კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამაჯარიმეს ვანდალიზმისთვის, წარმოგიდგენიათ? ჩემთან თანამშრომლობს "ოცნება" თუ "ნაცმოძრაობასთან?" ლოგიკას ხომ უნდა მოუხმოთ?!" - "უცნობი"
"დამაჯარიმეს ვანდალიზმისთვის, წარმოგიდგენიათ? ჩემთან თანამშრომლობს "ოცნება" თუ "ნაცმოძრაობასთან?" ლოგიკას ხომ უნდა მოუხმოთ?!" - "უცნობი"

დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ცდი­ლობს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“" გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში, რათა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა გა­ი­ხან­გრძლი­ვოს, - ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ (უც­ნო­ბი)დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და დღეს „სა­ქარ­თვე­ლოს მა­რა­დი­სო­ბის დღის“ და­ფუძ­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს და აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის რღვე­ვის პრო­ცე­სი უნდა შე­ჩერ­დეს.

"მად­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თი­თო­ე­ულ იქ მო­სულ ღირ­სე­ულ ადა­მი­ანს. ძა­ლი­ან დიდი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა ამ სა­ში­ნე­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის­კენ, რა­შიც დესტრუქ­ცი­უ­ლი და რე­ვან­შის­ტუ­ლი ძა­ლე­ბი გვა­ცხოვ­რე­ბენ, სხვა­თა­შო­რის „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ ერ­თად, რო­მელ­მაც 9 წელი ვერ შეძ­ლო ხალ­ხის მთა­ვა­რი დაკ­ვე­თის შეს­რუ­ლე­ბა და სა­ზი­ზღა­რი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლი­ტი­კი­დან გაშ­ვე­ბა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­წყდა ხალ­ხს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. დღეს იგი ცდი­ლობს „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ გა­კოტ­რე­ბუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფი ძა­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლი­ტი­კა­ში, რათა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა გა­ი­ხან­გრძლი­ვოს. ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, როცა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­შია და­სავ­ლე­თის იმ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც უსა­მარ­თლოდ ითხო­ვენ კრი­მი­ნა­ლე­ბის ცი­ხე­ე­ბი­დან გა­მოშ­ვე­ბას და ნე­ბის­მი­ერ ფა­სად მათ პარ­ლა­მენ­ტში შეყ­ვა­ნას.

უნდა და­ვას­რუ­ლოთ ეს მა­რაზ­მი, და­ვას­რუ­ლოთ მუდ­მი­ვი დესტრუქ­ცია, სი­ძულ­ვი­ლის ქა­და­გე­ბა, მე­დი­ა­ტე­რო­რი, და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი რე­ვან­შის მცდე­ლო­ბე­ბი, ბე­ლა­დო­მა­ნია, პო­ლა­რი­ზა­ცია და ხალ­ხის ერ­თმა­ნეთ­ზე გა­და­კი­დე­ბა, მან­ქურ­თი­ზა­ცია და თავ­გა­მო­დე­ბუ­ლი ბრძო­ლა ქარ­თულ იდენ­ტო­ბას­თან, ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან, ღირ­სე­ბას­თან, ეკ­ლე­სი­ას­თან, პო­ლი­ცი­ას­თან. რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა და­ვამ­თავ­როთ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უსუ­სუ­რო­ბით შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა. ჩვენ, ხალ­ხმა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა ავი­ღოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბა­ზე, იმა­ზე, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გავ­ხა­დოთ ქვეყ­ნის მსა­ხუ­რე­ბი და ჩვენს წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბი. ჩვენ უნდა შე­ვა­ჩე­როთ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის რღვე­ვის პრო­ცე­სი“,-გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­საზ­რე­ბას, რომ დღე­ვან­დე­ლი შეკ­რე­ბა უკავ­შირ­დე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ასე პა­სუ­ხობს: "რა პა­სუ­ხი მექ­ნე­ბა? ადა­მი­ა­ნი ში­ზოფ­რე­ნი­კი უნდა იყო, რომ ვერ ხვდე­ბო­დე - და­მა­ჯა­რი­მეს ვან­და­ლიზ­მის­თვის, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? გრი­ბო­ე­დო­ვის ძეგლი გა­და­ღე­ბეს, ეწე­რა უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბი და კა­ციშ­ვილს არა­ვინ და­უ­ჯა­რი­მე­ბია. ჩემ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თუ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან?" ეს რაზე მე­ტყვე­ლებს? ცოტა ლო­გი­კას ხომ უნდა მო­უხ­მოთ. „ბერ­ლი­ნის კე­დელ­ზე“ დავ­წე­რე „ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლია“. სიყ­ვა­რუ­ლი დავ­წე­რე და ამა­ზე, ვან­და­ლიზ­მის­თვის მა­ჯა­რი­მე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
131

მარტო ვანდალიზმისთვის? ერთი ადგილის თამაშისთვის უნდა გაესროკათ კიდეც.

