კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აი, ეს შიშია ანტიქრისტე! ქრისტე კი არის იმედი, სიყვარული, სიხარული, სინათლე და დაუსრულებელი ბედნიერება!
აი, ეს შიშია ანტიქრისტე! ქრისტე კი არის იმედი, სიყვარული, სიხარული, სინათლე და დაუსრულებელი ბედნიერება!

12 აპ­რი­ლი­დან „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ 21-ე ტომს შე­ი­ძენს მკი­თხვე­ლი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად. გთა­ვა­ზობთ უკვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ ბლოგს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვე­ნი სა­ი­ტის მკი­თხვე­ლის­თვის, „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი ამ­ზა­დებს:

21-ე ტომ­ში „მო­ცი­ქულ­თა საქ­მის“ და „ია­კო­ბის ეპის­ტო­ლეს“ გან­მარ­ტე­ბე­ბი შე­ვი­და. როცა „საქ­მე მო­ცი­ქულ­თა­ზე“ მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ, სა­ო­ცა­რი გან­ცდა იყო - დას­რულ­და მა­მი­სა­გან შო­ბი­ლი ძის კა­ცებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა და და­ი­წყო მა­მი­სა­გან გა­მო­მა­ვა­ლი სუ­ლიწ­მინ­დით გან­სხი­ვოს­ნე­ბულ კაც­თა, წმინ­და მო­ცი­ქულ­თა, მოღ­ვა­წე­ო­ბა - სა­დი­დებ­ლად უფ­ლი­სა, ნუ­გე­შად კა­ცობ­რი­ო­ბი­სა.

ეს კა­ცე­ბი - ჩვენ­სა­ვით ქმნილ­ნი და არა მა­მის­გან შო­ბილ­ნი - ძის მსგავ­სად, სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნით და ღვთის მად­ლით (არა ბუ­ნე­ბით) უფ­ლის ძე­ო­ბას მო­ი­პო­ვე­ბენ, ახა­ლი აღ­თქმის ეკ­ლე­სი­ას და­ა­არ­სე­ბენ და მერე... მერე მთელ მსოფ­ლი­ოს მოჰ­ფე­ნენ დიდ უფ­ლის­მი­ერ სი­ხა­რულ­სა და სიყ­ვა­რულს.

აუ­ცი­ლებ­ლად! ყვე­ლა ქრის­ტი­ან­მა უნდა წა­ი­კი­თხოს მო­ცი­ქულ­თა სას­წა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ - 21-ე ტომ­ში, რო­მე­ლიც 12 აპ­რი­ლი­დან გა­მო­ვა.

***

სიყ­ვა­რუ­ლის წილ სი­ძულ­ვი­ლი და მტრო­ბა მო­გა­გეს... გული გტკი­ვა? სული გეწ­ვის? ამას არ ელო­დი?

აბა გა­ვიხ­სე­ნოთ ის დი­დე­ბუ­ლი დღე - ოსა­ნაო, კურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თაო ... რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი იგი­ვე ხალ­ხი ღმერ­თს გა­მო­უ­ტანს გა­ნა­ჩენს - ჯვარს აცვი ეგო...

მაშ ჩვენ ვინ ვართ, რომ სიყ­ვა­რულს ვე­ლო­დე­ბით კაც­თა­გან? არა­რა­ო­ბა­ნი, და­ცე­მულ­ნი, მარ­თლაც არაფ­რის ღირ­სნი...

სა­კუ­თარ ცოდ­ვებ­ზე ტი­რი­ლი გვმარ­თებს... მეტი არა­ფე­რი...

25 აპ­რილს ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლია...

