კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სენდვიჩი "სოკო" სოკოს გარეშე - სიცილიელი ემიგრანტების შექმნილი უჩვეულო კერძის რეცეპტი შეფისგან
სენდვიჩი "სოკო" სოკოს გარეშე - სიცილიელი ემიგრანტების შექმნილი უჩვეულო კერძის რეცეპტი შეფისგან

სი­ცი­ლი­უ­რი პური და სენდვი­ჩის­თვის უჩ­ვე­უ­ლო პრო­დუქ­ტე­ბი - ეს „მუ­ფა­ლე­ტაა“, სენდვი­ჩი, რო­მე­ლიც ნიუ ორ­ლე­ან­ში მცხოვ­რებ იტა­ლი­ელ ემიგ­რან­ტებ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. მისი მთა­ვა­რი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტი დიდი ზო­მის პუ­რია.

სენდვი­ჩი პირ­ვე­ლად მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში შექ­მნეს, თუმ­ცა შემ­ქმნე­ლის შე­სა­ხებ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს. ერთი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, სენდვი­ჩი „მუ­ფა­ლე­ტა“ პირ­ვე­ლად 1906 წელს ნიუ ორ­ლე­ან­ში სი­ცი­ლი­ელ­მა ემიგ­რან­მა სალ­ვა­ტო­რე ლუ­პომ თა­ვის სა­კონ­დიტ­რო­ში Central Grocery Co--ში გა­ა­კე­თა. თუმ­ცა პირ­ვე­ლო­ბა­ში მას კი­დევ ერთი იტა­ლი­უ­რი სა­კონ­დიტ­რო Progress Grocery Co ეცი­ლე­ბა, რო­მე­ლიც 1924 წელს გა­იხ­სნა. ამ­ბო­ბენ, რომ სენდვი­ჩი მუ­ფა­ლე­ტა პირ­ვე­ლად სწო­რედ მის­მა მფლო­ბელ­მა და­ამ­ზა­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა სა­ხე­ლის წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რი­აც. სხვა­დას­ხვა ცნო­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ „მუფა“ მო­დის იტა­ლი­უ­რი სი­ტყვი­დან „სოკო“, თუმ­ცა სენდვი­ჩი სო­კოს არ შე­ი­ცავს. ის უკავ­შირ­დე­ბა დიდი ზო­მის, მრგვალ პურს, რო­მე­ლიც სო­კოს ქუდს ნამ­დვი­ლად წა­ა­გავს. სი­ცი­ლი­უ­რი წარ­მო­შო­ბის სა­ხელ­მა ამე­რი­კა­ში ფო­ნე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და და დღეს მას მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ რო­გორც „მუ­ფა­ლე­ტა“.

„მუ­ფა­ლე­ტას“ უმე­ტე­სად ცი­ვად მი­ირ­თე­ვენ, თუმ­ცა ზოგი მზა­რე­უ­ლი მას ტოს­ტში ათავ­სებს და აცხე­ლებს.

ამ უჩ­ვე­უ­ლო და ნოყი­ე­რი სენდვი­ჩის რე­ცეპტს „ნი­კო­რა“ და შეფი მე­რი­კო გუ­ბე­ლა­ძე წარ­მო­გიდ­გენთ. სცა­დეთ თქვენც.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lel
0

მე იტალიურად სოკო მეგონა იყო ,fungo. mufa ვიცი აქ ობს ეძახიან . ეტყობა სიცილიურადაა

ფ. ტ.
0

ეგ რაღაცა რომ შეჭამო, ნიანგის პირი უნდა გქონდეს!

ავტორი:

სენდვიჩი "სოკო" სოკოს გარეშე - სიცილიელი ემიგრანტების შექმნილი უჩვეულო კერძის რეცეპტი შეფისგან

სენდვიჩი "სოკო" სოკოს გარეშე - სიცილიელი ემიგრანტების შექმნილი უჩვეულო კერძის რეცეპტი შეფისგან

სიცილიური პური და სენდვიჩისთვის უჩვეულო პროდუქტები - ეს „მუფალეტაა“, სენდვიჩი, რომელიც ნიუ ორლეანში მცხოვრებ იტალიელ ემიგრანტებში ძალიან პოპულარულია. მისი მთავარი დამახასიათებელი ინგრედიენტი დიდი ზომის პურია.

სენდვიჩი პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნეს, თუმცა შემქმნელის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს. ერთი ვერსიის მიხედვით, სენდვიჩი „მუფალეტა“ პირველად 1906 წელს ნიუ ორლეანში სიცილიელმა ემიგრანმა სალვატორე ლუპომ თავის საკონდიტროში Central Grocery Co--ში გააკეთა. თუმცა პირველობაში მას კიდევ ერთი იტალიური საკონდიტრო Progress Grocery Co ეცილება, რომელიც 1924 წელს გაიხსნა. ამბობენ, რომ სენდვიჩი მუფალეტა პირველად სწორედ მისმა მფლობელმა დაამზადა.

საინტერესოა სახელის წარმოშობის ისტორიაც. სხვადასხვა ცნობით დასტურდება, რომ „მუფა“ მოდის იტალიური სიტყვიდან „სოკო“, თუმცა სენდვიჩი სოკოს არ შეიცავს. ის უკავშირდება დიდი ზომის, მრგვალ პურს, რომელიც სოკოს ქუდს ნამდვილად წააგავს. სიცილიური წარმოშობის სახელმა ამერიკაში ფონეტიკური ცვლილება განიცადა და დღეს მას მოიხსენიებენ როგორც „მუფალეტა“.

„მუფალეტას“ უმეტესად ცივად მიირთევენ, თუმცა ზოგი მზარეული მას ტოსტში ათავსებს და აცხელებს.

ამ უჩვეულო და ნოყიერი სენდვიჩის რეცეპტს „ნიკორა“ და შეფი მერიკო გუბელაძე წარმოგიდგენთ. სცადეთ თქვენც.

რა კომპონენტებისგან შედგება წარმატებული სტუდენტობა?

თამბაქოს ზიანის შემცირების ტექნოლოგია - თამბაქოს წვა vs გახურების ტექნოლოგია

იყიდე ახალაშენებული ბინა და მიიღე საჩუქარი - „რაც გაგიხარდება“