სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხათუნას დილითვე ვკითხე და არც ახსოვდა ამ კომპანიების არსებობა" - რა ხარვეზი უპოვეს ზურა ხაჩიძეს ქონებრივ დეკლარაციაში და რას პასუხობს მომღერალი კვლევას?
"ხათუნას დილითვე ვკითხე და არც ახსოვდა ამ კომპანიების არსებობა" - რა ხარვეზი უპოვეს ზურა ხაჩიძეს ქონებრივ დეკლარაციაში და რას პასუხობს მომღერალი კვლევას?

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ" სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა 2020 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი შე­ის­წავ­ლა, რის შე­დე­გა­დაც გა­ირ­კვა, რომ 46 მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი­დან დეკ­ლა­რა­ცია ათმა ხარ­ვე­ზე­ბით შე­ავ­სო.

ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. მა­თი­ვე ცნო­ბით, 7 შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი წილი მარ­თვის უფ­ლე­ბით სხვა პი­რის­თვის არ გა­და­უ­ცია; 4 შემ­თხვე­ვა­ში კი, სა­ერ­თოდ არ აქვს დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი მისი ან/და ოჯა­ხის წევ­რის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი.

კერ­ძოდ, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ცნო­ბით, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლე, ზურა ხა­ჩი­ძემ 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ მი­უ­თი­თა, რომ მისი მე­უღ­ლე ნა­ტა­ლია ჟორ­და­ნია არის დი­რექ­ტო­რი და ფლობს წი­ლებს შემ­დეგ კომ­პა­ნი­ებ­ში: შპს “ივენთ კომ­პა­ნი ნან - Event Company NAN” - 50% წილი, დი­რექ­ტო­რი და შპს “ტრან­სატ­ლან­ტი­კი და პარტნი­ო­რე­ბი” - 25% წილი. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, ეს სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვაა.

ზურა ხა­ჩი­ძეს Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­და:

რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლის თქმით, მის ტე­ლე­ფონ­ზე სა­ტა­ლე­ბო­ნო ზა­რე­ბი დი­ლი­დან არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. ამ­ბობს, რომ ეს მხო­ლოდ მცი­რე ხარ­ვე­ზი იყო და მე­უღ­ლეს უბ­რა­ლოდ არ ახ­სოვ­და ამ კომ­პა­ნი­ე­ბის არ­სე­ბო­ბაც კი, რად­გან და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე არ­ცერ­თი არ ყო­ფი­ლა მოქ­მე­დი.

ზურა ხა­ჩი­ძე: - ხა­თუ­ნას არ ახ­სოვ­და ამ კომ­პა­ნი­ე­ბის არ­სე­ბო­ბა. ვინც ეს კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა, გა­მო­ი­ძია და ბო­ლომ­დე მიჰ­ყვა, ისიც უნდა ენა­ხათ, რომ არ­ცერ­თი ლარი არ აქვს ამ კომ­პა­ნი­ებს სარ­გე­ბე­ლი. რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ აღარ გა­გუგ­რძე­ლე­ბი­ათ სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა.

დი­ლას რომ და­მი­რე­კეს, ხა­თუ­ნას მა­შინ­ვე ვკი­თხე და არც ახ­სოვ­და. ორი წე­ლია სა­ჯა­რო მო­ხე­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ას ვავ­სებ და ამ კომ­პა­ნი­ე­ბის­გან ლარი არ აქვს ხა­თუ­ნას სარ­გე­ბე­ლი, თო­რემ მი­ვუ­თი­თებ­დი რა პრობ­ლე­მაა.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პა­ნი­ებს, ერთი იყო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი, რომ­ლი­თაც მე­გობ­რე­ბი აპი­რებ­დნენ, რომ კარ­გი საქ­მე­ე­ბი ეკე­თე­ბი­ნათ, არც ვი­ცო­დი მე ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი. არც ის ვიცი, რო­დის გა­კეთ­და და არც მახ­სოვს, რომ და­ფუძ­ნე­ბა­ში ხა­თუ­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მე­ო­რე კი ივენთ კომ­პა­ნი­აა, სა­ი­და­ნაც არა­ნა­ი­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ ჰქო­ნია ხა­თუ­ნას. ბოლო ორი წლის მან­ძილ­ზე ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მოხ­და, რომ ხა­თუ­ნა­საც ვერ გა­ვამ­ტყუ­ნებ რომ არ ახ­სოვ­და.