***

რო­გორც ის ვერ გა­ვი­გეთ, რა არის ქრის­ტი­ა­ნო­ბა, მით უმე­ტეს ვერ გაგ­ვი­გია, რა იქ­ნე­ბა ან­ტიქ­რის­ტე და მე­ო­რედ მოს­ვლის წინა პე­რი­ო­დი.მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ­მა გან­საც­დელ­მა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ა­ფიქ­რა და შე­ა­ში­ნა, მაგ­რამ ჩვე­ნი არას­წო­რი ცოდ­ნის გამო, ასე­ვე არას­წო­რად დავ­ფიქ­რდით და არას­წო­რად შეგ­ვე­შინ­და...მა­სობ­რი­ვი ფსი­ქო­ზია ჩი­პებ­ზე და ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბა­ზე... ვაქ­ცი­ნებ­ზე, რომ­ლი­თაც თურ­მე ჩი­პებს შეგ­ვიყ­ვა­ნენ ძა­ლით...და­ვი­წყოთ იმით, რომ ან­ტიქ­რის­ტეს ნიშ­ნის მი­ღე­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით უარს ამ­ბობს ქრის­ტე­ზე, უარ­ყოფს ღმერ­თს და ირ­ჩევს სიც­რუ­ეს, ბო­რო­ტე­ბას. ძა­ლით არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი არ და­ი­ბეჭ­დე­ბა ამ ნიშ­ნით. თი­თო­ე­უ­ლი თა­ვად გა­ა­კე­თებს პი­როვ­ნულ არ­ჩე­ვანს მა­რა­დი­ულ სი­ცო­ცხლე­სა და ამ­ქვეყ­ნი­ურ კე­თილ­დღე­ო­ბას შო­რის. რო­მე­ლი ჩი­პე­ბის გვე­ში­ნია, ჩემო მე­გობ­რე­ბო? და დღეს რა გვაქვს არ­ჩე­უ­ლი? ვართ კი უფალ­თან? რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს სულ­ზე, ცხო­ნე­ბა­ზე? რა ჩიპი უნდა ამ არ­ჩე­ვანს? განა ვინ­მემ გვა­ი­ძუ­ლა რამე? ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბაა უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ამ­ქვეყ­ნი­ურ­ზე, თით­ქოს აქ ვა­პი­რებთ სა­უ­კუ­ნოდ დარ­ჩე­ნას... ჩვე­ნი ის­ტე­რი­კუ­ლი შიში დღეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო! ავად გავ­ხდე­ბით? გარ­და­ვიც­ვლე­ბით? რამე ახა­ლია ამა­ში? დიახ, გარ­და­ვიც­ვლე­ბით, ზოგი ახლა, ზოგი უფრო გვი­ან, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად გარ­და­ვიც­ვლე­ბით!!! მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ამა­ზე ფიქ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვცა მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას! და მა­ინც, სწო­რი აზ­როვ­ნე­ბის, სწო­რი დას­კვნე­ბის მა­გივ­რად, მხო­ლოდ ზღვარ­გა­და­სუ­ლი ში­შით ვპა­სუ­ხობთ მას! ჰო, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ გვე­ში­ნია - შე­უც­ნო­ბე­ლის შიში ყვე­ლას გვაქვს, მაგ­რამ იმის კი არ უნდა გვე­ში­ნო­დეს, რომ გარ­და­ვიც­ვლე­ბით - ამას ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვით ვერ­ცერ­თი ადრე თუ გვი­ან - მთა­ვა­რი სა­შიშ­რო­ე­ბა, რაც ჩვენ წი­ნა­შეა, ის არის, თუ რო­გო­რი არ­ჩე­ვა­ნით და­ვას­რუ­ლებთ სი­ცო­ცხლეს! აბა, ამი­სი რამ­დენს გვე­ში­ნია? ჩვე­ნი ჩიპი და ბე­ჭე­დი ის არის, რო­გორც ვცხოვ­რობთ დღეს, რო­გორც ვფიქ­რობთ, რო­გორც ვაზ­როვ­ნებთ... ჩვე­ნი მე­ო­რედ მოს­ვლაც ის არის, რო­გორც წარვდგე­ბით უფ­ლის წი­ნა­შე... ეს გან­საც­დე­ლი მხო­ლოდ იმის­თვის უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რომ მთე­ლი არ­სე­ბით, მთე­ლი გუ­ლით და გო­ნე­ბით ჩა­ვე­ჭი­დოთ უფალს! მი­ვენ­დოთ ღმერ­თს! და­ვი­ჯე­როთ, რომ მას ვუყ­ვარ­ვართ! ისე ვუყ­ვარ­ვართ, რომ ჩვე­ნი გა­მოხ­სნის­თვის, ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის­თვის, ადა­მი­ა­ნუ­რი ტკი­ვი­ლე­ბი, ყვე­ლა­ზე მძი­მე და სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი და­ით­მი­ნა, ჯვარ­ზე აღეს­რუ­ლა და მერე აღ­დგა მკვდრე­თით! და რი­ღა­სი გვე­ში­ნია, ადა­მი­ა­ნე­ბო! სიკ­ვდი­ლი მოკ­ვდა! სიკ­ვდი­ლი აღარ არის! არის გარ­დაც­ვა­ლე­ბა უფალ­თან და­სამ­კვიდ­რებ­ლად! ოღონდ აირ­ჩიე უფა­ლი! ოღონდ და­ი­ჯე­რე რა! ოღონდ ირ­წმუ­ნე და არ შე­გე­შინ­დეს! აი, ეს ში­შია ან­ტიქ­რის­ტე! ეს ის­ტე­რი­კაა ან­ტიქ­რის­ტე! ეს სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბაა ან­ტიქ­რის­ტე! ქრის­ტე კი არის იმე­დი, სიყ­ვა­რუ­ლი, სი­ხა­რუ­ლი, სი­ნათ­ლე და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა!!! ნუ გე­ში­ნი­ათ!!! ნუ გე­ში­ნი­ათ!!! უფა­ლი ჩვენ­თან არის და ჩვენ­თან იქ­ნე­ბა უკუ­ნი­სამ­დე! რაც არ უნდა მოხ­დეს, ნუ­რაფ­რის ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ! იყოს ნება უფ­ლი­სა! იყოს ნება ღვთი­სა! ამინ!

