სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად მეუბნებიან, საიდან იგონებ ამ ამბებსო? თითქმის არაფერს ვიგონებ" - ვინ არის გურჯაანელი "უფლისწული", რომლის პოსტები ინტერნეტსივრცეს ახალისებს
"ხშირად მეუბნებიან, საიდან იგონებ ამ ამბებსო? თითქმის არაფერს ვიგონებ" - ვინ არის გურჯაანელი "უფლისწული", რომლის პოსტები ინტერნეტსივრცეს ახალისებს

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ის სივ­რცეა, სა­დაც ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი გან­წყო­ბე­ბით, ემო­ცი­ით ყვე­ლა­ზე კარ­გად ჩანს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე - არი­ან ისე­თე­ბი, ვინც მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი და ისე­თე­ბიც, ვინც მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ურ ემო­ცი­ებს აზი­ა­რე­ბენ. გიგი გი­ლი­გაშ­ვი­ლი ის ადა­მი­ა­ნია, ვინც მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს იმა­ზე, რომ ფე­ის­ბუქ-მე­გობ­რე­ბი გა­ამ­ხი­ა­რუ­ლოს, ღი­მი­ლი მოჰ­გვა­როს...

გიგი თა­ვი­სი იუ­მო­რით დიდი ხა­ნია იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვა­დაც იქცა. მისი სტა­ტუ­სე­ბი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კი­დევ იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ უმე­ტე­სად კა­ხუ­რი დი­ა­ლექ­ტით წერს, რაც კი­დევ უფრო სა­ხა­ლი­სო გან­წყო­ბას ქმნის და ასო­ბით ადა­მი­ა­ნი წა­მებ­ში იწო­ნებს.

AMBEBI.GE-მ გიგი გი­ლი­გაშ­ვი­ლის ახ­ლოს გაც­ნო­ბა გა­და­წყვი­ტა - ვინ არის, რო­გორ შე­უძ­ლია მუდ­მი­ვად ამ­დე­ნი და­დე­ბი­თი ენერ­გია გა­უ­ზი­ა­როს ათა­სო­ბით ადა­მი­ანს და რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­თვის?

პრო­ფე­სი­ით სო­ცი­ო­ლო­გია, მაგ­რამ თით­ქმის 20 წე­ლია, ოპე­რა­ტო­რად მუ­შა­ობს - თა­ვი­დან "რუს­თა­ვი 2"-ში იყო, მერე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში და კი­დევ სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­შიც საქ­მი­ა­ნობ­და.

"ახ­ლაც ერთ-ერთ კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში ვარ, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად, უმუ­შე­ვა­რი, სამ­სა­ხურ­ში საქ­მი­ა­ნო­ბა კვი­რა­ში 3-4 დღე მი­წევს და ხელ­ფა­სიც შე­სა­ბა­მი­სი მაქვს" - გვე­უბ­ნე­ბა გიგი.

- და შე­სა­ბა­მი­სად, მეტი დრო გაქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­კონ­ტაქ­ტოდ, ხომ?

- თუ სად­მე სუფ­რას­თან არ ვარ, კი, თუმ­ცა მა­ში­ნაც შე­მიძ­ლია, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბი ვერ იტა­ნენ ტე­ლე­ფონ­ში რომ ვი­ყუ­რე­ბი - დადე ტე­ლე­ფო­ნი და ყუ­რა­დღე­ბა მოგ­ვაქ­ცი­ეო, მე­უბ­ნე­ბი­ან.

ჩემ­თვის სუფ­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის. ოჯახ­შიც ბევ­რი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი თა­მა­და გვყავ­და. დე­და­ჩე­მის მამა, პა­პა­ჩე­მი კა­ხეთ­ში ცნო­ბი­ლი თა­მა­და იყო. ერთი რომ - გე­ნე­ტი­კუ­რად მომ­დევს და მერე - ყო­ველ­თვის ვბა­ძავ­დი თა­მა­დო­ბა­ში ბი­ძებ­საც, ადა­მი­ა­ნებს, ვინც ჩემ­თვის მი­სა­ბა­ძე­ბი იყ­ვნენ. პირ­ვე­ლად 15 წლი­სამ კარ­დე­ნახ­ში ქორ­წილ­ში ვი­თა­მა­დე და იმის მერე ხიბლში ჩავ­ვარ­დი. აუ­დი­ტო­რია, პუბ­ლი­კა ჩემ­თვის დიდი საზ­რდოა. ნე­რო­ნი­ვით ამ­ბი­ცი­უ­რი კაცი ვარ. ოღონდ, ტაში და­მიკ­რან... თან, მე­ად­ვი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი და ურ­თი­ერ­თო­ბა.

- აუ­დი­ტო­რია გიყ­ვარს და აუ­დი­ტო­რი­ა­საც უყ­ვარ­ხარ... რო­გორ ფიქ­რობ, ამის მი­საღ­წე­ვად რა არის სა­ჭი­რო?

- ალ­ბათ ის, რომ გიყ­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბი. თუ თა­მა­შობ, ამას ყვე­ლა ხვდე­ბა. თუ ამ­ბობ, რომ გიყ­ვარს, უნდა გიყ­ვარ­დეს. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ა­ნე­ბის ბედი, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა, ეს თემა სულ მა­ღელ­ვებს, რა­საც ალ­ბათ ისი­ნიც ხვდე­ბი­ან, გრძნო­ბენ და სა­პა­სუ­ხო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­საც ავ­ლე­ნენ.

- შენი სო­ფე­ლი გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნი სო­ფე­ლი არა­შენ­დაა, სა­ი­და­ნაც სტა­ტუ­სე­ბით მხი­ა­რულ "რე­პორ­ტა­ჟებს" გვაწ­ვდი. რას ნიშ­ნავს ეს სო­ფე­ლი შენ­თვის?

- რო­გორც ყვე­ლას­თვის, ჩემ­თვი­საც, და­ბა­დე­ბის ად­გი­ლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. გა­მორ­ჩე­უ­ლია იმით, რომ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლე­ბის სო­ფე­ლი იყო, რომ­ლე­ბიც კარ­გი თა­ვა­დე­ბი იყ­ვნენ, აქა­უ­რებ­საც უყ­ვარ­დათ. თა­ვი­ანთ სახ­ლში სამ­კი­თხვე­ლო გახ­სნეს, ადა­მი­ა­ნებს წერა-კი­თხვას ას­წავ­ლიდ­ნენ, ცდი­ლობ­დნენ, ცოდ­ნა გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნათ. ამი­ტომ, სო­ფელს გა­ნათ­ლე­ბა იქი­დან მოჰ­ყვე­ბა და მგო­ნია, რომ არა­შენ­და ამ კუ­თხით ბევ­რად გან­სხვავ­დე­ბა ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის­გან - ნა­კი­თხი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს. შე­იძ­ლე­ბა, ვცდე­ბი, მაგ­რამ ბევ­რად ად­ვი­ლია ამ ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა, ვიდ­რე სხვა სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლებ­თან.

- გურ­ჯა­ა­ნის და თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ულ "ქიშპს" პოს­ტებ­ში ვერც შენ სცდე­ბი. იქ­ნებ გვი­თხრა, რა­ტომ არ გიყ­ვართ ასე ერ­თმა­ნე­თი?

- ეგ ამ­ბა­ვი რე­ა­ლუ­რად სა­ი­დან იწყე­ბა, არა­ვინ იცის, მეც ვერ გა­ვარ­კვიე. უფრო კი იმას აბ­რა­ლე­ბენ სიმ­ღე­რა "გურ­ჯა­ა­ნო შენ კა­ხე­თის გული ხარ" რომ შე­იქ­მნა, თე­ლა­ვე­ლე­ბი გაბ­რაზ­დნენ - კა­ხე­თის გული თე­ლა­ვი­აო. თუმ­ცა ეს შუღ­ლი მა­ნამ­დეც არ­სე­ბობ­და, რად­გან ეს ისე­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რა­მეა, რო­გორც მა­გა­ლი­თად, სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რის, ხონი-ზეს­ტა­ფო­ნის, სე­ნა­კი-ზუგ­დი­დის "და­პი­რის­პი­რე­ბა"... უბ­რა­ლოდ, თე­ლა­ვი-გურ­ჯა­ა­ნი უფრო კარ­გა­დაა და­პი­ა­რე­ბუ­ლი...

უამ­რა­ვი თე­ლა­ვე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს და სულ იმა­ზეა ჩხუ­ბი, ჩა­მო­დი თე­ლავ­შიო. ზოგ­ჯერ ვამ­ბობ - მო­ღა­ლა­ტე გურ­ჯა­ა­ნე­ლი ვარ-მეთ­ქი, რად­გა­ნაც ხან გურ­ჯა­ა­ნე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ვწერ, მაგ­რამ ამათ არ სწყინთ. მოკ­ლედ, ეს ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლი თე­მაა და სე­რი­ო­ზუ­ლი შუღ­ლი არა­სო­დეს შემ­ხვედ­რია გურ­ჯა­ა­ნე­ლე­ბის და თე­ლა­ვე­ლე­ბის.

- რას ნიშ­ნავს 20-წლი­ა­ნი ოპე­რა­ტო­რის სტა­ჟი შენ­თვის და რო­გო­რია კად­რი­დან და­ნა­ხუ­ლი, ან მას­ში არეკ­ლი­ლი სამ­ყა­რო?

- სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს ოპე­რა­ტო­რი ვარ, ამი­ტომ, მიჩ­ვე­უ­ლი ვარ იმას, რომ მა­ყუ­რე­ბელს ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დო, მაგ­რამ აქვე კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლი ისე უნდა გა­და­ვი­ღო, რომ მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა მი­ვიქ­ციო. კა­მე­რით ყვე­ლაფ­რის უფრო ლა­მა­ზად ან უფრო ცუ­დად და­ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა, ანუ ისე, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­შია. ეს სა­ინ­ფორ­მა­ციო ოპე­ა­ტო­რებს ბევ­რად ად­ვი­ლად გა­მოს­დით, ანუ რა­ღა­ცის გაზ­ვი­ა­დე­ბა, ან რა­ღა­ცის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ას გა­აჩ­ნია და ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც გა­მოც­დი­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სხვა­დას­ხვა გა­და­ღე­ბა მი­წევს და რო­გორც წლე­ბის წინ ამ საქ­მე­ში გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მას­წავ­ლიდ­ნენ, ვცდი­ლობ, მეც ისე ვი­მუ­შაო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­ი­გოს, სად ხდე­ბა მოქ­მე­დე­ბა, რა­საც იღებ და რა ხდე­ბა.

- პოს­ტებ­ში დე­დას ხში­რად ახ­სე­ნებ და ამ­ბობ, რომ ის პე­და­გო­გია... შენი გა­ნათ­ლე­ბა სტა­ტუ­სებ­ში კარ­გად იგ­რძნო­ბა. ეს დე­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, თუ თა­ვად იყა­ვი ბე­ჯი­თი მოს­წავ­ლე?

- დე­დამ ფრან­გუ­ლი ენის პე­და­გო­გად არა­შენ­დას სკო­ლა­ში 50 წელი იმუ­შა­ვა, ახლა პენ­სი­ა­ზეა. მათ შო­რის, ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლიც იყო. ყე­ლა­ფე­რი, რა­საც წარ­მო­ვად­გენ, დე­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მათ შო­რის, ის, რა­ღა­ცე­ე­ბის წა­კი­თხვა­ში ხელს რომ მი­წყობ­და. ბევ­რი რა­მის კე­თე­ბა ძა­ლით მი­წევ­და, მა­გა­ლი­თად, გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა. ძა­ლი­ან მე­ზა­რე­ბო­და, რად­გან ბავ­შვო­ბი­დან ზარ­მა­ცი ვი­ყა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დედა ლი­ტე­რა­ტუ­რის წა­კი­თხვას მა­ი­ძუ­ლებ­და, თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლებ­საც მაძ­ლევ­და და ახლა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მისი მად­ლო­ბე­ლი ვარ. მოკ­ლედ, თუ რამე კარ­გი გა­მაჩ­ნია, მშობ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- მა­მას, რო­გორსც შენი სტა­ტუ­სე­ბით ვხვდე­ბით, ქიშ­ვარ­დი ერ­ქვა და ალ­ბათ ამი­ტო­მაც უწო­დებ შენს თავს "ქიშ­ვარ­დაი ბი­ჭის", ხომ?

- მამა 7 წლია, ცო­ცხა­ლი აღარ არის. კო­ლო­რი­ტი იყო, ოღონდ, ძა­ლი­ან სი­ტყვა­ძუნ­წი, ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი და ძა­ლი­ან გა­ნა­თე­ბუ­ლი... მოკ­ლედ, კარ­გი კა­ხე­ლი კა­ცის შვი­ლი ვარ, იუ­მო­რიც ჰქონ­და... ერთხელ ვე­ნა­ხი­დან ქვა უნდა გა­მოგ­ვე­ტა­ნა, სტუ­დენ­ტი ვარ და სო­ფელ­ში ჩა­მო­ვე­დი. არ­სად წახ­ვი­დე, ვე­ნა­ხი­დან ქვა უნდა გა­მო­ვი­ტა­ნო­თო - მი­თხრა. მე მა­ინც წა­ვე­დი, სო­ფელ­ში ქე­ი­ფი მო­მი­წია და დი­ლით მა­მა­ჩე­მი მაღ­ვი­ძებს, - ადე­ქი ქვა გა­მო­ვი­ტა­ნო­თო. მე გა­ვარ­კვიე ეგ სა­კი­თხი, ქვამ კარ­გი მო­სა­ვა­ლი იცის, ჯო­ბია, და­ტო­ვოთ-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი. კარ­გი შვი­ლო, თუ კარ­გი მო­სა­ვა­ლი იცის, დავ­ტო­ვო­თო.

ცოტა ხან­ში ისევ მაღ­ვი­ძებს - ადე, ვე­ნახ­ში ქვა შავ­ზი­დოთ, შენი უსაქ­მუ­რი დე­დაო... ეს ნათ­ქვა­მი კა­ხეთ­ში ანეკ­დო­ტად გავ­რცელ­და და ყვე­ლამ იცის, რომ ქიშ­ვარ­დაი ნათ­ქვა­მია.

- კა­ხეთ­ში მეტ­სა­ხე­ლე­ბი უყ­ვართ. შენ რას გე­ძა­ხი­ან?

- ამ­ჟა­მად "ქიშ­ვარ­დაი ბი­ჭად" მო­მიხ­სე­ნი­ე­ბენ და "უფ­ლის­წულს" მე­ძა­ხი­ან. არა­შენ­დე­ლე­ბი "უფ­ლის­წულს" რო­გორ და­მი­ძა­ხებ­დნენ, მე და­ვირ­ქვი და ესე­ნიც შე­ეჩ­ვივ­ნენ... ახ­ლაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეგ­ზი­უ­პე­რის "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი" თუ რა­მეს ვა­კე­თებ, მან­დე­დან ვხელ­მძღვა­ნე­ლობ, ჩემ­თვის „ბიბ­ლი­ა­სა­ვით“ არის. მერე ერთი მე­გო­ბა­რი დამ­ცი­ნო­და - ქონ­და­რუ­ხი ხარ, ის უფ­ლის­წუ­ლი არ ხარო. ცოტა ხანი "ქონ­და­რუ­ხი" ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც "უფ­ლის­წუ­ლი" დამ­რჩა.

- კა­ხუ­რი იუ­მო­რი გა­მორ­ჩე­უ­ლია. თან, მგო­ნი, ანეკ­დო­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია თქვენ­სკენ ყო­ველ­დღე ხდე­ბა...

- ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, სა­ი­დან იგო­ნებ მაგ ამ­ბებ­სო? თით­ქმის არა­ფერს ვი­გო­ნებ, ხან ბირ­ჟა­ზე ვდგა­ვარ, ხან სუფ­რა­ზე ვარ, ხან ამ­ბავს ვი­ღაც მოყ­ვე­ბა, ან ერ­თმა­ნეთს ელა­პა­რა­კე­ბი­ან - ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თვალ­წინ ხდე­ბა, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. ჩემი აზ­რით, იუ­მო­რი ყვე­ლა ადა­მი­ან­შია, უბ­რა­ლოდ, ყვე­ლამ უნდა ვი­ცხოვ­როთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბით. ამის მერე იუ­მო­რიც მე­ტად გა­იღ­ვი­ძებს და გაღ­ვივ­დე­ბა...

არ მა­ღი­ზი­ა­ნებს არც რე­ლი­გი­უ­რი, არც ეთ­ნი­კუ­რი და არც სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი, მე ჩემი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ. თუ გავ­ბო­როტ­დე­ბი, გავ­ღი­ზი­ან­დე­ბი, ნელ-ნელა ბოღ­მა "შამ­ჭამს" და იუ­მო­რის გრძნო­ბას დავ­კარ­გავ. ეგ დამ­ღუპ­ვე­ლი იქ­ნე­ბა. ჯერ პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თავ­ზე ხუმ­რო­ბა უნდა შე­გეძ­ლოს. ზოგი ისე­თი ამ­ბი­ცი­უ­რი, ამ­პარ­ტა­ვა­ნია, კუდი ყა­ვარ­ზე აქვს შეგ­დე­ბუ­ლი. ასე­თი ადა­მი­ა­ნი ცო­დოა და სხვის იუ­მორ­საც ვერ იგებს... მე სა­კუ­თარ თავ­ზე ისე­ვე ვი­ცი­ნი, რო­გორც - სხვა­ზე, ამი­ტომ, ჩემი ხუმ­რო­ბა არა­ვის აღი­ზი­ა­ნებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტა­ტუ­სე­ბი "ფე­ი­ქე­ბის" გა­რე­შე, ანუ გი­ნე­ბის გა­რე­შე არ გა­მომ­დის... ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ავ­ცდე, მაგ­რამ არ გა­მო­დის. თუმ­ცა ეს სხვე­ბის­თვის გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი არ არის. მი­ხა­რია, რომ ხალ­ხის­თვის კარ­გი გან­წყო­ბის შექ­მნა შე­მიძ­ლია...

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Მაია
3

Ადამიანი პოზიტივი❤

მერი
3

ძალიან კეთილი,ძალიან კარგი და ძვირფასი ადამიანი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ხშირად მეუბნებიან, საიდან იგონებ ამ ამბებსო? თითქმის არაფერს ვიგონებ" - ვინ არის გურჯაანელი "უფლისწული", რომლის პოსტები ინტერნეტსივრცეს ახალისებს

"ხშირად მეუბნებიან, საიდან იგონებ ამ ამბებსო? თითქმის არაფერს ვიგონებ" - ვინ არის გურჯაანელი "უფლისწული", რომლის პოსტები ინტერნეტსივრცეს ახალისებს

სოციალური ქსელი ის სივრცეა, სადაც ადამიანი თავისი განწყობებით, ემოციით ყველაზე კარგად ჩანს. აქედან გამომდინარე - არიან ისეთები, ვინც მხოლოდ საკუთარი ნეგატიური ემოციების გაზიარებით არიან დაკავებული და ისეთებიც, ვინც მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს აზიარებენ. გიგი გილიგაშვილი ის ადამიანია, ვინც მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ფეისბუქ-მეგობრები გაამხიარულოს, ღიმილი მოჰგვაროს...

გიგი თავისი იუმორით დიდი ხანია იქცევს ყურადღებას. შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტვარსკვლავადაც იქცა. მისი სტატუსები "ფეისბუქის" პირად გვერდზე კიდევ იმით გამოირჩევა, რომ უმეტესად კახური დიალექტით წერს, რაც კიდევ უფრო სახალისო განწყობას ქმნის და ასობით ადამიანი წამებში იწონებს.

AMBEBI.GE-მ გიგი გილიგაშვილის ახლოს გაცნობა გადაწყვიტა - ვინ არის, როგორ შეუძლია მუდმივად ამდენი დადებითი ენერგია გაუზიაროს ათასობით ადამიანს და რას ნიშნავს ეს ყველაფერი მისთვის?

პროფესიით სოციოლოგია, მაგრამ თითქმის 20 წელია, ოპერატორად მუშაობს - თავიდან "რუსთავი 2"-ში იყო, მერე ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში და კიდევ სხვადასხვა კომპანიაშიც საქმიანობდა.

"ახლაც ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ვარ, მაგრამ ფაქტობრივად, უმუშევარი, სამსახურში საქმიანობა კვირაში 3-4 დღე მიწევს და ხელფასიც შესაბამისი მაქვს" - გვეუბნება გიგი.

- და შესაბამისად, მეტი დრო გაქვს საზოგადოებასთან სოციალური ქსელის საშუალებით საკონტაქტოდ, ხომ?

- თუ სადმე სუფრასთან არ ვარ, კი, თუმცა მაშინაც შემიძლია, მაგრამ მეგობრები ვერ იტანენ ტელეფონში რომ ვიყურები - დადე ტელეფონი და ყურადღება მოგვაქციეო, მეუბნებიან.

ჩემთვის სუფრა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ოჯახშიც ბევრი წარჩინებული თამადა გვყავდა. დედაჩემის მამა, პაპაჩემი კახეთში ცნობილი თამადა იყო. ერთი რომ - გენეტიკურად მომდევს და მერე - ყოველთვის ვბაძავდი თამადობაში ბიძებსაც, ადამიანებს, ვინც ჩემთვის მისაბაძები იყვნენ. პირველად 15 წლისამ კარდენახში ქორწილში ვითამადე და იმის მერე ხიბლში ჩავვარდი. აუდიტორია, პუბლიკა ჩემთვის დიდი საზრდოა. ნერონივით ამბიციური კაცი ვარ. ოღონდ, ტაში დამიკრან... თან, მეადვილება ადამიანებთან კონტაქტი და ურთიერთობა.

- აუდიტორია გიყვარს და აუდიტორიასაც უყვარხარ... როგორ ფიქრობ, ამის მისაღწევად რა არის საჭირო?

- ალბათ ის, რომ გიყვარდეს ადამიანები. თუ თამაშობ, ამას ყველა ხვდება. თუ ამბობ, რომ გიყვარს, უნდა გიყვარდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანების ბედი, მათი მდგომარეობა, ეს თემა სულ მაღელვებს, რასაც ალბათ ისინიც ხვდებიან, გრძნობენ და საპასუხო დამოკიდებულებასაც ავლენენ.

- შენი სოფელი გურჯაანის რაიონი სოფელი არაშენდაა, საიდანაც სტატუსებით მხიარულ "რეპორტაჟებს" გვაწვდი. რას ნიშნავს ეს სოფელი შენთვის?

- როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც, დაბადების ადგილი ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან მიყვარს. გამორჩეულია იმით, რომ ანდრონიკაშვილების სოფელი იყო, რომლებიც კარგი თავადები იყვნენ, აქაურებსაც უყვარდათ. თავიანთ სახლში სამკითხველო გახსნეს, ადამიანებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ, ცდილობდნენ, ცოდნა გაევრცელებინათ. ამიტომ, სოფელს განათლება იქიდან მოჰყვება და მგონია, რომ არაშენდა ამ კუთხით ბევრად განსხვავდება ახლომდებარე სოფლებისგან - ნაკითხი და განათლებული ხალხი ცხოვრობს. შეიძლება, ვცდები, მაგრამ ბევრად ადვილია ამ ხალხთან ურთიერთობა, ვიდრე სხვა სოფლის მაცხოვრებლებთან.

- გურჯაანის და თელავის ისტორიულ "ქიშპს" პოსტებში ვერც შენ სცდები. იქნებ გვითხრა, რატომ არ გიყვართ ასე ერთმანეთი?

- ეგ ამბავი რეალურად საიდან იწყება, არავინ იცის, მეც ვერ გავარკვიე. უფრო კი იმას აბრალებენ სიმღერა "გურჯაანო შენ კახეთის გული ხარ" რომ შეიქმნა, თელაველები გაბრაზდნენ - კახეთის გული თელავიაო. თუმცა ეს შუღლი მანამდეც არსებობდა, რადგან ეს ისეთი ჩვეულებრივი რამეა, როგორც მაგალითად, საჩხერე-ჭიათურის, ხონი-ზესტაფონის, სენაკი-ზუგდიდის "დაპირისპირება"... უბრალოდ, თელავი-გურჯაანი უფრო კარგადაა დაპიარებული...

უამრავი თელაველი მეგობარი მყავს და სულ იმაზეა ჩხუბი, ჩამოდი თელავშიო. ზოგჯერ ვამბობ - მოღალატე გურჯაანელი ვარ-მეთქი, რადგანაც ხან გურჯაანელების საწინააღმდეგოს ვწერ, მაგრამ ამათ არ სწყინთ. მოკლედ, ეს ძალიან ზედაპირული თემაა და სერიოზული შუღლი არასოდეს შემხვედრია გურჯაანელების და თელაველების.

- რას ნიშნავს 20-წლიანი ოპერატორის სტაჟი შენთვის და როგორია კადრიდან დანახული, ან მასში არეკლილი სამყარო?

- საინფორმაციოს ოპერატორი ვარ, ამიტომ, მიჩვეული ვარ იმას, რომ მაყურებელს ინფორმაცია მივაწოდო, მაგრამ აქვე კონკრეტული დეტალი ისე უნდა გადავიღო, რომ მაყურებლის ყურადღება მივიქციო. კამერით ყველაფრის უფრო ლამაზად ან უფრო ცუდად დანახვა შეიძლება, ანუ ისე, ვიდრე სინამდვილეშია. ეს საინფორმაციო ოპეატორებს ბევრად ადვილად გამოსდით, ანუ რაღაცის გაზვიადება, ან რაღაცის შემსუბუქება, მაგრამ სიტუაციას გააჩნია და ყველაფერი მაინც გამოცდილებაზეა დამოკიდებული. სხვადასხვა გადაღება მიწევს და როგორც წლების წინ ამ საქმეში გამოცდილი ადამიანები მასწავლიდნენ, ვცდილობ, მეც ისე ვიმუშაო. მნიშვნელოვანია, მაყურებელმა გაიგოს, სად ხდება მოქმედება, რასაც იღებ და რა ხდება.

- პოსტებში დედას ხშირად ახსენებ და ამბობ, რომ ის პედაგოგია... შენი განათლება სტატუსებში კარგად იგრძნობა. ეს დედის დამსახურებაა, თუ თავად იყავი ბეჯითი მოსწავლე?

- დედამ ფრანგული ენის პედაგოგად არაშენდას სკოლაში 50 წელი იმუშავა, ახლა პენსიაზეა. მათ შორის, ჩემი მასწავლებელიც იყო. ყელაფერი, რასაც წარმოვადგენ, დედის დამსახურებაა, მათ შორის, ის, რაღაცეების წაკითხვაში ხელს რომ მიწყობდა. ბევრი რამის კეთება ძალით მიწევდა, მაგალითად, გიტარაზე დაკვრა. ძალიან მეზარებოდა, რადგან ბავშვობიდან ზარმაცი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ დედა ლიტერატურის წაკითხვას მაიძულებდა, თავისუფალი არჩევანის საშუალებსაც მაძლევდა და ახლა ამ ყველაფრისთვის მისი მადლობელი ვარ. მოკლედ, თუ რამე კარგი გამაჩნია, მშობლების დამსახურებაა.

- მამას, როგორსც შენი სტატუსებით ვხვდებით, ქიშვარდი ერქვა და ალბათ ამიტომაც უწოდებ შენს თავს "ქიშვარდაი ბიჭის", ხომ?

