კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადაღების წინ 40 დღე ჩაიკეტა, გამორთო ტელეფონი და ტექსტს სწავლობდა..." - რას იხსენებენ ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან მისი მეგობრები და კოლეგები?
"გადაღების წინ 40 დღე ჩაიკეტა, გამორთო ტელეფონი და ტექსტს სწავლობდა..." - რას იხსენებენ ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან მისი მეგობრები და კოლეგები?

ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი კახი კავ­სა­ძე 85 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. კახი კავ­სა­ძე იყო მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­საც ხალ­ხის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ჰქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი... დიდი წი­ნაპ­რე­ბის შთა­მო­მა­ვალ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რა, სა­დაც ტკი­ვი­ლიც ბევ­რი ჰქონ­და და სი­ხა­რუ­ლიც. ამ ცხოვ­რე­ბა­ში მისი მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო დიდი სიყ­ვა­რუ­ლის გა­ცე­მა, სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის მი­მართ...

AMBEBI.GE ესა­უბ­რა მის უმ­ცროს მე­გობ­რებს - რე­ჟი­სო­რებს, მსა­ხი­ო­ბებს, რომ­ლე­ბიც მას ახ­ლოს იც­ნობ­დნენ და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბაც აკავ­ში­რებ­დათ.

დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, რე­ჟი­სო­რი, კახი კავ­სა­ძის ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე წიგ­ნი აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი:

- მძი­მე ამ­ბა­ვია... არა­და, მი­უ­ხე­და­ვად მისი ბოლო ორ­თვი­ა­ნი რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, სულ გვე­გო­ნა, რომ კი­დევ შექ­მნი­და, გა­ა­კე­თებ­და, სულ იქ­ნე­ბო­და და იქ­ნე­ბო­და... ლე­გენ­და­რუ­ლი კაცი იყო თა­ვი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბით, თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ით, არ­ტის­ტუ­ლი ის­ტო­რი­ით, მამა-შვი­ლო­ბით, მე­გობ­რო­ბით... მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ უც­ნა­უ­რი აზ­რე­ბი ამეკ­ვი­ა­ტა - ვნე­ბის კვი­რა­ში, ორ­შა­ბათს წა­ვი­და გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი და ვნე­ბის კვი­რა­ში, სამ­შა­ბათს წა­ვი­და ბა­ტო­ნი კახი.

ასევე დაგაინტერესებთ
18:15 / 05-06-2019

კახი კავსაძის უნიკალური პირადი ფოტოარქივი და ეპიზოდები ცხოვრებიდან...

17:25 / 27-04-2021

კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ

18:02 / 27-04-2021

"გივი რომ სავადმყოფში იწვა, კახი მის საწოლს არ მოშორებია... ახლა, თქვენი მეგობრობა იქ გაგრძელდება" - რას წერს მამუკა ონაშვილი ცნობილ მსახიობებზე?

19:00 / 27-04-2021

"კახი ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი იყო... მისი წასვლა მე და ეკამ ოჯახის წევრის დაკარგვად განვიცადეთ" - რა განცხადებას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილი?

23:10 / 27-04-2021

"ჩვენ შორის ერთი საწოლი იდგა, სადაც საშინელი სისწრაფით იცვლებოდნენ ავადმყოფები" - რას წერს ენათმეცნიერი, რომელიც კახი კავსაძესთან ერთად რეანიმაციაში იწვა

09:28 / 28-04-2021

"რალფ ფაინსმა თქვა, - არ მჭირდება თარგმნა, ისედაც იგრძნობა რას ამბობსო. ისიც დააყოლა, ასეთი მსახიობი ჩვენ არ გვყავსო" - როგორ ითამადა კახი კავსაძემ სუფრაზე, სადაც ბრიტანელ მსახიობს მასპინძლობდნენ

21:54 / 28-04-2021

შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ძალიან ჰგავს - კახი და ირინკა კავსაძეების უცნობი ფოტოები და მოგონებები

თა­ვის­თა­ვად ეს პა­რა­ლე­ლი და მათი მრა­ვალ­წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა, რო­მელ­საც წლე­ბის წინ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, ალ­ბათ ეს დამ­თხვე­ვაც რა­ღა­ცა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს... 4 წე­ლია, აღარ არის გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი და კახი კავ­სა­ძე მას მერე სხვა ადა­მი­ა­ნი იყო... ჩვენს თე­ატრს გა­უ­მარ­თლა, - მისი ბოლო სცე­ნი­უ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი მო­ზარ­დმა­ყუ­რებლთა თე­ატ­რში შედ­გა, მან "პა­ტა­რა უფ­ლის­წულ­ში" ითა­მა­შა.

სპექ­ტაკ­ლი იწყე­ბო­და ასე - ის სიმ­ბო­ლურ ვარდს ბე­ლას (მე­უღ­ლე, მსა­ხი­ო­ბი ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი. - ავტ.) ხსოვ­ნას უგ­ზავ­ნი­და და ისი­ნი ახლა უკვე ერ­თად არი­ან... სამი დღე აპა­რატ­ზე იყო და გვქონ­და იმე­დი, რომ გა­მოძ­ვრე­ბო­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და. თუმ­ცა ძა­ლი­ან იბ­რძო­ლა სი­ცო­ცხლის­თვის... უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და აგერ უკვე რამ­დე­ნი წე­ლია, ამ ფონ­ზე იმ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო რამ შექ­მნა - კი­ნო­ფილ­მე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბი - "მო­ხუ­ცი ჯამ­ბა­ზე­ბი", ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლი, ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილმში ითა­მა­შა. ეს ფილ­მი, "ნე­ტავ, იქ თე­ატ­რი არის?" მისი ერთი სა­ღა­მოს, "კავ­სა­ძე­ე­ბის" გა­მო­ძა­ხი­ლი იყო, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში თა­ვად შექ­მნა, სა­დაც მოყ­ვა ის­ტო­რი­ას სან­დრო კავ­სა­ძით და­წყე­ბუ­ლი მთე­ლი მათი გვა­რის ის­ტო­რი­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რაც ქარ­თულ ფოლკ­ლორს უკავ­შირ­დე­ბა...

სი­ცო­ცხლის­თვის, სი­ხა­ლი­სის­თვის იყო და­ბა­დე­ბუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ტრა­გე­დია გა­და­ი­ა­რა. 1992 წლის შემ­დეგ, რაც ბელა გარ­და­იც­ვა­ლა, ის ძვე­ლე­ბუ­რი კახი აღარ იყო... რო­დე­საც ვინ­მეს გარ­დაც­ვა­ლე­ბას შე­ი­ტყობ­და, - ყო­ველ ჯერ­ზე ჰქონ­და გა­ო­ცე­ბა - რო­გორ კაცო, მოკ­ვდა? რამ­დენ­ჯერ შევ­სწრე­ბი­ვარ მის ამ ფრა­ზას. ჩვე­ნი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი ფაქ­ტობ­რი­ვად, კა­ხის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი იყო. თი­თო­ე­უ­ლის წას­ვლი­სას კი მათი მთა­ვა­რი ჭი­რი­სუ­ფა­ლი გახ­ლდათ. მერე იწყებ­და იმის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას, რის­თვის იცხოვ­რა ამა თუ იმ ადა­მი­ან­მა... შთამ­ბეჭ­და­ვი, მრავ­ლის­მომ­ცვე­ლი დიდი არ­ტის­ტი დავ­კარ­გეთ. მარ­თლა დიდი და­ნა­კარ­გია...

ნანა ჯა­ნე­ლი­ძე, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი:

- სიკ­ვდი­ლი არის ჭირ­ნა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბის ბოლო აქტი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გა­და­დის სხვა სამ­ყა­რო­ში, სიკ­ვდი­ლი სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­ა­ჩენს მას. კი, ის ჭირ­ნა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გია. ისე აღ­მოჩ­ნდა, რომ კა­ხის ცხოვ­რე­ბა ტრა­გიზ­მით იყო სავ­სე, ასე­ვე დიდი სი­ხა­რუ­ლით, გა­მარ­ჯვე­ბე­ბით და სა­ო­ცა­რი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ ადა­მი­ან­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. მას ჰქონ­და ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა აღ­მა­ტე­ბულ თვი­სე­ბა - სა­ო­ცა­რი უნა­რი ქა­ლის შეყ­ვა­რე­ბის, ერ­თგუ­ლე­ბის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის. უნა­რი - ყო­ფი­ლი­ყო კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, თავს არ აძ­ლევ­და უფ­ლე­ბას, რამე შე­შუ­რე­ბო­და, ან ვი­ღა­ცა­ზე და­ბოღ­მი­ლი­ყო. ეს იყო კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის, სი­ხა­რუ­ლის, სი­ხა­ლა­სის გან­სა­ხი­ე­რე­ბა. ხომ ვამ­ბობ, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია, ამ ცხოვ­რე­ბა­ში, ამ ასა­კამ­დე ასე­თი წო­ნას­წო­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო და ეს იყო არა მხო­ლოდ მისი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბა, არა­მედ გა­აზ­რე­ბუ­ლად მო­პო­ვე­ბუ­ლი.