***

ყვე­ლა ადა­მი­ანს გვაქვს ერთი სა­ერ­თო რამ - ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლა­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი ვართ. ადა­მის და­ცე­მი­სას ადა­მი­ა­ნურ­მა ბუ­ნე­ბამ და­კარ­გა სა­მო­თხე­ში ყოფ­ნის ანუ უფალ­თან თა­ნა­ზი­ა­რე­ბის, გა­დარ­ჩე­ნის, განღმრთო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ცალ­კე­ულ ადა­მი­ან­თა პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბი­სა, ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბის და­ცე­მუ­ლო­ბის გამო ვერ­ცერ­თი მათ­გა­ნი ვე­ღარ ცხონ­დე­ბო­და.

და რა ხდე­ბა მა­ცხოვ­რის მოს­ვლი­სას? უფა­ლი - ძე ღვთი­სა, მო­დის ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბი­თაც (ძე ღვთი­სას ორი ბუ­ნე­ბა აქვს - ღვთი­უ­რი და კა­ცებ­რი­ვი), გა­ივ­ლის ადა­მი­ა­ნუ­რი ყო­ფის ყვე­ლა ტკი­ვილს და ჯვარ­ცმით და აღ­დგო­მით გა­მო­იხ­სნის ჩვენს და­ცე­მულ ადა­მი­ა­ნურ ბუ­ნე­ბას. ამის შემ­დეგ ყვე­ლა ადა­მი­ანს უბ­რუნ­დე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გა­ნიღმრთოს, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. ასე­თი შან­სი გვაქვს ყვე­ლას, რად­გან აღ­დგე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბის მა­ტა­რებ­ლე­ბი ვართ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა­ნი. გა­მო­ვი­ყე­ნებთ თუ არა ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ეს უკვე ჩვენს პი­როვ­ნულ ღვაწლ­ზე, ჩვენს არ­ჩე­ვან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ამ­რი­გად, მა­ცხო­ვარ­მა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი კი არ გა­მო­იხ­სნა და აცხო­ნა - იე­სომ გა­მო­იხ­სნა ჩვე­ნი ბუ­ნე­ბა და არა პი­როვ­ნე­ბა. განღმრთო­ბა კი პი­როვ­ნე­ბამ უნდა მო­ი­მუ­შა­კოს - უფ­ლის შე­წევ­ნით.

ნე­ტავ იმას, ვინც შეძ­ლებს ჯვარ­ცმის და აღ­დგო­მის სი­დი­ა­დის გა­თა­ვი­სე­ბას! ნე­ტავ იმას, ვინც შე­იგ­რძნობს მადლსა და წყა­ლო­ბას უფ­ლი­სა! დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას, ადა­მი­ა­ნე­ბო!

დამ­დეგ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს გი­ლო­ცავთ!

12 აპ­რი­ლი­დან - გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად, „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“, 21-ე ტომი! არ გა­მოგრჩეთ!

ავტორი:

აი, ეს შიშია ანტიქრისტე! ქრისტე კი არის იმედი, სიყვარული, სიხარული, სინათლე და დაუსრულებელი ბედნიერება!

აი, ეს შიშია ანტიქრისტე! ქრისტე კი არის იმედი, სიყვარული, სიხარული, სინათლე და დაუსრულებელი ბედნიერება!

