სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთუთოების დაავადება, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება - ოფთალმოლოგი განმარტავს რა იწვევს მას და როგორ მკურნალობენ
ქუთუთოების დაავადება, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება - ოფთალმოლოგი განმარტავს რა იწვევს მას და როგორ მკურნალობენ

ადა­მი­ანს ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ხში­რად ქუ­თუ­თო­ე­ბის გარ­შე­მო კანი ნა­კე­ცე­ბად ეკი­დე­ბა. მარ­თა­ლია, ეს ტკი­ვილს არ იწ­ვევს, მაგ­რამ სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვი­სას ადა­მი­ანს უსი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ე­ბი ეუფ­ლე­ბა.

რე­ა­ლუ­რად რას­თან გვაქვს საქ­მე, რა იწ­ვევს ამას, არის თუ არა სა­ში­ში და არ­სე­ბობს თუ არა ამის­გან თა­ვის დახ­სნის სა­შუ­ა­ლე­ბა, ამა­ზე ექი­მი-ოფ­თალ­მო­ლო­გი ია ვარ­და­ნაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

„ეს ზედა ქუ­თუ­თო­ე­ბის კა­ნის ორ­მხრი­ვი ატრო­ფი­აა. მას ბლე­ფა­რო­ქა­ლა­ზი­სი ჰქვია, რა დრო­საც ქუ­თუ­თოს კი­დე­ზე პარ­კის სა­ხით კანი ნა­კე­ცე­ბად იკ­რი­ბე­ბა და ეკი­დე­ბა. იგი კოს­მეტ­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა და კუნ­თის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ის ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ვი­თარ­დე­ბა თა­ნაბ­რად, რო­გორც ქა­ლებ­ში, ისე - მა­მა­კა­ცებ­ში.

რა თქმა უნდა, თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში, რო­დე­საც ასე სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა პლას­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად მკურ­ნა­ლო­ბა­საც მი­მარ­თა­ვენ. ად­რე­ულ წლებ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ქი­რუ­რუ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვით გვარ­დე­ბო­და, რო­მელ­საც შემ­დგომ ხან­გრძლი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი ახ­ლდა. ამ­ჟა­მად არ­სე­ბობს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტი Plasmage, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, უფრო ხან­მოკ­ლე გა­ხა­დოს პოსტპ­რო­ცე­დუ­რის პე­რი­ო­დი და შე­დე­გიც ხან­გრძლი­ვად შე­ნარ­ჩუნ­დეს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა ამ აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა?

- კი, ჩვენ ვი­ყე­ნებთ მას კა­ნის სხვა­დას­ხვა კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნე­ბის მო­სა­ცი­ლებ­ლად, მაგ­რამ მისი მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა პრო­ცე­დუ­რა, სა­ხე­ლად ბლე­ფა­როპ­ლაზ­მა (არა­ო­პე­რა­ცი­უ­ლი გზით ზედ­მე­ტი კა­ნის „აორ­თქლე­ბა“ ზედა, ან ქვე­და ქუ­თუ­თო­ე­ბი­დან) და ასე­ვე ქსან­თე­ლაზ­მე­ბის არა­ო­პე­რა­ცი­უ­ლი გზით მო­შო­რე­ბა-შემ­ცი­რე­ბა.

- რა შემ­თხვე­ვა­ში კეთ­დე­ბა ეს?

- ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, კო­ლა­გე­ნუ­რი ბოჭ­კო­ე­ბი იფი­ტე­ბა, რის შე­და­გა­დაც კა­ნის ტო­ნუ­სი დუნ­დე­ბა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია ნა­ად­რე­ვია, ან პა­ცი­ენტს არ სურს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა - შეგ­ვიძ­ლია „გა­მო­ვას­წო­როთ“ ქუ­თუ­თო­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა პლაზ­მა­ჟით, თა­ნაც ეს პრო­ცე­დუ­რა ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად სწრა­ფი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამ დროს ხდე­ბა კო­ლა­გე­ნის სინ­თე­ზის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და კა­ნის სა­ერ­თო ფარ­თო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შემ­ცი­რე­ბა. ასეთ დროს შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ქსო­ვი­ლის მო­დუ­ნე­ბუ­ლი ბოჭ­კო­ე­ბი იჭი­მე­ბა, რის შემ­დე­გაც იმა­ტებს კა­ნის ტო­ნუ­სი, რაც მას მე­ტად ამ­კვრი­ვებს. კანი ახალ­გაზ­რდავ­დე­ბა, ქრე­ბა ნა­ო­ჭე­ბი და კა­ნის ფერი, სტრუქ­ტუ­რა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტი ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქუ­თუ­თო­ებ­ზე ერ­თგვა­რი ცხიმგრო­ვის სამ­კურ­ნა­ლოდ.

- რა ასაკ­ში ტარ­დე­ბა?

- ბლე­ფა­როპ­ლაზ­მის შემ­თხვე­ვა­ში ასაკს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. გვყო­ლია რო­გორც 30 წლამ­დე ასა­კის პა­ცი­ენ­ტე­ბი, ასე­ვე 75 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბიც.

- მტკივ­ნე­უ­ლია თუ არა ეს პრო­ცე­დუ­რა და რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა?

- პრო­ცე­დუ­რა ად­გი­ლობ­რი­ვი ტო­პი­კუ­რი გა­ყუ­ჩე­ბით ტარ­დე­ბა, ლი­დო­კა­ი­ნის და პრი­ლო­კა­ი­ნის შემ­ცვე­ლი კრე­მის მეშ­ვე­ო­ბით. გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი კრე­მის აპ­ლი­კა­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 45 წუთი, შემ­დეგ თვი­თონ პრო­ცე­დუ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 30-45 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა.

- ე.ი. პა­ცი­ენ­ტებს შო­რის ამ პრობ­ლე­მით ქა­ლე­ბიც გა­კი­თხა­ვენ და მა­მა­კა­ცე­ბიც?

- რაც შე­ე­ხე­ბა ეს­თე­ტი­კას, მა­გა­ლი­თად, თვა­ლის გარ­შე­მო კა­ნის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბას - რა თქმა უნდა, ქა­ლე­ბი. ხოლო, რაც სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბას, მა­გა­ლი­თად, ქსან­თე­ლაზ­მე­ბის, პა­პი­ლო­მე­ბის და კე­რა­ტო­მე­ბის მო­შო­რე­ბას - ბოლო პე­რი­ოდ­ში რაც გაჩ­ნდა ამ პრობ­ლე­მე­ბის არა­ო­პე­რა­ცი­უ­ლი გზით მოგ­ვა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მა­მა­კა­ცე­ბიც უფრო ხში­რად მოგ­ვმარ­თა­ვენ.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ თვა­ლის არე­ში ხდე­ბა?

- რო­გორც ოფ­თალ­მო­ლო­გი თვა­ლის არე­ზე ვმუ­შა­ობ, თუმ­ცა ამ აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უ­ზღუ­და­ვია და შე­საძ­ლე­ბე­ლია კა­ნის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Xatia
2

Sad sheidzleba rom gaviketo

 

 

ზიზი
0

რა საინტერესოა, მეგონა ეს პრობლემა არ გვარდებოდა. გმადლობთ სტატიისთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ქუთუთოების დაავადება, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება - ოფთალმოლოგი განმარტავს რა იწვევს მას და როგორ მკურნალობენ

ქუთუთოების დაავადება, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება - ოფთალმოლოგი განმარტავს რა იწვევს მას და როგორ მკურნალობენ

ადამიანს ასაკის მატებასთან ერთად, ხშირად ქუთუთოების გარშემო კანი ნაკეცებად ეკიდება. მართალია, ეს ტკივილს არ იწვევს, მაგრამ სარკეში ჩახედვისას ადამიანს უსიამოვნო ემოციები ეუფლება.

რეალურად რასთან გვაქვს საქმე, რა იწვევს ამას, არის თუ არა საშიში და არსებობს თუ არა ამისგან თავის დახსნის საშუალება, ამაზე ექიმი-ოფთალმოლოგი ია ვარდანაშვილი გვესაუბრება.