მისი აბ­დუ­ლა ხომ მთელ­მა ყო­ფილ­მა საბ­ჭო­თა სივ­რცემ იცო­და. ამ უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟის შეს­რუ­ლე­ბით კი, ნამ­დვი­ლი გმი­რი გახ­და. მახ­სოვს, იხ­სე­ნებ­და, ცკ-ს კო­მი­სი­ამ ფილ­მი რომ ნახა, თქვა - "თქვე­ნი უარ­ყო­ფი­თი გმი­რი ძა­ლი­ან და­დე­ბი­თია". ისე­თი ში­ნა­გა­ნი სი­კე­თე და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა ჰქონ­და, რომ უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟიც ვერ ითა­მა­შა სხვა­ნა­ი­რად. აბ­დუ­ლა კა­ხის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი გმი­რი იყო... იმ­დე­ნი რამ ვის­წავ­ლე მის­გან და ისე­თი ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მო­მი­წია მას­თან მუ­შა­ო­ბამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ფილმში გა­და­ღე­ბუ­ლი მყავს, მაგ­რამ ამ ბოლო ფილმზე - "ნე­ტავ, იქ თე­ატ­რი არის?", რო­დე­საც ტექ­სტი შე­ვა­ჯე­რეთ, „ნე­ტავ, იქ თე­ატ­რი არის?“ - ეს ფრა­ზა 7-ჯერ მაქვს გა­და­წე­რი­ლი. უნდა ყო­ფი­ლი­ყო ის, რაც მას მოს­წონ­და.

მთე­ლი ტექ­სტი რომ შედ­გა, რო­მე­ლიც მის ცხოვ­რე­ბას ასა­ხავ­და, მი­თხრა, რომ ტექ­სტის შე­სას­წავ­ლად 40 დღე სჭირ­დე­ბო­და. ჩა­ი­კე­ტა სახ­ლში, გა­მორ­თო ტე­ლე­ფო­ნი და ტექსტს სწავ­ლობ­და... კახი იმის მა­გა­ლი­თი იყო, რის­კე­ნაც ადა­მი­ა­ნი უნდა ის­წრა­ფო­დეს. ისე­თი მდი­და­რი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა გან­ვლო და ისე­თი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­პო­ვა, ეს მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­უ­ლებს შე­უძ­ლი­ათ. მომსწრე ვარ, მის და­ნახ­ვა­ზე ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლებს რა ემარ­თე­ბო­დათ და კა­ხიც რო­გო­რი უხვი იყო, სუ­ლი­ე­რად გუ­ლუხ­ვი მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, სი­ხა­რუ­ლის გამ­ცე­მი, რაც დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. მედგრად იბ­რძო­და - ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას არ ეპუ­ე­ბო­და, ფარ-ხმა­ლი არ და­უყ­რია, ხელი არ ჩა­უქ­ნე­ვია და ესეც ის მა­გა­ლი­თია, რაც გვჭირ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სი­დი­დეს, ძა­ლი­ან ახ­ლოს ვერ ვა­ფა­სებთ და რომ მი­დის, მერე ვხვდე­ბით, ვინ იყო.

- და ახლა იმ­ქვეყ­ნად ქარ­თვე­ლი კო­რი­ფე­ე­ბის დასს შუ­ერ­თდე­ბა...

- დიახ, იქ თე­ატ­რი არ­სე­ბობს და იმ კო­რი­ფე­ებ­თან, ვი­საც აქე­დან შეჰნატ­რო­და, მათ­თან ერ­თად იქა­ურ თე­ატ­რში ითა­მა­შებს ...

და­ვით კვირ­ცხა­ლია, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი:

