სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაინახოს ყველამ, ეს ჩვენ ვართ საქართველო, ეს ჩვენ ვართ სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება" - რა განაცხადა "უცნობმა" "საქართველოს მარადისობის დღის“ დაარსების შეკრებაზე
"დაინახოს ყველამ, ეს ჩვენ ვართ საქართველო, ეს ჩვენ ვართ სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება" - რა განაცხადა "უცნობმა" "საქართველოს მარადისობის დღის“ დაარსების შეკრებაზე

აი, ეს არის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მოკ­ვდე­ბა, რამ­დე­ნიც არ უნდა აწა­მონ, რამ­დე­ნიც არ უნდა ჩე­ხონ, რამ­დე­ნიც არ უნდა ეს­რო­ლონ და იცით, რა­ტომ?! იმი­ტომ, რომ ის უფა­ლია და ვერ ხვდე­ბი­ან, რომ უფალს ვერ მოკ­ლავ, ვერა, ის ყო­ველ­თვის მკვდრე­თით აღ­დგე­ბა და და­ბა­დებს ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც აი ამ ენა­ზე ილა­პა­რა­კე­ბენ, ამ ად­გი­ლას იცხოვ­რე­ბენ და ღმერ­თი ეყ­ვა­რე­ბათ, - ასე მი­მარ­თა მომ­ღე­რალ­მა გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ ("უც­ნო­ბი“) ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს.

გა­ჩე­ჩი­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო დიდი ხანი ბევრ რა­მეს ით­მენს და "ცრემ­ლი მოს­დის ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც ხდე­ბა".

"აი, სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც არა­ფერს ეკი­თხე­ბი­ან. აი, სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი ხა­ნია ყვე­ლა­ფერს ით­მენს. აი, სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც თა­ვის საყ­ვა­რელ პატ­რი­არ­ქს პა­ტივს სცემს და მიჰ­ყვე­ბა. აი, სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც უყ­ვარს, რო­მელ­საც ცრემ­ლი მოს­დის ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც ხდე­ბა. აი, სა­ქარ­თვე­ლო ლუკა რა­ზი­კაშ­ვი­ლის, აი, სა­ქარ­თვე­ლო ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, აი, სა­ქარ­თვე­ლო ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის. აი, ეს არის სა­ქარ­თვე­ლო - "სტუ­მარ-მას­პინ­ძლის", "აი-იასი", "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის", აი, ეს არის სა­ქარ­თვე­ლო დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის, ნიკა მუს­ხე­ლიშ­ვი­ლის, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის, სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის, სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის, იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ა­სი, დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის, სო­ლო­მონ დო­დაშ­ვი­ლის, სან­დრო ახ­მე­ტე­ლის, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის, მირ­ზა გე­ლო­ვა­ნის, რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის და სხვე­ბის და სხვე­ბის. აი, ეს არის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მოკ­ვდე­ბა, რამ­დე­ნიც არ უნდა აწა­მონ, რამ­დე­ნიც არ უნდა ჩე­ხონ, რამ­დე­ნიც არ უნდა ეს­რო­ლონ და იცით, რა­ტომ?! იმი­ტომ, რომ ის უფა­ლია და ვერ ხვდე­ბი­ან, რომ უფალს ვერ მოკ­ლავ, ვერა, ის ყო­ველ­თვის მკვდრე­თით აღ­დგე­ბა და და­ბა­დებს ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც აი, ამ ენა­ზე ილა­პა­რა­კე­ბენ, ამ ად­გი­ლას იცხოვ­რე­ბენ და ღმერ­თი ეყ­ვა­რე­ბათ. აი, დაგ­ვი­ნა­ხეთ, და­ი­ნა­ხოს ყვე­ლამ, ეს ჩვენ ვართ სა­ქარ­თვე­ლო, ეს ჩვენ ვართ სიყ­ვა­რუ­ლი, ეს ჩვენ ვართ მოთ­მი­ნე­ბა და გე­უბ­ნე­ბით, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოა! ეს სა­ქარ­თვე­ლოა "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რის", "ჩაკ­რუ­ლო­სი", "შენ ხარ ვე­ნა­ხის" და ზუს­ტად, აი, ეს სა­ქარ­თვე­ლოა მა­რა­დი­უ­ლი", - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 110 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jorj
101

ფული შემოაკლდა წიწიბურას?

სიძულვილი
73

ეს აფერისტი, სიყვერულიო და გინებით, სიძულვილით და სისხლის წყურვილით მოშლიგინებს პარლამენტისკენ ,რომ ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"დაინახოს ყველამ, ეს ჩვენ ვართ საქართველო, ეს ჩვენ ვართ სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება" - რა განაცხადა "უცნობმა" "საქართველოს მარადისობის დღის“ დაარსების შეკრებაზე

"დაინახოს ყველამ, ეს ჩვენ ვართ საქართველო, ეს ჩვენ ვართ სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება" - რა განაცხადა "უცნობმა" "საქართველოს მარადისობის დღის“ დაარსების შეკრებაზე

აი, ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, რამდენიც არ უნდა ჩეხონ, რამდენიც არ უნდა ესროლონ და იცით, რატომ?! იმიტომ, რომ ის უფალია და ვერ ხვდებიან, რომ უფალს ვერ მოკლავ, ვერა, ის ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დაბადებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც აი ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ, - ასე მიმართა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ("უცნობი“) ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.

გაჩეჩილაძის შეფასებით, საქართველო დიდი ხანი ბევრ რამეს ითმენს და "ცრემლი მოსდის ამ ყველაფერზე, რაც ხდება".

"აი, საქართველო, რომელსაც არაფერს ეკითხებიან. აი, საქართველო, რომელიც ამდენი ხანია ყველაფერს ითმენს. აი, საქართველო, რომელიც თავის საყვარელ პატრიარქს პატივს სცემს და მიჰყვება. აი, საქართველო, რომელსაც უყვარს, რომელსაც ცრემლი მოსდის ამ ყველაფერზე, რაც ხდება. აი, საქართველო ლუკა რაზიკაშვილის, აი, საქართველო ილია ჭავჭავაძის, აი, საქართველო იაკობ გოგებაშვილის. აი, ეს არის საქართველო - "სტუმარ-მასპინძლის", "აი-იასი", "ვეფხისტყაოსნის", აი, ეს არის საქართველო დიმიტრი უზნაძის, ნიკა მუსხელიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, სერგო ზაქარიაძის, სესილია თაყაიშვილის, იპოლიტე ხვიჩიასი, დიმიტრი ყიფიანის, სოლომონ დოდაშვილის, სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, მირზა გელოვანის, რეზო თაბუკაშვილის და სხვების და სხვების. აი, ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, რამდენიც არ უნდა ჩეხონ, რამდენიც არ უნდა ესროლონ და იცით, რატომ?! იმიტომ, რომ ის უფალია და ვერ ხვდებიან, რომ უფალს ვერ მოკლავ, ვერა, ის ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დაბადებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც აი, ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ. აი, დაგვინახეთ, დაინახოს ყველამ, ეს ჩვენ ვართ საქართველო, ეს ჩვენ ვართ სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება და გეუბნებით, რომ ეს საქართველოა! ეს საქართველოა "მრავალჟამიერის", "ჩაკრულოსი", "შენ ხარ ვენახის" და ზუსტად, აი, ეს საქართველოა მარადიული", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.