კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზემიკო და მამაჩემი საკუთარ ქუჩაზე ერთად დახვრიტეს" - რას წერს ცნობილი ექიმი სოხუმელ კაცზე, რომლის ნეშტიც აფხაზეთიდან წლების შემდეგ გადმოასვენეს
"ზემიკო და მამაჩემი საკუთარ ქუჩაზე ერთად დახვრიტეს" - რას წერს ცნობილი ექიმი სოხუმელ კაცზე, რომლის ნეშტიც აფხაზეთიდან წლების შემდეგ გადმოასვენეს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან გად­მოს­ვე­ნე­ბუ­ლი 13 პი­რის ნეშ­ტი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ას­ვე­ნეს. დღეს და ხვალ ტა­ძარ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი გა­ი­მარ­თე­ბა. ნეშ­ტე­ბის ამოც­ნო­ბა წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გად მო­ხერ­ხდა.

ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი, რომ­ლის ნეშ­ტიც სა­მე­ბის ტა­ძარ­ში ას­ვე­ნია, ზე­მი­კო მი­ქა­ძეა. მის შე­სა­ხებ აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი ფსი­ქი­ატ­რის ბი­ძი­ნა მაგ­ლობ­ლიშ­ვი­ლის შვი­ლი, ცნო­ბი­ლი ექი­მი მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი წერს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­მი­სი და ზე­მი­კო მი­ქა­ძე ერ­თად დახ­ვრი­ტეს სა­კუ­თარ ქუ­ჩა­ზე.

"1993 წლის 22 სექ­ტემ­ბერს სო­ხუმ­სა და თბი­ლისს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი ჯერ კი­დევ მოქ­მე­დებ­და, როცა მე სო­ხუმ­ში მა­მა­ჩემ­თან დავ­რე­კე. ამ დროს სო­ხუმ­ზე სას­ტი­კი შე­ტე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ქა­ლა­ქი ცე­ცხლის ალში იწ­ვო­და და მას არა­თუ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, არა­მედ ჯა­რიც კი ტო­ვებ­და.

ტე­ლე­ფონ­ზე ზე­მი­კო მი­ქა­ძემ მი­პა­სუ­ხა, მო­ვი­კი­თხე და და­ვინ­ტე­რეს­დი რას აპი­რებ­დნენ ის და მა­მა­ჩე­მი, მან საკ­მა­ოდ შე­მარ­თუ­ლად და ომა­ხი­ა­ნად მი­პა­სუ­ხა, რომ მე და ბი­ძი­ნა არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებთ და ბო­ლომ­დე აქ ვიქ­ნე­ბი­თო.

იგი­ვე თქვა მა­მა­ჩემ­მაც, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვე­სა­უბ­რე. იმ­დე­ნად მტკი­ცე და შე­უ­ვა­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ ვერც გავ­ბე­დე რო­მე­ლი­მეს­თვის მეთ­ქვა, წა­მო­დი­თო. ცხა­დია, რომ ჩემს ნათ­ქვამ­ზე ისი­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ შეც­ვლიდ­ნენ, მაგ­რამ მას მერე მა­ინც ბევ­რჯერ მი­ნა­ნია ჩემი სი­ტყვი­ე­რი უმოქ­მე­დო­ბა..ზე­მი­კო მი­ქა­ძე ჩვე­ნი უახ­ლო­ე­სი მე­ზო­ბე­ლი იყო, ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობ­დით, მე და მისი შვი­ლე­ბი ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით.

ჩვე­ნი სა­უბ­რი­დან სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს - 27 სექ­ტემ­ბერს ზე­მი­კო მი­ქა­ძე და მა­მა­ჩე­მი - ბი­ძი­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ერ­თად დახ­ვრი­ტეს სა­კუ­თარ ქუ­ჩა­ზე. ისი­ნი ღვთის­ნი­ერ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა - მე­ზობ­ლის ქა­ლებ­მა ჩუ­მად და შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით და­ა­საფ­ლა­ვეს გვერ­დიგ­ვერდ. მა­მა­ჩე­მი 1994 ში გად­მო­ვას­ვე­ნეთ ოჯახ­მა, ხოლო ზე­მი­კო მი­ქა­ძე იმ და­ნარ­ჩენ 12 გმირ­თან ერ­თად დღეს ეს­ვე­ნა წმინ­და სა­მე­ბის დი­დე­ბულ ტა­ძარ­ში. ნა­თე­ლი მათ სუ­ლებს და დი­დე­ბა გმი­რებს!" - წერს მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 1992- 1993 წლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად უგზო-უკვლოდ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 14 პი­რია ამოც­ნო­ბი­ლი, რო­მელ­თა­გან 13 ქარ­თვე­ლია და 1 აფხა­ზი.