- ბა­ტო­ნი კახი სუფ­თა ქარ­თუ­ლი მოვ­ლე­ნა გახ­ლდათ. რაც კი კარ­გი გაგ­ვაჩ­ნია - მშვე­ნი­ე­რე­ბა, სი­ლა­მა­ზე, ჯიში, ვაჟ­კა­ცო­ბა და რი­თაც ვტრა­ბა­ხობთ, - ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ ადა­მი­ან­ში იყო თავ­მოყ­რი­ლი. მისი წას­ვლა გა­ა­ფერ­მკრთა­ლებს ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნის ცხოვ­რე­ბას. კახი კავ­სა­ძე ავ­სებ­და ყვე­ლა­ნა­ირ პუ­ზას, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო წა­ბორ­ძი­კე­ბას, მა­ლა­მო იყო, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­ზე სა­უ­კე­თე­სოდ მოქ­მე­დებ­და. იყო ნი­ჭი­ე­რე­ბის, თავ­მდაბ­ლო­ბის, ყვე­ლაფ­რის გან­სა­ხი­ე­რე­ბა, ნამ­დვი­ლი რა­ინ­დი, თა­ვი­სი ყვე­ლა თვი­სე­ბით. დიდი იყო მოღ­ვა­წე­ო­ბით... ძა­ლი­ან მძი­მე ბავ­შვო­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლა და ყვე­ლა­ზე მხი­ა­რულ კა­ცად ით­ვლე­ბო­და, რო­მე­ლიც იუ­მორს თა­ვის თა­ვი­დან იწყებ­და და ამ მუხტს მერე სხვებს გა­დას­დე­ბა. მთა­ვარ სათ­ქმელს ისე ამ­ბობ­და, რომ ყვე­ლა კარგ ხა­სი­ათ­ზე და­ე­ყე­ნე­ბი­ნა. და­ნარ­ჩენ ღირ­სე­ბებ­თან ერ­თად, ეს იყო თით­ქოს ამ­ქვეყ­ნად მისი მი­სია. უნ­დო­და, დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა გა­ღი­მე­ბუ­ლი ენა­ხა.

- ერთ თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობ­დით. რას ნიშ­ნავ­და თქვენ­თვის მის კო­ლე­გად ყოფ­ნა?

- რო­დე­საც თე­ატ­რში მი­ვე­დი და კა­რი­ე­რა­ში პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ვდგამ­დი, ჩემი პირ­ვე­ლი პარტნი­ო­რი კახი კავ­სა­ძე გახ­ლდათ. ეს იყო რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი "სა­ლა­მუ­რა". თა­მა­შობ­და "მიდი, მო­ა­დეს" გო­ლი­ა­თი მოკ­რი­ვეს როლს, მე სა­ლა­მუ­რა ვი­ყა­ვი და მას­თან მქონ­და სცე­ნა. ის იმ პე­რი­ოდ­ში უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო, პო­პუ­ლა­რუ­ლი, ბევრ ფილმში თა­მა­შობ­და. შემ­დეგ კი­დევ ვი­ყა­ვი მისი პარტნი­ო­რი თე­მურ ჩხე­ი­ძის "გუ­შინ­დელნში" ჯვე­ბე ქო­ლორ­და­ვას ვთა­მა­შობ­დი, კახი - თა­ვად კო­წი­ას. კი­დევ იყო რო­ბერტ სტუ­რუ­ას ერთი სპექ­ტაკ­ლი "ღა­ლა­ტი" სუ­ლე­ი­მან ხა­ნის როლი ჰქონ­და, მე - პრინ­ცი ერეკ­ლე ვი­ყა­ვი და მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჩემ­თვის თავი უნდა მო­ეკ­ვე­თათ - სა­ო­ცა­რი სცე­ნა იყო...

კახი კავ­სა­ძე (სო­ლე­ი­მა­ნი), ლია გუ­და­ძე და და­ვით კვირ­ცხა­ლია სპექ­ტაკლში "ღა­ლა­ტი"

გარ­და სცე­ნა­ზე პარტნი­ო­რო­ბი­სა, იყო უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი. იმე­დიც იყო, - თე­ატ­რი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია, სა­დაც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი სი­ტუ­ა­ცი­აა ხოლ­მე - წარ­მა­ტე­ბაც, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბაც, მაგ­რამ კახი თუ შეგ­ხვდე­ბო­და, იმე­დი უნდა გქო­ნო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდე­ბო­და. ხომ ვამ­ბობ, ყვე­ლა­ნა­ირ სიმ­ძი­მეს ამ­სუ­ბუ­ქებ­და... ჩემს ბოლო ტე­ლე­ნა­მუ­შე­ვარ­საც უყუ­რებ­და და როცა მხვდე­ბო­და, ხან თვალს ჩა­მიკ­რავ­და, ან იდაყვს გამ­კრავ­და და მაგ­რძნო­ბი­ნებ­და, რომ მი­ყუ­რებ­და... ამ უკარ­გე­სი ადა­მი­ა­ნის წას­ვლა დიდი და­ნაკ­ლი­სია.

თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე, პრო­დი­უ­სე­რი:

- "სევ­და, ისევ სევ­და", სულ ეს სი­ტყვე­ბი მახ­სენ­დე­ბა, შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი გუნ­დის უკა­ნას­კნელ წევრთან გვი­წევს დამ­შვი­დო­ბე­ბა, ბოლო 2 წე­ლი­წად­ში ხე­ლი­დან გა­მოგ­ვე­ცა­ლა თით­ქმის მთე­ლი თა­ო­ბა. დარ­ჩა მო­გო­ნე­ბა, ოღონდ, ძა­ლი­ან სავ­სე და ცო­ცხა­ლი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ერთ პრო­ექ­ტში მო­მი­წია ბა­ტონ კა­ხის­თან შე­მოქ­მე­დე­ბით­მა თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ, ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი "ქა­ლა­ქუ­რი მე­ლო­დი­ე­ბის" გას­ტრო­ლი იყო ქუ­თა­ის­ში. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა იქ­ნე­ბო­და ერთ პა­ტა­რა ქუ­თა­ი­სურ სახ­ლში მე­დეა ჩა­ხა­ვას­თან, გუ­რამ სა­ღა­რა­ძეს­თან და კახი კავ­სა­ძეს­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა.

დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე, უწყვეტ რე­ჟიმ­ში ექ­სკლუ­ზი­უ­რი სპექ­ტაკ­ლი მქონ­და. მახ­სოვს, თა­ვი­დან წას­ვლა რომ გა­და­წყდა, ბა­ტონ კა­ხის და­ვუ­რე­კე იმის სათ­ქმე­ლად, რომ მის­თვის და მე­დეა ჩა­ხა­ვას­თვის ვა­პი­რებ­დი მა­ტა­რე­ბე­ლის ორი კუ­პის შე­ძე­ნას. კა­ხიმ გა­იკ­ვირ­ვა - ცალ-ცალ­კე კუპე რა­ტო­მო? არ მენ­დო­ბა და ჩემ­თან ერ­თად მარ­ტო დარ­ჩე­ნის ეში­ნია მე­დი­კო­სო? ბევ­რი ვი­ცი­ნეთ ამა­ზე... თა­ვი­დან­ვე გვერ­დით ედგა ფონდ „იავ­ნა­ნას“, თით­ქმის ყვე­ლა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე იყო, თუ სცე­ნა­ზე არ მო­უ­წევ­და, აუ­ცი­ლებ­ლად და­ეს­წრე­ბო­და, უყ­ვარ­და ოპე­რა და სა­ერ­თოდ, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა. კო­ცეპტArt-ის პრო­ექ­ტე­ბი­დან მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით "ოქ­როს დი­ნა­მოს" სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მოს გა­ვიხ­სე­ნებ­დი, სცე­ნა­ზე დიდი სი­ცო­ცხლე შე­მოჰ­ქონ­და, რაც არ უნდა მო­ე­ყო­ლა, შე­მო­ვი­დო­და თუ არა, მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბის სრულ კონ­ცენ­ტრი­რე­ბას ახ­დენ­და. იმ­დენ სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რულს, იუ­მორს და მუდ­მი­ვად ხა­ლი­სი­ან გან­წყო­ბას იტევ­და, რომ „ჩვე­ნი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი“ ბა­ტო­ნი კა­ხის გა­რე­შე ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია, პა­რა­ლე­ლურ სამ­ყა­რო­ში მა­ინც ხომ სულ იქ­ნე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეონა
0

უფალმა გაგანათლოს დიდო ქართველო. ძალიან გული დამწყდა დიდი მსახიობი და დიდი ქართველი დააკლდა საქართველოს.

nukri
0

dzalin didi siyvaruli datova , natelshi amyopos upalma

 

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"გადაღების წინ 40 დღე ჩაიკეტა, გამორთო ტელეფონი და ტექსტს სწავლობდა..." - რას იხსენებენ ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან მისი მეგობრები და კოლეგები?

"გადაღების წინ 40 დღე ჩაიკეტა, გამორთო ტელეფონი და ტექსტს სწავლობდა..." - რას იხსენებენ ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან მისი მეგობრები და კოლეგები?

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძე იყო მსახიობი, რომელსაც ხალხის დიდი სიყვარული დამსახურებულად ჰქონდა მოპოვებული... დიდი წინაპრების შთამომავალმა საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა, სადაც ტკივილიც ბევრი ჰქონდა და სიხარულიც. ამ ცხოვრებაში მისი მთავარი დანიშნულება იყო დიდი სიყვარულის გაცემა, სიყვარული ყველას და ყველაფრის მიმართ...

AMBEBI.GE ესაუბრა მის უმცროს მეგობრებს - რეჟისორებს, მსახიობებს, რომლებიც მას ახლოს იცნობდნენ და შემოქმედებითი ურთიერთობაც აკავშირებდათ.

