ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 3 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
რუსეთი ერთმორწმუნე ძმაა. ისევ ის რუსი დაგეხმარება.
მოუხარშეთ კიდე ხინკლები და დაუცხვეთ ხაჭაპურები, რუსების პროპაგანდისტებს. ელარჯი ამოურიეთ კიდე, კარგად რომ გაიწელოს.
აი რა მოაქვს რუსეთს და პუტინს ადამიანებისთვის!!! მეორე ჩრდილოეთ კორეად ჩამოყალიბდა იქაურობა, თან ფარჩაკ ჩრდილოეთ კორეად იმათ იარაღი მაინც აქვთ, ხალხი იქიდან გადმოპარვას ცდილობს, ეშინიათ ჩვეულებრივ გადმოსვლა რომ გაიგონ იქაურმა ბელადებმა პრობლემები შეექმნებათ. არ ვიცი დედამიწაზე რამდენად მოხერხდება მაგრამ ოდესმე ყველას მოუწევს პასუხი აგოს, ყველას ვისაც წვლილი მიუძღვის ამ საშინელების დატრიალებაში, პირველ რიგში კრემლში წამომჯდარ ტირანებს.