სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასწრაფოს ექიმის ჩვენებით, ნელი დოროყაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა კანის მცირედი აქერცვლა, მან დაზიანების წარმომავლობა ვერ მიუთითა" - ბასილაშვილის ადვოკატი სასამართლო პროცესის დეტალებზე
"სასწრაფოს ექიმის ჩვენებით, ნელი დოროყაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა კანის მცირედი აქერცვლა, მან დაზიანების წარმომავლობა ვერ მიუთითა" - ბასილაშვილის ადვოკატი სასამართლო პროცესის დეტალებზე

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექიმ­მა ცალ­სა­ხად გან­მარ­ტა, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბო­და მხო­ლოდ მცი­რე­დი ეს­კო­რა­ცია კა­ნის აქერ­ცვლის სა­ხით, ის არ გა­ნიც­დი­და ტკი­ვილს და კი­თხვა­ზე, სა­ი­დან ჰქონ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა ვერ მი­უ­თი­თა, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოკ­ვლე­უ­ლი ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რებს, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და­დას­ტურ­დე­ბა.

"დღეს და­კი­თხუ­ლი არ­ცერ­თი მოწ­მე ცალ­სა­ხად არ მი­უ­თი­თებს, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან, ისი­ნი არ ყო­ფი­ლან მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­სწრე­ნი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მის ჩვე­ნე­ბა, რო­მელ­მაც ცალ­სა­ხად გან­მარ­ტა, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბო­და მხო­ლოდ მცი­რე­დი ეს­კო­რა­ცია კა­ნის აქერ­ცვლის სა­ხით, ის არ გა­ნიც­დი­და ტკი­ვილს და კი­თხვა­ზე, სა­ი­დან ჰქონ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა ვერ მი­უ­თი­თა. ექი­მის ჩვე­ნე­ბი­დან ცალ­სა­ხად დგინ­დე­ბა, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან 2020 წლის 21 მა­ისს არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. თი­თო­ე­უ­ლი სხდო­მის შემ­დგომ კი­დევ ერთხელ დგინ­დე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა.

ბრალ­დე­ბის მხა­რეს ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე შე­უძ­ლია მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­ძა­ხოს ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, რო­გორც კი ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩა­მო­ვა და დარ­ბაზ­ში და­ეს­წრე­ბა საქ­მის არ­სე­ბით გან­ხილ­ვას. სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოკ­ვლე­უ­ლი ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რებს, რომ მისი მხრი­დან არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, და­დას­ტურ­დე­ბა მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა”, - აღ­ნიშ­ნა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიშა
0

დოუბურჯგნიაა?

უბრალო
12

არ დაიჯერებთ და მართლა მთელი სერიოზულობით გეკითხებით, რატო იმეორებთ ერთსადაიმავე ინფორმაციას, ერთ სტატიაში ორჯერ? ფინანსებთანაა კავშირში, თუ სხვა რამეა????

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"სასწრაფოს ექიმის ჩვენებით, ნელი დოროყაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა კანის მცირედი აქერცვლა, მან დაზიანების წარმომავლობა ვერ მიუთითა" - ბასილაშვილის ადვოკატი სასამართლო პროცესის დეტალებზე

"სასწრაფოს ექიმის ჩვენებით, ნელი დოროყაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა კანის მცირედი აქერცვლა, მან დაზიანების წარმომავლობა ვერ მიუთითა" - ბასილაშვილის ადვოკატი სასამართლო პროცესის დეტალებზე

სასწრაფო დახმარების ექიმმა ცალსახად განმარტა, რომ ნელი დოროყაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა მხოლოდ მცირედი ესკორაცია კანის აქერცვლის სახით, ის არ განიცდიდა ტკივილს და კითხვაზე, საიდან ჰქონდა აღნიშნული დაზიანება, ნელი დოროყაშვილმა მისი წარმომავლობა ვერ მიუთითა, - ამის შესახებ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, მისი უდანაშაულობა დადასტურდება.

"დღეს დაკითხული არცერთი მოწმე ცალსახად არ მიუთითებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან განხორციელდა ძალადობრივი ქმედება, ვინაიდან, ისინი არ ყოფილან მომხდარი ფაქტის შემსწრენი. მნიშვნელოვანი იყო სასწრაფო დახმარების ექიმის ჩვენება, რომელმაც ცალსახად განმარტა, რომ ნელი დოროყაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა მხოლოდ მცირედი ესკორაცია კანის აქერცვლის სახით, ის არ განიცდიდა ტკივილს და კითხვაზე, საიდან ჰქონდა აღნიშნული დაზიანება, ნელი დოროყაშვილმა მისი წარმომავლობა ვერ მიუთითა. ექიმის ჩვენებიდან ცალსახად დგინდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან 2020 წლის 21 მაისს არანაირი ძალადობრივი ქმედება არ განხორციელებულა. თითოეული სხდომის შემდგომ კიდევ ერთხელ დგინდება ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის უდანაშაულობა.

ბრალდების მხარეს ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია მოწმის სახით გამოიძახოს ნიკოლოზ ბასილაშვილი, როგორც კი ექნება შესაძლებლობა, ჩამოვა და დარბაზში დაესწრება საქმის არსებით განხილვას. სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, დადასტურდება მისი უდანაშაულობა”, - აღნიშნა თეონა გვაზავამ.