მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუვიწყარია სცენიდან დანახული თვალცრემლიანი ქართველი ემიგრანტების ოვაციები" - საქართველოდან 21 წლის წინ წასული პიანისტი, რომელმაც ფლორიდაში დიდ წარმატებას მიაღწია
"დაუვიწყარია სცენიდან დანახული თვალცრემლიანი ქართველი ემიგრანტების ოვაციები" - საქართველოდან 21 წლის წინ წასული პიანისტი, რომელმაც ფლორიდაში დიდ წარმატებას მიაღწია

ვინ იცის, რამ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო­ეთ­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სუ­ლი, რომ­ლებ­მაც იქ სა­კუ­თა­რი თავი იპო­ვეს და დიდი წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წი­ეს. ცოტა ხნის წინ აშშ-ში მოღ­ვა­წე ქარ­თვლე­ლი მუ­სი­კო­სი გი­ორ­გი-გუგა ჩხიკ­ვა­ძე გა­ვი­ცა­ნით. ის ფლო­რი­დის შტატ­ში პალმ ბი­ჩის კო­ლე­ჯის პრო­ფე­სო­რია, სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო გან­ყო­ფილ­ბა­ზე ბევრ ნი­ჭი­ერ მო­მა­ვალ პი­ა­ნისტს ას­წავ­ლის და ცხოვ­რობს ქა­ლაქ პალმ ბიჩ­ში.

გუგა ჩხიკ­ვა­ძემ 2000 წელს ინ­ტერ­ლო­ქე­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ა­ში (აშშ) 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ა­ბა­რა, აკა­დე­მი­ამ თა­ვად და­ა­ფი­ნან­სა. რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, მო­მა­ვალ­მა პი­ა­ნის­ტმა სწავ­ლა იქვე გა­აგ­რძე­ლა.

„ეს ის დრო იყო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ უშუ­ქო­ბა, სი­ცი­ვე, უწყლო­ბა იყო. მე კი უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის სა­ძი­ებ­ლად, ჯერ კი­დევ თი­ნე­ი­ჯე­რი, ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გზავ­რე...

მა­ნამ­დე სა­შუ­ა­ლო მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში დამ­სა­ხუ­რე­ბულ პე­და­გოგ ლალი გურ­გე­ნი­ძის და პა­ი­ნისტ ანი ტა­კი­ძის კლას­ში მი­ვი­ღე, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა - პი­ა­ნისტ ლექ­სო თო­რა­ძეს­თან ინ­დი­ა­ნას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (ბა­კა­ლავ­რი) და დე­პო­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში - პი­ა­ნისტ ეთერ ან­ჯა­ფარ­ძეს­თან (მა­გის­ტრა­ტუ­რა). ახლა ვარ კონ­ცერტ-პი­ა­ნის­ტი, პე­და­გო­გი და მწე­რა­ლი.

- ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბა­დე წი­ნას­წარ იცო­დით იქ, რა უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნათ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით იმა­ში, რომ მიზ­ნის მიღ­წე­ვას შეძ­ლებ­დით?

- უკვე 13 წლის ასაკ­ში ვი­ცო­დი, რომ უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი მუ­სი­კო­სი, ვი­ცო­დი, რომ მქონ­და სა­შუ­ა­ლო ნიჭი და თა­ვი­დან­ვე მჯე­რო­და, რომ გავ­ხდე­ბო­დი პორ­ფე­სი­ო­ნა­ლი თუ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად დიდ დროს და შრო­მას არ დავ­ზო­გავ­დი. "ხე­ლოვ­ნე­ბა გუ­ლის სის­ხლს მო­ი­თხოვს..." თქვა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ - ეს ოქ­როს სი­ტყვე­ბია...

- რო­გო­რი იყო უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­დად­გმუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და პირ­ვე­ლი დიდი შთა­ბეჭდ­ლე­ბა?

- პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იყო თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა, კონ­ცერ­ტე­ბის წინ ხში­რად 10 სა­ათს ვუკ­რავ­დი, ასე­ვე სკო­ლა­ში ინ­გლი­სუ­რად ალ­გებ­რა-გე­ო­მეტ­რი­ის სწა­ვა­ლაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო...

პირ­ვე­ლი დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ნიუ-იორკში დაკ­რუ­ლი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ, სცე­ნი­დან და­ნა­ხუ­ლი თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოვა­ცი­ე­ბი აღ­მოჩ­ნდა...