„ეს ზედა ქუთუთოების კანის ორმხრივი ატროფიაა. მას ბლეფაროქალაზისი ჰქვია, რა დროსაც ქუთუთოს კიდეზე პარკის სახით კანი ნაკეცებად იკრიბება და ეკიდება. იგი კოსმეტკური დაავადებაა და კუნთის ფუნქციის დარღვევით არის განპირობებული. ის ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება თანაბრად, როგორც ქალებში, ისე - მამაკაცებში.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ასე სწრაფად ვითარდება პლასტიკური ჩარევის ტექნოლოგიური პროცესები, ადამიანები ხშირად ამ პრობლემის მოსაგვარებლად მკურნალობასაც მიმართავენ. ადრეულ წლებში ეს ყველაფერი მხოლოდ ქირურუგიული ჩარევით გვარდებოდა, რომელსაც შემდგომ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი ახლდა. ამჟამად არსებობს ულტრათანამედროვე აპარატი Plasmage, რომელიც საშუალებას იძლევა, უფრო ხანმოკლე გახადოს პოსტპროცედურის პერიოდი და შედეგიც ხანგრძლივად შენარჩუნდეს.

- საქართველოში ხდება ამ აპარატის გამოყენება?

- კი, ჩვენ ვიყენებთ მას კანის სხვადასხვა კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მოსაცილებლად, მაგრამ მისი მთავარი დანიშნულებაა პროცედურა, სახელად ბლეფაროპლაზმა (არაოპერაციული გზით ზედმეტი კანის „აორთქლება“ ზედა, ან ქვედა ქუთუთოებიდან) და ასევე ქსანთელაზმების არაოპერაციული გზით მოშორება-შემცირება.

- რა შემთხვევაში კეთდება ეს?

- ასაკის მატებასთან ერთად, კოლაგენური ბოჭკოები იფიტება, რის შედაგადაც კანის ტონუსი დუნდება. ხშირ შემთხვევაში, როდესაც პლასტიკური ქირურგია ნაადრევია, ან პაციენტს არ სურს ქირურგიული ჩარევა - შეგვიძლია „გამოვასწოროთ“ ქუთუთოების მდგომარეობა პლაზმაჟით, თანაც ეს პროცედურა ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით, ბევრად სწრაფი რეაბილიტაციით გამოირჩევა. ამ დროს ხდება კოლაგენის სინთეზის გააქტიურება და კანის საერთო ფართობის მნიშვნელოვანი შემცირება. ასეთ დროს შემაერთებელი ქსოვილის მოდუნებული ბოჭკოები იჭიმება, რის შემდეგაც იმატებს კანის ტონუსი, რაც მას მეტად ამკვრივებს. კანი ახალგაზრდავდება, ქრება ნაოჭები და კანის ფერი, სტრუქტურა უმჯობესდება.

აღნიშნული აპარატი ასევე წარმატებით გამოიყენება ქუთუთოებზე ერთგვარი ცხიმგროვის სამკურნალოდ.

- რა ასაკში ტარდება?

- ბლეფაროპლაზმის შემთხვევაში ასაკს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. გვყოლია როგორც 30 წლამდე ასაკის პაციენტები, ასევე 75 წელს გადაცილებულებიც.

- მტკივნეულია თუ არა ეს პროცედურა და რამდენ ხანს გრძელდება?

- პროცედურა ადგილობრივი ტოპიკური გაყუჩებით ტარდება, ლიდოკაინის და პრილოკაინის შემცველი კრემის მეშვეობით. გამაყუჩებელი კრემის აპლიკაცია დაახლოებით 45 წუთი, შემდეგ თვითონ პროცედურა დაახლოებით 30-45 წუთის განმავლობაში გრძელდება.

- ე.ი. პაციენტებს შორის ამ პრობლემით ქალებიც გაკითხავენ და მამაკაცებიც?

- რაც შეეხება ესთეტიკას, მაგალითად, თვალის გარშემო კანის გაახალგაზრდავებას - რა თქმა უნდა, ქალები. ხოლო, რაც სამედიცინო დანიშნულებას, მაგალითად, ქსანთელაზმების, პაპილომების და კერატომების მოშორებას - ბოლო პერიოდში რაც გაჩნდა ამ პრობლემების არაოპერაციული გზით მოგვარების შესაძლებლობა მამაკაცებიც უფრო ხშირად მოგვმართავენ.

- ეს ყველაფერი მხოლოდ თვალის არეში ხდება?

- როგორც ოფთალმოლოგი თვალის არეზე ვმუშაობ, თუმცა ამ აპარატის გამოყენება პრაქტიკულად შეუზღუდავია და შესაძლებელია კანის ნებისმიერ მონაკვეთზე.