სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამნისტია მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც უნდა შეეხოს
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამნისტია მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც უნდა შეეხოს

20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი სპეც­რაზ­მე­ლის, ლე­ვან იმერ­ლიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ანა კო­ტე­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ ახა­ლი ამ­ნის­ტი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი უნდა გავ­რცელ­დეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში კო­ტე­ტიშ­ვი­ლი აცხა­დებს, ლე­ვან იმერ­ლიშ­ვი­ლი ბრალს აღი­ა­რებს, ინა­ნი­ებს, რაც შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვა.

"მისი და­ნა­შა­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბაა, რო­მელ­საც არ მო­ყო­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე აღი­ა­რა მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. მიგ­ვაჩ­ნია, რომ მის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს ამ­ნის­ტი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი. აღი­ა­რე­ბა და მო­ნა­ნი­ე­ბა შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ტე­ტიშ­ვილ­მა.

20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, მინ­დია ამ­ბარ­დნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, ლე­ვან ზაქ­რა­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ამ­ნის­ტია არ სჭირ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ამ­ბარ­დნიშ­ვილს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის­თვის არ გა­და­უ­მე­ტე­ბია. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს და მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბა.

„მას ეს და­ნა­შა­უ­ლი, რა­საც აბ­რა­ლე­ბენ, არ ჩა­უ­დე­ნია. ამ­ნის­ტი­ის აქტი რა­ტომ უნდა შე­ე­ხოს, თუ და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია? - ის უნდა გა­მარ­თლდეს. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ მქო­ნია, რო­გორც ვიცი, სო­ფელ­შია, მისი პო­ზი­ცია დღემ­დე ასე­თია - მას და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბა“, - აცხა­დებს ზაქ­რა­ძე.

ცნო­ბის­თვის, 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის 3 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს. მათ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 10 000-10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ პარ­ლა­მენ­ტი ამ­ნის­ტი­ის აქ­ტზე მუ­შა­ო­ბას იწყებს, რო­მე­ლიც 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა საქ­მე­ზე გავ­რცელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გვანცა
78

დიახ, უნდა შეეხოდ. მაგის პასუხი, პირველ რიგში, უკიდურესად აგრესიულ და არაადეკვატურ მომიტინგეებს უნდა მოეკითხოთ. მათი წამქეზებელი უნდა გამოუშვან (მელიას ვგულისხმობ) და პოლიციელები დატოვონ? 

გვანცას და მჯსნაირებს
4
მომიტინგეები თუ აგრესიულობით გამოირჩევოდნენ ეს პოლიციელის პასუგისმგებლობას არ ამსუბუქებს. ესროლათ რეზინის ტყვიები, მაგრამ დამიზნებით სახეში რომ ესვრი შენს მოქალაქეს ეს უკვე დანაშაულია
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამნისტია მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც უნდა შეეხოს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამნისტია მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც უნდა შეეხოს

20 ივნისის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის, ლევან იმერლიშვილის ადვოკატის, ანა კოტეტიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ახალი ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები უნდა გავრცელდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კოტეტიშვილი აცხადებს, ლევან იმერლიშვილი ბრალს აღიარებს, ინანიებს, რაც შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევა.

"მისი დანაშაული უფლებამოსილების გადამეტებაა, რომელსაც არ მოყოლია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. გარდა ამისა, მან სასამართლო პროცესზე აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები. აღიარება და მონანიება შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევა“, - განაცხადა კოტეტიშვილმა.

20 ივნისის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, მინდია ამბარდნიშვილის ადვოკატი, ლევან ზაქრაძე კი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამნისტია არ სჭირდება, ვინაიდან ამბარდნიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილებისთვის არ გადაუმეტებია. ადვოკატის თქმითვე, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება.

„მას ეს დანაშაული, რასაც აბრალებენ, არ ჩაუდენია. ამნისტიის აქტი რატომ უნდა შეეხოს, თუ დანაშაული არ ჩაუდენია? - ის უნდა გამართლდეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია, როგორც ვიცი, სოფელშია, მისი პოზიცია დღემდე ასეთია - მას დანაშაული არ ჩაუდენია და დარწმუნებული ვართ, გამამართლებელი განაჩენი დადგება“, - აცხადებს ზაქრაძე.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 3 თანამშრომელი დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პარლამენტი ამნისტიის აქტზე მუშაობას იწყებს, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე გავრცელდება.

სისხლიანი დაპირისპირება კრწანისის რაიონში - მოკლულია 1 ადამიანი, დაჭრილია - 3

რატომ არ დააკისრეს თეა წულუკიანს ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება

სექსუალური ხასიათის დანაშაული 5 წლის ბავშვის მიმართ - დმანისში მომხდარ საზარელ დანაშაულში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა ემუქრება