კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასამართლოზე უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ" - ზურაბ ჯაფარიძე
"სასამართლოზე უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ" - ზურაბ ჯაფარიძე

"ხვალ, 12:00 სა­ა­თი­დან უნდა ვამ­ტკი­ცო, რომ კო­ბა­ხი­ძის მონა არ ვარ",- ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის "გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რი­თაც სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის არ­შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე მისი სარ­ჩე­ლის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და­გეგ­მილ გან­ხილ­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უნდა მიმ­ტკი­ცოს სა­პი­რის­პი­რო“, - წერს ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო, დღეს პარ­ლა­მენ­ტის მიერ სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის არ­შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე სამი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ა­სა და თა­მარ კორ­ძა­ი­ას სარ­ჩე­ლებ­ზე იმ­სჯე­ლებს. სხდო­მა 12:00 სა­ათ­ზე ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­დე­ბა. სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს პლე­ნუ­მი, ცხრა მო­სა­მარ­თლის შე­მად­გენ­ლო­ბით და არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის არ­შე­წყვე­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უმ­რავ­ლე­სო­ბამ პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ჯა­ფა­რი­ძემ, ხოშ­ტა­რი­ამ და კორ­ძა­ი­ამ პარ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სი დად­გე­ნი­ლე­ბა, რო­გორც არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ მე­დი­ა­ტორ შარლ მი­შე­ლის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რა, რი­თაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ მზა­დაა პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ჩი­ვან პი­რებს სარ­ჩე­ლის უკან გა­ტა­ნა შე­უძ­ლი­ათ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
joi zaza
19

ფუ რა ყვაჯი ხარ შე უტიფარო და ვიღაცას რომ რაღაცა ჰგონიხარ.

ტოტო
10

მასხარა,გოჭს რა უყავით ?

ავტორი:

"სასამართლოზე უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ" - ზურაბ ჯაფარიძე

"სასამართლოზე უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ" - ზურაბ ჯაფარიძე

"ხვალ, 12:00 საათიდან უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ",- ამის შესახებ პარტიის "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე მისი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ განხილვას გამოეხმაურა.

"პარლამენტის წარმომადგენელმა უნდა მიმტკიცოს საპირისპირო“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

საკონსტიტუციო სასამართლო, დღეს პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელებზე იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. საკითხს განიხილავს პლენუმი, ცხრა მოსამართლის შემადგენლობით და არის პირველი შემთხვევა, როცა საკონსტიტუციო სასამართლო დეპუტატის უფლებამოსილების არშეწყვეტის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს.

როგორც ცნობილია, "ქართული ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ჯაფარიძემ, ხოშტარიამ და კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნულის შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძემ მედიატორ შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა, რითაც დაადასტურა, რომ მზადაა პარლამენტში შევიდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადეს, მომჩივან პირებს სარჩელის უკან გატანა შეუძლიათ.

გოგაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა 18-კაციანი ტერორისტული დაჯგუფება შექმნეს - "დამირეკონ პროკურატურიდან და საქმის ნომერს ვეტყვი"

"ხინკალზე დავნიძლავდითო", თქვა მარიხუანას პლანტაციის მონამ... თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი" - ჩარკვიანი ხვიჩიას პასუხობს

"შარლ მიშელს რომ ჰკითხო, პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ვინ არის, ვერ გეტყვის, მაგრამ იაგო ხვიჩია იცის" - რომან გოცირიძე