- ამე­რი­კამ რო­გორ მი­გი­ღოთ?

- ამე­რი­კა ემიგ­რან­ტე­ბის ქვე­ყა­ნაა, ამი­ტომ, საკ­მა­ოდ ბუ­ნებ­რი­ვად და ად­ვი­ლად მოხ­და ჩემი ადაპ­ტი­რე­ბა უცხო ქვე­ყა­ნა­ში, თა­ვი­დან­ვე და­ვი­ნა­ხე, რომ თუ შენ საქ­მე­ზე ფა­ნა­ტი­კუ­რად ხარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ის კარ­გად გა­მოგ­დის, წარ­მა­ტე­ბას ად­ვი­ლად მი­აღ­წევ.

- სა­კუ­თარ მიღ­წე­ვად რას მი­იჩ­ნევთ?

- დიდი პა­ტი­ვია, რომ მაქვს პი­ა­ნის­ტო­ბის უნა­რი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­მიძ­ლია, ქარ­თულ კლა­სი­კურ მუ­სი­კას პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­ვუ­წიო. ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვაა. ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ვირ­ტუ­ო­ზუ­ლი თვალ­სა­ზირ­სით. ყვე­ლა ჩემს სოლო კონ­ცერ­ტში, რო­გორც წესი, ოც წუთს ვუთ­მობ ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბებს.

- რა არის დღეს თქვე­ნი პრო­ფე­სია თქვენ­თვის?

- ჩემი პრო­ფე­სია მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ჩემი ნაშ­რო­მი­აა, რო­მელ­საც ნელ-ნელა ნა­ყო­ფი გა­მო­აქვს, მაგ­რამ გა­სა­კე­თე­ბე­ლი კი­დევ ბევ­რია, უამრვი პრო­ექ­ტი და არა­ერ­თი გეგ­მაა წინ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში იმა­ვე წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ­დით?

- ალ­ბათ, ვერა, რად­გან ხე­ლო­ვანს სჭირ­დე­ბა დიდი თა­ნად­გო­მა, ფი­ნან­სე­ბი, სცე­ნა და მი­ლი­ო­ნი სხვა დე­ტა­ლი, რაც სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო და არ არის ჯერ­ჯე­რო­ბით... და­აკ­ვირ­დით, 95% კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ემიგ­რა­ცი­ა­შია, რაც სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბაა.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, წიგ­ნი და­გი­წე­რი­ათ - მოგ­ვი­ყე­ვით ამა­ზე. რა გახ­და მისი და­წე­რის მი­ზე­ზი?

- ჩემი რო­მა­ნი „წი­თე­ლი კლა­ვი­შე­ბი“ შარ­შან დავ­წე­რე. რო­მა­ნი 1937 წელ­ში რეპ­რე­სი­რე­ბულ ქარ­თველ პი­ა­ნისტზეა... ბევ­რი დე­ტა­ლი ნამ­დვილ ამ­ბებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ვე­ცა­დე, მკა­ფი­ოდ მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, თუ რო­გორ სა­ში­ნელ და სას­ტიკ დრო­ში მო­უ­წი­ათ ჩვენს წი­ნაპ­რებს ცხოვ­რე­ბა. სტა­ლი­ნურ ეპო­ქა­ზე უამ­რა­ვი ნაშ­რო­მი მაქვს წა­კი­თხუ­ლი. რად­გან მთავ­რი გმი­რიც პი­ა­ნის­ტია, ამი­ტომ, ეს ნა­წარ­მო­ე­ბი საკ­მა­ოდ ად­ვი­ლად და­ი­წე­რა.

ჩემი ორი­ვე დიდი ბა­ბუა 1930-იან წლებ­ში გა­და­ა­სახ­ლეს არაფ­რის გამო და ალ­ბათ რო­მა­ნის და­წე­რის­კენ ამ ფაქ­ტმა მი­ბიძ­გა

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებთ?

- მხო­ლოდ იმ შე­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხავ, რომ მშრო­მე­ლი ადა­მი­ნი სათ­ნა­დოდ და­ფა­სე­ბუ­ლია, აბა, სხვნა­ი­რად რო­გორ?! ენ­თუ­ზი­აზმზე კონ­ცერ­ტე­ბის მში­ე­რი კუ­ჭით დაკ­ვრა ნამ­დვი­ლად არ მი­ზი­დავს...

- ნოს­ტალ­გია არ გა­წუ­ხებთ, თუ უკვე გა­და­ლა­ხუ­ლი გაქვთ ეს ემო­ცია?

- ნოს­ტალ­გია ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, მაგ­რამ რა ვქნათ, სხვა გზა არ არის... ფილმში „ფეს­ვე­ბი“ ყვე­ლა ამო­ვიც­ნობთ ხოლ­მე სა­კუ­თარ თავს... სამ­წუ­ხა­როდ, ემიგ­რა­ცია ბევ­რი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის დიდი ტკი­ვი­ლია.

- პან­დე­მი­ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელი შე­გი­შა­ლათ?

- პან­დე­მი­ის გამო გეგ­მე­ბი ჩე­მე­შა­ლა, კერ­ძოდ, კონ­ცერ­ტე­ბის, დის­კის ჩა­წე­რის, მას­ტერკლა­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით... მაგ­რამ მიყ­ვარს, რო­დე­საც ყვე­ლა­ფერს პო­ზი­ტი­უ­რად ვუყ­რებ...

იმის გამო, რომ პან­დე­მი­ის დროს ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­მიჩ­ნდა, დავ­წე­რე კი­დევ ერთი რო­მა­ნი, ასე­ვე ვის­წა­ლე ურ­თუ­ლე­სი სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო რე­პერ­ტუ­ა­რი, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ დრო­ში უბ­რა­ლოდ ვერ ვის­წავ­ლი­დი, რად­გან საკ­მა­ოდ გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მაქვს. ეს სა­ში­ნე­ლი დრო უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ სა­კუ­თა­რი საქ­მის სა­სარ­გებ­ლოდ... ასე­ვე ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლი­ან გვერ­დში ამო­უდ­გა სა­კუ­თარ ხალ­ხს ამ ურ­თუ­ლეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა ყვე­ლას, რომ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ქვე­ყა­ნაა.

- სა­მო­მავ­ლოდ რას გეგ­მავთ?

- მინ­და, პან­დე­მი­ის გამო ბევ­რი ჩაშ­ლი­ლი საქ­მე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო. ფლო­რი­და­ში მი­წევს ბა­ხის კონ­ცერ­ტე­ბის დაკ­ვრა და დიდი სურ­ვე­ლი მაქვს, ახლო მო­მა­ვალ­ში იგი­ვე კონ­ცერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­კესტრთან და­ვუკ­რა, რად­გან სამ­შობ­ლო­ში ბო­ლოს ათი წლის წინ და­ვუ­კა­რი. ასე­ვე ფან­ტას­ტი­კურ ავან­გარდ მწე­რალ შალ­ვა სი­ხა­რუ­ლი­ძეს­თან ერ­თად ჩემს რო­მანს ვა­მუ­შა­ვებ, რომ ფილ­მის სცე­ნა­რად გა­და­ვა­კე­თოთ. საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ებ­ზე მხო­ლოდ ორი ქარ­თუ­ლი ფილ­მი მახ­სენ­დე­ბა და ური­გო არ იქ­ნე­ბა, „წი­თე­ლი კლა­ვი­შე­ბის“ ფილ­მის ვერ­სი­აც ნა­ხოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მინ­და, რომ რე­ა­ლო­ბად ვაქ­ციო...

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"დაუვიწყარია სცენიდან დანახული თვალცრემლიანი ქართველი ემიგრანტების ოვაციები" - საქართველოდან 21 წლის წინ წასული პიანისტი, რომელმაც ფლორიდაში დიდ წარმატებას მიაღწია

"დაუვიწყარია სცენიდან დანახული თვალცრემლიანი ქართველი ემიგრანტების ოვაციები" - საქართველოდან 21 წლის წინ წასული პიანისტი, რომელმაც ფლორიდაში დიდ წარმატებას მიაღწია

ვინ იცის, რამდენი ნიჭიერი ადამიანია საქართველოდან უცხოეთში ემიგრაციაში წასული, რომლებმაც იქ საკუთარი თავი იპოვეს და დიდი წარმატებასაც მიაღწიეს. ცოტა ხნის წინ აშშ-ში მოღვაწე ქართვლელი მუსიკოსი გიორგი-გუგა ჩხიკვაძე გავიცანით. ის ფლორიდის შტატში პალმ ბიჩის კოლეჯის პროფესორია, საფორტეპიანო განყოფილბაზე ბევრ ნიჭიერ მომავალ პიანისტს ასწავლის და ცხოვრობს ქალაქ პალმ ბიჩში.

