მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილიპინებში მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც "კომენდანტის საათის" დარღვევის გამო, 300 ბუქნი გააკეთებინეს - "სიარული აღარ შეეძლო, ვერ მოძრაობდა"
ფილიპინებში მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც "კომენდანტის საათის" დარღვევის გამო, 300 ბუქნი გააკეთებინეს - "სიარული აღარ შეეძლო, ვერ მოძრაობდა"

ფი­ლი­პი­ნებ­ში 28 წლის მა­მა­კა­ცი მას შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" დარ­ღვე­ვის გამო 300 ბუქ­ნი გა­ა­კე­თე­ბი­ნეს. ამის შე­სა­ხებ "გარ­დი­ა­ნი“ წერს.

და­რენ პე­ნა­რე­დონ­დო მა­შინ და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც სა­ღა­მოს 6:00 სა­ა­თის შემ­დეგ, როცა უკვე "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ იყო, კა­ვი­ტის პრო­ვი­ნი­ცა­ში, ქა­ლაქ ტრი­ას­ში ქუ­ჩა­ში წყალს სვამ­და. ამ პრო­ვინ­ცი­ა­ში ვირუ­სის გამო კა­რან­ტი­ნის გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს. შე­ზღუდ­ვე­ბი მო­ი­ცავს ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ათს სა­ღა­მოს 6:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 5:00 სა­ა­თამ­დე.

პე­ნა­რე­დონ­დოს პარტნი­ო­რი რე­ი­ჩე­ლინ ბალ­ჩე აცხა­დებს, რომ პე­ნა­რე­დონ­დო კი­დევ ერთ ადა­მი­ან­თან ერ­თად იყო ქუ­ჩა­ში "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" დროს. "ისი­ნი მი­იყ­ვა­ნეს პუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის წინ და უთხრეს, რომ 100 ბუქ­ნი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. შემ­დეგ უთხრეს, რომ თუ სინ­ქრო­ნუ­ლად არ გა­ა­კე­თებ­დნენ ვარ­ჯიშს, მათ უფრო მეტი ვარ­ჯი­ში მო­უ­წევ­დათ, სა­ბო­ლო­ოდ კი, 300 ბუქ­ნი გა­ა­კე­თე­ბი­ნეს“ - წერს ბალ­ჩე "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში.

მი­სი­ვე ცნო­ბით, კაცი სახ­ლში მომ­დევ­ნო დღეს დი­ლის რვა სა­ათ­ზე დაბ­რუნ­და და დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე მოძ­რა­ო­ბა უჭირ­და, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი იყო. მან ბალ­ჩეს უთხრა, რომ ვარ­ჯი­შის დროს რამ­დენ­ჯერ­მე წა­იქ­ცა. "მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ა­რუ­ლი არ შე­ეძ­ლო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, სა­ღა­მოს 10:00 სა­ათ­ზე, მისი გული გა­ჩერ­და" - წერს ბალ­ჩე.

ქა­ლა­ქის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი კო­ლო­ნელ მარ­ლო ნილო სო­ლე­რო აცხა­დებს, რომ შე­ზღუდ­ვე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის ისე­თი სას­ჯე­ლი, რო­გო­რიც ვარ­ჯი­შია, არ არ­სე­ბობს და ამის ნაც­ვლად დამ­რღვევ პი­რებს პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, ლექ­ცი­ებს უტა­რე­ბენ. ქა­ლა­ქის მერ­მა ან­ტო­ნიო ფე­რერ­მა კი გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ფი­ლი­პე­ნებ­ში გა­სულ კვი­რას შე­ზღუდ­ვე­ბის კი­დევ ერთი კვი­რით გა­ხან­გრძლი­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. იქ კო­რო­ნა­ვირუ­სის 795 000 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი და ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლია 13 425 ადა­მი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rita
0

სულ გაგიჟდნენ....

ტუა
0

უდუმაშვილო ფილიპინებიდან დაიწყე უშველე ხალხს იქ უფრო მკაცრი წესები ქონიათ პანდემიის წინააღმდეგ.გთხოვ გაემგზავრე,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ფილიპინებში მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც "კომენდანტის საათის" დარღვევის გამო, 300 ბუქნი გააკეთებინეს - "სიარული აღარ შეეძლო, ვერ მოძრაობდა"

ფილიპინებში მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც "კომენდანტის საათის" დარღვევის გამო, 300 ბუქნი გააკეთებინეს - "სიარული აღარ შეეძლო, ვერ მოძრაობდა"

ფილიპინებში 28 წლის მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სამართალდამცველებმა "კომენდანტის საათის" დარღვევის გამო 300 ბუქნი გააკეთებინეს. ამის შესახებ "გარდიანი“ წერს.

დარენ პენარედონდო მაშინ დააკავეს, როდესაც საღამოს 6:00 საათის შემდეგ, როცა უკვე "კომენდანტის საათი“ იყო, კავიტის პროვინიცაში, ქალაქ ტრიასში ქუჩაში წყალს სვამდა. ამ პროვინციაში ვირუსის გამო კარანტინის განსაკუთრებით მკაცრი წესები მოქმედებს. შეზღუდვები მოიცავს ე.წ. კომენდანტის საათს საღამოს 6:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.

პენარედონდოს პარტნიორი რეიჩელინ ბალჩე აცხადებს, რომ პენარედონდო კიდევ ერთ ადამიანთან ერთად იყო ქუჩაში "კომენდანტის საათის" დროს. "ისინი მიიყვანეს პუნიციპალიტეტის მერიის წინ და უთხრეს, რომ 100 ბუქნი გაეკეთებინათ. შემდეგ უთხრეს, რომ თუ სინქრონულად არ გააკეთებდნენ ვარჯიშს, მათ უფრო მეტი ვარჯიში მოუწევდათ, საბოლოოდ კი, 300 ბუქნი გააკეთებინეს“ - წერს ბალჩე "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტში.

მისივე ცნობით, კაცი სახლში მომდევნო დღეს დილის რვა საათზე დაბრუნდა და დახმარების გარეშე მოძრაობა უჭირდა, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი იყო. მან ბალჩეს უთხრა, რომ ვარჯიშის დროს რამდენჯერმე წაიქცა. "მთელი დღის განმავლობაში სიარული არ შეეძლო, მოგვიანებით კი, საღამოს 10:00 საათზე, მისი გული გაჩერდა" - წერს ბალჩე.

ქალაქის პოლიციის უფროსი კოლონელ მარლო ნილო სოლერო აცხადებს, რომ შეზღუდვების წესების დარღვევისთვის ისეთი სასჯელი, როგორიც ვარჯიშია, არ არსებობს და ამის ნაცვლად დამრღვევ პირებს პანდემიასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, ლექციებს უტარებენ. ქალაქის მერმა ანტონიო ფერერმა კი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.

ფილიპენებში გასულ კვირას შეზღუდვების კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. იქ კორონავირუსის 795 000 შემთხვევაა აღწერილი და ვირუსით გარდაცვლილია 13 425 ადამიანი.

"მინდა ყოველდღიურად 10 თქვენგანი დავხოცო, სამყაროში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს" - ვინ არის თავდამსხმელი, რომელაც ყაზანის სკოლაში მასობრივი მკვლელობა მოაწყო

კორონავირუსის პრევენცია ძროხის ფეკალიებით - ინდოეთში ვირუსს უჩვეულო მეთოდით ებრძვიან: რას აცხადებენ ექიმები

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თხები, რომლებსაც კრიპტოვალუტის სახელები ჰქვიათ - მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას მაქსი და ბიტკოინი გააცნო