- ხა­თუ­ნამ ხომ არ ინერ­ვი­უ­ლა?

- მთე­ლი დღეა არ ჩერ­დე­ბა ჩემი ტე­ლე­ფო­ნი. მე ასე მძაფ­რად არ ვაწ­ვდი ინ­ფორ­მა­ცი­ას, არ ვე­უბ­ნე­ბი. სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რია, უბ­რა­ლოდ გა­მორ­ჩა, არ ახ­სოვ­და.

- კრი­ტი­კა­ზე რე­ა­გი­რებთ ხოლ­მე ოჯა­ხი...

- ხა­თუ­ნა ნერ­ვი­უ­ლობს ბუ­ნებ­რი­ვია როცა არა­სა­მარ­თლი­ანს გვაბ­რა­ლე­ბენ რა­მეს ან არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. აქაც ზუს­ტად ეგ შემ­თხვე­ვაა, ნა­წი­ლობ­რივ მარ­თა­ლია, რომ შპს და საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი გახ­სნი­ლია, უბ­რა­ლოდ არ­ცერ­თი არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. ხა­თუ­ნას ისე­თი და­ა­ვა­დე­ბა აქვს ვერ მოვ­თხოვ­დი და ვე­ტყო­დი, რა­ტომ არ გახ­სოვს-თქო.

მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი ჟურ­ნა­ლის­ტებს რომ ცალ­მხრი­ვად არ გა­ა­შუ­ქეს და მომ­ცეს კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ზურა ხა­ჩი­ძის 2021 წელს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს 2007 წელს ბან­კის 70 000 კრე­დი­ტით შე­ძე­ნი­ლი ბინა აქვს ან­ჯა­ფა­რიძს ქუ­ჩა­ზე. მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ასე­ვე მუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა ტო­ი­ო­ტა "პრა­დო", რო­მე­ლიც 2012 წელს კრე­დი­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ი­ძი­ნა და 50 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. 2020 წელს რო­გორც ჯგუფ ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის სო­ლიტს 50 000 ლარი ჰქონ­და შე­მო­სა­ვა­ლი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
24

უფფფ კაი ერთი რაა... რაც გინდათ და რაც სასარგებლოა მხოლოდ თქვენთვის, ის გახსოვთ მარტო

Mail
23

ფაქტიურად იაფასიან ფსიქოლოგიურ შანტაჟს ეწევა ეს კაცი. ანუ, ავად თუ არის ვინმე, პასუხი არაფერზე არ უნდა მოთხოვონ?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ხათუნას დილითვე ვკითხე და არც ახსოვდა ამ კომპანიების არსებობა" - რა ხარვეზი უპოვეს ზურა ხაჩიძეს ქონებრივ დეკლარაციაში და რას პასუხობს მომღერალი კვლევას?

"ხათუნას დილითვე ვკითხე და არც ახსოვდა ამ კომპანიების არსებობა" - რა ხარვეზი უპოვეს ზურა ხაჩიძეს ქონებრივ დეკლარაციაში და რას პასუხობს მომღერალი კვლევას?

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა 2020 წელს შევსებული დეკლარაციები შეისწავლა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ 46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ათმა ხარვეზებით შეავსო.

ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, 7 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია; 4 შემთხვევაში კი, საერთოდ არ აქვს დეკლარირებული მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები.

კერძოდ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზურა ხაჩიძემ 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ნატალია ჟორდანია არის დირექტორი და ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს “ივენთ კომპანი ნან - Event Company NAN” - 50% წილი, დირექტორი და შპს “ტრანსატლანტიკი და პარტნიორები” - 25% წილი. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ეს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.