გუგა ჩხიკვაძემ 2000 წელს ინტერლოქენის ხელოვნების აკადემიაში (აშშ) 100%-იანი დაფინანსებით ჩააბარა, აკადემიამ თავად დააფინანსა. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მომავალმა პიანისტმა სწავლა იქვე გააგრძელა.

„ეს ის დრო იყო, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ უშუქობა, სიცივე, უწყლობა იყო. მე კი უკეთესი ცხოვრების საძიებლად, ჯერ კიდევ თინეიჯერი, ამერიკაში გავემგზავრე...

მანამდე საშუალო მუსიკალური განათლება ნიჭიერთა ათწლედში დამსახურებულ პედაგოგ ლალი გურგენიძის და პაინისტ ანი ტაკიძის კლასში მივიღე, უმაღლესი განათლება - პიანისტ ლექსო თორაძესთან ინდიანას უნივერსიტეტში (ბაკალავრი) და დეპოლის უნივერსიტეტში - პიანისტ ეთერ ანჯაფარძესთან (მაგისტრატურა). ახლა ვარ კონცერტ-პიანისტი, პედაგოგი და მწერალი.

- ამერიკაში გამგზავრებადე წინასწარ იცოდით იქ, რა უნდა გაგეკეთებინათ და დარწმუნებული იყავით იმაში, რომ მიზნის მიღწევას შეძლებდით?

- უკვე 13 წლის ასაკში ვიცოდი, რომ უნდა გამოვსულიყავი მუსიკოსი, ვიცოდი, რომ მქონდა საშუალო ნიჭი და თავიდანვე მჯეროდა, რომ გავხდებოდი პორფესიონალი თუ მიზნის მისაღწევად დიდ დროს და შრომას არ დავზოგავდი. "ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს..." თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ - ეს ოქროს სიტყვებია...

- როგორი იყო უცხო ქვეყანაში გადადგმული პირველი ნაბიჯები და პირველი დიდი შთაბეჭდლება?

- პირველი ნაბიჯები იყო თავდაუზოგავი შრომა, კონცერტების წინ ხშირად 10 საათს ვუკრავდი, ასევე სკოლაში ინგლისურად ალგებრა-გეომეტრიის სწავალაც საკმაოდ რთული იყო, მაგრამ საინტერესო...

პირველი დიდი შთაბეჭდილება ნიუ-იორკში დაკრული კონცერტის შემდეგ, სცენიდან დანახული თვალცრემლიანი ქართველი ემიგრანტების ოვაციები აღმოჩნდა...

- ამერიკამ როგორ მიგიღოთ?

- ამერიკა ემიგრანტების ქვეყანაა, ამიტომ, საკმაოდ ბუნებრივად და ადვილად მოხდა ჩემი ადაპტირება უცხო ქვეყანაში, თავიდანვე დავინახე, რომ თუ შენ საქმეზე ფანატიკურად ხარ შეყვარებული და ის კარგად გამოგდის, წარმატებას ადვილად მიაღწევ.

- საკუთარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- დიდი პატივია, რომ მაქვს პიანისტობის უნარი, რომლის საშუალებითაც შემიძლია, ქართულ კლასიკურ მუსიკას პოპულარიზაცია გავუწიო. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევაა. ქართული მუსიკა საკმაოდ მრავალფეროვანია და რთულად შესასრულებელი ვირტუოზული თვალსაზირსით. ყველა ჩემს სოლო კონცერტში, როგორც წესი, ოც წუთს ვუთმობ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს.

- რა არის დღეს თქვენი პროფესია თქვენთვის?

- ჩემი პროფესია მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი ნაშრომიაა, რომელსაც ნელ-ნელა ნაყოფი გამოაქვს, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, უამრვი პროექტი და არაერთი გეგმაა წინ.

- საქართველოში იმავე წარმატებას ვერ მიაღწევდით?

- ალბათ, ვერა, რადგან ხელოვანს სჭირდება დიდი თანადგომა, ფინანსები, სცენა და მილიონი სხვა დეტალი, რაც სამწუხაროდ, საქართველოში არ იყო და არ არის ჯერჯერობით... დააკვირდით, 95% კლასიკური მუსიკის წარმატებული ემიგრაციაშია, რაც სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა.

- როგორც შევიტყვე, წიგნი დაგიწერიათ - მოგვიყევით ამაზე. რა გახდა მისი დაწერის მიზეზი?

- ჩემი რომანი „წითელი კლავიშები“ შარშან დავწერე. რომანი 1937 წელში რეპრესირებულ ქართველ პიანისტზეა... ბევრი დეტალი ნამდვილ ამბებზეა დაფუძნებული. ვეცადე, მკაფიოდ მეჩვენებინა, თუ როგორ საშინელ და სასტიკ დროში მოუწიათ ჩვენს წინაპრებს ცხოვრება. სტალინურ ეპოქაზე უამრავი ნაშრომი მაქვს წაკითხული. რადგან მთავრი გმირიც პიანისტია, ამიტომ, ეს ნაწარმოები საკმაოდ ადვილად დაიწერა.

ჩემი ორივე დიდი ბაბუა 1930-იან წლებში გადაასახლეს არაფრის გამო და ალბათ რომანის დაწერისკენ ამ ფაქტმა მიბიძგა

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებთ?

- მხოლოდ იმ შეთხვევაში, როდესაც დავინახავ, რომ მშრომელი ადამინი სათნადოდ დაფასებულია, აბა, სხვნაირად როგორ?! ენთუზიაზმზე კონცერტების მშიერი კუჭით დაკვრა ნამდვილად არ მიზიდავს...

- ნოსტალგია არ გაწუხებთ, თუ უკვე გადალახული გაქვთ ეს ემოცია?

- ნოსტალგია ყველა ქართველი ემიგრანტის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ რა ვქნათ, სხვა გზა არ არის... ფილმში „ფესვები“ ყველა ამოვიცნობთ ხოლმე საკუთარ თავს... სამწუხაროდ, ემიგრაცია ბევრი ქართველი ემიგრანტის დიდი ტკივილია.

- პანდემიამ საქმიანობაში ხელი შეგიშალათ?

- პანდემიის გამო გეგმები ჩემეშალა, კერძოდ, კონცერტების, დისკის ჩაწერის, მასტერკლასების მიმართულებით... მაგრამ მიყვარს, როდესაც ყველაფერს პოზიტიურად ვუყრებ...

იმის გამო, რომ პანდემიის დროს ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, დავწერე კიდევ ერთი რომანი, ასევე ვისწალე ურთულესი საფორტეპიანო რეპერტუარი, რომელსაც ჩვეულებრივ დროში უბრალოდ ვერ ვისწავლიდი, რადგან საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მაქვს. ეს საშინელი დრო უნდა გამოვიყენოთ საკუთარი საქმის სასარგებლოდ... ასევე ამერიკის სახელმწიფო ძალიან გვერდში ამოუდგა საკუთარ ხალხს ამ ურთულეს სიტუაციაში და კიდევ ერთხელ დაგვანახა ყველას, რომ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაა.

- სამომავლოდ რას გეგმავთ?

- მინდა, პანდემიის გამო ბევრი ჩაშლილი საქმე განვახორციელო. ფლორიდაში მიწევს ბახის კონცერტების დაკვრა და დიდი სურველი მაქვს, ახლო მომავალში იგივე კონცერტები საქართველოში ორკესტრთან დავუკრა, რადგან სამშობლოში ბოლოს ათი წლის წინ დავუკარი. ასევე ფანტასტიკურ ავანგარდ მწერალ შალვა სიხარულიძესთან ერთად ჩემს რომანს ვამუშავებ, რომ ფილმის სცენარად გადავაკეთოთ. საბჭოთა რეპრესიებზე მხოლოდ ორი ქართული ფილმი მახსენდება და ურიგო არ იქნება, „წითელი კლავიშების“ ფილმის ვერსიაც ნახოს საზოგადოებამ. ეს ყველაფერი ძალიან მინდა, რომ რეალობად ვაქციო...

“ბნელი 90-იანების დროს მე გავხდი ძალადობის მსხვერპლი" - ლელა წურწუმია

"პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო... მეგობრები არიან, უყვართ საქართველო და ქართველები" - რას ამბობს იმ ქალის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა

"ყოველთვის, როდესაც წინ მივდიოდი, საქართველოში ფეხს მადგამდნენ... ყველგან "მბლოკავდნენ" - რას ჰყვება ალექსანდრე  ზაზარაშვილი სამშობლოსა და აშშ-ში ცხოვრებაზე?