ჯარი
45

ერთი პოზნერს ახდევინეს და ბენო ქაშაკაშვილს ჯარიმა და მეორე შენ გადაგახდევინებენ. 

ავტორი:

"დამაჯარიმეს ვანდალიზმისთვის, წარმოგიდგენიათ? ჩემთან თანამშრომლობს "ოცნება" თუ "ნაცმოძრაობასთან?" ლოგიკას ხომ უნდა მოუხმოთ?!" - "უცნობი"

"დამაჯარიმეს ვანდალიზმისთვის, წარმოგიდგენიათ? ჩემთან თანამშრომლობს "ოცნება" თუ "ნაცმოძრაობასთან?" ლოგიკას ხომ უნდა მოუხმოთ?!" - "უცნობი"

დღეს "ქართული ოცნება" ცდილობს "ნაციონალების“" გაკოტრებული, რადიკალური და კრიმინალური ჯგუფი ძალით შეინარჩუნოს პოლიტიკაში, რათა ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს, - ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი)დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა დღეს „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების დღესთან დაკავშირებით შეკრებილ მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის რღვევის პროცესი უნდა შეჩერდეს.

"მადლობა საზოგადოებას, თითოეულ იქ მოსულ ღირსეულ ადამიანს. ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა ამ საშინელების დასრულებისკენ, რაშიც დესტრუქციული და რევანშისტული ძალები გვაცხოვრებენ, სხვათაშორის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, რომელმაც 9 წელი ვერ შეძლო ხალხის მთავარი დაკვეთის შესრულება და საზიზღარი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან გაშვება. „ქართული ოცნება“ მოწყდა ხალხს და საზოგადოებას. დღეს იგი ცდილობს „ნაციონალების“ გაკოტრებული, რადიკალური და კრიმინალური ჯგუფი ძალით შეინარჩუნოს პოლიტიკაში, რათა ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. ჩვენთვის მიუღებელია, როცა „ქართული ოცნება“ თავის მართლების რეჟიმშია დასავლეთის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც უსამართლოდ ითხოვენ კრიმინალების ციხეებიდან გამოშვებას და ნებისმიერ ფასად მათ პარლამენტში შეყვანას.

უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი, დავასრულოთ მუდმივი დესტრუქცია, სიძულვილის ქადაგება, მედიატერორი, დაანონსებული რევანშის მცდელობები, ბელადომანია, პოლარიზაცია და ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება, მანქურთიზაცია და თავგამოდებული ბრძოლა ქართულ იდენტობასთან, ღირებულებასთან, ღირსებასთან, ეკლესიასთან, პოლიციასთან. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავამთავროთ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოცირებული და „ქართული ოცნების“ უსუსურობით შექმნილი პოლიტიკური მოცემულობა. ჩვენ, ხალხმა და საზოგადოებამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებაზე, იმაზე, რომ პოლიტიკოსები გავხადოთ ქვეყნის მსახურები და ჩვენს წინაშე ანგარიშვალდებულები. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ქართული სახელმწიფოებრიობის რღვევის პროცესი“,-განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება საზოგადოების მოსაზრებას, რომ დღევანდელი შეკრება უკავშირდება "ქართულ ოცნებას", გია გაჩეჩილაძე ასე პასუხობს: "რა პასუხი მექნება? ადამიანი შიზოფრენიკი უნდა იყო, რომ ვერ ხვდებოდე - დამაჯარიმეს ვანდალიზმისთვის, წარმოგიდგენიათ? გრიბოედოვის ძეგლი გადაღებეს, ეწერა უშვერი სიტყვები და კაციშვილს არავინ დაუჯარიმებია. ჩემთან თანამშრომლობს „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან?" ეს რაზე მეტყველებს? ცოტა ლოგიკას ხომ უნდა მოუხმოთ. „ბერლინის კედელზე“ დავწერე „ღმერთი სიყვარულია“. სიყვარული დავწერე და ამაზე, ვანდალიზმისთვის მაჯარიმებენ“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ზოგიერთებს ავიწყდებათ, იმ "სხვას", რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა" - რას წერს დიმიტრი სამხარაძე გიორგი გახარიაზე

19 აპრილიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელ მოქალაქეებს 5-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ - ისინი ტესტირებას დაექვემდებარებიან