12 აპრილიდან „ბიბლიის განმარტებების“ 21-ე ტომს შეიძენს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:

21-ე ტომში „მოციქულთა საქმის“ და „იაკობის ეპისტოლეს“ განმარტებები შევიდა. როცა „საქმე მოციქულთაზე“ მუშაობა დავიწყეთ, საოცარი განცდა იყო - დასრულდა მამისაგან შობილი ძის კაცებრივი ცხოვრება და დაიწყო მამისაგან გამომავალი სულიწმინდით განსხივოსნებულ კაცთა, წმინდა მოციქულთა, მოღვაწეობა - სადიდებლად უფლისა, ნუგეშად კაცობრიობისა.

ეს კაცები - ჩვენსავით ქმნილნი და არა მამისგან შობილნი - ძის მსგავსად, საკუთარი არჩევანით და ღვთის მადლით (არა ბუნებით) უფლის ძეობას მოიპოვებენ, ახალი აღთქმის ეკლესიას დააარსებენ და მერე... მერე მთელ მსოფლიოს მოჰფენენ დიდ უფლისმიერ სიხარულსა და სიყვარულს.

აუცილებლად! ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს მოციქულთა სასწაულებრივი საქმეების შესახებ - 21-ე ტომში, რომელიც 12 აპრილიდან გამოვა.

***

სიყვარულის წილ სიძულვილი და მტრობა მოგაგეს... გული გტკივა? სული გეწვის? ამას არ ელოდი?

აბა გავიხსენოთ ის დიდებული დღე - ოსანაო, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათაო ... რამდენიმე დღეში კი იგივე ხალხი ღმერთს გამოუტანს განაჩენს - ჯვარს აცვი ეგო...

მაშ ჩვენ ვინ ვართ, რომ სიყვარულს ველოდებით კაცთაგან? არარაობანი, დაცემულნი, მართლაც არაფრის ღირსნი...

საკუთარ ცოდვებზე ტირილი გვმართებს... მეტი არაფერი...

25 აპრილს ბზობის დღესასწაულია...

***

როგორც ის ვერ გავიგეთ, რა არის ქრისტიანობა, მით უმეტეს ვერ გაგვიგია, რა იქნება ანტიქრისტე და მეორედ მოსვლის წინა პერიოდი.მსოფლიოში არსებულმა განსაცდელმა ბევრი ადამიანი დააფიქრა და შეაშინა, მაგრამ ჩვენი არასწორი ცოდნის გამო, ასევე არასწორად დავფიქრდით და არასწორად შეგვეშინდა...მასობრივი ფსიქოზია ჩიპებზე და ხალხის მოტყუებაზე... ვაქცინებზე, რომლითაც თურმე ჩიპებს შეგვიყვანენ ძალით...დავიწყოთ იმით, რომ ანტიქრისტეს ნიშნის მიღება იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ნებაყოფლობით უარს ამბობს ქრისტეზე, უარყოფს ღმერთს და ირჩევს სიცრუეს, ბოროტებას. ძალით არცერთი ადამიანი არ დაიბეჭდება ამ ნიშნით. თითოეული თავად გააკეთებს პიროვნულ არჩევანს მარადიულ სიცოცხლესა და ამქვეყნიურ კეთილდღეობას შორის. რომელი ჩიპების გვეშინია, ჩემო მეგობრებო? და დღეს რა გვაქვს არჩეული? ვართ კი უფალთან? რამდენი ადამიანი ფიქრობს სულზე, ცხონებაზე? რა ჩიპი უნდა ამ არჩევანს? განა ვინმემ გვაიძულა რამე? ჩვენი ცხოვრებაა უკვე გაკეთებული არჩევანი, ჩვენი ყოველდღიური მიჯაჭვულობა ამქვეყნიურზე, თითქოს აქ ვაპირებთ საუკუნოდ დარჩენას... ჩვენი ისტერიკული შიში დღეს არსებული მდგომარეობის გამო! ავად გავხდებით? გარდავიცვლებით? რამე ახალია ამაში? დიახ, გარდავიცვლებით, ზოგი ახლა, ზოგი უფრო გვიან, მაგრამ ყველანი აუცილებლად გარდავიცვლებით!!! მადლობა ღმერთს, რომ ამაზე ფიქრის შესაძლებლობა მოგვცა მთელ კაცობრიობას! და მაინც, სწორი აზროვნების, სწორი დასკვნების მაგივრად, მხოლოდ ზღვარგადასული შიშით ვპასუხობთ მას! ჰო, ბუნებრივია, რომ გვეშინია - შეუცნობელის შიში ყველას გვაქვს, მაგრამ იმის კი არ უნდა გვეშინოდეს, რომ გარდავიცვლებით - ამას ვერსად გავექცევით ვერცერთი ადრე თუ გვიან - მთავარი საშიშროება, რაც ჩვენ წინაშეა, ის არის, თუ როგორი არჩევანით დავასრულებთ სიცოცხლეს! აბა, ამისი რამდენს გვეშინია? ჩვენი ჩიპი და ბეჭედი ის არის, როგორც ვცხოვრობთ დღეს, როგორც ვფიქრობთ, როგორც ვაზროვნებთ... ჩვენი მეორედ მოსვლაც ის არის, როგორც წარვდგებით უფლის წინაშე... ეს განსაცდელი მხოლოდ იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ მთელი არსებით, მთელი გულით და გონებით ჩავეჭიდოთ უფალს! მივენდოთ ღმერთს! დავიჯეროთ, რომ მას ვუყვარვართ! ისე ვუყვარვართ, რომ ჩვენი გამოხსნისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის, ადამიანური ტკივილები, ყველაზე მძიმე და საშინელი ტკივილები დაითმინა, ჯვარზე აღესრულა და მერე აღდგა მკვდრეთით! და რიღასი გვეშინია, ადამიანებო! სიკვდილი მოკვდა! სიკვდილი აღარ არის! არის გარდაცვალება უფალთან დასამკვიდრებლად! ოღონდ აირჩიე უფალი! ოღონდ დაიჯერე რა! ოღონდ ირწმუნე და არ შეგეშინდეს! აი, ეს შიშია ანტიქრისტე! ეს ისტერიკაა ანტიქრისტე! ეს სასოწარკვეთილებაა ანტიქრისტე! ქრისტე კი არის იმედი, სიყვარული, სიხარული, სინათლე და დაუსრულებელი ბედნიერება!!! ნუ გეშინიათ!!! ნუ გეშინიათ!!! უფალი ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება უკუნისამდე! რაც არ უნდა მოხდეს, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ! იყოს ნება უფლისა! იყოს ნება ღვთისა! ამინ!