ზურა ხაჩიძეს Ambebi.ge კომენტარის ჩასაწერად დაუკავშირდა:

რწმუნებულის მოადგილის თქმით, მის ტელეფონზე სატალებონო ზარები დილიდან არ გაჩერებულა. ამბობს, რომ ეს მხოლოდ მცირე ხარვეზი იყო და მეუღლეს უბრალოდ არ ახსოვდა ამ კომპანიების არსებობაც კი, რადგან დაარსებიდან დღემდე არცერთი არ ყოფილა მოქმედი.

ზურა ხაჩიძე: - ხათუნას არ ახსოვდა ამ კომპანიების არსებობა. ვინც ეს კვლევა ჩაატარა, გამოიძია და ბოლომდე მიჰყვა, ისიც უნდა ენახათ, რომ არცერთი ლარი არ აქვს ამ კომპანიებს სარგებელი. რეგისტრაციის შემდეგ აღარ გაგუგრძელებიათ სამეწარმეო საქმიანობა.

დილას რომ დამირეკეს, ხათუნას მაშინვე ვკითხე და არც ახსოვდა. ორი წელია საჯარო მოხელის დეკლარაციას ვავსებ და ამ კომპანიებისგან ლარი არ აქვს ხათუნას სარგებელი, თორემ მივუთითებდი რა პრობლემაა.

რაც შეეხება კომპანიებს, ერთი იყო საქველმოქმედო ფონდი, რომლითაც მეგობრები აპირებდნენ, რომ კარგი საქმეები ეკეთებინათ, არც ვიცოდი მე ამის შესახებ არაფერი. არც ის ვიცი, როდის გაკეთდა და არც მახსოვს, რომ დაფუძნებაში ხათუნა მონაწილეობდა. მეორე კი ივენთ კომპანიაა, საიდანაც არანაირი შემოსავალი არ ჰქონია ხათუნას. ბოლო ორი წლის მანძილზე ისეთი რაღაცები მოხდა, რომ ხათუნასაც ვერ გავამტყუნებ რომ არ ახსოვდა.

- ხათუნამ ხომ არ ინერვიულა?

- მთელი დღეა არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. მე ასე მძაფრად არ ვაწვდი ინფორმაციას, არ ვეუბნები. სანერვიულო არაფერია, უბრალოდ გამორჩა, არ ახსოვდა.

- კრიტიკაზე რეაგირებთ ხოლმე ოჯახი...

- ხათუნა ნერვიულობს ბუნებრივია როცა არასამართლიანს გვაბრალებენ რამეს ან არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. აქაც ზუსტად ეგ შემთხვევაა, ნაწილობრივ მართალია, რომ შპს და საქველმოქმედო ფონდი გახსნილია, უბრალოდ არცერთი არ ფუნქციონირებდა. ხათუნას ისეთი დაავადება აქვს ვერ მოვთხოვდი და ვეტყოდი, რატომ არ გახსოვს-თქო.

მადლობას გადავუხდი ჟურნალისტებს რომ ცალმხრივად არ გააშუქეს და მომცეს კომენტარის გაკეთების საშუალებას. ზურა ხაჩიძის 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ საჯარო მოხელეს 2007 წელს ბანკის 70 000 კრედიტით შეძენილი ბინა აქვს ანჯაფარიძს ქუჩაზე. მის მფლობელობაშია ასევე მუბუქი ავტომანქანა ტოიოტა "პრადო", რომელიც 2012 წელს კრედიტის საშუალებით შეიძინა და 50 000 დოლარი გადაიხადა. 2020 წელს როგორც ჯგუფ ქუჩის ბიჭების სოლიტს 50 000 ლარი ჰქონდა შემოსავალი.

"ქვეყანა იმყოფება ფაზაში, რაც, გარკვეულწილად, მესამე ტალღის დასაწყისია" - ეკატერინე ტიკარაძე

27 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ვაკვირდებით მეწყრული მასების გადაადგილებას... თუ მოსახლეობის გაყვანა აუცილებელი იქნება, ევაკუაციის გეგმა გვაქვს" - თბილისის მერის მოადგილე