სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარღვევაზე 10 000 ლარი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა" - რა შემთხვევაში იქნება დასჯადი სახლების გაქირავება?
"დარღვევაზე 10 000 ლარი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა" - რა შემთხვევაში იქნება დასჯადი სახლების გაქირავება?

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ახა­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში დღე­ი­დან შე­ვი­და, "სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა (მაგ.: ქორ­წი­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი იუ­ბი­ლე, ქელე­ხი და ა.შ.) და მა­სობ­რი­ვი გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვის მიზ­ნით ფარ­თის გა­და­ცე­მა/დათ­მო­ბა აიკ­რძა­ლა". რო­გორც შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ბექა ფე­რა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "საქ­მე" გან­მარ­ტა, ცვლი­ლე­ბა ეხე­ბა მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ქი­რა­ვე­ბულ ფარ­თებს, სა­დაც ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა ხდე­ბა.

"სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბად გვაქვს დად­გე­ნი­ლი:

  • ქელე­ხი
  • ქორ­წი­ლი
  • იუ­ბი­ლე ან ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის მსგავ­სი მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი დღე­ე­ბის აღ­ნიშ­ვნას უკავ­შირ­დე­ბა.

ბევ­რი გან­ცხა­დე­ბა შე­მო­ვი­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პი­რე­ბის­გან - რომ ბი­ნას აქი­რა­ვე­ბენ და იკ­რძა­ლე­ბა თუ არა მსგავ­სი ქმე­დე­ბა, რა თქმა უნდა, არ იკ­რძა­ლე­ბა. ცხა­დია, რომ 10 ადა­მი­ა­ნამ­დე ისევ ნე­ბა­დარ­თუ­ლი რჩე­ბა მსგავ­სი ტი­პის სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბაც. მაგ­რამ აქ სა­უ­ბა­რია, მას­შტაბ­ზე, თუ ვსა­უბ­რობთ, რომ ხდე­ბა ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის თავ­ყრი­ლო­ბა, ეს რა თქმა უნდა, დას­ჯა­დია", - გა­ნა­ცხა­და ფე­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სან­ქცი­ას, ბექა ფე­რა­ძის თქმით, პირ­ველ ჯერ­ზე იუ­რი­დი­უ­ლი პირი ჯა­რიმ­დე­ბა 10 ათა­სი ლა­რით, ფი­ზი­კუ­რი პირი კი 2 ათა­სი ლა­რით; ხოლო გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უკვე სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დგე­ბა.

რო­გორც ბექა ფე­რა­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ცვლი­ლე­ბე­ბის ამოქ­მე­დე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და, ფარ­თის მე­სა­კუთ­რე იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან, თუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში მი­უ­თი­თებს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის ფარ­თის გა­და­ცე­მა და ასე­თი ფაქ­ტის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო უწყე­ბებს მი­აწ­ვდის.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შრო­მის ინ­სპექ­ცია სხვა­დას­ხვა მა­კონ­ტრო­ლე­ბელ უწყე­ბებ­თან ერ­თად გეგ­მუ­რად ახორ­ცი­ე­ლებს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან გახ­შირ­და შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ფორ­მა­ლუ­რად, ფარ­თის მე­სა­კუთ­რე იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გა­დას­ცემს მე­სა­მე პირს ფართს ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის. მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ნა­ხეს, თუ რა ხდე­ბო­და ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე ობი­ექ­ტი და­ვა­ჯა­რი­მეთ ღა­მის კლუ­ბე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, ვი­ნა­ი­დან ამ გა­რე­მო­ე­ბამ მე­ტად ფორ­მა­ლუ­რი სახე მი­ი­ღო და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, წი­ნას­წარ გან­ზრახ­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ფარ­თის გა­ქი­რა­ვე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ღა­მის კლუ­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის მიზ­ნით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა და სა­ბო­ლოო კონ­სულ­ტა­ცი­ებს გავ­დი­ვართ უწყე­ბე­ბი. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­გეგ­მი­ლი გვაქვს, რომ ავ­კრძა­ლოთ ან შევ­ზღუ­დოთ ფარ­თის გა­ქი­რა­ვე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის მიზ­ნით, რო­მე­ლიც არის წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი.

იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მე­სა­კუთ­რე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან, თუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით თავს და­ი­ზღვევს და მი­უ­თი­თებს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ უნდა გა­ი­მარ­თოს და ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას ინ­ფორ­მა­ცია ექ­ნე­ბა, სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო უწყე­ბებს ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის. ხე­დავთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა დღი­თი დღე მძიმ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ყვე­ლა ღო­ნეს იყე­ნებს იმის­თვის, რომ პრე­ვენ­ცია მოხ­დეს და შემ­დგო­მი შე­ზღუდ­ვე­ბი არ დად­გეს დღის წეს­რიგ­ში, ვი­ნა­ი­დან ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგრა­დო­ბა, და­საქ­მე­ბის ად­გი­ლე­ბი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­ვე, რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იმარ­თე­ბო­და, სა­დაც 200-300 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ეს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იწ­ვევ­და ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის მა­ტე­ბას", - გა­ნა­ცხა­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბექა ფე­რა­ძემ.

ახა­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა ფარ­თის მფლო­ბელს ავალ­დე­ბუ­ლებს, მი­ი­ღოს ყვე­ლა გო­ნივ­რუ­ლი ზომა, მათ შო­რის, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბის გზით, რათა თა­ვი­დან იყოს აცი­ლე­ბუ­ლი ფარ­თის გა­მო­ყე­ნე­ბა დად­გე­ნი­ლე­ბით აკ­რძა­ლუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის. ამას­თან, ფარ­თის მე­სა­კუთ­რე ვალ­დე­ბუ­ლია, დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბოს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს.

გარ­და ამი­სა, თუ აკ­რძა­ლუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვას ახ­ლავს კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა, შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, დრო­ე­ბით შე­ზღუ­დოს გა­რე­შე პირ­თა შეს­ვლა ობი­ექ­ტზე. ობი­ექ­ტზე უნე­ბარ­თვოდ შეს­ვლა, ლუ­ქის ახ­სნა ან შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის მიერ ამ ობი­ექ­ტზე და­წე­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა და­უშ­ვე­ბე­ლია.

რო­გოც ცნო­ბი­ლია, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, ქვე­ყა­ნა­ში შე­ზღუ­დუ­ლია 10-ზე მეტი ფი­ზი­კუ­რი პი­რის ისე­თი თავ­შეყ­რა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან, რო­გო­რი­ცაა მათ შო­რის ქორ­წი­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი იუ­ბი­ლე, ქელე­ხი და ა.შ.

"იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ხელი უკვე მო­ა­წე­რა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰა?
4

ასი კაცი რომ იკრიბება, იმას ეხებაო და აქეთ 10 კაცამდე დაშვებულიაო,

აბა 30 კაცზე რას იტყვით? 30 ნაკლებია 100-ზე. შეიკრიბონ თუ არა? 

გიო
1

ჰას! გეტყობა კითხვა და აზრის გამოტანა გიჭირს! 10_ზე მეტი არ შეიძლებაო!!!!!! გაიგე?!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"დარღვევაზე 10 000 ლარი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა" - რა შემთხვევაში იქნება დასჯადი სახლების გაქირავება?

"დარღვევაზე 10 000 ლარი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა" - რა შემთხვევაში იქნება დასჯადი სახლების გაქირავება?

საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, "საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა აიკრძალა". როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე" განმარტა, ცვლილება ეხება მასშტაბურ ღონისძიებაზე გაქირავებულ ფართებს, სადაც ასეულობით ადამიანის შეკრება ხდება.

