სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ დილით მითხრა, არ გინდა ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად დავარეგისტრიროთო. ესეც მისი წინათგრძნობა იყო..." - რას ჰყვება ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მათი სიყვარულის ისტორიაზე?
"იმ დილით მითხრა, არ გინდა ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად დავარეგისტრიროთო.  ესეც მისი წინათგრძნობა იყო..." - რას ჰყვება ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მათი სიყვარულის ისტორიაზე?

"იმ ავადსახ­სე­ნე­ბელ 2019 წლის 19 დე­კემ­ბრამ­დე, ყო­ველ­დღე სი­ხა­რუ­ლით ვბრუნ­დე­ბო­დი სამ­სა­ხუ­რი­დან...", - ყვე­ბა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში, რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს გთა­ვა­ზობთ:

- ცოტ­ნეს სა­ო­ცა­რი წი­ნათ­გრძნო­ბა აქვს. 19 დე­კემ­ბრის დი­ლას მუ­სი­კა ჩარ­თო, რო­მელ­საც იშ­ვი­ა­თად უს­მენ­და - ეს იყო სამ­გლო­ვი­ა­რო მუ­სი­კა ვაგ­ნე­რის ოპე­რი­დან "ზი­გფ­რი­დი"... ვუ­საყ­ვე­დუ­რე, რა­ტომ მიმ­ძი­მებ გან­წყო­ბას-მეთ­ქი და გა­მო­ვარ­თვე­ვი­ნე, თუმ­ცა სამ­გლო­ვი­ა­რო ჰან­გის კვა­ლი მთე­ლი დილა დარ­ჩა სა­ხე­ზე...

სამ­სა­ხურ­ში წას­ვლის წინ უცებ შე­მა­ჩე­რა სი­ტყვე­ბით, რა­ტომ არ გინ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ვა­რე­გის­ტრი­რო­თო. ამა­ზე ად­რეც ჩა­მო­უგ­დია ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ იმ დი­ლას ეს სხვა­ნა­ი­რად ჟღერ­და - და­ჟი­ნე­ბით და სე­რი­ო­ზუ­ლად. ცოტა გა­მიკ­ვირ­და, რად­გან ჩვენ­თვის ამ ქა­ღალ­დებს არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს და ვერ მივ­ხვდი, რით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მისი სე­რი­ო­ზუ­ლი ტონი... ახლა ვხვდე­ბი, ესეც მისი წი­ნათ­გრძნო­ბა იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვა დამ­ჭირ­და იმის­თვის, რომ ცოტ­ნეს პა­ლა­ტა­ში შეს­ვლა შემ­ძლე­ბო­და...

- თქვენ სად იყა­ვით იმ დროს, როცა ეს ამ­ბა­ვი მოხ­და?

- სა­ღა­მოს, როცა სამ­სა­ხუ­რი­დან დავ­ბრუნ­დი, ცოტ­ნემ მი­თხრა, რომ მე­ზობ­ლის გარ­დაც­ვლი­ლი ძმის და­ბა­დე­ბის დღე­ზე აპი­რებ­და წას­ვლას და მალე დაბ­რუნ­დე­ბო­და. 15 წუთ­ში მარ­თლაც შე­მობ­რუნ­და და მი­თხრა, რომ ისევ გას­ვლას აპი­რებ­და.

კა­რამ­დე გა­ვა­ცი­ლე, გას­ვლის წინ ჩა­მე­ხუ­ტა, მალე მო­ვა­ლო და ჭიშ­კრის­კენ და­იძ­რა. მერე წა­მით შე­ჩერ­და, გა­მომ­ხე­და და ისევ გზა გა­აგ­რძე­ლა. იმ წა­მი­ე­რი შე­ჩე­რე­ბი­სა და გა­მო­ხედ­ვის გახ­სე­ნე­ბა ყო­ველ­თვის სი­ნა­ნულს იწ­ვევს ჩემ­ში, რომ ჭიშ­კრამ­დე არ გა­ვა­ცი­ლე. სწო­რედ მა­შინ ელო­და თურ­მე იქ ოთხი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნა­ძი­რა­ლა... წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
----
4

ყჩაღ ქალო...აფერუმ შენს ქალობას!

1!
14

ეჰ ანა ანააა, მოვიდა შენი დრო და ჩაეჭიდე

ავტორი:

"იმ დილით მითხრა, არ გინდა ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად დავარეგისტრიროთო. ესეც მისი წინათგრძნობა იყო..." - რას ჰყვება ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მათი სიყვარულის ისტორიაზე?

"იმ დილით მითხრა, არ გინდა ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად დავარეგისტრიროთო.  ესეც მისი წინათგრძნობა იყო..." - რას ჰყვება ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მათი სიყვარულის ისტორიაზე?

"იმ ავადსახსენებელ 2019 წლის 19 დეკემბრამდე, ყოველდღე სიხარულით ვბრუნდებოდი სამსახურიდან...", - ყვება ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- ცოტნეს საოცარი წინათგრძნობა აქვს. 19 დეკემბრის დილას მუსიკა ჩართო, რომელსაც იშვიათად უსმენდა - ეს იყო სამგლოვიარო მუსიკა ვაგნერის ოპერიდან "ზიგფრიდი"... ვუსაყვედურე, რატომ მიმძიმებ განწყობას-მეთქი და გამოვართვევინე, თუმცა სამგლოვიარო ჰანგის კვალი მთელი დილა დარჩა სახეზე...

სამსახურში წასვლის წინ უცებ შემაჩერა სიტყვებით, რატომ არ გინდა ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად დავარეგისტრიროთო. ამაზე ადრეც ჩამოუგდია ლაპარაკი, მაგრამ იმ დილას ეს სხვანაირად ჟღერდა - დაჟინებით და სერიოზულად. ცოტა გამიკვირდა, რადგან ჩვენთვის ამ ქაღალდებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ვერ მივხვდი, რით იყო განპირობებული მისი სერიოზული ტონი... ახლა ვხვდები, ესეც მისი წინათგრძნობა იყო. მოგეხსენებათ, სასამართლოსთვის მიმართვა დამჭირდა იმისთვის, რომ ცოტნეს პალატაში შესვლა შემძლებოდა...

- თქვენ სად იყავით იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა?

- საღამოს, როცა სამსახურიდან დავბრუნდი, ცოტნემ მითხრა, რომ მეზობლის გარდაცვლილი ძმის დაბადების დღეზე აპირებდა წასვლას და მალე დაბრუნდებოდა. 15 წუთში მართლაც შემობრუნდა და მითხრა, რომ ისევ გასვლას აპირებდა.

კარამდე გავაცილე, გასვლის წინ ჩამეხუტა, მალე მოვალო და ჭიშკრისკენ დაიძრა. მერე წამით შეჩერდა, გამომხედა და ისევ გზა გააგრძელა. იმ წამიერი შეჩერებისა და გამოხედვის გახსენება ყოველთვის სინანულს იწვევს ჩემში, რომ ჭიშკრამდე არ გავაცილე. სწორედ მაშინ ელოდა თურმე იქ ოთხი შეიარაღებული ნაძირალა... წაიკითხეთ სტატია სრულად