პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალფეხადგმულივით ყველაფრის ხელახლა სწავლა მიწევს, ურთიერთობის, ძილის, ცხოვრების..." - ეკატერინე ტოგონიძე მეუღლის უკანასკნელ წუთებსა და მის გარეშე ცხოვრების ტკივილზე
"ახალფეხადგმულივით ყველაფრის ხელახლა სწავლა მიწევს, ურთიერთობის, ძილის, ცხოვრების..." - ეკატერინე ტოგონიძე მეუღლის უკანასკნელ წუთებსა და მის გარეშე ცხოვრების ტკივილზე

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წელი გა­ვი­და. ის 6 აპ­რილს, 42 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას­თან, გლი­ობ­ლას­ტო­მას­თან ხან­გრძლი­ვი ბრძო­ლის შემ­დეგ.

ყო­ფილ პო­ლი­ტი­კოსს მე­უღ­ლე და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა. რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი და მწე­რა­ლი ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე 15 წელი იყ­ვნენ ქორ­წი­ნე­ბა­ში. მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს ეკა­ტა­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე:

"ღა­მით თით­ქოს თა­ვი­დან კვდე­ბო­და რატი. მას­თან ერ­თად მეც. შეს­რულ­და ციკ­ლი. შე­იკ­რა წელი. დად­გა წლის­თა­ვი. ადრე ვფიქ­რობ­დი, რომ, რაც შვი­ლი მე­ყო­ლა, ასა­კიც ორად გა­ი­ყო და 40-თან ერ­თად, თი­ნე­ი­ჯე­რიც გა­მოვ­დი­ვარ, მაგ­რამ შარ­შან შავი ხვრე­ლი­ვით გაჩ­ნდა მე­სა­მე, და­უნ­დო­ბე­ლი ათ­ვლის წერ­ტი­ლი და 6 აპ­რილს 1 წე­ლიც შე­მის­რულ­და. ჰოდა კი მი­წევს ახალ­ფე­ხად­გმუ­ლი­ვით ყვე­ლაფ­რის ხე­ლახ­ლა სწავ­ლა, ურ­თი­ერ­თო­ბის, ძი­ლის, ცხოვ­რე­ბის. ეს წელი ერ­თზე ბევ­რად მეტი აღ­მოჩ­ნდა. დრო ისე გა­ჯი­უტ­და და გამ­რავ­ლდა, სა­უ­კუ­ნედ გა­და­ი­ჭი­მა, მაგ­რამ გა­მა­ყუ­ჩებ­ლად მა­ინც არ გა­მოდ­გა. ბედ­ნი­ე­რე­ბამ 2018 წლი­დან ისე­თი კონ­კრე­ტუ­ლი და ნივ­თი­ე­რი სახე მი­ი­ღო, ამ ხა­ტის და­ვი­წყე­ბა-გა­უქ­მე­ბა-შეც­ვლა დღემ­დე ვერ შევ­ძე­ლი. არც ვიცი, რით ან რო­გორ უნდა ჩა­ვა­ნაც­ვლო.

არას­დროს არა­ფე­რი გამ­ხა­რე­ბია ისე, რო­გორც A2 ფორ­მა­ტის ქა­ღალ­დი, ზედ და­ტა­ნი­ლი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი შავ-თეთ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით - რა­ტის მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის კარ­გი სუ­რა­თით. აი, ეს იყო ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბა, ამ ფურ­ცელ­ზე ეხა­ტა ის - აბ­სო­ლუ­ტუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის გრა­ფი­კა. უკვე ყვე­ლა რა­კურ­სით ზე­პი­რად ვი­ცო­დი ტვი­ნის შავ­ზე თეთ­რით მო­ხა­ზუ­ლი ნა­ხე­ვარსფე­რო­ე­ბი, უბ­ნე­ბი, ხვე­უ­ლე­ბი, მთე­ლი სის­ტე­მა, რო­მელ­შიც ჩატ­ვირ­თუ­ლი იყო ცოდ­ნა და სიყ­ვა­რუ­ლი, და­არ­ქი­ვე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა­ზე კარ­გი ადა­მი­ა­ნის იდენ­ტო­ბა. დიდ ხანს დავ­ყუ­რებ­დი ხოლ­მე ამო­ნა­თე­ბუ­ლი კონ­ტუ­რე­ბით, ნა­ო­ჭე­ბით, მრგვა­ლი მო­ხა­ზუ­ლო­ბე­ბით გაკ­ვა­ლულ ლა­ბი­რინთს და ვი­ცო­დი, რომ თი­თო­ე­ულ კუნ­ჭულ­ში ვი­ყა­ვით თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი. ეს იყო დიდი ინ­ტე­ლექ­ტი­სა და ჯან­სა­ღი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სა­ბა­დო, ემ­პა­თი­ი­სა და სი­კე­თის რუკა. მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბის კონ­სპექ­ტი და მო­სახ­დე­ნი მოვ­ლე­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო პროგ­რა­მა. უნი­კა­ლუ­რი არ­ქი­ვი, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ზე დიდი ად­გი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის უნარს ეკა­ვა.

22 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა, კარ­გი სუ­რა­თი, რე­მი­სია, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის ეპი­ზო­დი. ცხოვ­რე­ბა MRT-დან MRT-მდე, გა­მოკ­ვლე­ვი­დან გა­მოკ­ვლე­ვამ­დე ისეთ აკუ­მუ­ლი­რე­ბულ, კონ­ცენ­ტრი­რე­ბულ, სრულ სი­ხა­რულს იტევ­და, მთელ დარ­ჩე­ნილ წლებს რომ უნდა ჰყოფ­ნო­და... და ადა­მი­ანს რომ აქ­ლე­მი­ვით შე­ეძ­ლოს უდაბ­ნო­ში კუ­ზით დაგ­რო­ვი­ლი მა­რა­გით ხე­ტი­ა­ლი, მეც მო­ვი­კი­დებ­დი წარ­სუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბით სავ­სე გუ­დას და ამ საგ­ზლით ვივ­ლი­დი გა­უ­და­ბუ­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბის ველ­ზე.ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მწყინ­და, რომ სრულ­ყო­ფი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა მხო­ლოდ ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი ფო­ნით, ექ­სტრე­მა­ლუ­რი კონ­ტრას­ტე­ბით, და­ნის პირ­ზე სი­ა­რუ­ლით შე­იგ­რძნო­ბა და მინ­დო­და ყვე­ლას­თვის მეთ­ქვა, მეყ­ვი­რა, ნუ და­ე­ლო­დე­ბით მზი­ან დღე­ებ­ში სიკ­ვდი­ლის მკა­ფიო ჩრდილს, ის ისე­დაც სულ აქ არის, უი­მი­სო­დაც და­ი­ნა­ხეთ, რა ტკბი­ლია სული, რა კაშ­კა­შაა მისი სი­ნათ­ლე.

