სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოძიება მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად აცრამდე რამდენიმე დღით ადრე ორსულობის საწინააღმდეგო აბების მიღებას ამუშავებს" - ადვოკატი
"გამოძიება მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად აცრამდე რამდენიმე დღით ადრე ორსულობის საწინააღმდეგო აბების მიღებას ამუშავებს" - ადვოკატი

გარ­დაც­ვლი­ლი ექთ­ნის, მეგი ბაქ­რა­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, ვახ­ტანგ ბა­რა­მაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ექთ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთ-ერთ ვერ­სი­ად აც­რამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ორ­სუ­ლო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აბე­ბის მი­ღე­ბას ამუ­შა­ვებს.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც გა­მო­ძი­ე­ბას ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­მართ მი­ა­ნიშ­ნებ­და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ ად­გას გა­მო­ძი­ე­ბა ამ ვერ­სი­ას და სა­ი­დან მო­ი­ტა­ნა ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­წყვე­ტი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი.

"რო­დე­საც საქ­მის მა­სა­ლე­ბი გად­მოგ­ვე­ცა, ამ მა­სა­ლებ­ში ნამ­დვი­ლად ჩანს, რომ აფ­თი­ა­ქებ­ში მი­დი­ან გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი და აფ­თი­აქ­ში მო­მუ­შა­ვე პი­რებს ეკი­თხე­ბი­ან მეგი ბაქ­რა­ძე ხომ არ იყო შე­მო­სუ­ლი, რა­ზეც მათი პა­სუ­ხი არის, რომ ეს პი­როვ­ნე­ბა მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნა­ხეს და არ ახ­სოვთ. საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც გა­მო­ძი­ე­ბას მი­ა­ნიშ­ნებ­და ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­მართ.

სა­უ­ბა­რია არა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ზე, არა­მედ კონ­კრე­ტულ მე­დი­კა­მენტზე. აფ­თი­ა­ქებ­ში რომ მი­დი­ან, ერთ კონ­კრე­ტულ მე­დი­კა­მენტს კი­თხუ­ლო­ბენ, ხომ არ გა­ყი­დუ­ლა წინა დღე­ებ­ში. მოწ­მე­ე­ბი ამ მე­დი­კა­მენტს სა­ერ­თოდ არ ახ­სე­ნე­ბენ, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არ გვაქვს და არ ვი­ცით, სის­ხლში თუ არის ამ წამ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა.

ამას­თან, მეგი ბაქ­რა­ძის ბა­რა­თით, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლოა, გა­და­ე­ხა­და თან­ხა, არ ფიქ­სირ­დე­ბა, რომ მე­დი­კა­მენ­ტი აქვს ნა­ყი­დი. ერ­თა­დერ­თი ვერ­სია არის ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცია, რომ რამ­დე­ნი­მე დღით ადრე რა­ღაც კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და მას კლი­ნი­კა­ში და შემ­დგომ მის­ცეს აბი. კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, რომ არა­ნა­ი­რი აბი მე­გის­თვის არ მი­უ­ცი­ათ და არ არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არც კვლე­ვა­ზე. რა­ნა­ი­რად მი­ვი­და გა­მო­ძი­ე­ბა ორ­სუ­ლო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აბე­ბის მო­ძი­ე­ბას­თან, რამ მი­უ­თი­თა გა­მო­ძი­ე­ბას ამა­ზე და რა­ტომ ეძებს კონ­კრე­ტულ წა­მალს, ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­საც უნდა გა­ე­ცეს პა­სუ­ხი“, - აღ­ნიშ­ნა ვახ­ტანგ ბა­რა­მაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, 27 წლის ექთანს მეგი ბაქ­რა­ძე „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გა­ნუ­ვი­თარ­და. ის ახალ­ცი­ხი­დან თსსუ-ს პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
3

სირცხვილი!!!მიცვალებული აღარ ლაპარაკობს.ჩაფარცხეს საქმე მარტივად...

ოეე
1

ოეეე ალიხან,რას ნიშნავს ჯერ არ უნდოდა?ყავს უკვე შვილები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გამოძიება მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად აცრამდე რამდენიმე დღით ადრე ორსულობის საწინააღმდეგო აბების მიღებას ამუშავებს" - ადვოკატი

"გამოძიება მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად აცრამდე რამდენიმე დღით ადრე ორსულობის საწინააღმდეგო აბების მიღებას ამუშავებს" - ადვოკატი

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის, ვახტანგ ბარამაშვილის ინფორმაციით, გამოძიება ექთნის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად აცრამდე რამდენიმე დღით ადრე ორსულობის საწინააღმდეგო აბების მიღებას ამუშავებს.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გამოძიებას ამ მედიკამენტების მიმართ მიანიშნებდა, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ ადგას გამოძიება ამ ვერსიას და საიდან მოიტანა ორსულობის შესაწყვეტი მედიკამენტები.

"როდესაც საქმის მასალები გადმოგვეცა, ამ მასალებში ნამდვილად ჩანს, რომ აფთიაქებში მიდიან გამომძიებლები და აფთიაქში მომუშავე პირებს ეკითხებიან მეგი ბაქრაძე ხომ არ იყო შემოსული, რაზეც მათი პასუხი არის, რომ ეს პიროვნება მხოლოდ ტელევიზორში ნახეს და არ ახსოვთ. საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გამოძიებას მიანიშნებდა ამ მედიკამენტების მიმართ.

საუბარია არა მედიკამენტების კატეგორიაზე, არამედ კონკრეტულ მედიკამენტზე. აფთიაქებში რომ მიდიან, ერთ კონკრეტულ მედიკამენტს კითხულობენ, ხომ არ გაყიდულა წინა დღეებში. მოწმეები ამ მედიკამენტს საერთოდ არ ახსენებენ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს და არ ვიცით, სისხლში თუ არის ამ წამლის შემადგენლობა.

ამასთან, მეგი ბაქრაძის ბარათით, რომლითაც შესაძლოა, გადაეხადა თანხა, არ ფიქსირდება, რომ მედიკამენტი აქვს ნაყიდი. ერთადერთი ვერსია არის ოჯახის ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღით ადრე რაღაც კვლევა ჩაუტარდა მას კლინიკაში და შემდგომ მისცეს აბი. კლინიკაში აცხადებენ, რომ არანაირი აბი მეგისთვის არ მიუციათ და არ არიან ინფორმირებულები არც კვლევაზე. რანაირად მივიდა გამოძიება ორსულობის საწინააღმდეგო აბების მოძიებასთან, რამ მიუთითა გამოძიებას ამაზე და რატომ ეძებს კონკრეტულ წამალს, ეს არის უმნიშვნელოვანესი კითხვები, რომლებსაც უნდა გაეცეს პასუხი“, - აღნიშნა ვახტანგ ბარამაშვილმა.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანს მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის ახალციხიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს ხელფასი გაეზარდათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობას ყოველწლიურად აფართოვებს

"ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროელებსა და მუშა-მოსამსახურეებს ანაზღაურებას 250 ლარით უზრდის - რა წერია კომპანიის განცხადებაში