კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბენი დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი მოიყვანა ცოლად“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ქმართან და შვილთან ერთად, კოვიდინფიცირებულია
"ბენი დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი მოიყვანა ცოლად“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ქმართან და შვილთან ერთად, კოვიდინფიცირებულია

ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი ერთი წელი, ბავ­შვთან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე­უღ­ლის­გან შორს იმ­ყო­ფე­ბო­და და კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ამე­რი­კა­ში წას­ვლას არ ჩქა­რობ­და, თუმ­ცა სულ ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და და მთე­ლი ოჯა­ხი მა­ლე­ვე და­ინ­ფი­ცირ­და. რო­გორ გრძნო­ბენ თავს იზო­ლა­ცი­ა­ში და რო­გო­რია მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა? - ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე ნუკი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- ნუკი, რო­გორ და­ინ­ფი­ცირ­დით?

- ერთი წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი. ამე­რი­კა­ში დავ­ბრუნ­დი და მთელ ოჯახს კო­რო­ნა­ვირუ­სი შეგ­ვე­ყა­რა. ბენს იან­ვარ­ში ეკუთ­ვნო­და ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დო­და, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრო და მერე ჩად­გა რიგ­ში. არ და­ი­ჯე­რებთ და ამ კვი­რა­ში გვი­წევ­და ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა და ვიდ­რე გა­ვი­კე­თებ­დით, მა­ნამ­დე შეგ­ვე­ყა­რა. ჩემი მე­უღ­ლე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობს, პირ­და­პი­რი კავ­ში­რი აქვს და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­თან, ჯერ ბენს გა­და­ე­დო, მის­გან კი - მე და ბავ­შვს. ჩემს მე­უღ­ლეს უც­ნა­უ­რად - გუ­ლის­რე­ვით და­ე­წყო, მო­წამ­ვლა გვე­გო­ნა. მე­ო­რე დღეს სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­და და იქ და­უდ­გინ­და. მერე უკვე ხვე­ლა და მა­ღა­ლი სი­ცხე ჰქონ­და. ჯერ არ გა­მოვ­ჯან­მრთე­ლე­ბულ­ვართ და შე­იძ­ლე­ბა, ად­რეა ლა­პა­რა­კი, არ ვიცი, კი­დევ რა სირ­თუ­ლე­ე­ბი გვექ­ნე­ბა, თუმ­ცა ში­შის ფაქ­ტო­რი უფრო მე­ტია, თო­რემ სიმპტო­მე­ბით ჩვე­უ­ლებ­რივ გრიპს ჰგავს.

- ალ­ბათ, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ხართ...

- კი, სახ­ლში ვართ ჩა­კე­ტი­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და გა­რეთ არ გავ­დი­ვართ. ძა­ლი­ან გვინ­და სუფ­თა ჰა­ე­რი, მაგ­რამ არ გვინ­და, ვინ­მეს გა­დავ­დოთ. სახ­ლში ყოფ­ნა ძა­ლი­ან ძნე­ლია, დრო ძა­ლი­ან ნელა გა­დის. მგო­ნია, რომ უკვე ათა­სი წე­ლია, აქ ვართ ჩა­კე­ტი­ლე­ბი. ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ, ბავ­შვთან თა­მა­შის თა­ვიც არ გვაქვს, სუს­ტად ვართ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იო­ლად გა­დაგ­ვაქვს. ბავ­შვი ენერ­გი­უ­ლად არის, თა­მა­ში უნდა და რვა სა­ა­თამ­დე, მას­თან ერ­თად, ია­ტაკ­ზე "ვყრი­ვართ“, მერე იძი­ნებს და ჩვენ­თვი­საც კარ­გი დრო დგე­ბა, ჩავ­წვე­ბით და ფილ­მებს ვუ­ყუ­რებთ, ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო ეს სე­ან­სე­ბია...

- რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ბე­ნის გა­რე­შე გა­ტა­რე­ბუ­ლი ერთი წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი ერთი წელი იყო. ბავ­შვს და მა­მას ერ­თმა­ნე­თი ენატ­რე­ბო­დათ. მეც მინ­დო­და ქმარ­თან ყოფ­ნა. მა­საც ძა­ლი­ან უჭირ­და. ამე­რი­კა­ში მარ­ტო იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღა და პირ­ვე­ლი ემო­ცი­ე­ბი ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან აუ­ტა­ნე­ლი იყო, მით უმე­ტეს, ცალ-ცალ­კე ვი­ყა­ვით. ერ­თად ბევ­რად უკეთ ვუმკლავ­დე­ბით ყვე­ლა­ფერს. ამი­ტომ არც კი მინ­და გა­ვიხ­სე­ნო, თუმ­ცა საკ­მა­ოდ პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყო. ოპ­ტი­მის­ტი ვარ და ბენს ხში­რად ვე­უბ­ნე­ბი, - მე ბრენ­დი შევ­ქმე­ნი, შენ ბევ­რი ხატე (ბავ­შვთან ერ­თად ვერ ახერ­ხებს) და ჩვენ­გან და ხმა­უ­რის­გან და­ის­ვე­ნე-მეთ­ქი. ამას რომ ვამ­ბობ, ბრაზ­დე­ბა.

- ხში­რად კა­მა­თობთ?

- მე და ბენი სულ ვჩხუ­ბობთ. პე­რი­ო­დუ­ლად ვცდი­ლობთ, რომ ერ­თმა­ნე­თი მოვ­კლათ. რა­ღაც სა­კი­თხებ­ში იმ­დე­ნად არ ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს, რომ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია. მე ძა­ლი­ან სულსწრა­ფი ვარ, ბენი ათას­ჯერ და­ფიქ­რდე­ბა და მერე გაჭ­რის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა­ფერ­ში მარ­თა­ლი მე ვარ. ბენ­საც ჰგო­ნია, რომ თვი­თონ არის მარ­თა­ლი.

- მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­დი წო­ნის პრობ­ლე­მას, მიხ­ვე­დი სა­სურ­ველ წო­ნამ­დე?

- ხან მი­ვალ იდე­ა­ლურ წო­ნამ­დე და ისე­თი ლა­მა­ზი ვხდე­ბი, თვი­თონ არ მჯე­რა ჩემი სი­ლა­მა­ზის, ხან ისე ვსუქ­დე­ბი, ვერ დავ­დი­ვარ, ვქო­ში­ნებ. ახლა ვარ ქო­ში­ნის პე­რი­ოდ­ში. წონა დეპ­რე­სი­ა­ში მაგ­დებს, იმი­ტომ, რომ არა­ფე­რი მიხ­დე­ბა. ახ­ლაც მო­მა­ტე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ D ვი­ტა­მინს ვსვამ და მა­ბედ­ნი­ე­რებს. თან ვინ მი­ყუ­რებს, შინ ვარ. "ინ­სტაგ­რამ­ზე" ფილტრი მაქვს და ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია. ბენი ჩემ­ში ცუდს ვე­რა­ფერს ხე­დავს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად. ზოგ­ჯერ მგო­ნია, რომ მა­ტყუ­ებს, მაგ­რამ აშ­კა­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ულა­მა­ზე­სი ვარ. მე­უბ­ნე­ბა, რა სა­ო­ცა­რი კანი გაქ­ვსო და ამ დროს რომ დავ­დი­ვარ, ცე­ლუ­ლი­ტი შლე­ი­ფად დამ­ყვე­ბა.

- ხომ არ ეუბ­ნე­ბი, რომ ასე არ არის?

- არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. ვე­უბ­ნე­ბი, რომ ეს არის სი­ლა­მა­ზე, ცე­ლუ­ლი­ტი ნიშ­ნავს ქა­ლურ სიძ­ლი­ე­რეს-მეთ­ქი და სჯე­რა.

- ბენს მოს­წონს სა­ქარ­თვე­ლო?

- ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო. სულ ვფიქ­რობთ, - ხომ არ დავ­კრათ ფეხი და წა­ვი­დეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლა­დო. ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო ბედ­ნი­ე­რე­ბის ად­გი­ლია და მა­ხა­რებს, რომ ბე­ნის­თვი­საც ასეა. ძა­ლი­ან მინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა და სულ ვცდი­ლობ, ბე­ნიც "შე­ვა­ბა“, ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, - ნახე, რა კარ­გია - მეთ­ქი, ზოგ­ჯერ ვა­ტყუ­ებ კი­დეც, რო­გო­რი კარ­გი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­და, შე­იძ­ლე­ბა ზოგი რამ კარ­გი სუ­ლაც არ იყოს.

- კოს­მე­ტი­კუ­რი ბრენ­დის შექ­მნის იდეა სა­ი­დან გა­გიჩ­ნდა?

- ყვე­ლა­ფე­რი წი­თე­ლი ტუჩ­სა­ცხით და­ი­წყო, რომ­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვარ. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რამ­დე­ნად პრე­ტენ­ზი­უ­ლი და კრი­ტი­კუ­ლი ვარ ამ ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვე­რას­დროს ვპო­უ­ლობ სწორ ფერს, კარგ ტექ­სტუ­რას. ის ბრენ­დი, რო­მელ­საც ვი­ყე­ნებ­დი, აღარ გა­მო­დის, ისე­დაც ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და. შინ ვი­ჯე­ქი და ვფიქ­რობ­დი: - რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და ჩემი ბრენ­დი რომ მქონ­დეს და სა­სურ­ვე­ლი წი­თე­ლი ფე­რის წარ­მო­ე­ბა და­მე­წყო-მეთ­ქი...

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევრ კოს­მე­ტი­კას ამ­ზა­დე­ბენ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კუს­ტა­რუ­ლად არის გა­კე­თე­ბუ­ლი. ამი­ტომ ევ­რო­პა­ში და­ვი­წყე ძებ­ნა. გა­ვი­გე, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, აიყ­ვა­ნო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ტექ­ნო­ლო­გე­ბი სხდას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით - დერ­მა­ტო­ლო­გი, ქი­მი­კო­სი... ჩემს ბრენ­დზე 12-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს, ერთი - ფერ­ზე, მე­ო­რე - შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე, მე­სა­მე - სტრუქ­ტუ­რა­ზე, მე­ო­თხე - ტეს­ტი­რე­ბა­ზე. ისი­ნი პო­უ­ლო­ბენ ქარ­ხნებს და­სამ­ზა­დებ­ლად. გა­დის ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის ტეს­ტი­რე­ბას. მერე, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, წი­თელ­მა ტუჩ­სა­ცხმა ასე­თი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, ტო­ნა­ლუ­რი სა­ცხი და­ვამ­ზა­დე­ბი­ნე, რო­მე­ლიც პრე­მი­უმ ბრენ­დებს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. იყო დრო, მეც არ მქონ­და "შა­ნე­ლის“ და "დი­ო­რის“ ტო­ნა­ლუ­რის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. სხვა ფე­რის ტუჩ­სა­ცხებ­სა და ტუ­შებ­საც მალე გა­მო­ვუშ­ვებ. ეს არ არის ჩემი ბიზ­ნე­სი და შე­მო­სავ­ლის წყა­რო, ეს არის ის, რაც გუ­ლით მინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს. ბენი ძა­ლი­ან მიდ­გას გვერ­დით, მან იპო­ვა ტექ­ნო­ლო­გი, ის და­უ­კავ­შირ­და ამე­რი­კა­ში კა­ი­ლი ჯე­ნე­რის ქარ­ხა­ნას და ბევ­რი დე­ტა­ლი გა­არ­კვია. უკვე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვაქვს და მალე ამე­რი­კა­შიც "შე­მო­ვალთ“.

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jb
34

da es vinaa vapshe??)))))

თათა თორელი
9

მიყვარს მე ეს ცანცარა გოგო .

ავტორი:

"ბენი დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი მოიყვანა ცოლად“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ქმართან და შვილთან ერთად, კოვიდინფიცირებულია

"ბენი დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი მოიყვანა ცოლად“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ქმართან და შვილთან ერთად, კოვიდინფიცირებულია

ნუკი კოშკელიშვილი ერთი წელი, ბავშვთან ერთად, საქართველოში, მეუღლისგან შორს იმყოფებოდა და კორონავირუსის გამო ამერიკაში წასვლას არ ჩქარობდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მთელი ოჯახი მალევე დაინფიცირდა. როგორ გრძნობენ თავს იზოლაციაში და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნუკი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- ნუკი, როგორ დაინფიცირდით?

- ერთი წელი საქართველოში ვიყავი. ამერიკაში დავბრუნდი და მთელ ოჯახს კორონავირუსი შეგვეყარა. ბენს იანვარში ეკუთვნოდა ვაქცინის გაკეთება, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო და მერე ჩადგა რიგში. არ დაიჯერებთ და ამ კვირაში გვიწევდა ვაქცინის გაკეთება და ვიდრე გავიკეთებდით, მანამდე შეგვეყარა. ჩემი მეუღლე საავადმყოფოში მუშაობს, პირდაპირი კავშირი აქვს დაავადებულებთან, ჯერ ბენს გადაედო, მისგან კი - მე და ბავშვს. ჩემს მეუღლეს უცნაურად - გულისრევით დაეწყო, მოწამვლა გვეგონა. მეორე დღეს სამსახურში წავიდა და იქ დაუდგინდა. მერე უკვე ხველა და მაღალი სიცხე ჰქონდა. ჯერ არ გამოვჯანმრთელებულვართ და შეიძლება, ადრეა ლაპარაკი, არ ვიცი, კიდევ რა სირთულეები გვექნება, თუმცა შიშის ფაქტორი უფრო მეტია, თორემ სიმპტომებით ჩვეულებრივ გრიპს ჰგავს.

- ალბათ, თვითიზოლაციაში ხართ...

- კი, სახლში ვართ ჩაკეტილი ორი კვირის განმავლობაში და გარეთ არ გავდივართ. ძალიან გვინდა სუფთა ჰაერი, მაგრამ არ გვინდა, ვინმეს გადავდოთ. სახლში ყოფნა ძალიან ძნელია, დრო ძალიან ნელა გადის. მგონია, რომ უკვე ათასი წელია, აქ ვართ ჩაკეტილები. ვერაფერს ვაკეთებ, ბავშვთან თამაშის თავიც არ გვაქვს, სუსტად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ იოლად გადაგვაქვს. ბავშვი ენერგიულად არის, თამაში უნდა და რვა საათამდე, მასთან ერთად, იატაკზე "ვყრივართ“, მერე იძინებს და ჩვენთვისაც კარგი დრო დგება, ჩავწვებით და ფილმებს ვუყურებთ, ყველაზე სასიამოვნო ეს სეანსებია...

- რამდენად რთული იყო ბენის გარეშე გატარებული ერთი წელი საქართველოში?

- ძალიან რთული ერთი წელი იყო. ბავშვს და მამას ერთმანეთი ენატრებოდათ. მეც მინდოდა ქმართან ყოფნა. მასაც ძალიან უჭირდა. ამერიკაში მარტო იყო. მოგეხსენებათ, პანდემიის პირველი ტალღა და პირველი ემოციები ყველასთვის ძალიან აუტანელი იყო, მით უმეტეს, ცალ-ცალკე ვიყავით. ერთად ბევრად უკეთ ვუმკლავდებით ყველაფერს. ამიტომ არც კი მინდა გავიხსენო, თუმცა საკმაოდ პროდუქტიული იყო. ოპტიმისტი ვარ და ბენს ხშირად ვეუბნები, - მე ბრენდი შევქმენი, შენ ბევრი ხატე (ბავშვთან ერთად ვერ ახერხებს) და ჩვენგან და ხმაურისგან დაისვენე-მეთქი. ამას რომ ვამბობ, ბრაზდება.

- ხშირად კამათობთ?

- მე და ბენი სულ ვჩხუბობთ. პერიოდულად ვცდილობთ, რომ ერთმანეთი მოვკლათ. რაღაც საკითხებში იმდენად არ ვგავართ ერთმანეთს, რომ გამაღიზიანებელია. მე ძალიან სულსწრაფი ვარ, ბენი ათასჯერ დაფიქრდება და მერე გაჭრის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერში მართალი მე ვარ. ბენსაც ჰგონია, რომ თვითონ არის მართალი.

- მშობიარობის შემდეგ, ძალიან განიცდიდი წონის პრობლემას, მიხვედი სასურველ წონამდე?

- ხან მივალ იდეალურ წონამდე და ისეთი ლამაზი ვხდები, თვითონ არ მჯერა ჩემი სილამაზის, ხან ისე ვსუქდები, ვერ დავდივარ, ვქოშინებ. ახლა ვარ ქოშინის პერიოდში. წონა დეპრესიაში მაგდებს, იმიტომ, რომ არაფერი მიხდება. ახლაც მომატებული ვარ, მაგრამ D ვიტამინს ვსვამ და მაბედნიერებს. თან ვინ მიყურებს, შინ ვარ. "ინსტაგრამზე" ფილტრი მაქვს და ცხოვრება მშვენიერია. ბენი ჩემში ცუდს ვერაფერს ხედავს, დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი მოიყვანა ცოლად. ზოგჯერ მგონია, რომ მატყუებს, მაგრამ აშკარად დარწმუნებულია, რომ ულამაზესი ვარ. მეუბნება, რა საოცარი კანი გაქვსო და ამ დროს რომ დავდივარ, ცელულიტი შლეიფად დამყვება.

- ხომ არ ეუბნები, რომ ასე არ არის?

- არავითარ შემთხვევაში. ვეუბნები, რომ ეს არის სილამაზე, ცელულიტი ნიშნავს ქალურ სიძლიერეს-მეთქი და სჯერა.

- ბენს მოსწონს საქართველო?

- ძალიან უყვარს საქართველო. სულ ვფიქრობთ, - ხომ არ დავკრათ ფეხი და წავიდეთ საქართველოში საცხოვრებლადო. ჩემთვის საქართველო ბედნიერების ადგილია და მახარებს, რომ ბენისთვისაც ასეა. ძალიან მინდა საქართველოში ცხოვრება და სულ ვცდილობ, ბენიც "შევაბა“, ვეუბნები ხოლმე, - ნახე, რა კარგია - მეთქი, ზოგჯერ ვატყუებ კიდეც, როგორი კარგი რაღაცები ხდება საქართველოში, არადა, შეიძლება ზოგი რამ კარგი სულაც არ იყოს.

- კოსმეტიკური ბრენდის შექმნის იდეა საიდან გაგიჩნდა?

- ყველაფერი წითელი ტუჩსაცხით დაიწყო, რომლის მომხმარებელიც მთელი ცხოვრება ვარ. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად პრეტენზიული და კრიტიკული ვარ ამ ფერთან დაკავშირებით, ვერასდროს ვპოულობ სწორ ფერს, კარგ ტექსტურას. ის ბრენდი, რომელსაც ვიყენებდი, აღარ გამოდის, ისედაც ძალიან ძვირი ღირდა. შინ ვიჯექი და ვფიქრობდი: - რა კარგი იქნებოდა ჩემი ბრენდი რომ მქონდეს და სასურველი წითელი ფერის წარმოება დამეწყო-მეთქი...

საქართველოში ბევრ კოსმეტიკას ამზადებენ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან კუსტარულად არის გაკეთებული. ამიტომ ევროპაში დავიწყე ძებნა. გავიგე, რომ შესაძლებელია, აიყვანო სპეციალისტები, ტექნოლოგები სხდასხვა მიმართულებით - დერმატოლოგი, ქიმიკოსი... ჩემს ბრენდზე 12-კაციანი ჯგუფი მუშაობს, ერთი - ფერზე, მეორე - შემადგენლობაზე, მესამე - სტრუქტურაზე, მეოთხე - ტესტირებაზე. ისინი პოულობენ ქარხნებს დასამზადებლად. გადის ევროპული სტანდარტების ტესტირებას. მერე, როდესაც დავინახე, წითელმა ტუჩსაცხმა ასეთი მოწონება დაიმსახურა, ტონალური საცხი დავამზადებინე, რომელიც პრემიუმ ბრენდებს არ ჩამოუვარდება. იყო დრო, მეც არ მქონდა "შანელის“ და "დიორის“ ტონალურის შეძენის საშუალება. სხვა ფერის ტუჩსაცხებსა და ტუშებსაც მალე გამოვუშვებ. ეს არ არის ჩემი ბიზნესი და შემოსავლის წყარო, ეს არის ის, რაც გულით მინდა, რომ საქართველოში იყოს. ბენი ძალიან მიდგას გვერდით, მან იპოვა ტექნოლოგი, ის დაუკავშირდა ამერიკაში კაილი ჯენერის ქარხანას და ბევრი დეტალი გაარკვია. უკვე მოლაპარაკებები გვაქვს და მალე ამერიკაშიც "შემოვალთ“.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია

"ამ ეტაპზე კარგია, რომ არ ჩავიძირეთ... ქართველმა მომხმარებლებმა, ფაქტობრივად, გადაგვარჩინეს" - ავთანდილი რთულ პანდემიურ პერიოდზე, ტრენდულ სტილსა და ფერებზე

15 მაისს, „ნოვა პროდაქშენისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი მუსიკალური პროექტი „ვოისი“ გრანდიოზული ფინალით დასრულდა

"დარწმუნებული ვარ,  ასეთ დასასრულს არ ელოდა..."- ბუბა ხოტივარის უკანასკნელი დღეები და საუბარი შვილთან