დიმიტრი ხვთისიაშვილი, მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი, კახი კავსაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე წიგნი აქვს გამოცემული:

- მძიმე ამბავია... არადა, მიუხედავად მისი ბოლო ორთვიანი რთული მდგომარეობისა, სულ გვეგონა, რომ კიდევ შექმნიდა, გააკეთებდა, სულ იქნებოდა და იქნებოდა... ლეგენდარული კაცი იყო თავისი წარმომავლობით, თავისი სიყვარულის ისტორიით, არტისტული ისტორიით, მამა-შვილობით, მეგობრობით... მისი გარდაცვალების ამბის გაგების შემდეგ უცნაური აზრები ამეკვიატა - ვნების კვირაში, ორშაბათს წავიდა გივი ბერიკაშვილი და ვნების კვირაში, სამშაბათს წავიდა ბატონი კახი.

თავისთავად ეს პარალელი და მათი მრავალწლიანი მეგობრობა, რომელსაც წლების წინ ჩაეყარა საფუძველი, ალბათ ეს დამთხვევაც რაღაცაზე მიანიშნებს... 4 წელია, აღარ არის გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე მას მერე სხვა ადამიანი იყო... ჩვენს თეატრს გაუმართლა, - მისი ბოლო სცენიური ნამუშევარი მოზარდმაყურებლთა თეატრში შედგა, მან "პატარა უფლისწულში" ითამაშა.

სპექტაკლი იწყებოდა ასე - ის სიმბოლურ ვარდს ბელას (მეუღლე, მსახიობი ბელა მირიანაშვილი. - ავტ.) ხსოვნას უგზავნიდა და ისინი ახლა უკვე ერთად არიან... სამი დღე აპარატზე იყო და გვქონდა იმედი, რომ გამოძვრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. თუმცა ძალიან იბრძოლა სიცოცხლისთვის... უკურნებელი სენით იყო დაავადებული და აგერ უკვე რამდენი წელია, ამ ფონზე იმდენი საინტერესო რამ შექმნა - კინოფილმები, სპექტაკლები - "მოხუცი ჯამბაზები", ჩვენი სპექტაკლი, ნანა ჯანელიძის ფილმში ითამაშა. ეს ფილმი, "ნეტავ, იქ თეატრი არის?" მისი ერთი საღამოს, "კავსაძეების" გამოძახილი იყო, რომელიც რუსთაველის თეატრში თავად შექმნა, სადაც მოყვა ისტორიას სანდრო კავსაძით დაწყებული მთელი მათი გვარის ისტორიით დამთავრებული, რაც ქართულ ფოლკლორს უკავშირდება...

სიცოცხლისთვის, სიხალისისთვის იყო დაბადებული, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი ტრაგედია გადაიარა. 1992 წლის შემდეგ, რაც ბელა გარდაიცვალა, ის ძველებური კახი აღარ იყო... როდესაც ვინმეს გარდაცვალებას შეიტყობდა, - ყოველ ჯერზე ჰქონდა გაოცება - როგორ კაცო, მოკვდა? რამდენჯერ შევსწრებივარ მის ამ ფრაზას. ჩვენი ოჯახის ყველა წევრი ფაქტობრივად, კახის ბავშვობის მეგობარი იყო. თითოეულის წასვლისას კი მათი მთავარი ჭირისუფალი გახლდათ. მერე იწყებდა იმის გაანალიზებას, რისთვის იცხოვრა ამა თუ იმ ადამიანმა... შთამბეჭდავი, მრავლისმომცველი დიდი არტისტი დავკარგეთ. მართლა დიდი დანაკარგია...

ნანა ჯანელიძე, კინორეჟისორი:

- სიკვდილი არის ჭირნახული ცხოვრების ბოლო აქტი, როდესაც ადამიანი გადადის სხვა სამყაროში, სიკვდილი სხვანაირად წარმოაჩენს მას. კი, ის ჭირნახული ცხოვრების საბოლოო შედეგია. ისე აღმოჩნდა, რომ კახის ცხოვრება ტრაგიზმით იყო სავსე, ასევე დიდი სიხარულით, გამარჯვებებით და საოცარი კეთილშობილებით. ეს ყველაფერი ერთ ადამიანში გაერთიანებული ძალიან იშვიათია. მას ჰქონდა ქართველი მამაკაცისთვის დამახასიათებელი ყველა აღმატებულ თვისება - საოცარი უნარი ქალის შეყვარების, ერთგულების, პროფესიონალიზმის. უნარი - ყოფილიყო კეთილგანწყობილი, თავს არ აძლევდა უფლებას, რამე შეშურებოდა, ან ვიღაცაზე დაბოღმილიყო. ეს იყო კეთილშობილების, სიხარულის, სიხალასის განსახიერება. ხომ ვამბობ, ძალიან იშვიათია, ამ ცხოვრებაში, ამ ასაკამდე ასეთი წონასწორობა შეინარჩუნო და ეს იყო არა მხოლოდ მისი პიროვნული თვისება, არამედ გააზრებულად მოპოვებული.