MRT-ს ბოლო სუ­რა­თის და­სა­ვი­წყებ­ლად რას არ მივ­ცემ­დი. აუ­ტა­ნე­ლია მო­ნო­ლო­გად ქცე­უ­ლი დი­ა­ლო­გი. პა­სუ­ხე­ბი იყო, რო­გორ არა, მაგ­რამ სულ ჩემ­ში და სა­კუ­თარ თავ­ში ასე­თი ჩაბ­რუ­ნე­ბაა სწო­რედ მარ­ტო­ო­ბა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი ვერ უძ­ლებს, სა­დღაც გა­ურ­ბის... მარ­ტო­ო­ბამ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოჭ­რი­ლი ვე­რა­გი ვირუ­სი­ვით წა­არ­თვა ყვე­ლა­ფერს გემო და სუნი, ფერი, ძალა და სული. ვიცი, სი­ხა­რუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა ჩემი ვა­ლია. მგო­ნია, რომ დრო და­მეხ­მა­რე­ბა, ყვე­ლა ასე მე­უბ­ნე­ბა, მაგ­რამ დღე­ე­ბი ჯერ ისევ ჩემს სა­წი­ნა­აღ­დე­გოდ, უკუღ­მა მი­ღო­ღავს, უმო­წყა­ლოდ მი­იზ­ლაზ­ნე­ბა წარ­სუ­ლის­კენ და მაბ­რუ­ნებს იქ, სა­ი­და­ნაც ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო:

ერთ დღეს რა­ტის და­ა­ვი­წყდა სი­ტყვე­ბი. რა­ტის ბრწყინ­ვა­ლე გო­ნე­ბის მარ­ცხე­ნა მხა­რეს, ტვი­ნის იმ ნა­წილ­ში, სა­დაც მისი წამ­ყვა­ნი თვი­სე­ბე­ბი - მე­ტყვე­ლე­ბი­სა და ანა­ლი­ზის უნა­რი ინა­ხე­ბო­და - უცხო უჯრე­დი ჩა­ბუდ­და, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მა­ნამ იქ­ნე­ბა ასე­თი ამო­უც­ნო­ბი და ფა­ტა­ლუ­რი, სა­ნამ უკეთ შე­ვის­წავ­ლით, გა­ვუ­ში­ნა­ურ­დე­ბით და შე­ჩე­რე­ბა­საც შევ­ძლებთ. იქ­ნებ ეს ძა­ლი­ან მალე მოხ­დეს, ხვალ ან ზეგ. იქ­ნებ უკვე და­ბა­დე­ბუ­ლია მეც­ნი­ე­რი, რო­მე­ლიც ნო­ბე­ლის პრე­მი­ას მხო­ლოდ თე­ო­რი­ებ­ში კი არა, პრაქ­ტი­კუ­ლად შეც­ვლილ რე­ა­ლო­ბა­ში მი­ი­ღებს. ღმერ­თმა ქნას! მაგ­რამ მა­შინ არ იყო საშ­ვე­ლი და დი­აგ­ნო­ზი სა­ხე­ლად “გლი­ობ­ლას­ტო­მა“ სიკ­ვდი­ლის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ქრო­ნი­კა აღ­მოჩ­ნდა. ჩვენ კი, რო­გორც ადა­მი­ანს სჩ­ვე­ვია, რო­გორც მისი თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი ჰკარ­ნა­ხობს, არ და­ვი­ჯე­რეთ, რომ უძ­ლე­ველ რა­ტის რამე - თუნ­დაც ეს ფურ­ცელ­ზე ბე­ჭედ­დარ­ტყმუ­ლი, დო­კუ­მენ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სიკ­დი­ლი - მო­ე­რე­ო­და. არ და­ვი­ჯრეთ, რად­გან რატი ას­ხი­ვებ­და სი­ცო­ცხლის ულევ რე­სურსს. არ და­ვი­ჯე­რეთ, რად­გან ამის და­ჯე­რე­ბა ბრძო­ლა­ში და­ნე­ბე­ბას, ღა­ლატს ჰგავს... რად­გან სიკ­ვდი­ლი ჯერ არ იყო დამ­დგა­რი და სა­ნამ ცო­ცხლე­ბი ვართ, ხომ ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია?!

და­ჯე­რე­ბა რთუ­ლი საქ­მეა. მა­ში­ნაც კი, როცა და­ი­ცა­ლა ოთა­ხი, წა­ვიდ­ნენ ღა­მის ექთა­ნი, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ხელ­ში უკვე გარ­დაც­ვა­ლე­ბის მოწ­მო­ბაც მე­ჭი­რა, ვუ­ყუ­რებ­დი რა­ტის, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ლა­მაზ კაცს, ჯერ კი­დევ თბილ­სა და ცო­ცხა­ლი­ვით სა­ი­მე­დოს, და ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დის შე­ირ­ხე­ო­და, გა­აგ­რძე­ლებ­და სუნ­თქვას, გუ­ლის­ცე­მას, სრბო­ლას, მომ­ცემ­და ნი­შანს და მა­ნიშ­ნებ­და სიყ­ვა­რულს. ვუ­ყუ­რებ­დი და ვფიქ­რობ­დი: რო­გორ? რო­გორ აშო­რებს ან აკავ­ში­რებს სიკ­ვდილ­სა და სი­ცო­ცხლეს ერთი მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი წამი? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა წე­ღან ცო­ცხა­ლი ახლა მიც­ვა­ლე­ბუ­ლი იყოს? რა არის ეს უმოკ­ლე­სი ხიდი, ჰა­ერ­ში გა­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­და­სას­ვლე­ლი? რა არის ეს წამი, წამ­ზე ნაკ­ლე­ბი, მიკ­რო­წა­მი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ამო­სუნ­თქვი­დან ჩა­სუნ­თქვამ­დე, გუ­ლის ერთი დარ­ტყმი­დან მე­ო­რემ­დე ისე­დაც ყოვ­ნდე­ბა. და ამით არა­ფე­რი შავ­დე­ბა. ჩემი გუ­ლიც ხომ ის­ვე­ნებს პულ­სა­ცი­ებს შო­რის, ფილ­ტვე­ბიც ხომ დუმ­დე­ბა დრო­ის უმ­ცი­რე­სი მო­ნაკ­ვე­თით და ხომ არ ნიშ­ნავს ეს და­სას­რულს? ხომ ისევ დაჰ­კრავს ორ­გა­ნიზ­მი სი­ცო­ცხლის გონგს, იფეთ­ქებს, ისუნ­თქებს, რიტ­მუ­ლად აჰ­ყვე­ბა სა­ა­თის სვლას და გა­ნაგ­რძობს დროს­თან ერ­თად არ­სე­ბო­ბას. ხომ ისევ იქ­ნე­ბა რატი?! ვუ­ყუ­რებ­დი და ვე­ლო­დე­ბო­დი. აბა ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო პა­უ­ზა უნდა ქვე­უ­ლი­ყო მა­რა­დი­სო­ბად? ეს შე­ჩე­რე­ბუ­ლი მიკ­რო­წა­მი უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე? ეს არის სიკ­ვდი­ლი? ვფიქ­რობ­დი და სუნ­თქვა მქონ­და შე­ჩე­რე­ბუ­ლი, რა­ტის­თან ერ­თად ვი­ყა­ვი გა­შე­შე­ბუ­ლი, იმე­დი­თა და მო­ლო­დი­ნით გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი. ვიხ­სე­ნებ­დი ისეთ ლოც­ვებს, ფსალ­მუ­ნებს, გო­ნე­ბა­ში ვე­ძებ­დი ისეთ მა­გი­ურ სი­ტყვებს, შე­ლოც­ვებს, პა­რაკ­ლი­სებს, წირ­ვას, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას, არა პა­ნაშ­ვიდს, არა­მედ სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის ჰიმნს, გა­დარ­ჩე­ნის, აღ­დგე­ნის მა­ნი­ფესტს, სი­ცო­ცხლის სა­დი­დე­ბელ გა­ლო­ბას, არა სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ე­ბელ, არა­მედ სუ­ლის მო­საბ­რუ­ნე­ბელ ან­ტი­ფონს, სამ­ყა­როს შემ­ძვრელ მი­მარ­თვას, ცის გამ­კვეთ ძა­ხილს, ყვე­ლა სა­ზღვის გა­დამ­კვეთ გზავ­ნილს, რო­მე­ლიც ღმერ­თს ადა­მი­ა­ნის ცხო­ნე­ბას კი არა, გა­ცო­ცხლე­ბას სთხოვს!.. ვერ გა­ვიხ­სე­ნე.

ახლა კი ეს ლექ­სი ამეკ­ვი­ა­ტა: „წა­ვარ­თმევ შენს თავს ყვე­ლა ზე­ცას და ყვე­ლა მი­წას“... „შენს თავს წა­ვარ­თმევ ყვე­ლა დრო­სა და ყვე­ლა ღა­მეს“...

6 აპ­რი­ლამ­დე ყო­ველ­დღე მე­ში­ნო­და და­ძი­ნე­ბის. ვი­ცო­დი, რომ სა­ნამ მისი ხელი მე­ჭი­რა, მე­ჭი­რა რატი და ძილი რომ თავს წა­მარ­თმევ­და, სამ­ყა­რო წა­მარ­თმევ­და მის თავ­საც. ვერ გავ­ცდი ადა­მი­ა­ნურ სა­ზღვრებს, ვერ და­ვი­ცა­ვი ბე­დის­წე­რი­სა თუ მა­რა­დი­სო­ბის­გან. რატი ვერ გა­ვი­ყა­ვით ღმერ­თმა და მე: „...შენს თავს წა­ვარ­თმევ ყვე­ლა სხვას და მა­საც - ერ­თა­დერ­თს, ჩემი იქ­ნე­ბი უკა­ნას­კნელ სის­ხლის წვე­თამ­დე. შე­ვერ­კი­ნე­ბი იმა­საც კი, მის­მი­ნოს - ამინ. ვის­თვი­საც იდგა ია­კო­ბი შავ­ბნე­ლი ღა­მით... მაგ­რამ აქამ­დე, ვიდ­რე ხე­ლებს და­გიკ­რეფ გულ­ზე, მა­ინც არ­სე­ბობ და ცის ლაჟ­ვარდს წა­დი­ლით უმ­ზერ, შენ მა­ინც შენ ხარ და იქ­ნე­ბი, რად­გან სამ­ყა­რო შენი აკ­ვა­ნიც ყო­ფი­ლა და შენი სა­მა­რეც.

“უჰა­ე­რო­ბა­ში და­მან­გრე­ველ ბიძ­გე­ბად ვიგ­რძე­ნი მის გა­რე­შე გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი, სა­კუ­თა­რი კენ­ტი გუ­ლის­ცე­მა. გას­კდო­მის პი­რას მი­სუ­ლი გული ცემ­და თავ­ში, ხელ-ფეხ­ში, თი­თის ბა­ლი­შებ­ში, ეხეთ­ქე­ბო­და ყუ­რის ბა­რაბ­ნებს, სა­ფეთ­ქლებს, ამ­ტვრევ­და გუ­ლის ფი­ცარს, მა­ზან­ზა­რებ­და, მა­ჯან­ჯღა­რებ­და და მახ­სე­ნებ­და, რომ ცო­ცხა­ლი ვარ და იყო ცო­ცხა­ლი, ნიშ­ნავს გქონ­დეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

ახალ მო­ვა­ლე­ო­ბა­თა­გან პირ­ვე­ლი იყო ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი: ჩვე­ნი შვი­ლის ოთახ­ში შეს­ვლა და ისე­თი სი­ტყვე­ბის პოვ­ნა, და­უ­ტე­ველს რომ და­ი­ტევს, და­უშ­ვე­ბელს და­უშ­ვებს და ამოთ­ქვამს ენით გა­მო­უთ­ქმელს. სი­ტყვებს, რო­მელ­თა მე­რეც ცხოვ­რე­ბა აღა­რას­დროს იქ­ნე­ბა უწინ­დე­ბუ­რი, რად­გან რატი გარ­და­იც­ვა­ლა.

ბავ­შვის ხმა ახ­ლაც ყუ­რებ­ში მიდ­გას. რაღა გა­და­ფა­რავს იმ ხმას, სა­დღაც ძა­ლი­ან მაღ­ლა ას­რო­ლილ სა­სო­წარ­კვე­თას, ამაო ძა­ხილს, ამო­ძა­ხილს, მგლის ლეკ­ვი­ვით რომ შეყ­მუვ­ლა ზე­ცას. მო­მი­წევს ამ ხმას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა. ბევ­რი რამ მო­მი­წევს. პირ­ველ რიგ­ში კი, ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა იმის­თვის, რომ ჩემი შვი­ლის ორი სა­ხი­დან, რო­მე­ლიც იმ წუ­თებ­ში ვნა­ხე, აღარც ერ­თის მომსწრე აღარ გავ­ხდე. არც იმი­სი, რო­მელ­მაც ეს ხმა ამო­უშ­ვა და აღარც იმი­სი, რო­მელ­მაც ტი­რი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად სწრა­ფად შე­წყვი­ტა, წამ­ში გა­ი­ზარ­და, ჩემს თვალ­წინ მო­ე­მა­ტა წლე­ბი, თვა­ლებ­ში ჩა­უდ­გა სიბ­რძნე და ჩემი დამ­შვი­დე­ბა სცა­და, ათა­სი სა­ნუ­გე­შო სი­ტყვა მო­ი­ფიქ­რა.

არა... ასე არ უნდა ხდე­ბო­დეს. ბავ­შვის მხრე­ბი ხომ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა ამ ვე­ე­ბერ­თე­ლა ტვირ­თვის­თვის. ამი­ტომ ახ­ლაც და მე­რეც ძა­ლი­ან ვეც­დე­ბი შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო გზა, გა­ვიხ­სე­ნო კარ­გი, ვი­ფიქ­რო კარ­გზე, ვი­ლა­პა­რა­კო კარ­გზე.

ავ­სტრი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად რა­ტის სა­ხე­ლი­სა და გვა­რის, მისი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღის და­წე­რა მი­წევ­და. ვწერ­დი და ვწერ­დი ამ მო­ნა­ცე­მებს, ვავ­სებ­დი სა­მე­დი­ცი­ნო ფორ­მებს უკვე მე­ქა­ნი­კუ­რად, უკვე მე­ა­თასედ, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე ვცდი­ლობ­დი ლა­მა­ზად მო­მერგვა­ლე­ბი­ნა ლა­თი­ნუ­რი ასო­ე­ბი. ზოგ­ჯერ ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან თი­თებს გა­ჭირ­ვე­ბით ვი­მორ­ჩი­ლებ­დი, გო­ნე­ბას ძლივს ვიკ­რებ­დი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ უზა­დოდ უნდა გა­მო­მეყ­ვა­ნა ასო-ნიშ­ნე­ბი, თი­თო­ე­უ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო წელ­ში გა­მარ­თუ­ლი, ლა­მა­ზი, მტკი­ცე. ისი­ნი ხომ რა­ტის გა­მო­ხა­ტავ­დნენ ფურ­ცელ­ზე და მე კა­ლიგ­რა­ფი­ვით ვხა­ტავ­დი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას სა­ხელ­სა და გვარს.ზოგ­ჯერ მიმ­ღებ­ში სხვის­თვის უნდა მე­კარ­ნა­ხა ეს მო­ნა­ცე­მე­ბი და მთხოვ­დნენ ასო-ასო გა­მე­მე­ო­რე­ბი­ნა მათ­თვის უც­ნა­უ­რი და ჩემ­თვის უტ­კბე­სი ორი სი­ტყვა: Rati Samkurashvili. მეც ვი­მე­ო­რებ­დი ნელა, გა­მოთ­ქმით, და­მარ­ცვლით. არ ვი­ცო­დი იქ მი­ღე­ბუ­ლი წესი, რა­დი­ო­ან­ბა­ნის მე­თო­დი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც „რატი“ უნდა მე­კარ­ნა­ხა თი­თო­ე­ულ ასო­ზე და­წყე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი სი­ტყვით, რო­გორც ამას აკე­თე­ბენ ავი­ა­ცი­ა­ში, თავ­დაც­ვა­ში, ომში... ჩვენც ხომ ომში ვი­ყა­ვით და... რატი: რ - რე­ლი­გია, ა - ან­ბა­ნი ტ - ტვირ­თი ი - ია­რა­ღი ან კი­დევ რ-ევან­ში ა-რსე­ნა­ლი ტ-ალღა ი-ერი­ში... რ-ად ა-გე­სა­ხა ტ-ან­ჯვის ი-ერი? რ-ოგორ ა-დუ­მებს ტ-კი­ვი­ლი ი-მედს? რ-ოდის ა-ჯო­ბებ ტ-კი­ვი­ლებს ი-სევ?

მიმ­ღებ­ში ინ­გლი­სუ­რად და­ვა­სა­ხე­ლე სი­ტყვე­ბი და ისე გა­მო­ვი­და, რომ რა­ტის სა­ხე­ლი და გვა­რი მის და­ხა­სი­ა­თე­ბად ვაქ­ციე, ოღონდ ჩემ­და­უ­ნე­ბუ­რად, გა­უ­აზ­რებ­ლად: R-espectful A-mazing T-olerant I-nteresting... ეპი­თე­ტე­ბი თა­ვი­სით ენაც­ვლე­ბო­და ერ­თმა­ნეთს. წარ­მო­მიდ­გე­ნია, რას ფიქ­რობ­და ჩემ­ზე თეთრხა­ლა­თი­ა­ნი გოგო. ჯერ ჩა­წე­რას ცდი­ლობ­და, მერე და­ნებ­და, ღი­მი­ლით მო­მა­ჩერ­და, მგო­ნი, შე­ვე­ცო­დე, მა­ცა­ლა რა­ტი­ზე ლა­პა­რა­კი, სიყ­ვა­რუ­ლის აქ­როს­ტი­კით ახ­სნა. ბო­ლოს კი ფურ­ცე­ლი გა­მო­მი­წო­და და მთხო­ვა, თქვენ თვი­თონ და­წე­რე­თო. როცა ტე­ლე­ფო­ნით მო­მი­წია იმა­ვეს გა­კე­თე­ბა, ადა­მი­ანს ყურ­მილს მიღ­მა არ ჰქონ­და ფურ­ცლის გად­მო­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბა. „R რო­გორც river, ან რო­გორც - rock“... მა­საც მონ­დო­მე­ბით ვუყ­ვე­ბო­დი სტი­ქი­ა­სა­ვით ძლი­ერ, კლდე­სა­ვით კაც­ზე... მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვარ­კვიე სა­ხე­ლი­სა და გვა­რის კარ­ნა­ხის ზუს­ტი წე­სე­ბი და გა­ვი­გე, რომ რატი ით­ქმის ასე: Richard, Anton, Theodor, Ida. სტან­დარ­ტუ­ლად, მარ­ტი­ვად. მე კი მას­ზე ლა­პა­რა­კი მშრა­ლად არას­დროს შე­მეძ­ლო და ვერც ვე­რას­დროს შევ­ძლებ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა არ მე­ყო­ფა იმის მო­სა­ყო­ლად, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი და­კარ­გა ყვე­ლამ, მა­თაც კი, ვინც რა­ტის არ იც­ნობ­და. და­კარ­გა მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნამ და იქ­ნებ არ და­უ­კარ­გავს სამ­ყა­როს, რად­გან ვერც ერთი გული და ტო­მოგ­რა­ფი­ის სუ­რათ­ზე ასა­ხუ­ლი ტვი­ნი ვერ იტევს ამ­დენ სიყ­ვა­რულს, ის ჩვენ­ზე დი­დია, ჩვენს მიღ­მა არ­სე­ბობს, უზღვავ ენერ­გი­ად ტრი­ა­ლებს და იქ­ნებ ფი­ზი­კუ­რი სხე­უ­ლი მისი მარ­თლაც დრო­ე­ბი­თი ნავ­სა­ყუ­დე­ლია.

თუკი აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­გო­რი ნა­ბი­ჯით ადის ადა­მი­ა­ნი ეშა­ფოტ­ზე, თუ ჩვენ მის უკა­ნაკ­სნელ გზას გან­სა­კუთ­რე­ბულ დატ­ვირ­თვას ვა­ნი­ჭებთ, ვაკ­ვირ­დე­ბით, ვი­მახ­სოვ­რებთ, ვყვე­ბით, აღვწერთ წიგ­ნებ­სა და ფილ­მებ­ში, მა­შინ იცო­დეთ, რომ მე ჩემი თვა­ლით ვნა­ხე უსა­მარ­თლოდ სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლის ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი სვლა. „უსა­მარ­თლოდ“ იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლია სამ­ყა­რო­სე­უ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის ლო­გი­კა, სა­მარ­თა­ლი და ბა­ლან­სი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რა­ტის 100-ის ნაც­ვლად 42 წელი მი­ე­ცა. ამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის შეც­ნო­ბა­ში ალ­ბათ ყო­ველ­თვის ხელს შე­მიშ­ლის და გა­და­მე­ღო­ბე­ბა ტკი­ვი­ლი. არ იარ­სე­ბებს ნუ­გე­ში, თე­ო­რია, ფი­ლო­სო­ფია, რე­ლი­გია, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე და­მამ­შვი­დებს და და­მარ­წმუ­ნებს, რომ ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ასეა სა­ჭი­რო, ასე ჯობს. ჯობს, ვე­ღარ ვხე­დავ­დე მის თვა­ლებს, მის გა­მო­ხედ­ვას, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნია, ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად მე­ნატ­რე­ბა. მაგ­რამ მე მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, მე­ყუ­რე­ბი­ნა, რო­გორ ცხოვ­რობ­და და შემ­დეგ რო­გორ მი­ა­ბი­ჯებ­და ბოლო გზა­ზე ყვე­ლა­ზე დიდი ადა­მი­ა­ნი - მშვი­დად, მტკი­ცედ, თა­ვი­სე­ბუ­რი ჩუმი სი­ა­მა­ყით და ისევ სხვებ­ზე ზრუნ­ვით, რო­გორ გაქ­რა მისი თვა­ლე­ბი­დან ყვე­ლა ეჭვი, ყოყ­მა­ნი, მცი­რე­დი წყე­ნა თუ დაბ­ნე­უ­ლო­ბა, რო­გორ და­იწ­მინ­და მზე­რა ში­შის­გან, ჩა­მო­ი­ცი­ლა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტე, სი­ნათ­ლის სვე­ტი­ვით დად­გა ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლის პირსპირ და შე­ე­გე­ბა 2020 წლის 6 აპ­რილს.

რა­ტის 18 წლი­დან ვიც­ნობ და პი­რა­დად გავ­ხდი მოწ­მე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა გა­მო­წუ­როს შეც­დო­მე­ბის­გან ცოდ­ნა, გან­საც­დე­ლის­გან სიბ­რძნე, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­გან სუფ­თა წყლის სიყ­ვა­რუ­ლი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სი­კე­თის დე­ტექ­რო­რი­ვით ყვე­ლა ადა­მი­ან­ში ეძებ­დეს და პო­უ­ლობ­დეს სი­ნათ­ლეს, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა იდ­გეს, იყოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, სხვის და­სახ­მა­რებ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი, სხვი­სი სი­ხა­რუ­ლის თა­ვი­სი­ვით გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი. აი­ღოს სა­კუ­თარ თავ­ზე და­უ­ჯე­რებ­ლად ბევ­რი და ზი­დოს ბუმ­ბუ­ლი­ვით მსუ­ბუ­ქად, ოპ­ტი­მიზ­მით და სი­ა­მოვ­ნე­ბით. ერთი გა­მო­ნათ­ქვა­მია, რო­მე­ლიც, წე­სით, მი­ქე­ლან­ჯე­ლოს ეკუთ­ვნის და ძა­ლი­ან ზუს­ტი მგო­ნია: „სკულპ­ტუ­რას კი არ ვქმნი, არა­მედ ქვას ზედ­მეტ ნა­წი­ლებს ვა­ცი­ლე­ბო". ზუს­ტად ასე ჩა­მო­ი­შო­რა რა­ტიმ ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მე­ტი, ჩა­მო­იფ­რქცვნა უსარ­გებ­ლო ფენა, ჩა­მო­ი­ფერთხა მტვე­რი, გა­მო­თა­ლა უმ­ტკი­ცე­სი ხა­სი­ა­თი, ნე­ბის­ყო­ფა, მად­ლი­ე­რე­ბა და მუდ­მი­ვი გა­ცე­მის უნა­რი ისე, რომ სა­ნაც­ვლოდ არა­ფერს და­ლო­დე­ბია, გა­მო­ჭე­და სა­კუ­თა­რი და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი თავი, ბავ­შვი­ვით გა­სუფ­თავ­და, სი­ნათ­ლე­სა­ვით გას­პე­ტაკ­და, გა­მო­ა­ნა­თა, თა­ვად გა­და­იქ­ცა სიყ­ვა­რუ­ლად და მთე­ლი თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბით ამ შუ­ქის ძეგლი და­უდ­გა ადა­მი­ა­ნო­ბას.

დღეს უკვე წელი შეს­რულ­და, რაც და­ძი­ნე­ბის აღარ მე­ში­ნია, პი­რი­ქით, და­ღა­მე­ბას ვე­ლო­დე­ბი, რად­გან ერთი ღა­მეც არ ყო­ფი­ლა უსიზ­მროდ და ერთი სიზ­მა­რიც არ ყო­ფი­ლა რა­ტის გა­რე­შე".

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gigi
7

ძალიან ვწუხვართ ძალიან ჩემო კარგო.

ცხოვრება არ მთავრდება და აუცილებლად უნდა შეძლო გაგრძელება.

მასაც ეს ენდომებოდა ეს უნდა გაიაზრო

კკ
5

მართლაც საოცარი სიყვარულია, მაგრამ დიდი ტრაგედია უმეტესად გაქვავებს და აზროვნების უნარს გაკარგვინებს

ავტორი:

"ახალფეხადგმულივით ყველაფრის ხელახლა სწავლა მიწევს, ურთიერთობის, ძილის, ცხოვრების..." - ეკატერინე ტოგონიძე მეუღლის უკანასკნელ წუთებსა და მის გარეშე ცხოვრების ტკივილზე

"ახალფეხადგმულივით ყველაფრის ხელახლა სწავლა მიწევს, ურთიერთობის, ძილის, ცხოვრების..." - ეკატერინე ტოგონიძე მეუღლის უკანასკნელ წუთებსა და მის გარეშე ცხოვრების ტკივილზე

ყოფილი დეპუტატის, რატი სამყურაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ის 6 აპრილს, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა მძიმე დაავადებასთან, გლიობლასტომასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ.

ყოფილ პოლიტიკოსს მეუღლე და ერთი ქალიშვილი დარჩა. რატი სამყურაშვილი და მწერალი ეკატერინე ტოგონიძე 15 წელი იყვნენ ქორწინებაში. მეუღლის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით, ემოციურ პოსტს აქვეყნებს ეკატარინე ტოგონიძე:

"ღამით თითქოს თავიდან კვდებოდა რატი. მასთან ერთად მეც. შესრულდა ციკლი. შეიკრა წელი. დადგა წლისთავი. ადრე ვფიქრობდი, რომ, რაც შვილი მეყოლა, ასაკიც ორად გაიყო და 40-თან ერთად, თინეიჯერიც გამოვდივარ, მაგრამ შარშან შავი ხვრელივით გაჩნდა მესამე, დაუნდობელი ათვლის წერტილი და 6 აპრილს 1 წელიც შემისრულდა. ჰოდა კი მიწევს ახალფეხადგმულივით ყველაფრის ხელახლა სწავლა, ურთიერთობის, ძილის, ცხოვრების. ეს წელი ერთზე ბევრად მეტი აღმოჩნდა. დრო ისე გაჯიუტდა და გამრავლდა, საუკუნედ გადაიჭიმა, მაგრამ გამაყუჩებლად მაინც არ გამოდგა. ბედნიერებამ 2018 წლიდან ისეთი კონკრეტული და ნივთიერი სახე მიიღო, ამ ხატის დავიწყება-გაუქმება-შეცვლა დღემდე ვერ შევძელი. არც ვიცი, რით ან როგორ უნდა ჩავანაცვლო.

არასდროს არაფერი გამხარებია ისე, როგორც A2 ფორმატის ქაღალდი, ზედ დატანილი ყველაზე ძვირფასი შავ-თეთრი გამოსახულებით - რატის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კარგი სურათით. აი, ეს იყო ჩემი ბედნიერება, ამ ფურცელზე ეხატა ის - აბსოლუტური ბედნიერების გრაფიკა. უკვე ყველა რაკურსით ზეპირად ვიცოდი ტვინის შავზე თეთრით მოხაზული ნახევარსფეროები, უბნები, ხვეულები, მთელი სისტემა, რომელშიც ჩატვირთული იყო ცოდნა და სიყვარული, დაარქივებული იყო ყველაზე კარგი ადამიანის იდენტობა. დიდ ხანს დავყურებდი ხოლმე ამონათებული კონტურებით, ნაოჭებით, მრგვალი მოხაზულობებით გაკვალულ ლაბირინთს და ვიცოდი, რომ თითოეულ კუნჭულში ვიყავით თითოეული ჩვენგანი. ეს იყო დიდი ინტელექტისა და ჯანსაღი ფასეულობების საბადო, ემპათიისა და სიკეთის რუკა. მომხდარი ამბების კონსპექტი და მოსახდენი მოვლენების საუკეთესო პროგრამა. უნიკალური არქივი, რომელშიც ყველაზე დიდი ადგილი სიყვარულის უნარს ეკავა.

22 თვის განმავლობაში რამდენჯერმე იყო ასეთი შემთხვევა, კარგი სურათი, რემისია, გამოჯანმრთელების ეპიზოდი. ცხოვრება MRT-დან MRT-მდე, გამოკვლევიდან გამოკვლევამდე ისეთ აკუმულირებულ, კონცენტრირებულ, სრულ სიხარულს იტევდა, მთელ დარჩენილ წლებს რომ უნდა ჰყოფნოდა... და ადამიანს რომ აქლემივით შეეძლოს უდაბნოში კუზით დაგროვილი მარაგით ხეტიალი, მეც მოვიკიდებდი წარსული ბედნიერებით სავსე გუდას და ამ საგზლით ვივლიდი გაუდაბურებული დღეების ველზე.ზოგჯერ ძალიან მწყინდა, რომ სრულყოფილი ბედნიერება მხოლოდ ასეთი რადიკალური ფონით, ექსტრემალური კონტრასტებით, დანის პირზე სიარულით შეიგრძნობა და მინდოდა ყველასთვის მეთქვა, მეყვირა, ნუ დაელოდებით მზიან დღეებში სიკვდილის მკაფიო ჩრდილს, ის ისედაც სულ აქ არის, უიმისოდაც დაინახეთ, რა ტკბილია სული, რა კაშკაშაა მისი სინათლე.

MRT-ს ბოლო სურათის დასავიწყებლად რას არ მივცემდი. აუტანელია მონოლოგად ქცეული დიალოგი. პასუხები იყო, როგორ არა, მაგრამ სულ ჩემში და საკუთარ თავში ასეთი ჩაბრუნებაა სწორედ მარტოობა, რომელსაც ადამიანი ვერ უძლებს, სადღაც გაურბის... მარტოობამ ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილი ვერაგი ვირუსივით წაართვა ყველაფერს გემო და სუნი, ფერი, ძალა და სული. ვიცი, სიხარულის დაბრუნება ჩემი ვალია. მგონია, რომ დრო დამეხმარება, ყველა ასე მეუბნება, მაგრამ დღეები ჯერ ისევ ჩემს საწინააღდეგოდ, უკუღმა მიღოღავს, უმოწყალოდ მიიზლაზნება წარსულისკენ და მაბრუნებს იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო:

ერთ დღეს რატის დაავიწყდა სიტყვები. რატის ბრწყინვალე გონების მარცხენა მხარეს, ტვინის იმ ნაწილში, სადაც მისი წამყვანი თვისებები - მეტყველებისა და ანალიზის უნარი ინახებოდა - უცხო უჯრედი ჩაბუდდა, რომელიც მხოლოდ მანამ იქნება ასეთი ამოუცნობი და ფატალური, სანამ უკეთ შევისწავლით, გავუშინაურდებით და შეჩერებასაც შევძლებთ. იქნებ ეს ძალიან მალე მოხდეს, ხვალ ან ზეგ. იქნებ უკვე დაბადებულია მეცნიერი, რომელიც ნობელის პრემიას მხოლოდ თეორიებში კი არა, პრაქტიკულად შეცვლილ რეალობაში მიიღებს. ღმერთმა ქნას! მაგრამ მაშინ არ იყო საშველი და დიაგნოზი სახელად “გლიობლასტომა“ სიკვდილის გამოცხადებული ქრონიკა აღმოჩნდა. ჩვენ კი, როგორც ადამიანს სჩვევია, როგორც მისი თავდაცვის მექანიზმი ჰკარნახობს, არ დავიჯერეთ, რომ უძლეველ რატის რამე - თუნდაც ეს ფურცელზე ბეჭედდარტყმული, დოკუმენტურად დადასტურებული სიკდილი - მოერეოდა. არ დავიჯრეთ, რადგან რატი ასხივებდა სიცოცხლის ულევ რესურსს. არ დავიჯერეთ, რადგან ამის დაჯერება ბრძოლაში დანებებას, ღალატს ჰგავს... რადგან სიკვდილი ჯერ არ იყო დამდგარი და სანამ ცოცხლები ვართ, ხომ ყველაფერი შესაძლებელია?!

დაჯერება რთული საქმეა. მაშინაც კი, როცა დაიცალა ოთახი, წავიდნენ ღამის ექთანი, სასწრაფო დახმარების ჯგუფი, პოლიციის თანამშრომლები და ხელში უკვე გარდაცვალების მოწმობაც მეჭირა, ვუყურებდი რატის, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ კაცს, ჯერ კიდევ თბილსა და ცოცხალივით საიმედოს, და ველოდებოდი, როდის შეირხეოდა, გააგრძელებდა სუნთქვას, გულისცემას, სრბოლას, მომცემდა ნიშანს და მანიშნებდა სიყვარულს. ვუყურებდი და ვფიქრობდი: როგორ? როგორ აშორებს ან აკავშირებს სიკვდილსა და სიცოცხლეს ერთი მოუხელთებელი წამი? როგორ შეიძლება წეღან ცოცხალი ახლა მიცვალებული იყოს? რა არის ეს უმოკლესი ხიდი, ჰაერში გამოკიდებული გადასასვლელი? რა არის ეს წამი, წამზე ნაკლები, მიკროწამი, რომელიც ადამიანის ამოსუნთქვიდან ჩასუნთქვამდე, გულის ერთი დარტყმიდან მეორემდე ისედაც ყოვნდება. და ამით არაფერი შავდება. ჩემი გულიც ხომ ისვენებს პულსაციებს შორის, ფილტვებიც ხომ დუმდება დროის უმცირესი მონაკვეთით და ხომ არ ნიშნავს ეს დასასრულს? ხომ ისევ დაჰკრავს ორგანიზმი სიცოცხლის გონგს, იფეთქებს, ისუნთქებს, რიტმულად აჰყვება საათის სვლას და განაგრძობს დროსთან ერთად არსებობას. ხომ ისევ იქნება რატი?! ვუყურებდი და ველოდებოდი. აბა ეს უმნიშვნელო პაუზა უნდა ქვეულიყო მარადისობად? ეს შეჩერებული მიკროწამი უნდა გაგრძელებულიყო უკუნითი უკუნისამდე? ეს არის სიკვდილი? ვფიქრობდი და სუნთქვა მქონდა შეჩერებული, რატისთან ერთად ვიყავი გაშეშებული, იმედითა და მოლოდინით გაქვავებული. ვიხსენებდი ისეთ ლოცვებს, ფსალმუნებს, გონებაში ვეძებდი ისეთ მაგიურ სიტყვებს, შელოცვებს, პარაკლისებს, წირვას, ღვთისმსახურებას, არა პანაშვიდს, არამედ სიკვდილზე გამარჯვების ჰიმნს, გადარჩენის, აღდგენის მანიფესტს, სიცოცხლის სადიდებელ გალობას, არა სულის მოსახსენიებელ, არამედ სულის მოსაბრუნებელ ანტიფონს, სამყაროს შემძვრელ მიმართვას, ცის გამკვეთ ძახილს, ყველა საზღვის გადამკვეთ გზავნილს, რომელიც ღმერთს ადამიანის ცხონებას კი არა, გაცოცხლებას სთხოვს!.. ვერ გავიხსენე.

ახლა კი ეს ლექსი ამეკვიატა: „წავართმევ შენს თავს ყველა ზეცას და ყველა მიწას“... „შენს თავს წავართმევ ყველა დროსა და ყველა ღამეს“...

6 აპრილამდე ყოველდღე მეშინოდა დაძინების. ვიცოდი, რომ სანამ მისი ხელი მეჭირა, მეჭირა რატი და ძილი რომ თავს წამართმევდა, სამყარო წამართმევდა მის თავსაც. ვერ გავცდი ადამიანურ საზღვრებს, ვერ დავიცავი ბედისწერისა თუ მარადისობისგან. რატი ვერ გავიყავით ღმერთმა და მე: „...შენს თავს წავართმევ ყველა სხვას და მასაც - ერთადერთს, ჩემი იქნები უკანასკნელ სისხლის წვეთამდე. შევერკინები იმასაც კი, მისმინოს - ამინ. ვისთვისაც იდგა იაკობი შავბნელი ღამით... მაგრამ აქამდე, ვიდრე ხელებს დაგიკრეფ გულზე, მაინც არსებობ და ცის ლაჟვარდს წადილით უმზერ, შენ მაინც შენ ხარ და იქნები, რადგან სამყარო შენი აკვანიც ყოფილა და შენი სამარეც.

“უჰაერობაში დამანგრეველ ბიძგებად ვიგრძენი მის გარეშე გაგრძელებული, საკუთარი კენტი გულისცემა. გასკდომის პირას მისული გული ცემდა თავში, ხელ-ფეხში, თითის ბალიშებში, ეხეთქებოდა ყურის ბარაბნებს, საფეთქლებს, ამტვრევდა გულის ფიცარს, მაზანზარებდა, მაჯანჯღარებდა და მახსენებდა, რომ ცოცხალი ვარ და იყო ცოცხალი, ნიშნავს გქონდეს ვალდებულება.

ახალ მოვალეობათაგან პირველი იყო ყველაზე სასტიკი: ჩვენი შვილის ოთახში შესვლა და ისეთი სიტყვების პოვნა, დაუტეველს რომ დაიტევს, დაუშვებელს დაუშვებს და ამოთქვამს ენით გამოუთქმელს. სიტყვებს, რომელთა მერეც ცხოვრება აღარასდროს იქნება უწინდებური, რადგან რატი გარდაიცვალა.

ბავშვის ხმა ახლაც ყურებში მიდგას. რაღა გადაფარავს იმ ხმას, სადღაც ძალიან მაღლა ასროლილ სასოწარკვეთას, ამაო ძახილს, ამოძახილს, მგლის ლეკვივით რომ შეყმუვლა ზეცას. მომიწევს ამ ხმასთან ერთად ცხოვრება. ბევრი რამ მომიწევს. პირველ რიგში კი, ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ჩემი შვილის ორი სახიდან, რომელიც იმ წუთებში ვნახე, აღარც ერთის მომსწრე აღარ გავხდე. არც იმისი, რომელმაც ეს ხმა ამოუშვა და აღარც იმისი, რომელმაც ტირილი მოულოდნელად სწრაფად შეწყვიტა, წამში გაიზარდა, ჩემს თვალწინ მოემატა წლები, თვალებში ჩაუდგა სიბრძნე და ჩემი დამშვიდება სცადა, ათასი სანუგეშო სიტყვა მოიფიქრა.

არა... ასე არ უნდა ხდებოდეს. ბავშვის მხრები ხომ ძალიან პატარაა ამ ვეებერთელა ტვირთვისთვის. ამიტომ ახლაც და მერეც ძალიან ვეცდები შევუმსუბუქო გზა, გავიხსენო კარგი, ვიფიქრო კარგზე, ვილაპარაკო კარგზე.

ავსტრიაში ყველაზე ხშირად რატის სახელისა და გვარის, მისი დაბადების თარიღის დაწერა მიწევდა. ვწერდი და ვწერდი ამ მონაცემებს, ვავსებდი სამედიცინო ფორმებს უკვე მექანიკურად, უკვე მეათასედ, მაგრამ ყოველ ჯერზე ვცდილობდი ლამაზად მომერგვალებინა ლათინური ასოები. ზოგჯერ ნერვიულობისგან თითებს გაჭირვებით ვიმორჩილებდი, გონებას ძლივს ვიკრებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ უზადოდ უნდა გამომეყვანა ასო-ნიშნები, თითოეული უნდა ყოფილიყო წელში გამართული, ლამაზი, მტკიცე. ისინი ხომ რატის გამოხატავდნენ ფურცელზე და მე კალიგრაფივით ვხატავდი ყველაზე ძვირფას სახელსა და გვარს.ზოგჯერ მიმღებში სხვისთვის უნდა მეკარნახა ეს მონაცემები და მთხოვდნენ ასო-ასო გამემეორებინა მათთვის უცნაური და ჩემთვის უტკბესი ორი სიტყვა: Rati Samkurashvili. მეც ვიმეორებდი ნელა, გამოთქმით, დამარცვლით. არ ვიცოდი იქ მიღებული წესი, რადიოანბანის მეთოდი, რომლის მიხედვითაც „რატი“ უნდა მეკარნახა თითოეულ ასოზე დაწყებული კონკრეტული სიტყვით, როგორც ამას აკეთებენ ავიაციაში, თავდაცვაში, ომში... ჩვენც ხომ ომში ვიყავით და... რატი: რ - რელიგია, ა - ანბანი ტ - ტვირთი ი - იარაღი ან კიდევ რ-ევანში ა-რსენალი ტ-ალღა ი-ერიში... რ-ად ა-გესახა ტ-ანჯვის ი-ერი? რ-ოგორ ა-დუმებს ტ-კივილი ი-მედს? რ-ოდის ა-ჯობებ ტ-კივილებს ი-სევ?

მიმღებში ინგლისურად დავასახელე სიტყვები და ისე გამოვიდა, რომ რატის სახელი და გვარი მის დახასიათებად ვაქციე, ოღონდ ჩემდაუნებურად, გაუაზრებლად: R-espectful A-mazing T-olerant I-nteresting... ეპითეტები თავისით ენაცვლებოდა ერთმანეთს. წარმომიდგენია, რას ფიქრობდა ჩემზე თეთრხალათიანი გოგო. ჯერ ჩაწერას ცდილობდა, მერე დანებდა, ღიმილით მომაჩერდა, მგონი, შევეცოდე, მაცალა რატიზე ლაპარაკი, სიყვარულის აქროსტიკით ახსნა. ბოლოს კი ფურცელი გამომიწოდა და მთხოვა, თქვენ თვითონ დაწერეთო. როცა ტელეფონით მომიწია იმავეს გაკეთება, ადამიანს ყურმილს მიღმა არ ჰქონდა ფურცლის გადმოცემის საშუალება. „R როგორც river, ან როგორც - rock“... მასაც მონდომებით ვუყვებოდი სტიქიასავით ძლიერ, კლდესავით კაცზე... მოგვიანებით გავარკვიე სახელისა და გვარის კარნახის ზუსტი წესები და გავიგე, რომ რატი ითქმის ასე: Richard, Anton, Theodor, Ida. სტანდარტულად, მარტივად. მე კი მასზე ლაპარაკი მშრალად არასდროს შემეძლო და ვერც ვერასდროს შევძლებ. მთელი ცხოვრება არ მეყოფა იმის მოსაყოლად, როგორი ადამიანი დაკარგა ყველამ, მათაც კი, ვინც რატის არ იცნობდა. დაკარგა მთლიანად ქვეყანამ და იქნებ არ დაუკარგავს სამყაროს, რადგან ვერც ერთი გული და ტომოგრაფიის სურათზე ასახული ტვინი ვერ იტევს ამდენ სიყვარულს, ის ჩვენზე დიდია, ჩვენს მიღმა არსებობს, უზღვავ ენერგიად ტრიალებს და იქნებ ფიზიკური სხეული მისი მართლაც დროებითი ნავსაყუდელია.

თუკი აქვს მნიშვნელობა, როგორი ნაბიჯით ადის ადამიანი ეშაფოტზე, თუ ჩვენ მის უკანაკსნელ გზას განსაკუთრებულ დატვირთვას ვანიჭებთ, ვაკვირდებით, ვიმახსოვრებთ, ვყვებით, აღვწერთ წიგნებსა და ფილმებში, მაშინ იცოდეთ, რომ მე ჩემი თვალით ვნახე უსამართლოდ სიკვდილმისჯილის ყველაზე ღირსეული სვლა. „უსამართლოდ“ იმიტომ, რომ ჩემთვის მიუწვდომელია სამყაროსეული კანონზომიერების ლოგიკა, სამართალი და ბალანსი, რომლის მიხედვითაც რატის 100-ის ნაცვლად 42 წელი მიეცა. ამ ჭეშმარიტების შეცნობაში ალბათ ყოველთვის ხელს შემიშლის და გადამეღობება ტკივილი. არ იარსებებს ნუგეში, თეორია, ფილოსოფია, რელიგია, რომელიც ბოლომდე დამამშვიდებს და დამარწმუნებს, რომ ასე უნდა ყოფილიყო, ასეა საჭირო, ასე ჯობს. ჯობს, ვეღარ ვხედავდე მის თვალებს, მის გამოხედვას, რომელიც ყველაფერს მირჩევნია, ყველაფერზე მეტად მენატრება. მაგრამ მე მქონდა საშუალება, მეყურებინა, როგორ ცხოვრობდა და შემდეგ როგორ მიაბიჯებდა ბოლო გზაზე ყველაზე დიდი ადამიანი - მშვიდად, მტკიცედ, თავისებური ჩუმი სიამაყით და ისევ სხვებზე ზრუნვით, როგორ გაქრა მისი თვალებიდან ყველა ეჭვი, ყოყმანი, მცირედი წყენა თუ დაბნეულობა, როგორ დაიწმინდა მზერა შიშისგან, ჩამოიცილა ყველა ადამიანური სისუსტე, სინათლის სვეტივით დადგა ნაადრევი სიკვდილის პირსპირ და შეეგება 2020 წლის 6 აპრილს.

რატის 18 წლიდან ვიცნობ და პირადად გავხდი მოწმე, როგორ შეიძლება ადამიანმა გამოწუროს შეცდომებისგან ცოდნა, განსაცდელისგან სიბრძნე, გარშემომყოფებისგან სუფთა წყლის სიყვარული. როგორ შეიძლება სიკეთის დეტექრორივით ყველა ადამიანში ეძებდეს და პოულობდეს სინათლეს, ყოველთვის ყველაფერზე მაღლა იდგეს, იყოს პასუხისმგებელი, სხვის დასახმარებლად გამზადებული, სხვისი სიხარულის თავისივით გამზიარებელი. აიღოს საკუთარ თავზე დაუჯერებლად ბევრი და ზიდოს ბუმბულივით მსუბუქად, ოპტიმიზმით და სიამოვნებით. ერთი გამონათქვამია, რომელიც, წესით, მიქელანჯელოს ეკუთვნის და ძალიან ზუსტი მგონია: „სკულპტურას კი არ ვქმნი, არამედ ქვას ზედმეტ ნაწილებს ვაცილებო". ზუსტად ასე ჩამოიშორა რატიმ ყველაფერი ზედმეტი, ჩამოიფრქცვნა უსარგებლო ფენა, ჩამოიფერთხა მტვერი, გამოთალა უმტკიცესი ხასიათი, ნებისყოფა, მადლიერება და მუდმივი გაცემის უნარი ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს დალოდებია, გამოჭედა საკუთარი დაუმარცხებელი თავი, ბავშვივით გასუფთავდა, სინათლესავით გასპეტაკდა, გამოანათა, თავად გადაიქცა სიყვარულად და მთელი თავისი არსებობით ამ შუქის ძეგლი დაუდგა ადამიანობას.

დღეს უკვე წელი შესრულდა, რაც დაძინების აღარ მეშინია, პირიქით, დაღამებას ველოდები, რადგან ერთი ღამეც არ ყოფილა უსიზმროდ და ერთი სიზმარიც არ ყოფილა რატის გარეშე".

Facebook-მა "ქართულ მარშთან" და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები წაშალა

"წნევამ ამიწია... კარგად ვარ უკვე" - რას წერს ელენე ხოშტარია კლინიკიდან?

"ზაზა გახელაძის შვილებს დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ" - რას წერს გიორგი კეკელიძე