პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომლითაც უკრაინაში რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და კრემლის აგრესიული რიტორიკა დაგმო
საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომლითაც უკრაინაში რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და კრემლის აგრესიული რიტორიკა დაგმო

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტეტ­მა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა მი­ი­ღო, რომ­ლი­თაც რუ­სე­თის მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და კრემ­ლის აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კა დაგ­მო.

სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბა დღეს, პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ გა­აჟ­ღე­რა.

„ღრმად ვართ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის მუდ­მი­ვი დარ­ღვე­ვით, ყი­რიმ­სა და უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ზღვრებ­თან რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლის მას­შტა­ბუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბით და კრემ­ლის აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კით. საფრ­თხის შემ­ცვე­ლია რუსი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრის რო­გორც უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, ასე­ვე მის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა აკავ­ში­რებთ და შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ.

ამას­თან ერ­თად, მი­ვე­სალ­მე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას ნატო-სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის და მხარს ვუ­ჭერთ შავი ზღვის რე­გი­ონ­ში ალი­ან­სის გაზ­რდილ ჩარ­თუ­ლო­ბას, რო­მელ­საც სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტად მი­ვიჩ­ნევთ.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას, არა­მედ, მთლი­ა­ნად შავი ზღვის რე­გი­ონს და ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რას. მო­ვუ­წო­დებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ აგ­რე­სი­ი­სა და დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, გა­აგ­რძე­ლოს უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა,"- გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
17

დარხევია რუსებს და ეგ არის.

rasa
15

როგორ მოხდა რომ როგორღაც 'ოცნებამ' რუსეთის წინააღმდეგ ხმა ამოიღო და ოფიციალურად მხარი დაუჭირა უკრაინას? კიდევ კარგი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომლითაც უკრაინაში რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და კრემლის აგრესიული რიტორიკა დაგმო

საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომლითაც უკრაინაში რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და კრემლის აგრესიული რიტორიკა დაგმო

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება მიიღო, რომლითაც რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და კრემლის აგრესიული რიტორიკა დაგმო.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადება დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გააჟღერა.

„ღრმად ვართ შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით. საფრთხის შემცველია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ამასთან ერთად, მივესალმებით ურთიერთობის გაღრმავებას ნატო-სა და უკრაინას შორის და მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდილ ჩართულობას, რომელსაც სტაბილურობის გარანტად მივიჩნევთ.

მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, მთლიანად შავი ზღვის რეგიონს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ, გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა,"- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.