კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე ნიკა მელია ციხეში იმყოფება" - ზაალ უდუმაშვილის თქმით, "ნაცმოძრაობაში" ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის
"ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე ნიკა მელია ციხეში იმყოფება" - ზაალ უდუმაშვილის თქმით, "ნაცმოძრაობაში" ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე, სა­დაც ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ­სჯე­ლეს, კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღი­ათ.

რო­გორც ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი აცხა­დებს, შე­თან­ხმე­ბა­ზე ვერ ისა­უბ­რე­ბენ, მა­შინ, რო­დე­საც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია ცი­ხე­შია.

"ჯერ არა­ნა­ი­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის მი­ღე­ბუ­ლი. დღეს პო­ლიტ­საბ­ჭო შე­იკ­რი­ბა, ჩვენ ვიმ­სჯე­ლეთ იმ სა­კი­თხზე, რა­საც ჰქვია ამ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რა ან, არ მო­წე­რა. რო­გორც იცით, მო­რი­გი შეხ­ვედ­რა ჩა­ი­ნიშ­ნა ოპო­ზი­ცი­ა­სა და მე­დი­ა­ტო­რე­ბის თან­ხლე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ და­ვა­ყე­ნებთ ჩვენს მთა­ვარ წი­ნა­და­დე­ბას. ეს წი­ნა­და­დე­ბა არის ის, რომ ვე­რა­ნა­ირ შე­თან­ხმე­ბა­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ, სა­ნამ ნიკა მე­ლია ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, რომ ნიკა მე­ლია უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა, რომ გა­იხ­სნას გარ­კვე­უ­ლი სივ­რცე იმის­თვის, რომ სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბამ­დე მი­ვი­დეთ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მას შემ­დეგ მი­ვი­ღებთ, რო­დე­საც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბი დას­რულ­დე­ბა და სა­ბო­ლოო პო­ზი­ცია გვე­ცო­დი­ნე­ბა", - აცხა­დებს უდუ­მაშ­ვი­ლი.

რო­გორც სხდო­მის და­წყე­ბამ­დე პარ­ტი­ის კი­დევ ერ­თმა ლი­დერ­მა, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, "არ­სე­ბობს სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა და­ზუს­ტდეს და­მა­ტე­ბით, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი საკ­მა­რი­სად კომ­პრო­მი­სუ­ლია იმის­თვის, რომ გან­ვი­ხი­ლოთ ხელ­მო­წე­რა".

რო­გორც სა­მა­დაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ოპო­ზი­ცია ერ­თი­ან პო­ზი­ცი­ას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, რაც პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის­თვის კარ­გი და სწო­რი იქ­ნე­ბა.

იცით, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად დას­რულ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი. "ნა­ცი­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს სა­კუ­თა­რი პარ­ტი­უ­ლი პო­ზი­ცია. პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა ამ შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბის მსჯე­ლო­ბის­თვის იმარ­თე­ბა და პარ­ტი­ის პო­ზი­ცი­ის გან­სა­ზღვრის­თვის. მი­მაჩ­ნია, რომ არ­სე­ბობს სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა და­ზუს­ტდეს და­მა­ტე­ბით, იგი­ვე ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი საკ­მა­რი­სად კომ­პრო­მი­სუ­ლია იმის­თვის, რომ გან­ვი­ხი­ლოთ ხელ­მო­წე­რა.

ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა იმი­ტომ, რომ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გან­სა­ზღვრავს პარ­ტი­ის პო­ზი­ცი­ას.

ვფიქ­რობ, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ამ ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. ამი­ტომ ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­საც" და სხვებ­საც ალ­ბათ, ეს მიდ­გო­მა უნდა ჰქონ­დეს, რომ რო­გორ­მე ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია და მიდ­გო­მა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, რაც პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის­თვის იქ­ნე­ბო­და კარ­გი და სწო­რი" , - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
paata
152

უდუმოვო ქვეყნის მოღალატე ხარ ,ქვეყნის მოღალატეები კი ნადგურდებიან.

ანონიმური
154

ზალიკო შენი ცოლი მომიკითხე

ავტორი:

"ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე ნიკა მელია ციხეში იმყოფება" - ზაალ უდუმაშვილის თქმით, "ნაცმოძრაობაში" ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის

"ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე ნიკა მელია ციხეში იმყოფება" - ზაალ უდუმაშვილის თქმით, "ნაცმოძრაობაში" ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით იმსჯელეს, კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, შეთანხმებაზე ვერ ისაუბრებენ, მაშინ, როდესაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ციხეშია.

"ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. დღეს პოლიტსაბჭო შეიკრიბა, ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ამ შეთანხმების ხელმოწერა ან, არ მოწერა. როგორც იცით, მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა ოპოზიციასა და მედიატორების თანხლებით, შესაბამისად, კიდევ დავაყენებთ ჩვენს მთავარ წინადადებას. ეს წინადადება არის ის, რომ ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ გაიხსნას გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როდესაც მოლაპარაკებები და შეხვედრები დასრულდება და საბოლოო პოზიცია გვეცოდინება", - აცხადებს უდუმაშვილი.

როგორც სხდომის დაწყებამდე პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, "არსებობს საკითხები, რომელიც შეიძლება დაზუსტდეს დამატებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი საკმარისად კომპრომისულია იმისთვის, რომ განვიხილოთ ხელმოწერა".

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, კარგი იქნება თუ ოპოზიცია ერთიან პოზიციას შეინარჩუნებს, რაც პოლიტიკური პროცესისთვის კარგი და სწორი იქნება.

იცით, რომ ფაქტობრივად დასრულდა მოლაპარაკებების პროცესი. "ნაცინალურმა მოძრაობამ" უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი პარტიული პოზიცია. პოლიტსაბჭოს სხდომა ამ შეთანხმების პირობების მსჯელობისთვის იმართება და პარტიის პოზიციის განსაზღვრისთვის. მიმაჩნია, რომ არსებობს საკითხები, რომელიც შეიძლება დაზუსტდეს დამატებით, იგივე ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი საკმარისად კომპრომისულია იმისთვის, რომ განვიხილოთ ხელმოწერა.

ნიკა მელიას გათავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი თემა იმიტომ, რომ მისი გათავისუფლება განსაზღვრავს პარტიის პოზიციას.

ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება ოპოზიციამ ერთიანი პოზიცია შეინარჩუნოს. ამიტომ ყველა ოპოზიციურ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობასაც" და სხვებსაც ალბათ, ეს მიდგომა უნდა ჰქონდეს, რომ როგორმე ერთიანი პოზიცია და მიდგომა შევინარჩუნოთ, რაც პოლიტიკური პროცესისთვის იქნებოდა კარგი და სწორი" , - განაცხადა სამადაშვილმა.

როგორ ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას?

"ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და მელიას შეეძლება ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს" - პაპუაშვილი

"მელიასთან დაკავშირებით არსებობს  გირაოს უზრუნველყოფა, შემდეგი ნაბიჯი კი არის ამნისტიის პროექტი" - არჩილ თალაკვაძე