"სოციალურ ღონისძიებად გვაქვს დადგენილი:

  • ქელეხი
  • ქორწილი
  • იუბილე ან ნებისმიერი ტიპის მსგავსი მასობრივი თავშეყრა, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებული, ტრადიციული დღეების აღნიშვნას უკავშირდება.

ბევრი განცხადება შემოვიდა ინდივიდუალური პირებისგან - რომ ბინას აქირავებენ და იკრძალება თუ არა მსგავსი ქმედება, რა თქმა უნდა, არ იკრძალება. ცხადია, რომ 10 ადამიანამდე ისევ ნებადართული რჩება მსგავსი ტიპის სოციალური ღონისძიების ორგანიზებაც. მაგრამ აქ საუბარია, მასშტაბზე, თუ ვსაუბრობთ, რომ ხდება ასეულობით ადამიანის თავყრილობა, ეს რა თქმა უნდა, დასჯადია", - განაცხადა ფერაძემ.

რაც შეეხება სანქციას, ბექა ფერაძის თქმით, პირველ ჯერზე იურიდიული პირი ჯარიმდება 10 ათასი ლარით, ფიზიკური პირი კი 2 ათასი ლარით; ხოლო განმეორების შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

როგორც ბექა ფერაძემ რამდენიმე დღის წინ, ცვლილებების ამოქმედებამდე განაცხადა, ფართის მესაკუთრე იმ შემთხვევაში გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ხელშეკრულებაში მიუთითებს, რომ არ შეიძლება სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის ფართის გადაცემა და ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციას საზედამხედველო უწყებებს მიაწვდის.

"როგორც მოგეხსენებათ, შრომის ინსპექცია სხვადასხვა მაკონტროლებელ უწყებებთან ერთად გეგმურად ახორციელებს ზედამხედველობას მთელი საქართველოს მასშტაბით. ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა შემთხვევები, როდესაც ფორმალურად, ფართის მესაკუთრე იჯარის ხელშეკრულებით გადასცემს მესამე პირს ფართს ღონისძიების ორგანიზებისთვის. მედიის საშუალებით მოქალაქეებმა ნახეს, თუ რა ხდებოდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სადაც დაახლოებით 20-მდე ობიექტი დავაჯარიმეთ ღამის კლუბებისა და სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის. შესაბამისად, ვინაიდან ამ გარემოებამ მეტად ფორმალური სახე მიიღო და ხშირ შემთხვევაში, წინასწარ განზრახვით ხორციელდება ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიებისა და სხვადასხვა ღამის კლუბის ორგანიზების მიზნით, მიმდინარეობს მსჯელობა და საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ უწყებები. უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ავკრძალოთ ან შევზღუდოთ ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, რომელიც არის წინასწარ განზრახული.

იმ შემთხვევაში გათავისუფლდება მესაკუთრე პასუხისმგებლობისგან, თუ ხელშეკრულებით თავს დაიზღვევს და მიუთითებს, რომ სოციალური ღონისძიება არ უნდა გაიმართოს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მას ინფორმაცია ექნება, საზედამხედველო უწყებებს ინფორმაციას მიაწვდის. ხედავთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითი დღე მძიმდება. საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს იყენებს იმისთვის, რომ პრევენცია მოხდეს და შემდგომი შეზღუდვები არ დადგეს დღის წესრიგში, ვინაიდან ეკონომიკური მდგრადობა, დასაქმების ადგილები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისევე, როგორც თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ბოლო პერიოდში მასშტაბური ღონისძიებები იმართებოდა, სადაც 200-300 ადამიანი მონაწილეობდა. ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების კუთხით მნიშვნელოვნად იწვევდა ინფიცირების მაჩვენებლის მატებას", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ბექა ფერაძემ.

ახალი დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს.

გარდა ამისა, თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევა, შრომის ინსპექციის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე. ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა დაუშვებელია.

როგოც ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.

"იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

წყალი ისევ 18 საათით შეწყდება - რომელ უბნებს შეეზღუდება წყალმომარაგება

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა