საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველანაირად ვეცდებით, მათთვის ჯანდაცვის საშუალებების მიღების გზა გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე" - ტიკარაძე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებზე
"ყველანაირად ვეცდებით, მათთვის ჯანდაცვის საშუალებების მიღების გზა გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე" - ტიკარაძე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებზე

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე მდი­ნა­რე ენ­გურ­თან, სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გად­მოკ­ვე­თი­სას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და მათ ოჯა­ხებს სამ­ძი­მარს უცხა­დებს.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა­ნა­ი­რად ეც­დე­ბა, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გად­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის ჯან­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის გზა გა­ა­მარ­ტი­ვოს და მი­ნი­მა­ლურ რის­კამ­დე და­იყ­ვა­ნოს.

კი­თხვა­ზე, გა­ნი­ხი­ლავს თუ არა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მათ­თვის კა­რან­ტი­ნის მოხ­სნის სა­კითხს, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს მხო­ლოდ მათი სა­მი­ნის­ტროს გა­და­სა­წყვე­ტი არ არის.

„ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბით, რომ მათ­თვის ეს გზა გა­ვა­მარ­ტი­ვოთ და და­ვიყ­ვა­ნოთ მი­ნი­მა­ლურ რის­კამ­დე.

ეს არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მხო­ლოდ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩვენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვი­ღებთ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ფორ­მა­ში, გან­ვი­ხი­ლავთ ყვე­ლა რის­კებს. ეს სა­კი­თხიც საბ­ჭო­ზე დგას, მისი რის­კე­ბის ფარ­გლებ­ში ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

შარ­შან და წელს გვაქვს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­დე­საც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ თა­ვი­სი აქ­ტი­ვო­ბით მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ცხოვ­რო­ბენ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა გა­უ­წია. გა­ვუ­წი­ეთ მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა 1500-მდე ბე­ნე­ფი­ცი­არს, რო­მელ­საც ჰქონ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის კუ­თხით და ვცდი­ლობთ მაქ­სი­მა­ლუ­რად მოხ­დეს ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მარ­ტი­ვე­ბა იმ რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში“, - აღ­ნიშ­ნა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შამ­გო­ნა­ში, მდი­ნა­რე ენ­გუ­რი­დან სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 3 მო­ქა­ლა­ქის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მოს­ვლას მდი­ნა­რის გად­მო­ცურ­ვით ცდი­ლობ­დნენ. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მიმ­დი­ნა­რე­ობს კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნის ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ბი. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე და 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პეპელა
0

რა უნდა გაამარტივო არ გცნობენ მეორე მხარე

რატი
2

ჩვენს ნაძირალა მთავრობებს ალბათ აწყობთ ეს ამბავი, რაც უფრო ნაკლები ქართველი დარჩება დაპყრობილ მიწებზე, მით ნაკლები თავის ტკივილი ექნებათ ამ არამზადებს (თითქოს რამეს აკეთებდნენ მათთვის). რუსეთუმეებს არც ეს საშინელი ამბავი უშველის იმის შესაგნებად, თუ რას წარმოადგენს ნაძირალა რუსეთი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ყველანაირად ვეცდებით, მათთვის ჯანდაცვის საშუალებების მიღების გზა გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე" - ტიკარაძე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებზე

"ყველანაირად ვეცდებით, მათთვის ჯანდაცვის საშუალებების მიღების გზა გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე" - ტიკარაძე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მდინარე ენგურთან, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალებას ეხმაურება და მათ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ყველანაირად ეცდება, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისათვის ჯანდაცვის საშუალებების მიღების გზა გაამარტივოს და მინიმალურ რისკამდე დაიყვანოს.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო მათთვის კარანტინის მოხსნის საკითხს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მათი სამინისტროს გადასაწყვეტი არ არის.

„ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ მათთვის ეს გზა გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე.

ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ საკოორდინაციო საბჭოს ფორმაში, განვიხილავთ ყველა რისკებს. ეს საკითხიც საბჭოზე დგას, მისი რისკების ფარგლებში ვიღებთ გადაწყვეტილებებს და უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებებს.

შარშან და წელს გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ თავისი აქტივობით მოქალაქეებს, რომლებიც დღემდე ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაბამისი მომსახურეობა გაუწია. გავუწიეთ მომსახურეობა 1500-მდე ბენეფიციარს, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი საჭიროება ჯანმრთელობის კუთხით და ვცდილობთ მაქსიმალურად მოხდეს ყველანაირი გამარტივება იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც პანდემიის ფარგლებში არსებობს ქვეყანაში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 3 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს კიდევ ერთი ადამიანის ძებნის სამუშაობი. უწყების განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

რას ამბობს ოკუპირებული აფხაზეთი ენგურში დაღუპულ მოქალაქეებზე

"რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიული ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა ენგურის გადმოკვეთის დროს" - რას წერს ლიეტუვის ელჩი ენგურის ხიდის გადასასვლელ პუნქტში ვიზიტის შემდეგ

"დამწუხრებული ვარ გალის რაიონის 4 მკვიდრის გარდაცვალების გამო, ეს ტრაგედია ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იტანს" - ევროპარლამენტარი