სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. დო­კუ­მენტს ხელი KIU-ს რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ, GITA-ს თავ­მჯდო­მა­რემ ავ­თან­დილ კას­რა­ძემ და უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლერ­მა მაგ­და მაღ­რა­ძემ მო­ა­წე­რეს. მე­მო­რან­დუ­მის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის გან­ვი­თა­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­სა და ბიზ­ნესს შო­რის კავ­ში­რე­ბის გაზ­რდის, STEM გა­ნათ­ლე­ბის, კვლე­ვე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. მხა­რე­ებს შო­რის პარტნი­ო­რო­ბის ეს ფორ­მა­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის სტარ­ტა­პე­ბის, სტა­ჟი­რე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მე­ბის ერ­თობ­ლი­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, KIU-ს ინო­ვა­ცი­ე­ბის ეკო­სის­ტე­მის სტრა­ტე­გი­ის და­ნერგვის მიზ­ნით თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრანსფე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, რო­მელ­თაც მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, ინო­ვა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რემ ავ­თან­დილ კას­რა­ძემ ლექ­ცია თე­მა­ზე „ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში“ წა­უ­კი­თხა. მან ახალ­გაზ­რდებს ის პრო­ექ­ტე­ბი და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი გა­აც­ნო, რომ­ლებ­საც სა­ა­გენ­ტო ინო­ვა­ცი­ე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და სტარ­ტა­პე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სთა­ვა­ზობს.

„დღეს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუმ­რად არის სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ჩვენ ხელი მო­ვა­წე­რეთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან მე­მო­რან­დუმს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად, გა­ნა­ვი­თა­რებს ინო­ვა­ცი­ურ ეკო­სის­ტე­მას. ეს არის გა­რე­მო, რო­მელ­შიც სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ რო­გორც ჩვენს უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, ასე­ვე, პერ­სო­ნალს და ზო­გა­დად რე­გი­ონს, ხელი შე­უ­წყონ ინო­ვა­ცი­ურ იდე­ებს, მო­ახ­დი­ნონ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. “ - გა­ნა­ცხა­და KIU-ს რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ.

„დღეს ხელი მო­ვა­წე­რეთ ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბის მე­მო­რან­დუმს. ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ცოდ­ნა­ზე და ინო­ვა­ცი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში, სწო­რედ, ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის, სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი აძ­ლევს ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ცოდ­ნას და იმ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. მე­მო­რან­დუ­მი გუ­ლის­ხმობს, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ინო­ვა­ცი­უ­რი ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ვი­სა­უბ­რეთ სტუ­დენ­ტე­ბის აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, მათი ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მზად არის მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­წყოს ხელი იმ ახალ და, მარ­თლაც, უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც არა­მარ­ტო ქუ­თა­ის­ში, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნა ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა.“ - გა­ნა­ცხა­და ინო­ვა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რემ ავ­თან­დილ კას­რა­ძემ.

„დღეს გა­ფორმ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­მო­რან­დუ­მი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს შო­რის. ამ მე­მო­რან­დუ­მის მი­ზა­ნია, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სა­ა­გენ­ტოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, გა­ნა­ვი­თა­როს ინო­ვა­ცი­ე­ბის ეკო­სის­ტე­მა და ჩვენს სტუ­დენ­ტებს შეს­თა­ვა­ზოს და­საქ­მე­ბა და სტა­ჟი­რე­ბა, ისე, რომ მათ კარ­გად შე­ის­წავ­ლონ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, გახ­დნენ სა­ინ­ჟინ­რო-სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო დარ­გებ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყო­ბენ ხელს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი წელს აცხა­დებს სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბას ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სამ პროგ­რა­მა­ზე და ეს პროგ­რა­მე­ბი არის მო­მა­ვა­ლი ტექ­ნო­ლო­გე­ბის, ინ­ჟინ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის შექ­მნი­ლი.“ - გა­ნა­ცხა­და KIU-ს კან­ცლერ­მა მაგ­და მაღ­რა­ძემ.

NS

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების, განათლების სისტემასა და ბიზნესს შორის კავშირების გაზრდის, STEM განათლების, კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა. მხარეებს შორის პარტნიორობის ეს ფორმატი ითვალისწინებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების სტარტაპების, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების ერთობლივად განხორციელებას, KIU-ს ინოვაციების ეკოსისტემის სტრატეგიის დანერგვის მიზნით თანამშრომლობას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური ტრანსფერის მიმართულების განვითარებას.

ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომელთაც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ლექცია თემაზე „ინოვაციური იდეების მხარდაჭერა საქართველოში“ წაუკითხა. მან ახალგაზრდებს ის პროექტები და ინიციატივები გააცნო, რომლებსაც სააგენტო ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარების მიმართულებით სთავაზობს.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუმრად არის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი სააგენტოსთან ერთად, განავითარებს ინოვაციურ ეკოსისტემას. ეს არის გარემო, რომელშიც საშუალება ექნებათ როგორც ჩვენს უნივერსიტეტებს, ასევე, პერსონალს და ზოგადად რეგიონს, ხელი შეუწყონ ინოვაციურ იდეებს, მოახდინონ ტექნოლოგიური და თანამედროვე პროექტების განვითარება. “ - განაცხადა KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის პროცესში, სწორედ, ასეთი მაღალი დონის, საერთაშორისო მასშტაბის უნივერსიტეტი აძლევს ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას, ცოდნას და იმ გამოცდილებას, რომელიც საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის. მემორანდუმი გულისხმობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩართული იქნება ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში. ვისაუბრეთ სტუდენტების აქტიურ მონაწილეობაზე, მათი ინოვაციური იდეების მხარდაჭერაზე. საქართველოს მთავრობა მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი იმ ახალ და, მართლაც, უნიკალურ შესაძლებლობებს, რომლებიც არამარტო ქუთაისში, არამედ მთლიანად საქართველოში შექმნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა.“ - განაცხადა ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.

„დღეს გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის. ამ მემორანდუმის მიზანია, უნივერსიტეტმა სააგენტოსთან თანამშრომლობით, განავითაროს ინოვაციების ეკოსისტემა და ჩვენს სტუდენტებს შესთავაზოს დასაქმება და სტაჟირება, ისე, რომ მათ კარგად შეისწავლონ ტექნოლოგიები, გახდნენ საინჟინრო-საბუნებისმეტყველო დარგებში პროფესიონალი სპეციალისტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობენ ხელს. მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს აცხადებს სტუდენტების მიღებას ბაკალავრიატის სამ პროგრამაზე და ეს პროგრამები არის მომავალი ტექნოლოგების, ინჟინრების განვითარებისთვის შექმნილი.“ - განაცხადა KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

NS

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკურსელი ხარ

"ერთ კომპანიას 12 000 ლარის ნაცვლად 600 ლარი ჩაურიცხეს" - "კარფურს" ქართველი დისტრიბუტორები სასამართლოში უჩივიან

"მძიმე ქრონიკული თანმხლები დაავადებები ართულებს მდგომარეობას" - კოვიდინფიცირებული ანზორ ერქომაიშვილი აპარატზეა შეერთებული