- მამა 7 წლია, ცოცხალი აღარ არის. კოლორიტი იყო, ოღონდ, ძალიან სიტყვაძუნწი, ფიზიკურად ძლიერი და ძალიან განათებული... მოკლედ, კარგი კახელი კაცის შვილი ვარ, იუმორიც ჰქონდა... ერთხელ ვენახიდან ქვა უნდა გამოგვეტანა, სტუდენტი ვარ და სოფელში ჩამოვედი. არსად წახვიდე, ვენახიდან ქვა უნდა გამოვიტანოთო - მითხრა. მე მაინც წავედი, სოფელში ქეიფი მომიწია და დილით მამაჩემი მაღვიძებს, - ადექი ქვა გამოვიტანოთო. მე გავარკვიე ეგ საკითხი, ქვამ კარგი მოსავალი იცის, ჯობია, დატოვოთ-მეთქი, - ვუთხარი. კარგი შვილო, თუ კარგი მოსავალი იცის, დავტოვოთო.

ცოტა ხანში ისევ მაღვიძებს - ადე, ვენახში ქვა შავზიდოთ, შენი უსაქმური დედაო... ეს ნათქვამი კახეთში ანეკდოტად გავრცელდა და ყველამ იცის, რომ ქიშვარდაი ნათქვამია.

- კახეთში მეტსახელები უყვართ. შენ რას გეძახიან?

- ამჟამად "ქიშვარდაი ბიჭად" მომიხსენიებენ და "უფლისწულს" მეძახიან. არაშენდელები ''უფლისწულს'' როგორ დამიძახებდნენ, მე დავირქვი და ესენიც შეეჩვივნენ... ახლაც ძალიან მიყვარს ეგზიუპერის "პატარა უფლისწული" თუ რამეს ვაკეთებ, მანდედან ვხელმძღვანელობ, ჩემთვის „ბიბლიასავით“ არის. მერე ერთი მეგობარი დამცინოდა - ქონდარუხი ხარ, ის უფლისწული არ ხარო. ცოტა ხანი ''ქონდარუხი'' ვიყავი, მაგრამ ბოლოს მაინც ''უფლისწული'' დამრჩა.

- კახური იუმორი გამორჩეულია. თან, მგონი, ანეკდოტური სიტუაცია თქვენსკენ ყოველდღე ხდება...

- ხშირად მეუბნებიან, საიდან იგონებ მაგ ამბებსო? თითქმის არაფერს ვიგონებ, ხან ბირჟაზე ვდგავარ, ხან სუფრაზე ვარ, ხან ამბავს ვიღაც მოყვება, ან ერთმანეთს ელაპარაკებიან - ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდება, რეალურ ცხოვრებაში. ჩემი აზრით, იუმორი ყველა ადამიანშია, უბრალოდ, ყველამ უნდა ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით. ამის მერე იუმორიც მეტად გაიღვიძებს და გაღვივდება...

არ მაღიზიანებს არც რელიგიური, არც ეთნიკური და არც სექსუალური უმცირესობები, მე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ. თუ გავბოროტდები, გავღიზიანდები, ნელ-ნელა ბოღმა "შამჭამს" და იუმორის გრძნობას დავკარგავ. ეგ დამღუპველი იქნება. ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავზე ხუმრობა უნდა შეგეძლოს. ზოგი ისეთი ამბიციური, ამპარტავანია, კუდი ყავარზე აქვს შეგდებული. ასეთი ადამიანი ცოდოა და სხვის იუმორსაც ვერ იგებს... მე საკუთარ თავზე ისევე ვიცინი, როგორც - სხვაზე, ამიტომ, ჩემი ხუმრობა არავის აღიზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსები "ფეიქების" გარეშე, ანუ გინების გარეშე არ გამომდის... ყოველთვის ვცდილობ, ავცდე, მაგრამ არ გამოდის. თუმცა ეს სხვებისთვის გამაღიზიანებელი არ არის. მიხარია, რომ ხალხისთვის კარგი განწყობის შექმნა შემიძლია...