კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქციაზე ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს, შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება, რამაც გამოიწვიოს ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია" - გოლეთიანი
"აქციაზე ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს, შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება, რამაც გამოიწვიოს ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია" - გოლეთიანი

„რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბის“ ერთ-ერთი წარ­მო­მად­გენ­ლის, ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ გუ­მათ­ში, სა­დაც „რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბი“ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ, „ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფი იყ­რის თავს და შე­საძ­ლოა, მოხ­დეს და­პი­რის­პი­რე­ბა“. რო­გორც ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რა ჯგუფ­ზეა სა­უ­ბა­რი, ამა­ზე „რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლებს“ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ, უბ­რა­ლოდ იცი­ან, რომ „დგა­ნან რა­ღაც ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხვა აქ­ცი­ა­ზე, ზო­გა­დად ერ­თმა­ნეთ­თან აქვთ და­პი­რის­პი­რე­ბა“.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გო­ლე­თი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, არ არის რთუ­ლი მი­სახ­ვედ­რი რის­თვის შე­იძ­ლე­ბა მი­დი­ო­დეს ეს ჯგუ­ფი გუ­მათ­ში. მისი თქმით, შე­საძ­ლო და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქტს „რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბი“ გა­ე­მიჯ­ნე­ბი­ან.

„არ­ცერთ ჯგუფ­თან პი­როვ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა არ გვაქვს, ასე­თი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი პე­ტი­ცია გვაქვს, რომ ეს არის მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი. ახლა ვხე­დავთ, რომ სხვა, ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი ჩვენს აქ­ცი­ა­ზე იყ­რი­ან თავს. ცოტა ხნის წინ მივ­მარ­თეთ პო­ლი­ცი­ის უფ­როსს და ვუ­თხა­რით, რომ შე­საძ­ლოა, მოხ­დეს და­პი­რის­პი­რე­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს აქ, ჩვე­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია, რაც ცალ­სა­ხად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სია. ამი­ტომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ვის არი­დე­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის­თვის ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას, რომ მთელ ამ პრო­ცესს გა­ვე­მიჯ­ნოთ. ჩვენ ამ პრო­ცეს­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ გვაქვს, თუკი სხვა­დას­ხვა ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფი აქ, ამ ად­გილ­ზე მოვა, ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან, მათ შო­რის, შევ­ლენ პო­ლი­ცი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, ჩვენ, ვინც აქ ვდგა­ვართ მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­და­ვი­ნაც­ვლებთ ქვე­მოთ ნა­წილ­ში. წე­ღან, პო­ლი­ცი­ამ თვი­თონ აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ას არ გა­ა­კონ­ტრო­ლებს. ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ შე­საძ­ლო და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია წი­ნას­წარ მა­თაც აქვთ, ამი­ტომ, თვი­თონ­ვე შორს და­ი­ჭი­რეს თავი. თუ ასე არის ჩვენ მთელ ამ პრო­ცესს გა­ვე­მიჯ­ნე­ბით და პი­რის­პირ დარ­ჩე­ბი­ან ჩა­მო­სულ ჯგუ­ფებ­თან ერ­თად“, - აცხა­დებს გო­ლე­თი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხო
1

მთავრობის შემოგზავნილებია

მოცეკვავე
1

ეხლა ეცდებიან რადიკალები შეუშვან და არიონ სიტუაცია

ავტორი:

"აქციაზე ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს, შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება, რამაც გამოიწვიოს ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია" - გოლეთიანი

"აქციაზე ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს, შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება, რამაც გამოიწვიოს ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია" - გოლეთიანი

„რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, სოფელ გუმათში, სადაც „რიონის ხეობის მცველები“ ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას მართავენ, „ერთმანეთთან დაპირისპირებული სხვადასხვა ჯგუფი იყრის თავს და შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება“. როგორც ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა ჯგუფზეა საუბარი, ამაზე „რიონის ხეობის მცველებს“ ინფორმაცია არ აქვთ, უბრალოდ იციან, რომ „დგანან რაღაც ჯგუფები, რომელთაც სხვადასხვა აქციაზე, ზოგადად ერთმანეთთან აქვთ დაპირისპირება“.

აქედან გამომდინარე, გოლეთიანის განმარტებით, არ არის რთული მისახვედრი რისთვის შეიძლება მიდიოდეს ეს ჯგუფი გუმათში. მისი თქმით, შესაძლო დაპირისპირების ფაქტს „რიონის ხეობის მცველები“ გაემიჯნებიან.

„არცერთ ჯგუფთან პიროვნული დაპირისპირება არ გვაქვს, ასეთი დეკლარირებული პეტიცია გვაქვს, რომ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი. ახლა ვხედავთ, რომ სხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები ჩვენს აქციაზე იყრიან თავს. ცოტა ხნის წინ მივმართეთ პოლიციის უფროსს და ვუთხარით, რომ შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება, რამაც გამოიწვიოს აქ, ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია, რაც ცალსახად ხელისუფლების ინტერესია. ამიტომ ამ ყველაფერზე თავის არიდებისა და პრევენციისთვის ვაკეთებ განცხადებას, რომ მთელ ამ პროცესს გავემიჯნოთ. ჩვენ ამ პროცესთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, თუკი სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი აქ, ამ ადგილზე მოვა, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მათ შორის, შევლენ პოლიციასთან დაპირისპირებაში, ჩვენ, ვინც აქ ვდგავართ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები გადავინაცვლებთ ქვემოთ ნაწილში. წეღან, პოლიციამ თვითონ აღნიშნა, რომ ამ სიტუაციას არ გააკონტროლებს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შესაძლო დაპირისპირებაზე ინფორმაცია წინასწარ მათაც აქვთ, ამიტომ, თვითონვე შორს დაიჭირეს თავი. თუ ასე არის ჩვენ მთელ ამ პროცესს გავემიჯნებით და პირისპირ დარჩებიან ჩამოსულ ჯგუფებთან ერთად“, - აცხადებს გოლეთიანი.

"რალფ ფაინსმა თქვა, - არ მჭირდება თარგმნა, ისედაც იგრძნობა რას ამბობსო. ისიც დააყოლა, ასეთი მსახიობი ჩვენ არ გვყავსო" - როგორ ითამადა კახი კავსაძემ სუფრაზე, სადაც ბრიტანელ მსახიობს მასპინძლობდნენ

"ჩემი სიძის რაღაცებს არ ვიზიარებ, მე ხომ არ ვარ "ნაციონალი", მაგრამ..." - გივი სიხარულიძე გიორგი რურუას გათავისუფლებისთვის მადლობას იხდის

საპატრიარქო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს მიმართავს