ნეშ­ტე­ბის ექ­სჰუ­მა­ცია 2017-2019 წლებ­ში სო­ხუმ­ში, ოჩამ­ჩი­რე­ში, გულ­რიფშსა და გაგ­რა­ში წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­თხრე­ბის დროს გან­ხორ­ცი­ელ­და. ეს მე­ქა­ნიზ­მი, რო­მელ­შიც აფხა­ზი და ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ხა­სი­ათს ატა­რებს და უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა ოჯა­ხე­ბის სა­ხე­ლით მოქ­მე­დებს.

დღეს, ოთხ მებ­რძოლს დიღ­მის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე, და­ნარ­ჩენ მებ­რძო­ლებ­სა და მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს კი, ოჯა­ხე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე, მათ შო­რის საგ­ვა­რე­უ­ლო სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე გა­და­ას­ვე­ნე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, 1990-იანი წლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა მო­ძი­ე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და გად­მოს­ვე­ნე­ბა 2013 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და. ამ დრომ­დე მე­ქა­ნიზ­მე­ბის ფარ­გლებ­ში ნა­პოვ­ნია 583 ადა­მი­ა­ნის ნეშ­ტი, მათ­გან იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 206.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ზემიკო და მამაჩემი საკუთარ ქუჩაზე ერთად დახვრიტეს" - რას წერს ცნობილი ექიმი სოხუმელ კაცზე, რომლის ნეშტიც აფხაზეთიდან წლების შემდეგ გადმოასვენეს

"ზემიკო და მამაჩემი საკუთარ ქუჩაზე ერთად დახვრიტეს" - რას წერს ცნობილი ექიმი სოხუმელ კაცზე, რომლის ნეშტიც აფხაზეთიდან წლების შემდეგ გადმოასვენეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს. დღეს და ხვალ ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა.

ერთ-ერთი დაღუპული, რომლის ნეშტიც სამების ტაძარში ასვენია, ზემიკო მიქაძეა. მის შესახებ აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრის ბიძინა მაგლობლიშვილის შვილი, ცნობილი ექიმი მანანა მგალობლიშვილი წერს.

მისი ინფორმაციით, მამამისი და ზემიკო მიქაძე ერთად დახვრიტეს საკუთარ ქუჩაზე.

"1993 წლის 22 სექტემბერს სოხუმსა და თბილისს შორის სატელეფონო კავშირი ჯერ კიდევ მოქმედებდა, როცა მე სოხუმში მამაჩემთან დავრეკე. ამ დროს სოხუმზე სასტიკი შეტევა მიმდინარეობდა, ქალაქი ცეცხლის ალში იწვოდა და მას არათუ მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ ჯარიც კი ტოვებდა.

ტელეფონზე ზემიკო მიქაძემ მიპასუხა, მოვიკითხე და დავინტერესდი რას აპირებდნენ ის და მამაჩემი, მან საკმაოდ შემართულად და ომახიანად მიპასუხა, რომ მე და ბიძინა არსად წასვლას არ ვაპირებთ და ბოლომდე აქ ვიქნებითო.

იგივე თქვა მამაჩემმაც, რომელსაც მოგვიანებით ვესაუბრე. იმდენად მტკიცე და შეუვალები იყვნენ, რომ ვერც გავბედე რომელიმესთვის მეთქვა, წამოდითო. ცხადია, რომ ჩემს ნათქვამზე ისინი გადაწყვეტილებას არ შეცვლიდნენ, მაგრამ მას მერე მაინც ბევრჯერ მინანია ჩემი სიტყვიერი უმოქმედობა..ზემიკო მიქაძე ჩვენი უახლოესი მეზობელი იყო, ოჯახებით ვმეგობრობდით, მე და მისი შვილები ერთად ვიზრდებოდით.

ჩვენი საუბრიდან სულ რამდენიმე დღეში, სოხუმის დაცემის დღეს - 27 სექტემბერს ზემიკო მიქაძე და მამაჩემი - ბიძინა მგალობლიშვილი ერთად დახვრიტეს საკუთარ ქუჩაზე. ისინი ღვთისნიერმა ადამიანებმა - მეზობლის ქალებმა ჩუმად და შიშველი ხელებით დაასაფლავეს გვერდიგვერდ. მამაჩემი 1994 ში გადმოვასვენეთ ოჯახმა, ხოლო ზემიკო მიქაძე იმ დანარჩენ 12 გმირთან ერთად დღეს ესვენა წმინდა სამების დიდებულ ტაძარში. ნათელი მათ სულებს და დიდება გმირებს!" - წერს მანანა მგალობლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 1992- 1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 14 პირია ამოცნობილი, რომელთაგან 13 ქართველია და 1 აფხაზი.

ნეშტების ექსჰუმაცია 2017-2019 წლებში სოხუმში, ოჩამჩირეში, გულრიფშსა და გაგრაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს განხორციელდა. ეს მექანიზმი, რომელშიც აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით მოქმედებს.

დღეს, ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

ცნობისთვის, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 583 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 206.