მისი აბდულა ხომ მთელმა ყოფილმა საბჭოთა სივრცემ იცოდა. ამ უარყოფითი პერსონაჟის შესრულებით კი, ნამდვილი გმირი გახდა. მახსოვს, იხსენებდა, ცკ-ს კომისიამ ფილმი რომ ნახა, თქვა - "თქვენი უარყოფითი გმირი ძალიან დადებითია". ისეთი შინაგანი სიკეთე და კეთილშობილება ჰქონდა, რომ უარყოფითი პერსონაჟიც ვერ ითამაშა სხვანაირად. აბდულა კახის ერთ-ერთი საყვარელი გმირი იყო... იმდენი რამ ვისწავლე მისგან და ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მომიწია მასთან მუშაობამ, ფაქტობრივად, ყველა ფილმში გადაღებული მყავს, მაგრამ ამ ბოლო ფილმზე - "ნეტავ, იქ თეატრი არის?", როდესაც ტექსტი შევაჯერეთ, „ნეტავ, იქ თეატრი არის?“ - ეს ფრაზა 7-ჯერ მაქვს გადაწერილი. უნდა ყოფილიყო ის, რაც მას მოსწონდა.

მთელი ტექსტი რომ შედგა, რომელიც მის ცხოვრებას ასახავდა, მითხრა, რომ ტექსტის შესასწავლად 40 დღე სჭირდებოდა. ჩაიკეტა სახლში, გამორთო ტელეფონი და ტექსტს სწავლობდა... კახი იმის მაგალითი იყო, რისკენაც ადამიანი უნდა ისწრაფოდეს. ისეთი მდიდარი და არაჩვეულებრივი ცხოვრება განვლო და ისეთი დიდი სიყვარული მოიპოვა, ეს მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ. მომსწრე ვარ, მის დანახვაზე ქუჩაში გამვლელებს რა ემართებოდათ და კახიც როგორი უხვი იყო, სულიერად გულუხვი მათთან ურთიერთობაში, სიხარულის გამცემი, რაც დიდი ბედნიერება იყო. მედგრად იბრძოდა - ჯანმრთელობის გაუარესებას არ ეპუებოდა, ფარ-ხმალი არ დაუყრია, ხელი არ ჩაუქნევია და ესეც ის მაგალითია, რაც გვჭირდება. სამწუხაროდ, სიდიდეს, ძალიან ახლოს ვერ ვაფასებთ და რომ მიდის, მერე ვხვდებით, ვინ იყო.

- და ახლა იმქვეყნად ქართველი კორიფეების დასს შუერთდება...

- დიახ, იქ თეატრი არსებობს და იმ კორიფეებთან, ვისაც აქედან შეჰნატროდა, მათთან ერთად იქაურ თეატრში ითამაშებს ...

დავით კვირცხალია, რუსთაველის თეატრის მსახიობი:

- ბატონი კახი სუფთა ქართული მოვლენა გახლდათ. რაც კი კარგი გაგვაჩნია - მშვენიერება, სილამაზე, ჯიში, ვაჟკაცობა და რითაც ვტრაბახობთ, - ეს ყველაფერი ამ ადამიანში იყო თავმოყრილი. მისი წასვლა გააფერმკრთალებს ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებას. კახი კავსაძე ავსებდა ყველანაირ პუზას, არასასიამოვნო წაბორძიკებას, მალამო იყო, რომელიც ადამიანებზე საუკეთესოდ მოქმედებდა. იყო ნიჭიერების, თავმდაბლობის, ყველაფრის განსახიერება, ნამდვილი რაინდი, თავისი ყველა თვისებით. დიდი იყო მოღვაწეობით... ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ გაბოროტებულა და ყველაზე მხიარულ კაცად ითვლებოდა, რომელიც იუმორს თავის თავიდან იწყებდა და ამ მუხტს მერე სხვებს გადასდება. მთავარ სათქმელს ისე ამბობდა, რომ ყველა კარგ ხასიათზე დაეყენებინა. დანარჩენ ღირსებებთან ერთად, ეს იყო თითქოს ამქვეყნად მისი მისია. უნდოდა, დედამიწაზე ყველა გაღიმებული ენახა.

- ერთ თეატრში მოღვაწეობდით. რას ნიშნავდა თქვენთვის მის კოლეგად ყოფნა?

- როდესაც თეატრში მივედი და კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ჩემი პირველი პარტნიორი კახი კავსაძე გახლდათ. ეს იყო რობერტ სტურუას სპექტაკლი "სალამურა". თამაშობდა "მიდი, მოადეს" გოლიათი მოკრივეს როლს, მე სალამურა ვიყავი და მასთან მქონდა სცენა. ის იმ პერიოდში უკვე აღიარებული მსახიობი იყო, პოპულარული, ბევრ ფილმში თამაშობდა. შემდეგ კიდევ ვიყავი მისი პარტნიორი თემურ ჩხეიძის "გუშინდელნში" ჯვებე ქოლორდავას ვთამაშობდი, კახი - თავად კოწიას. კიდევ იყო რობერტ სტურუას ერთი სპექტაკლი "ღალატი" სულეიმან ხანის როლი ჰქონდა, მე - პრინცი ერეკლე ვიყავი და მისი გადაწყვეტილებით, ჩემთვის თავი უნდა მოეკვეთათ - საოცარი სცენა იყო...

კახი კავსაძე (სოლეიმანი), ლია გუდაძე და დავით კვირცხალია სპექტაკლში "ღალატი"

გარდა სცენაზე პარტნიორობისა, იყო უფროსი მეგობარი. იმედიც იყო, - თეატრი ცოცხალი ორგანიზმია, სადაც სხვადასხვაგვარი სიტუაციაა ხოლმე - წარმატებაც, წარუმატებლობაც, მაგრამ კახი თუ შეგხვდებოდა, იმედი უნდა გქონოდა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. ხომ ვამბობ, ყველანაირ სიმძიმეს ამსუბუქებდა... ჩემს ბოლო ტელენამუშევარსაც უყურებდა და როცა მხვდებოდა, ხან თვალს ჩამიკრავდა, ან იდაყვს გამკრავდა და მაგრძნობინებდა, რომ მიყურებდა... ამ უკარგესი ადამიანის წასვლა დიდი დანაკლისია.

თეონა ჯორბენაძე, პროდიუსერი:

- "სევდა, ისევ სევდა", სულ ეს სიტყვები მახსენდება, შეგრძნება მაქვს, რომ ძალიან მაგარი გუნდის უკანასკნელ წევრთან გვიწევს დამშვიდობება, ბოლო 2 წელიწადში ხელიდან გამოგვეცალა თითქმის მთელი თაობა. დარჩა მოგონება, ოღონდ, ძალიან სავსე და ცოცხალი, საბედნიეროდ, არაერთ პროექტში მომიწია ბატონ კახისთან შემოქმედებითმა თანამშრომლობამ, ყველაზე დასამახსოვრებელი "ქალაქური მელოდიების" გასტროლი იყო ქუთაისში. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ერთ პატარა ქუთაისურ სახლში მედეა ჩახავასთან, გურამ საღარაძესთან და კახი კავსაძესთან ერთად ცხოვრება.

დილიდან საღამომდე, უწყვეტ რეჟიმში ექსკლუზიური სპექტაკლი მქონდა. მახსოვს, თავიდან წასვლა რომ გადაწყდა, ბატონ კახის დავურეკე იმის სათქმელად, რომ მისთვის და მედეა ჩახავასთვის ვაპირებდი მატარებელის ორი კუპის შეძენას. კახიმ გაიკვირვა - ცალ-ცალკე კუპე რატომო? არ მენდობა და ჩემთან ერთად მარტო დარჩენის ეშინია მედიკოსო? ბევრი ვიცინეთ ამაზე... თავიდანვე გვერდით ედგა ფონდ „იავნანას“, თითქმის ყველა აქციის მონაწილე იყო, თუ სცენაზე არ მოუწევდა, აუცილებლად დაესწრებოდა, უყვარდა ოპერა და საერთოდ, კლასიკური მუსიკა. კოცეპტArt-ის პროექტებიდან მისი მონაწილეობით "ოქროს დინამოს" საიუბილეო საღამოს გავიხსენებდი, სცენაზე დიდი სიცოცხლე შემოჰქონდა, რაც არ უნდა მოეყოლა, შემოვიდოდა თუ არა, მაყურებლის ყურადღების სრულ კონცენტრირებას ახდენდა. იმდენ სიცოცხლის სიყვარულს, იუმორს და მუდმივად ხალისიან განწყობას იტევდა, რომ „ჩვენი პატარა ქალაქი“ ბატონი კახის გარეშე ვერც წარმომიდგენია, პარალელურ სამყაროში მაინც ხომ სულ იქნება...

"ამ ვერაგმა დაავადებამ ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა" - რას წერენ "ლელოს" წარმომადგენლები ბათუმში კოვიდ 19-ით გარდაცვლილ 55 წლის ქალზე

"ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს... ტექნიკური მიღწევები უღვთო ადამიანების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს" - ილია მეორე

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი ტესტი ჩატარდა და როგორია ინფიცირები ახალი შემთხვევების რაოდენობა