"მსურს გამოვხატო პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, რომ მან გამოიჩინა გამბედაობა ხელი მოეწერა დოკუმენტზე თავისი ყოფილი პარტიის მხარდაჭერის გარეშეც კი,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და შარლ მიშელის დოკუმენტზე სალომე სამადაშვილის ხელმოწერას აფასებს.
„ნამდვილი გმირი. სამადაშვილი იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან, ვისაც სურს დაძლიოს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ დააბრუნოს ქვეყანა კონსტრუქციულ ევროატლანტიკურ გზაზე. დიდი მადლობა ამ პოლიტიკოსებს," - წერს კრამონი.
ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება 19 აპრილს შედგა. დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.
აჰაა კიდევახალი გმირი, ეგ თუ გმირია ვაიიიი
სალომე მოაზროვნე პოლიტიკოსია. ,ქვეყნისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. და განა მისი ადგილი იქ იყო?!