პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომხდარი ტრაგიკული ფაქტი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას" - სახელმწიფო მინისტრის აპარატი
"მომხდარი ტრაგიკული ფაქტი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას" - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან დღეს მომ­ხდარ ტრა­გი­კულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს და და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს უსამ­ძიმ­რებს და აცხა­დებს, რომ მომ­ხდა­რი კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს ოკუ­პა­ცი­ის რე­ა­ლურ სა­ხეს.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და გან­მარ­ტავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გად აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლას ეკის­რე­ბა.

„რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მხრი­დან თა­ვი­სუ­ფალ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე და­წე­სე­ბულ­მა უკა­ნო­ნო შე­ზღუდ­ვებ­მა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი სამი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდი­ნა­რე ენ­გუ­რით გად­მოს­ვლას. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნუ­რი ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ გვაჩ­ვე­ნებს ოკუ­პა­ცი­ის რე­ა­ლურ სა­ხეს. სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია ხე­ლოვ­ნუ­რად აშო­რებს გამ­ყო­ფი ბა­რი­კა­დე­ბის ორი­ვე მხა­რეს მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს, რა­მაც წარ­სულ­შიც, თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ზღუდ­ვის შე­დე­გად, სა­უ­ბე­დუ­როდ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გად, აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში დღემ­დე უხე­შად ირ­ღვე­ვა ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ძი­რი­თა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი, რა­ზეც სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლას და რაც უკვე სა­მარ­თლებ­რი­ვად აღი­ა­რე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ.

სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, ყვე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტრუ­მენ­ტის და ფორ­მა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, გა­ნაგ­რძობს ინ­ტენ­სი­ურ ძა­ლის­ხმე­ვას, რათა დას­რულ­დეს რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს ცხოვ­რე­ბის ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი და უსაფრ­თხო გა­რე­მო, მათ შო­რის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა.

ვუ­სამ­ძიმ­რებთ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს და მათ ახ­ლობ­ლებს,“ - ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

ცნო­ბის­თვის, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შამ­გო­ნა­ში, მდი­ნა­რე ენ­გუ­რი­დან სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 3 მო­ქა­ლა­ქის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მოს­ვლას მდი­ნა­რის გად­მო­ცურ­ვით ცდი­ლობ­დნენ. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს,მიმ­დი­ნა­რე­ობს კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნის ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ბი. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე და 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
2

ეს ქალოია ვინაა?

რატი
6

ჩვენს ნაძირალა მთავრობებს ალბათ აწყობთ ეს ამბავი, რაც უფრო ნაკლები ქართველი დარჩება დაპყრობილ მიწებზე, მით ნაკლები თავის ტკივილი ექნებათ ამ არამზადებს (თითქოს რამეს აკეთებდნენ მათთვის). რუსეთუმეებს არც ეს საშინელი ამბავი უშველის იმის შესაგნებად, თუ რას წარმოადგენს ნაძირალა რუსეთი. 

ავტორი:

"მომხდარი ტრაგიკული ფაქტი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას" - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

"მომხდარი ტრაგიკული ფაქტი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას" - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

სახელმწიფო მინისტრის აპარატი აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზთან დღეს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს.

მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალას ეკისრება.

„რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ჩვენი სამი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურით გადმოსვლას. პირველ რიგში, ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს. საოკუპაციო ხაზი უკვე მრავალი წელია ხელოვნურად აშორებს გამყოფი ბარიკადების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს, რამაც წარსულშიც, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის შედეგად, საუბედუროდ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღემდე უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ჩვენი მოქალაქეების ძირითადი თავისუფლებები, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას და რაც უკვე სამართლებრივად აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტის და ფორმატის გამოყენებით, განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევას, რათა დასრულდეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ღირსეული პირობები და უსაფრთხო გარემო, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავისუფალი გადაადგილების უფლება.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს,“ - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 3 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,მიმდინარეობს კიდევ ერთი ადამიანის ძებნის სამუშაობი. უწყების განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

"გამოცდა რომ ჩამებარებინა, "საზღვრამდე" სამი მთა გადმოვიარე... ლამის გავიყინეთ" - რატომ უხდებათ აფხაზებს დანარჩენ საქართველოში მიმოსვლა სიცოცხლის რისკის ფასად?

"ლილოდან" მოაქვთ ათასი წვრილმანი და მდინარის კალაპოტზე ზურგით გადმოაქვთ... ჩაკეტვამ ყველა დააზარალა" - რას წერენ აფხაზები ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ?

"ყველანაირად ვეცდებით, მათთვის ჯანდაცვის საშუალებების მიღების გზა გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე" - ტიკარაძე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებზე