კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდის წინააღმდეგ ჩვენება სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ მისცა
დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდის წინააღმდეგ ჩვენება სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ მისცა

და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, გი­ორ­გი მე­ნაბ­დის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ­მა გუგა ბარ­ბა­ქა­ძემ მის­ცა. გუგა ბარ­ბა­ქა­ძის ად­ვო­კა­ტი, რა­მაზ ჩინ­ჩა­ლა­ძე მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს არ აკე­თებს. მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მხო­ლოდ ის გა­ნუ­ცხა­და, რომ ბარ­ბა­ქა­ძეს ძვე­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის არ მი­უ­ცია.

ამას­თან, გი­ორ­გი მე­ნაბ­დის ად­ვო­კა­ტი არ აკონ­კრე­ტებს, თუ ვინ არის პირი, ვისი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეც მე­ნაბ­დე და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნე­ბა მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლია.

"ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და უც­ნა­უ­რი მოწ­მეა, რო­მე­ლიც სა­მარ­თლებ­რივ ეჭვს აღ­ვი­ვებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლეა, მისი გვა­რის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, არ გან­ვმარ­ტავ ბრალ­დე­ბუ­ლია თუ მოწ­მე. მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ამა­ვე დროს, საქ­მეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ის პირ­და­პი­რი მოწ­მეა. არც ერთი ვა­რა­უ­დის გა­მო­რი­ცხვა არ შე­იძ­ლე­ბა, მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კუ­რის. არის სა­ეჭ­ვო ჩვე­ნე­ბა, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ ამ ჩვე­ნე­ბით", - გა­ნა­ცხა­და და­დი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე კი­დევ ერთი პირი, გი­ორ­გი მე­ნაბ­დე და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა გი­ორ­გი მე­ნაბ­დემ გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას­თან და მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თან ერ­თად, ჯგუ­ფუ­რად, თან ნა­ქო­ნი ბას­რი საგ­ნით, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, არას­რულ­წლო­ვან და­ვით სა­რა­ლი­ძეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. 2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­საც ორი მო­ზარ­დის, და­ვით სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ - გი­ორ­გი ჯა­ნა­შია, გუგა ბარ­ბა­ქა­ძე და მი­ხე­ილ კა­ლან­დია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ­მა გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უკვე და­ტო­ვა. ის ე.წ. უდოს კო­მი­სი­ამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ავტორი:

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდის წინააღმდეგ ჩვენება სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ მისცა

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდის წინააღმდეგ ჩვენება სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ მისცა

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, გიორგი მენაბდის წინააღმდეგ ჩვენება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ მისცა. გუგა ბარბაქაძის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. მან "ინტერპრესნიუსს" მხოლოდ ის განუცხადა, რომ ბარბაქაძეს ძველი ჩვენებებისგან განსხვავებული ჩვენება პროკურატურისთვის არ მიუცია.

ამასთან, გიორგი მენაბდის ადვოკატი არ აკონკრეტებს, თუ ვინ არის პირი, ვისი ჩვენების საფუძველზეც მენაბდე დააკავეს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ჩვენება მისთვის მოულოდნელია.

"ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ძალიან საინტერესო და უცნაური მოწმეა, რომელიც სამართლებრივ ეჭვს აღვივებს. აღნიშნული პირი საქმეში მონაწილეა, მისი გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ, არ განვმარტავ ბრალდებულია თუ მოწმე. მოულოდნელი და ამავე დროს, საქმესთან შეუთავსებელია ეს ყველაფერი. ის პირდაპირი მოწმეა. არც ერთი ვარაუდის გამორიცხვა არ შეიძლება, მათ შორის, პოლიტიკურის. არის საეჭვო ჩვენება, გაოგნებული ვარ ამ ჩვენებით", - განაცხადა დადიანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

"სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა თან... ახლა დიდი ემოციური ფონი აქვს" - რას ამბობს "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელზე ადვოკატი?

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობა ქობულეთში - ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა