კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპატიო კახელი ვარ და კიდევ ჩავალ საქართველოში - კვერცხის სროლის მოყვარულები ყველა ქვეყანაში არსებობენ და ყურადღებას არ იმსახურებენ" - ვლადიმერ პოზნერი
"საპატიო კახელი ვარ და კიდევ ჩავალ საქართველოში - კვერცხის სროლის მოყვარულები ყველა ქვეყანაში არსებობენ და ყურადღებას არ იმსახურებენ" - ვლადიმერ პოზნერი

რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რი სა­კუ­თარ ვებგ­ვერ­დზე - Pozneronline.ru თბი­ლის­ში მის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ზე და ქარ­თვე­ლებ­ზე წყე­ნა არ აქვს, არის სა­პა­ტიო კა­ხე­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთხელ ჩა­მო­ვა.

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვინც და­ბა­დე­ბის დღე მო­მი­ლო­ცა. თქვენ არ იცით, იყო ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ლოც­ვა და თი­თო­ე­უ­ლის­თვის პა­სუ­ხი­სა და მად­ლო­ბის გა­დახ­დის­თვის ძალა არ მეყო. ამი­ტომ, მინ­დო­და ეს დღეს გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­მე­ხა­და ყვე­ლას­თვის, ვინც შეშ­ფოთ­და ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, რო­დე­საც მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით თბი­ლის­ში, რათა იქ აღგ­ვე­ნიშ­ნა ჩემი დღე­სას­წა­უ­ლი. ეს არის გარ­კვე­უ­ლი ტრა­დი­ცია, ეს ჩვენ ორ­ჯერ უკვე გა­ვა­კე­თეთ - და აი, მე­სა­მე­დაც ჩა­ვე­დით და იქ მოხ­და ის, რაც მოხ­და.

მე უკვე ვთქვი, რომ არ გა­ვა­კე­თებ­დი კო­მენ­ტარს ამ მოვ­ლე­ნა­ზე და არც ვა­კე­თებ­დი კო­მენ­ტარს, მაგ­რამ იმის გამო, რომ გა­ნაგ­რძო­ბენ ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვის დას­მას: მოგ­ვი­ყე­ვით, რა და რო­გორ... გა­დავ­წყვი­ტე, ეს ახლა გა­ვა­კე­თო ყვე­ლას­თვის და გა­ვა­კე­თო ეს მოკ­ლედ და გა­სა­გე­ბად.

რო­გორც მე მეს­მის, სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­დის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა და ოპო­ზი­ცი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა ჩემი ჩას­ვლა, რათა მო­ე­წყო - არ ვიცი ამას რა ვუ­წო­დო - შეკ­რე­ბის მსგავ­სი. გა­იხ­სე­ნეს ჩემი სამი წლის წი­ნან­დე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი აფხა­ზე­თის შე­სა­ხებ, რათა ხმა მო­ეწვდი­ნათ ჩვენ­თვის ავ­ტო­ბუს­ზე კვერ­ცხის და­შე­ნით - რო­გორც ჩანს, ქათ­მის კვერ­ცხე­ბი მათ საკ­მა­რი­სად აქვთ - და­ერ­ტყათ ჩვე­ნი რეს­ტორ­ნის კედ­ლებ­ზე, ჩვე­ნი სას­ტუმ­როს აივ­ნე­ბის ქვეშ ეყ­ვი­რათ, და­ესტვი­ნათ და ა.შ. მე მი­ვი­ღე გამ­გზავ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - რა­ტომ უნდა ჩა­მეგ­დო საფრ­თხე­ში მე­გობ­რე­ბი, სულ მცი­რე. დავ­ბრუნ­დით მოს­კოვ­ში და სრუ­ლი­ად მშვე­ნივ­რად აღ­ვნიშ­ნეთ და­ბა­დე­ბის დღე. თბი­ლი­სის ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა, რაც არ უნდა უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ. მთე­ლი სი­ცხა­დით მინ­და ვთქვა, რომ არა­ვი­თა­რი წყე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ზე და ქარ­თვე­ლებ­ზე არ მაქვს, ამას­თან, მე სა­პა­ტიო კა­ხე­ლიც ვარ და მე, რა თქმა უნდა, კი­დევ ჩა­ვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში - უეჭ­ვე­ლად. ისე­თი კვერ­ცხის სრო­ლის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუკი ამის­თვის ფულს გიხ­დი­ან, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბო­ბენ და რო­გორც უკვე ვწერ­დი, ისი­ნი ყუ­რა­დღე­ბას არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ", - წერს პოზ­ნე­რი.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
24/7
62

ძალიან კარგი მოხუცია ვლადიმერ პოზნერი. ჩამოვიდა, საღამოს ბენო ქაშაკაშვილის რესტორანში ჭამა და დილას ისევ გაფრინდა. თან 87 წლისაა უკვე. რამდენს შეუძლია ამ ასაკში 24 საათში ამდენი მოძრაობა გააკეთოს?

ტუა
83

ნაცებმა ჯერ მოიწვიეს და შემდეგ მასკარადი მოუწყვეს.

ავტორი:

"საპატიო კახელი ვარ და კიდევ ჩავალ საქართველოში - კვერცხის სროლის მოყვარულები ყველა ქვეყანაში არსებობენ და ყურადღებას არ იმსახურებენ" - ვლადიმერ პოზნერი

"საპატიო კახელი ვარ და კიდევ ჩავალ საქართველოში - კვერცხის სროლის მოყვარულები ყველა ქვეყანაში არსებობენ და ყურადღებას არ იმსახურებენ" - ვლადიმერ პოზნერი

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საკუთარ ვებგვერდზე - Pozneronline.ru თბილისში მის ვიზიტთან დაკავშირებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ საქართველოზე და ქართველებზე წყენა არ აქვს, არის საპატიო კახელი და საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაბადების დღე მომილოცა. თქვენ არ იცით, იყო ძალიან ბევრი მოლოცვა და თითოეულისთვის პასუხისა და მადლობის გადახდისთვის ძალა არ მეყო. ამიტომ, მინდოდა ეს დღეს გამეკეთებინა.

ასევე მადლობა გადამეხადა ყველასთვის, ვინც შეშფოთდა ჩემი მდგომარეობის გამო, როდესაც მეგობრებთან ერთად ვიყავით თბილისში, რათა იქ აღგვენიშნა ჩემი დღესასწაული. ეს არის გარკვეული ტრადიცია, ეს ჩვენ ორჯერ უკვე გავაკეთეთ - და აი, მესამედაც ჩავედით და იქ მოხდა ის, რაც მოხდა.

მე უკვე ვთქვი, რომ არ გავაკეთებდი კომენტარს ამ მოვლენაზე და არც ვაკეთებდი კომენტარს, მაგრამ იმის გამო, რომ განაგრძობენ ძალიან ბევრი კითხვის დასმას: მოგვიყევით, რა და როგორ... გადავწყვიტე, ეს ახლა გავაკეთო ყველასთვის და გავაკეთო ეს მოკლედ და გასაგებად.

როგორც მე მესმის, საქართველოში მიდის გამძაფრებული პოლიტიკური ბრძოლა და ოპოზიციამ გამოიყენა ჩემი ჩასვლა, რათა მოეწყო - არ ვიცი ამას რა ვუწოდო - შეკრების მსგავსი. გაიხსენეს ჩემი სამი წლის წინანდელი გამონათქვამი აფხაზეთის შესახებ, რათა ხმა მოეწვდინათ ჩვენთვის ავტობუსზე კვერცხის დაშენით - როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები მათ საკმარისად აქვთ - დაერტყათ ჩვენი რესტორნის კედლებზე, ჩვენი სასტუმროს აივნების ქვეშ ეყვირათ, დაესტვინათ და ა.შ. მე მივიღე გამგზავრების გადაწყვეტილება - რატომ უნდა ჩამეგდო საფრთხეში მეგობრები, სულ მცირე. დავბრუნდით მოსკოვში და სრულიად მშვენივრად აღვნიშნეთ დაბადების დღე. თბილისის ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ. მთელი სიცხადით მინდა ვთქვა, რომ არავითარი წყენა საქართველოზე და ქართველებზე არ მაქვს, ამასთან, მე საპატიო კახელიც ვარ და მე, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში - უეჭველად. ისეთი კვერცხის სროლის მოყვარულები, განსაკუთრებით, თუკი ამისთვის ფულს გიხდიან, ყველა ქვეყანაში არსებობენ და როგორც უკვე ვწერდი, ისინი ყურადღებას არ იმსახურებენ", - წერს პოზნერი.

სალომე ზურაბიშვილის კორონავირუსის ტესტზე პასუხი ცნობილია

"არ დავიშურებთ ძალისხმევას თქვენს გამოსაჯანმრთელებლად... მინდა, თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა" - რა მოსწერა ერდოღანმა კოვიდინფიცირებულ ღარიბაშვილს

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"