლოსაც ვერ მივა,რომლებიც მაჟორიტარებად არიან წარმოდგენილი.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

გაიცანით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ცნობილი ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილია - პოლიტიკოსი მილიონერი მეუღლითა და ჰოლივუდის ვარსკვლავის გარეგნობით

გაიცანით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ცნობილი ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილია - პოლიტიკოსი მილიონერი მეუღლითა და ჰოლივუდის ვარსკვლავის გარეგნობით

საქართველოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სტუმრობს, რომელიც ოფიაციალურ შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, ის პირისპირ შეხვდება პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

საქართველოში ყოფნისას, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისშიც გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. ის ასევე, პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ის ცნობილი ლიეტუველი პოლიტიკოსის, პოსტსაბჭოთა პერიოდში ქვეყნის პირველი მეთაურის ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილია.

ევროპელი დიპლომატის ვიზიტისას ქართველი საზოგადოების ყურადღება მისმა გარეგნობამ მიიპყრო.

აღსანიშნავია, რომ გაბრიელიუს ლანდსბერგისი ყოფილი ევროპარლამენტარია. ის იყო ევროპის სახალხო პარტიის წევრი, ასევე ლიეტუვის სეიმის წევრი. პროფესიით ისტორიკოსია, აღნიშნულ სპეციალობაზე ვილნიუსის უნივერსიტეტში სწავლობდა, ასევე ამავე უნივერსიტეტში დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტი. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით კი მაგისტრის ხარისხი აქვს.

ბაბუასთან ერთად

ლანდსბერგისი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ლიეტუველი პოლიტიკოსია. ლიეტუვის სეიმის წევრობის პერიოდში (2016-2020 წლები) ის სეიმის 5 ყველაზე მდიდარ წევრს შორის დასახელდა.

სხვადასხვა წყაროებში აღნიშნულია, რომ ლიეტუველი დიპლომატის ქონება, პირველ რიგში, დაკავშირებულია მისი მეუღლის ქონებასთან, რომელსაც ქვეყანაში კერძო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ქსელი აქვს. არაოფიციალური ინფორმაციით, წყვილი დაახლოებით, 19,9 მილიონ ევროს ფლობს.

ქვეყანაში არსებობდა კითხვები საეჭვო ბიზნესგარიგებებთან დაკავშირებით, თუმცა საქმე სასამართლომდე არ მისულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლანდსბერგისი ლიეტუვაში ცნობილი ოჯახიდანაა, მისი ბაბუა პოლიტიკოსი იყო და აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ლიეტუვის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, მამა კი ცნობილი ლიეტუველი მწერალი, ჟურნალისტი და რეჟისორია.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი დაქორწინებულია აუსტეა ლანდსბერგინზე. ისინი უკვე 20 წელია ერთად ცხოვრობენ და 4 შვილი ჰყავთ. დიპლომატის ცოლი პროფესიით ფილოლოგი და განათლების საკითხების ექსპერტია.

გარდა ვილნიუსის უნივერსიტეტისა, განათლება აშშ-შიც აქვს მიღებული, სწავლობდა მასაჩუსეთსის უნივერსიტეტში საერთაშორისო განათლების მიმართულებით. ქმარზე 5 წლით უფროსია - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი 39 წლისაა, ხოლო მისი მეუღლე - 44-ის.

2016 წელს აუსტეა ლანდსბერგინი ლიეტუვის წლის ქალად დაასახელეს წვლილისთვის, რომელიც განათლების სისტემის უკეთ მუშაობაში შეაქვს.