სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-ს ბევრი საფიქრალი აქვს, დიახ, საქართველო მსოფლიოს ცენტრი არ არის - თქვენ მათ რადარზე არ ხართ" - ესტონეთის ექსპრეზიდენტი
"აშშ-ს ბევრი საფიქრალი აქვს, დიახ, საქართველო მსოფლიოს ცენტრი არ არის - თქვენ მათ რადარზე არ ხართ" - ესტონეთის ექსპრეზიდენტი

„არ ვფიქ­რობ, რომ ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს სან­ქცი­ებს და­უ­წე­სებს, ვი­თა­რე­ბა უფრო ამას ჰგავს: „უბ­რა­ლოდ, და­ვი­ვი­წყოთ ეს“, - ისი­ნი არც ტა­ჯი­კეთ­ზე ფიქ­რო­ბენ“, - ამის შე­სა­ხებ ეს­ტო­ნე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, ტო­ო­მას ჰენ­დრიკ ილ­ვეს­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მან კი­თხვა­ზე, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რომ ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი­დევ უფრო და­ი­ძა­ბოს და ევ­რო­კავ­შირ­მა ქვე­ყა­ნას სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სოს, უპა­სუ­ხა, რომ ამას არ ელო­დე­ბა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო არც ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„ასე არ ვფიქ­რობ, არ ვიცი. უნდა გეს­მო­დეთ, რომ არც ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხართ. დიახ, თქვენ არც ისე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხართ. მო­მე­ცით ნება, და­ვა­ზუს­ტო: საქ­მე იმა­შია, რომ თქვენ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არ ხართ. ახლა ბევ­რი რა­მაა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში და სა­ქარ­თვე­ლო მათ შო­რის არ არის. რო­დე­საც ვამ­ბობ, რომ არც ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხართ, ეს ნიშ­ნავს, რომ მათ­გან ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო: ”რა გა­ვა­კე­თოთ?” არა­მედ ვი­თა­რე­ბა უფრო ამას ჰგავს: "უბ­რა­ლოდ, და­ვი­ვი­წყოთ ეს". მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს, რომ ისი­ნი არც ტა­ჯი­კეთ­ზე ფიქ­რო­ბენ. გსურთ, იყოთ ტა­ჯი­კე­თი? არა, მაგ­რამ ისე მოქ­მე­დე­ბა, რო­გორც ახლა ქვე­ყა­ნა იქ­ცე­ვა, ამას იწ­ვევს: "კარ­გი ერთი, ვის ადარ­დებს“, - აღ­ნიშ­ნა ილ­ვეს­მა.

ეს­ტო­ნე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა პა­სუ­ხი გას­ცა შე­კი­თხვა­საც, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, მთავ­რო­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მე­დი­ა­ცი­ა­ში ახლა უკვე აშშ უფრო მე­ტად ჩა­ერ­თოს.

„შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ახლა კი­დევ ბევ­რი სხვა სა­ფიქ­რა­ლი აქვს. დიახ, თქვენ მსოფ­ლი­ოს ცენ­ტრი არ ხართ. ახლა უკ­რა­ი­ნა­ში კრი­ზი­სია, ჯან­დაც­ვის კრი­ზი­სია, არის ჩი­ნე­თი - თქვენ არ ხართ მათ რა­დარ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ტო­ო­მას ჰენ­დრიკ ილ­ვეს­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
12

ტეხავს რა ესტონელი რომ ჭკუას გარიგებს ჩადი ლიტვაში , ლატვიაში იმენა ესტონელის ხსენებაზე სიცილით კვდებიან

წოწო
35

სიმართლეა თან მწარეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"აშშ-ს ბევრი საფიქრალი აქვს, დიახ, საქართველო მსოფლიოს ცენტრი არ არის - თქვენ მათ რადარზე არ ხართ" - ესტონეთის ექსპრეზიდენტი

"აშშ-ს ბევრი საფიქრალი აქვს, დიახ, საქართველო მსოფლიოს ცენტრი არ არის - თქვენ მათ რადარზე არ ხართ" - ესტონეთის ექსპრეზიდენტი

„არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირი საქართველოს სანქციებს დაუწესებს, ვითარება უფრო ამას ჰგავს: „უბრალოდ, დავივიწყოთ ეს“, - ისინი არც ტაჯიკეთზე ფიქრობენ“, - ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მან კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბოს და ევროკავშირმა ქვეყანას სანქციები დაუწესოს, უპასუხა, რომ ამას არ ელოდება, რადგან საქართველო არც ასეთი მნიშვნელოვანია.

„ასე არ ვფიქრობ, არ ვიცი. უნდა გესმოდეთ, რომ არც ისეთი მნიშვნელოვანი ხართ. დიახ, თქვენ არც ისე მნიშვნელოვანი ხართ. მომეცით ნება, დავაზუსტო: საქმე იმაშია, რომ თქვენ ყურადღების ცენტრში არ ხართ. ახლა ბევრი რამაა ყურადღების ცენტრში და საქართველო მათ შორის არ არის. როდესაც ვამბობ, რომ არც ისეთი მნიშვნელოვანი ხართ, ეს ნიშნავს, რომ მათგან ძალისხმევაა საჭირო: ”რა გავაკეთოთ?” არამედ ვითარება უფრო ამას ჰგავს: "უბრალოდ, დავივიწყოთ ეს". მხედველობაში მაქვს, რომ ისინი არც ტაჯიკეთზე ფიქრობენ. გსურთ, იყოთ ტაჯიკეთი? არა, მაგრამ ისე მოქმედება, როგორც ახლა ქვეყანა იქცევა, ამას იწვევს: "კარგი ერთი, ვის ადარდებს“, - აღნიშნა ილვესმა.

ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა პასუხი გასცა შეკითხვასაც, შეიძლება თუ არა, მთავრობასა და ოპოზიციას შორის მედიაციაში ახლა უკვე აშშ უფრო მეტად ჩაერთოს.

„შეერთებულ შტატებს ახლა კიდევ ბევრი სხვა საფიქრალი აქვს. დიახ, თქვენ მსოფლიოს ცენტრი არ ხართ. ახლა უკრაინაში კრიზისია, ჯანდაცვის კრიზისია, არის ჩინეთი - თქვენ არ ხართ მათ რადარზე“, - განაცხადა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა.