მსახიობი ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ მაყაშვილმა განუცხადა, ის ჩვენებას არ მისცემს.
"არ ვაპირებს მისვლას, არც ჩვენების მიცემას და არც ჩივილს, რადგან არ მინდა, რომ ეს ადამიანი დაიჭირონ“, - განაცხადა მაყაშვილმა.
ნინუცა მაყაშვილი საგამოძიებო უწყებაში მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ბესო ზანგურს შეეხებოდა.
მაყაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი2“-ის გადაცემაში "ფარული კონვერტი“ განაცხადა, რომ მას ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. აღნიშნულ ფაქტს ბესო ზანგური უარყოფს.
თუარგინდა რაღას ტლიკინებ? და თუ ტლიკინებ კიდეც უნდა იტლიკინო......
მაშინ რა გინდა? რატო აბანძებ შვილის მამას,მითუმეტეს დაჭერა არ გინდა:(