***

ყველა ადამიანს გვაქვს ერთი საერთო რამ - ადამიანური ბუნება, მაგრამ ჩვენ ყველანი დამოუკიდებელი პიროვნებები ვართ. ადამის დაცემისას ადამიანურმა ბუნებამ დაკარგა სამოთხეში ყოფნის ანუ უფალთან თანაზიარების, გადარჩენის, განღმრთობის შესაძლებლობა. მიუხედავად ცალკეულ ადამიანთა პიროვნული ღირსებისა, ადამიანური ბუნების დაცემულობის გამო ვერცერთი მათგანი ვეღარ ცხონდებოდა.

და რა ხდება მაცხოვრის მოსვლისას? უფალი - ძე ღვთისა, მოდის ადამიანური ბუნებითაც (ძე ღვთისას ორი ბუნება აქვს - ღვთიური და კაცებრივი), გაივლის ადამიანური ყოფის ყველა ტკივილს და ჯვარცმით და აღდგომით გამოიხსნის ჩვენს დაცემულ ადამიანურ ბუნებას. ამის შემდეგ ყველა ადამიანს უბრუნდება შესაძლებლობა, რომ განიღმრთოს, მაგრამ ეს მხოლოდ შესაძლებლობაა. ასეთი შანსი გვაქვს ყველას, რადგან აღდგენილი ადამიანური ბუნების მატარებლები ვართ უკლებლივ ყველანი. გამოვიყენებთ თუ არა ამ შესაძლებლობას, ეს უკვე ჩვენს პიროვნულ ღვაწლზე, ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

ამრიგად, მაცხოვარმა ყველა ადამიანი კი არ გამოიხსნა და აცხონა - იესომ გამოიხსნა ჩვენი ბუნება და არა პიროვნება. განღმრთობა კი პიროვნებამ უნდა მოიმუშაკოს - უფლის შეწევნით.

ნეტავ იმას, ვინც შეძლებს ჯვარცმის და აღდგომის სიდიადის გათავისებას! ნეტავ იმას, ვინც შეიგრძნობს მადლსა და წყალობას უფლისა! დიდ ბედნიერებას გისურვებთ ყველას, ადამიანებო!

დამდეგ აღდგომის დღესასწაულს გილოცავთ!

12 აპრილიდან - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, 21-ე ტომი! არ გამოგრჩეთ!

საინტერესო ფაქტები ოტია იოსელიანის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან

ძალიან მიხაროდა, როცა ბავშვობაში მამაჩემი წიგნს მჩუქნიდა ხოლმე და აწერდა ასეთ ფრაზას... - გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა

მხატვრობის მოკლე ისტორია - ანუ გზა გამოქვაბულებიდან მუზეუმებამდე